Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Специальные одежда и аксессуары (Грузия - Тендер #63729954)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Railway"
Номер конкурса: 63729954
Дата публикации: 09-05-2025
Сумма контракта: 8 370


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008753
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.05.2025 17:05
Начало приема предложения 17.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.05.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 8`370.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 18400000-Специальные одежда и аксессуары
Коды классификатора
  • 18410000 - Специальная одежда
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
სპეცტანსაცმლის შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 84.00 GEL
Размер гарантии 84 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: medea kanchaveli :: 03.04.2025 11:46
  • Последнее исправление: medea kanchaveli :: 08.05.2025 17:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=626810&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სპეცტანსაცმლის შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ზამთრის ქურთუკი - შავი ფერის, დათბილული, მოკლე, (ე.წ. პილოტკა) საყელო-დგარი, ჩაკერებული სახელოთი, რომელიც კალთებზე უნდა მაგრდებოდეს ელვა შესაკრავით, ბოლო დამუშავებული უნდა იყოს მარეგულირებელი რეზინით. წინა კალთების ქვედა მხარეს უნდა ჰქონდეს ორი ჩაჭრილი ჯიბე, წინა კალთები ორმაგი, უნდა იკვრებოდეს ორმაგი ელვა შესაკრავით. შიდა კალთის საყელო-დგარი ტრიკოტაჟის, გარეთა კალთა უნდა იფარებოდეს სარქველით და იკვრებოდეს სამი ფხრიწით. შიდა, მარცხენა კალთას უნდა ჰქონდეს დამატებითი შიდა ჯიბე. ქურთუკს მკერდზე უნდა ჰქონდეს კომპანიის ნაქარგი ლოგო: სიმაღლე 7სმ, სიგანე 8სმ (იხ.დანართი N2). რეცხვის დროს ნაკეთობა უნდა ინარჩუნებდეს ზომას, ფორმას და უძლებდეს 50 °C სახლის პირობებში რეცხვას. ნაკეთობას უნდა ჰქონდეს იარლიყი, რომელზეც გამოსახული უნდა იყოს ზომის განმასხვავებელი ნიშანი; ქსოვილი: მაღალი ხარისხის, თბილი მოქმედი EN 342 (ან მოქმედი ანალოგი) ან მოქმედი EN 14058 (ან მოქმედი ანალოგი) სტანდარტის შესაბამისად, წყალგაუმტარი მოქმედი EN 343 (ან მოქმედი ანალოგი) სტანდარტის შესაბამისად, 100% პოლიესტერი, მზისგან დაცვა მოქმედი EN 13758-2 (ან მოქმედი ანალოგი) სტანდარტის შესაბამისად. -------------------- 30 ცალი
2. კლასიკური შარვალი - შავი ფერის, სწორი სილუეტის, შვიდი საქამრით, შარვლის წინა ნახევარზე გვერდის გაჭრილი ჯიბე, წინა ელვა შესაკრავით და ორი ღილით ორ ღილკილოზე, სარტყელი სიგანით უნდა იყოს 4 სმ (+/-5 მმ), უკანა მარჯვენა მხარეს უნდა ჰქონდეს გაჭრილი ერთკანტიანი ჯიბე, ყველგან გამოყენებული უნდა იყოს სამკერვალო ძაფით შესრულებული გვირისტი, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ უნდა წყდებოდეს, გვირისტი უნდა იყოს სწორი და პროპორციული, გამძლე. რეცხვის დროს ნაკეთობა უნდა ინარჩუნებდეს ზომას, ფორმას და უძლებდეს 50 °C სახლის პირობებში რეცხვას, ნაკეთობას უნდა ჰქონდეს იარლიყი, რომელზეც გამოსახული უნდა იყოს ზომის განმასხვავებელი ნიშანი. ქსოვილი: კაბარდინი ბამბა 50% პოლიესტერი 50% მაღალი ხარისხის, მზისგან დაცვა მოქმედი EN 13758-2 (ან მოქმედი ანალოგი) სტანდარტის შესაბამისად. -------------------- 30 ცალი
3. მოკლემკლავიანი პერანგი - მუქი ლურჯი ფერის, პერანგი უნდა იკვრებოდეს წინ 8 ღილით და 8 ღილკილოთი, საყელო გადაფენილი მახვილი კუთხეებით დგარზე, პერანგზე დამუშავებული ერთი ჯიბე, ჯიბის ზევით უნდა იყოს ნაქარგი კომპანიის ლოგო: სიმაღლე 7სმ, სიგანე 8სმ (იხ.დანართი N2, ვიზუალი N1). რეცხვის დროს ნაკეთობა უნდა ინარჩუნებდეს ზომას, ფორმას და უძლებდეს 50 °C სახლის პირობებში რეცხვას, ნაკეთობას უნდა გააჩნდეს იარლიყი, რომელზეც გამოსახული უნდა იყოს ზომის განმასხვავებელი ნიშანი. ქსოვილი: პოპლინი 65% ბამბა 35% მაღალი ხარისხის, მზისგან დაცვა მოქმედი EN 13758-2 (ან მოქმედი ანალოგი) სტანდარტის შესაბამისად. -------------------- 30 ცალი
4. გრძელმკლავიანი პერანგი - მუქი ლურჯი ფერის, პერანგი უნდა იკვრებოდეს წინ 8 ღილით და 8 ღილკილოთი, საყელო გადაფენილი მახვილი კუთხეებით დგარზე, პერანგზე დამუშავებული ერთი ჯიბით, ჯიბის ზევით უნდა იყოს ნაქარგი კომპანიის ლოგო: სიმაღლე 7სმ, სიგანე 8სმ (იხ.დანართი N2, ვიზუალი N1). სახელო გრძელი, ჩაკერებული, იდაყვის გასწვრივ შეხსნილი და გაფორმებული 2 სმ სისქის ნაკერით, ბოლოში უნდა ჰქონდეს მანჟეტი – შესაკრავი ერთ ღილ გვირისტით – 0.5 სმ სიგანის, რეცხვის დროს ნაკეთობა უნდა ინარჩუნებდეს ზომას, ფორმას და უძლებდეს 50 °C სახლის პირობებში რეცხვას,ნაკეთობას უნდა გააჩნდეს იარლიყი, რომელზეც გამოსახული უნდა იყოს ზომის განმასხვავებელი ნიშანი. ქსოვილი: პოპლინი 65% ბამბა 35% მაღალი ხარისხის,მზისგან დაცვა მოქმედი EN 13758-2 (ან მოქმედი ანალოგი) სტანდარტის შესაბამისად. -------------------- 30 ცალი

შენიშვნა:
1. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში (საქონლის დამზადების თარიღი დატანილი უნდა იყოს შეფუთვაზე და მწარმოებლის დოკუმენტაციაში).
2. მიწოდებისას საქონელს თან უნდა ახლდეს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი (დედანი ან მწარმოებლის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი), სადაც გაწერილი იქნება შემოთავაზებული საქონლის დამზადების თარიღი და ფასების ცხრილით (დანართი N1) გათვალისწინებული მახასიათებლები.
3. მიწოდებისას საქონელს უნდა გააჩნდეს იარლიყი, სადაც დაფიქსირებული იქნება გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობა და მოხმარების წესები, მწარმოებელი, ზომა.
4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული საქონლის მიწოდება ინდივიდუალური შეფუთვით.
5. შესყიდვის ობიექტით განსაზღვრულ პოზიციებზე ზომების აღება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად ადგილზე შემსყიდველთან შეთანხმებით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შეკერვის პროცესში პროდუქციის 2-ჯერ მოზომება (ე.წ. პრიმერკა), სანამ საბოლოოდ ჩაბარდება შემსყიდველს. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს უნიფორმის ზომების აღება, უნიფორმის გადაკეთება და შემსყიდველისთვის მიწოდება ან/და ახლით შეცვლა გონივრულ ვადაში, მაგრამ შემსყიდველისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
6. მიწოდებისას საქონელს თან უნდა ახლდეს აკრედიტირებული ორგანო(ები)ს მიერ გაცემული შესაბამისობის დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული საქონლის შესაბამისობას ფასების ცხრილით (დანართი N1) გათვალისწინებულ შესაბამის მოქმედ (ან მოქმედ ანალოგ) სტანდარტებთან (დედანი ან მწარმოებლის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი).
7. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებული უნდა იყოს სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ წყდება, გვირისტის შესრულება სწორი და პროპორციული, გამძლე.
8. ფასების ცხრილით გათვალისწინებული რაოდენობები პოზიციურად არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ფარგლებში შეცვალოს თითოეული პოზიციის რაოდენობა, გაზარდოს ან შეამციროს იგი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში (არ დაიშვება ეტაპობრივი მიწოდება)

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ. N15 (სს "საქართველოს რკინიგზა")

