Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Специальные одежда и аксессуары (Грузия - Тендер #63729921)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Forestry Agency of Adjara
Номер конкурса: 63729921
Дата публикации: 09-05-2025
Сумма контракта: 87 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008785
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.05.2025 17:57
Начало приема предложения 14.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.05.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 87`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18400000-Специальные одежда и аксессуары
Коды классификатора
  • 18410000 - Специальная одежда
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარულ დღეში
Дополнительная информация
პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი მონაცემები:
ა). ინფორმაცია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) შესახებ. (დანართი №1)
ბ). ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის აღწერასთან (ტექნიკური დავალება) დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის შესაბამისად.
გ). ინფორმაცია შესრულების ვადისა და შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 და 1.7 პუნქტის შესაბამისად.
დ). ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ, ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2 პუნქტის შესაბამისად.
ე). ინფორმაცია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1 პუნქტის შესაბამისად.
ვ) საჭიროების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება სატენდერო დოკუმენტაციის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დავალება
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 870 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: temur bolkvadze :: 06.05.2025 16:00
  • Последнее исправление: temur bolkvadze :: 08.05.2025 17:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=630878&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1) შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: აჭარის სატყეო სააგენტოს ცენტრალური და რაიონული ადმინისტრაციების თანამშრომელთა სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეადგენს:
214 კომპლექტი სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა), მათ შორის:
ა) აჭარის სატყეო სააგენტოს ცენტრალური და რაიონული ადმინისტრაციების მეტყევე - სპეციალისტების უნიფორმა (მამაკაცებისათვის):
1. ზამთრის მაისური (პოლო, გრძელი მკლავით) - 55 ცალი;
2. ზაფხულის მაისური (პოლო, მოკლე მკლავით) - 55 ცალი;
3. საველე შარვალი (ტაქტიკური) - 55 ცალი;
4. პერანგი (საოფისე) - 55 ცალი;
5. მაისური მოკლე მკლავით - 55 ცალი;
6. ქუდი - 55 ცალი.
ბ) აჭარის სატყეო სააგენტოს ცენტრალური და რაიონული ადმინისტრაციების მეტყევე - სპეციალისტების (ქალებისათვის) უნიფორმა:
1. ჟილეტი - 11 ცალი;
2. ზაფხულის მაისური (პოლო, მოკლე მკლავით) - 9 ცალი;
3. პერანგი (საოფისე) - 19 ცალი;
4. მაისური მოკლე მკლავით - 18 ცალი;
5. ქუდი - 9 ცალი.
გ) აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მცველის უნიფორმა:
1. საველე შარვალი (ტაქტიკური) - 120 ცალი;
2. მეტყევეს საველე პერანგი - 120 ცალი;
3. ჟილეტი - 120 ცალი;
4. მაისური მოკლე მკლავით - 120 ცალი;
5. ქუდი - 120 ცალი.
დ) აჭარის სატყეო სააგენტოს მექანიზატორის უნიფორმა:
1. ზამთრის ქურთუკი - 26 ცალი;
2. მექანიზატორის კომბინეზონი - 26 ცალი;
3. მექანიზატორის ჟილეტი - 26 ცალი;
4. ქუდი - 26 ცალი.

1.2.2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
1.2.2.1. შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).
1.2.2.2. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები მოცემულია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლებისა და პარამეტრების ცხრილში (იხ. დანართი №2),
1.2.2.3. შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია მოცემულია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ ცხრილში (იხ. დანართი №3)
1.2.2.4. შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილის და ობიექტის აღწერის (ტექნიკური დავალება) იმ ნაწილში, სადაც მოცმეული იქნება შესასყიდი საქონლის ან/და მასალების ან/და მოწყობილობის (არსებობის შემთხვევაში) სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან/და მწარმოებლი იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარულ დღეში, მიწოდების ეტაპზე მხარეები ნებისმიერ შეტყობინებას (სატელეფონო, წერილის, ფაქსის ან ელექტრონული სახით) ახორციელებს სააგენტოს ხელმძღვანელობა/ხელმძღვანელის უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
2) მიმწოდებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ზომები სააგენტოს თანამშრომლებს უნდა აუღოს აჭარის სატყეო სააგენტოს ცენტრალურ და რაიონულ ადმინისტრაციებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1) შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, აჭარის სატყეო სააგენტოს ცენტრალურ და რაიონულ ადმინისტრაციებში. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთდროულად, დასრულებულ მდგომარეობაში.
2) მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1) პრეტენდენტი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის მოწოდების დასრულების შემდეგ არ გამოავლენს დეფექტებს.
2) შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა შეადგენს 8 (რვა) თვეს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, რომლის განმავლობაში რაიმე ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
3) საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა, საჭიროებიდან გამომდინარე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიღება-ჩაბარებიდან 8 (რვა) თვის განმავლობაში შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 კალენდარულ დღეში მიმწოდებელი ვალდებულია ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე განახორციელოს სააგენტოს ცენტრალური და რაიონული ადმინისტრაციების თანამშრომელთა სპეციალური ტანსაცმლის კორექტირება.
4) ტენდერში გამარჯვებულის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების/ზიანის ანაზღაურება, რომლის გადახდა უნდა მოხდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ან შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1) პრეტენდენტს მოეთხოვება ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ დანართი N3-ის შესაბამისად.
2) სატენდერო წინადადებაში პრეტენდენტმა აუცილებელია მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი/პატენტი/მოდელი, წარმოშობის წყარო/ქვეყანა და მწარმოებელი. აღნიშნულის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე. იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებულ საქონელს არ გააჩნია სასაქონლო ნიშანი/პატენტი/მოდელი, სავალდებულოა აღნიშნულის მითითება (სასაქონლო ნიშანი/პატენტი/მოდელი შესაბამის ველში უნდა მიეთითოს მაგ: „არ გააჩნია“, .... ), ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას/დაზუსტებას, გარდა ტექნიკური ხასიათის ცვლილების/დაზუსტებისა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შეუცვლელად და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს 2022 წლის 01 იანვრიდან სატენდერო წინადადების წარმოდგენის დაწყების თარიღამდე პერიოდში უნდა ჰქონდეს ანალოგიური საქონლის/მომსახურების/სამუშაოს მიწოდების არანაკლებ 200000 (ორასიათასი) ლარის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა დანართ №4 - თან ერთად უნდა წარმოადგინოს ანალოგიური საქონლის მიწოდებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები (საბოლოო მიღება-ჩაბარების ან/და დამკვეთის მიერ გაცემული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ცნობა).
2.2.1.1 თუ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს წარმოდგენილი აქვს ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილება, როგორც ქვეკონტრაქტორს ასეთ შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი იქნას დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ები)ა.
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების საქონლის მიწოდება შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.: ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
2.2.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
2.2.2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
2.2.2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.
2.2.3. პრეტენდენტი ვალდებულია ფაქტობრივად საქონლის მიწოდების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში საქონლის მიწოდების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.2.4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
2.2.4.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს მოცემული სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში.
2.2.4.2. ვინაიდან ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება ამხანაგობის მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შედარებით დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 4.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
2.2.5. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება NAT/SPA/CMR ნომრები და წარმოდგენილი ნომრის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციით, ანალოგიური საქონლის მიწოდების გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ცნობა) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

1) შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).
2) შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1) მითითებული საქონლის შესაბამისად.
3) შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4) შესყიდვის ობიექტის მოწოდების პროცესში ყველა გამოყენებული მასალები და სხვა შესაბამისი საგნები უნდა იყოს ახალი/მეორადი, მაღალი ხარისხის და უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს.
5) შესყიდვის ობიექტის მოწოდების ნიბისმიერ ეტაპზე, მოთხოვნის შემთხვევაში, დასამტკიცებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი და შეთანხმებული შესყიდვის ობიექტისათვის განკუთვნილი გამოსაყენებელი მასალებისა და სხვა შესაბამისი საგნების ნიმუშები. იმ შემთხვევაში, თუ, წარმოდგენილი მასალები და სხვა შესაბამისი საგნები არ იქნება მოწონებული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალები და სხვა შესაბამისი საგნები.
6) შესყიდვის ობიექტის მოწოდების დასრულების შემდგომ, შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილთან (იხ. დანართი №1) და შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შესყიდვის ობიექტის შემოწმებას განახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაცია.
7) შესყიდვის ობიექტის მოწოდება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ფაქტობრივად შესყიდვის ობიექტის მოცულობა და ღირებულება აისახება მიღება - ჩაბარების აქტ(ებ)ში.
8) 9) მიწოდების ეტაპზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებით შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (უნდა დასაბუთდეს), საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, მოწოდებული შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებულ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმწოდებელმა (საკუთარი ხარჯებით) უნდა უზრუნველყოს მოწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადებითი საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენა, დასკვნა/ანგარიში გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის ან მის მიერ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მაშინ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შეფასების/ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის/სერტიფიკატის ასლი. საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენის მომსახურების შესრულების ვადები არ იქნება დაკავშირებული შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადებთან, საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარდგენა უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს მოთხოვნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
9) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხო შესყიდვის ობიექტის მოწოდების დაფიქსირების შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში, საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
10) სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები, მათ შორის პროცენტული მაჩვენებელი გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
11) სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);
12) ფასების ცხრილი - დანართი N1 წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს
ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მთ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს.) "
13) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამ წესის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1) მოსაწოდებული შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან მიმართებაში პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული მოსაწოდებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების და პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით, პრეტენდენტმა (საკუთარი ხარჯებით) უნდა უზრუნველყოს მოსაწოდებული შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენა, რომელსაც განიხილავს შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფი, ამასთანავე ყველა წარმოდგენილი საქონლის დიზაინიც შეთანხმდება შემსყიდველთან.
2) ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხევაში, აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება დაბალი ფასის მქონე ყოველ შემდგომ პრეტენდენტზე).

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ნიმუშის წარმოდგენის ადგილია აჭარის სატყეო სააგენტოს ცენტრალური ადმინისტრაცია (ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N51).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს დადგენილ ვადაში მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას. დასკვნა/ანგარიში გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის ან მის მიერ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მაშინ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შეფასების/ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის/სერტიფიკატის ასლი.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში (არსებობის შემთხვევაში).წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო წინადადების ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თვმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
2) ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად საქონლის მიწოდების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტის და სასაქონლო ზედნადების/ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
3) ეტაპობრივი (პერიოდული), შუალედური ანგარიშსწორება არ გამოიყენება.
4. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდებული საქონლის ღირებულება, შემსყიდველი მიმწოდებელს აუნაზღაურებს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასის (პროცენტის) შესაბამისად. ამ შემთხვევაში მიმწოდებელს არ გააჩნია პრეტენზია მიწოდებული საქონლის აუთვისებელი მოცულობების გადახდაზე.
5. მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ჩარიცხოს შეტყობინებაში მითითებულ ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე და წარუდგინოს შემსყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალების დედანი ან ბანკის მიერ დამოწმებული ასლი), წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა ან/და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუკავოს (გამოუქვითოს) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან და გადარიცხოს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru