იხილეთ (მიმაგრებული ფაილი) სატენდერო დოკუმენტაცია - ტექნიკური
მოთხოვნების 2.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი:
ბ) პრეტენდეტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. ზოგადი გამოცდილება
• პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან - ტენდერის გამოცხადების თარიღამდე
პერიოდში, შესრულებული (დასრულებული) უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით
არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური (ანალოგიური
ტიპის სამშენებლო პროექტებად ჩაითვლება საზოგადოებრივი დანიშნულების
შენობებების - საოფისე შენობები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები,
სასტუმროები და ა.შ.) სამუშაოები (აღნიშნულ სამშენებლო სამუშაოებში არ
იგულისხმება შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და
შეკეთების სამუშაოები).
2. სპეციალური გამოცდილება
• პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან - ტენდერის გამოცხადების თარიღამდე
პერიოდში, უნდა გააჩნდეს: ერთი ხელშეკრულების ფარგლებში
საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის სამშენებლო სამუშაოების
შესრულების გამოცდილება რომლის ღირებულება უნდა იყოს სულ მცირე 300 000
(სამასიათასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში
შესრულებული (დასრულებული) სამშენებლო სამუშაოები უნდა მოიცავდეს
საძირკვლისა და რკინა-ბეტონის მოწყობის და გადახურვის სამუშაოებს.
პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის
წარმოდგენის პირობები:
პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის
მეშვეობით უნდა წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების შესახებ
გაფორმებული ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ფარგლებში
სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შესრულებული
სამუშაოების უწყისი ე.წ. ფორმა N2, მიღება-ჩაბარების აქტები,
ა/ფაქტურები).
1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით
და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი
დოკუმენტები ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან
ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის
ნომრის (SPA, DAP; NAT, DEP; MEP; TEP; GEO: CMR ან სხვა არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების
გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყო სამუშაოების შესრულების შესახებ
გაფორმებული ხელშეკრულება და სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი
დოკუმენტი:
2.1. ხელშეკრულება წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების
უწყისთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად;
2.2. შესასრულებელი სამუშაოების უწყისის (ხარჯთაღრიცხვა) ცვლილების
შემთხვევაში, წარმოდგენლი უნდა იყოს საბოლოო სახის (კორექტირებული)
ხარჯთაღრიცხვა, დამკვეთის მიერ დამოწმებული შესაბამისი ცვლილების
(შეთანხმების აქტი) დოკუმენტთან ერთად;
2.3. წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული
სამუშაოების უწყის(ებ)ი (ე.წ. ფორმა N2);
2.4. ფორმა N2 არის პირობითი დოკუმენტი, შესაბამისად ფორმა N2-ის ნაცვლად
შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მომცველი და
შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი (მიღება-ჩაბარების
აქტები, ა/ფაქტურები).
2.5. ხელშეკრულებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების
საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) და წარმოდგენილი ხელშეკრულების
ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) უნდა იყოს
შესაძლებელი ობიექტის დასახელებისა და შესრულებული სამუშაოების
ურთიერთკავშირის დადგენა, ამასთანავე შესრულებული სამუშაოების
უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) გათვალისწინებული სამუშაოების დასახელება,
მოცულობა და ფასები არსებითად არ უნდა განსხვავდებოდეს
ხელშეკრულებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო
სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული შესაბამისი
მონაცემებისგან;
2.6. საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების
დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული
დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული
და/ან აპოსტილით დამოწმებული.
2.7. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას
მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება,
ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება
პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.
წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამკვეთის მიერ
გაცემული წერილობითი ინფორმაცია ან სარეკომენდაციო წერილი, რომლითაც
უნდა დგინდებოდეს, რომ შემსრულებელს წარმოდგენილი ხელშეკრულების
ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები მიწოდებული აქვს ხელშეკრულების
პირობების არსებითი დარღვევის გარეშე (შემსრულებლის მხრიდან
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში
წერილობითი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ცნობებს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული თითოული დარღვეული ვალდებულების შესახებ და
ინფორმაციას თუ რატომ მიიჩნევს დამკვეთი ვალდებულების დარღვევას
არაარსებითად).
იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში
სამუშაოების მიწოდება განხორციელდა ქვეკონტრაქტის საფუძველზე, ასეთ
შემთხვევაში ქვეკონტრაქტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ძირითადი
ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაფორმდა ქვეკონტრაქტი. ხოლო,
დამკვეთის წერილი სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს ძირითადი
ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამკვეთის მიერ, რომელიც ასევე გარდა
ზემოთ მოცემული ინფორმაციისა დამატებით უნდა მოიცავდეს ინფორმაციას,
რომ ქვეკონტრაქტი შეთანხმებული იყო ობიექტის დამკვეთთან.
შენიშვნა:
* - მიმდინარე ან/და დაუსრულებელი პროექტები გამოცდილებაში არ
ჩაითვლება.
შესრულებულ/დასრულებულ ხელშეკრულებაში იგულისხმება, რომ აღნიშნული
ხელშეკრულების ფარგლებში პრეტენდენტს ან ამხანაგობის წევრს სრულად
აქვს შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და
აღნიშნული დადასტურებულია დამკვეთის მიერ.
პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დადასტურების მიზნით უნდა
წარმოადგინოს სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული
ხელშეკრულებები;
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული
ხელშეკრულებების ასლები, წარმოდგენილი ხელშეკრულებების ფარგლებში
შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები
(მიღება-ჩაბარების აქტი ან შესრულებული სამუშაოს აქტი (ფორმაN2) ან
სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი), რომელსაც უნდა
დაერთოს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;