1.7.1 requirement related to guarantee period

1. საგარანტიო ვადა: მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღე.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, საქონლის სწორი ექსპლუატაციის პირობებში, საქონელზე ტექნოლოგიური წუნის გამოვლენის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს წუნდებული საქონლის ჩანაცვლება იდენტური და ახალი საქონლით.
3. საგარანტიო ვადის განმავლობაში, საქონლის სწორი ექსპლუატაციის პირობებში, ტანსაცმელი უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს, ფორმასა და ფერს. ფერი გახუნებისა და ტემპერატურის ზემოქმედების (რეცხვა, დაუთოება, მზის სხივები) მიმართ უნდა იყოს მდგრადი. უხარისხო, არასტანდარტული, დაზიანებების მქონე, ზომებთან და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წუნის აღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, გონივრულ, მაგრამ შეტყობინებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში, უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოს ისინი ახალი საქონლით საკუთარი სახსრებით, ტრანსპორტირების გათვალისწინებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ან ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა, ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9 other additional requirements

პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3), შენიშვნისა გათვალისწინებით (პუნქტი 1.2);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;
2. ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (პუნქტი 1.7.1);
3. მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, სადაც გაწერილი იქნება შემოთავაზებული საქონლის ფასების ცხრილით (დანართი N1) გათვალისწინებული მახასიათებლები.
4. შემოთავაზებულ საქონელზე აკრედიტირებული ორგანო(ები)ს მიერ გაცემული შესაბამისობის დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული საქონლის შესაბამისობას ფასების ცხრილით (დანართი N1) გათვალისწინებულ შესაბამის მოქმედ (ან მოქმედ ანალოგ) სტანდარტებთან, ასევე, აკრედიტირებულ ორგანო(ებ)ზე გაცემული აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

შენიშვნა:
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №24, 15.01.2021წ).

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის (ყველა პოზიციის) თითო-თითო ნიმუში.

შენიშვნა:
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ი არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, სატენდერო კომისია მოახდენს პრეტედენტის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურებიდან.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15, შესყიდვების საგენტო, ოთახი N3085

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ანგარიშ-ფაქტურით ან/და ინვოისით ან/და სასაქონლო ზედნადებით ან/და საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება მწარმოებლითა და წარმოშობის ქვეყნით).

შენიშვნა:
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება;
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

არ დაიშვება ეტაპობრივი ანგარიშსწორება

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 საბანკო დღის ვადაში (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში).

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მედეა ყანჩაველი, 558998566, medea.kanchaveli@railway.ge .
სატენდერო კომისიის აპარატის უფროსი:
გიორგი გურგენიძე ტელ: (995 32) 219-90-14, ელ_ფოსტა: giorgi.gurgenidze@railway.ge;

მთავარი სპეციალისტი: ელენა მურადოვა ტელ: (995 32) 219-98-27; 593-14-47-21
მთავარი სპეციალისტი: კახა ბერძენიშვილი ტელ: (995 32) 219-97-75; 595-99-35-82
მთავარი სპეციალისტი: ესტატე ბაინდურაშვილი ტელ: (995 32) 219-98-27; 597-77-77-29

additional information/document

10.1 additional information/documents

1. წინადადების ფასი:
1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
1.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
1.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
1.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
1.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
1.6 ფასების ცხრილის აშშ დოლარში დაზუსტებისას, პრეტენდენტი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი დაამრგვალოს მეასედამდე, ცენტების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი), წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
1.7 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ აშშ დოლარში დაზუსტებულ ფასების ცხრილში შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასის და რაოდენობის ნამრავლი არ იქნება ერთეულის ჯამური ღირებულების ტოლი, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
1.8 საქონელი მოწოდებულ უნდა იქნეს DDP პირობით. არარეზინდენტმა მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორიელოს DAP პირობით. ამასთან, დღგ-სა და საბაჟო გადასახადებს, რომლებიც წარმოიქმნება საქონლის იმპორტის რეჟიმში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, იხდის შემსყიდველი ორგანიზაცია. ხსენებული საბაჟო გადასახადი (დღგ-ს თანხის გარდა), საბროკერო მომსახურების ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაიქვითება მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხებიდან მხარეებს შორის ურთიერთანგარიშსწორებისას;

2. სხვა მოთხოვნა:
2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
2. 2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
2.3 სატენდერო პირობების 10.1 პუნქტის სხვა მოთხოვნების 2.2 ქვეპუნქტი, ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №24, 15.01.2021წ.)
2.4 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
2.5 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
2.6 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

3. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:
3.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.
3.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru