Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #63819209)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Self-city Kutaisi City Hall
Номер конкурса: 63819209
Дата публикации: 13-05-2025
Сумма контракта: 2 177 607


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008803
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.05.2025 11:11
Начало приема предложения 29.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 03.06.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 2`177`607.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45313100 - Монтажные работы по установке лифтов
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ქალაქ ქუთაისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ძველი ლიფტების დემონტაჟის და ახალი ლიფტების მონტაჟის სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 43`000.00 GEL
Размер гарантии 21`776 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli adeishvili :: 25.04.2025 17:33
  • Последнее исправление: irakli adeishvili :: 13.05.2025 11:11
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=629605&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ ქუთაისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ძველი ლიფტების დემონტაჟის და ახალი ლიფტების მონტაჟის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. „მიმწოდებელმა“ უნდა განახორციელოს ქალაქ ქუთაისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ძველი ლიფტების დემონტაჟის და ახალი ლიფტების მონტაჟის სამუშაოები. (28 ობიექტი)

2. შემოთავაზებული საქონელი (ლიფტი) უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი.

3. სამშენებლო სამუშოები პარალელურ რეჟიმში უნდა იწარმოებოდეს არანაკლებ 5 ობიექტზე.

4. მიმწოდებელმა, თითოეულ მისამართზე უნდა უზრუნველყოს, ერთი და იგივე მწარმოებლის და მოდელის ლიფტის მონტაჟი.

5. სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).

ტექნიკური პირობები-გამოყენებული მასალის მახასიათებლები:
1. არ იცვლება არსებული კაბინისა და საპირწონის მიმმართველები და საპირწონე.
2. შახტაში განათების მონტაჟი;
3. თანაორმოში კიბის მონტაჟი;
4. ყველა ღილაკი უნდა იყოს აღნიშნული ტაქტილური ასოებით და ციფრებით, უსინათლოებისათვის-ბრაილის შრიფტით;
5 ელექტრონული ლიფტის მართვის კარადა VVF სისტემით.
6. ლიფტის ტვირთამწეობა (4 პერსონა) არანაკლებ 300 კგ. (სატვირთო ლიფტის შემთხვევაში არანაკლებ 675 კგ)
7. არანაკლებ სიჩქარე - 1მ/წმ
8. ლიფტის ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 4 კვტ. (სატვირთო ლიფტის შემთხვევაში არანაკლებ 9კვტ.)

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. სამუშაობის შესრულება უნდა დაიწყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან (შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის მოთხოვნის წერილის ჩაბარებიდან) არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღეში და დასრულდეს სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით გონივრულ ვადაში, რომელსაც შემსყიდველი დამატებით წერილობით აცნობებს მიმწოდებელს, მაგრამ არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) კალენდარული დღისა.
2. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პარალელურ რეჟიმში არანაკლებ 5 (ხუთი) ობიექტზე სამუშაოთა წარმოება.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით (მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანების, 2012 წლის 11 აპრილის #1-1/970 ბრძანების, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებისა და 2014 წლის 14 იანვრის #51 დადგენილების შესაბამისად), სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. სამუშაოს შესრულების ადგილია: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. კონკრეტული მისამართები იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში მიმაგრებულ ფაილში.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელს.

2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.

3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
1.1 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის დასრულების დღემდე, პრეტენდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 4000000 (ოთხი მილიონი) ლარი. მათ შორის, პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა, ან არაუმეტეს 2 (ორი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 60%-ის ოდენობისა.

2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: ელ. კარადის დემონტაჟი, რეგულატორის დემონტაჟი, ჯალამბარის დემონტაჟი, კაბინის დემონტაჟი, კარებების დემონტაჟი, ახალი ლიფტის მონტაჟი. პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს კონკრეტულ ლიფტზე ერთობლიობაში ყველა ერთად (გარდა საპირწონის და მიმმართველების ცვლილებისა). მოცემული სამუშაოებიდან მხოლოდ ერთ-ერთის შესრულების შემთხვევაში, მსგავსი სამუშაოები პრეტენდენტს გამოცდილებაში არ ჩაეთვლება.

3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;
4. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული), დამკვეთის/შემსყიდველის მიერ დადასტურებული, საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება; ასევე პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით წარმოადგინოს მთავარ დამკვეთთან/შემსყიდველთან გაკეთებული შეთანხმება/ნებართვა (თუ ასეთი მოთხოვნა გათვალისწინებული შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციით. შეთანხმების/ნებართვის წარმოუდგენლობის (საწყის ან დაზუსტების ეტაპზე) შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაო პრეტენდენტს გამოცდილებად არ ჩაეთვლება) და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 და შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
5. სამუშაოები, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა საბიუჯეტო ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას. (თუ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი ნაკლებია საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში მითითებულ ოდენობაზე, გათვალისწინებულ იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური ოდენობა, მაგრამ არაუმეტეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული საერთო ღირებულებისა);
6. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს ტენდერით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისი ლიფტების დამამზადებელი საწარმო, ან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისი ლიფტების დამამზადებელ საწარმოსთან შესაბამისი გარიგება (ხელშეკრულება) ლიფტების მოწოდების მზაობაზე, რომლითაც მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, ასეთი საწარმო იკისრებს ვალდებულებას მიაწოდოს პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისი ლიფტები.

2.3.1.2. ლიფტების დამამზადებელი საწარმოს დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ლიფტების საკუთარი ძალებით წარმოების შესაძლებლობის ან 2.3.1.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ლიფტების დამამზადებელ საწარმოსთან შესაბამისი გარიგების (ხელშეკრულება) შემთხვევაში შესაბამისი ლიფტების დამამზადებელი საწარმოს შესახებ მტკიცებულებები:

- სარეგისტრაციო დოკუმენტი ან იურიდიული პირის წესდება, საიდანაც მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, რომ წარმოდგენილი პირის საქმიანობას წარმოადგენს ლიფტების დამზადება;
- ლიფტების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების/ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან სხვა დოკუმენტები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება აღნიშნულის დადასტურება;

2.3.1.3. 2.3.1.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგება (ხელშეკრულება) უნდა იყოს ნოტარიული დამოწმებული და უცხო ენაზე შედგენის შემთხვევაში, თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.3.1.4. არარეზიდენტი პირის ან წარმომადგენლობა/ფილიალის, მათ შორის ამხანაგობის წევრი არარეზიდენტი პირის ან არარეზიდენტი პირის წარმომადგენლობა/ფილიალის შემთხვევაში 2.3.1.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს ინჟინერ ელექტრიკოსის ან/და ინჟინერ მექანიკოსის განათლების მქონე მინიმუმ 1 სპეციალისტი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა №2) და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტის მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.

ინფორმაცია სპეციალისტის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი №5-ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციითა და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;

2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

3. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

4. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები:

1. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს ხარჯთაღრიცხვაში მითითებული შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და რაოდენობა/მოცულობა და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
2. სამუშაოების შესრულების ზედამხედველობას განახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისაგან შედგენილი ინსპექტირების ჯგუფი.
3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
5. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

6. სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნას, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №446 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა“ და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №289 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები. • მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე უზრუნველყოს აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტის (აქტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი პირის მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) წარმოდგენა.
7. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე უზრუნველყოს აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“/„ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის „ინსპექტირების სერტიფიკატი“ (ინსპექტირების სერტიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას, ინსპექტირების სერტიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელსაც ინსპექტირების პერიოდში უნდა ჰქონდეს, მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა.
8. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე წარმოადგინოს საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი H-1 მოდული.
9. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:

(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ამხანაგობის წევრებისთვის:

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru