1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას.
1.2.3 ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში,
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის
ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან,
არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ
სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული
შემცირებით, ერთეულის ფასი შესაძლებელია დამრგვალებული იქნას ზრდის
პრინციპით, ერთი მეასედის (1 თეთრი) სიზუსტით, აგრეთვე, შესაბამისობად
ჩაითვლება ზრდის პრინციპით დამრგვალებამდე ცდომილების დაშვება.
1.2.4 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და
მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის
საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი
სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და
სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა
სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული
ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.5 სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS
Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის
განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად
წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ
დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.8 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
მოქმედების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების
მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
1.2.9 ცალკეულ შემთხვევებში მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული
მისამართი, დეფექტური აქტი და/ან სქემატური ნახაზები და/ან პროექტი და
მოცულობათა უწყისი გადაეცემა წერილობით.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით ობიექტის მისამართის მიღებიდან
(დეფექტური აქტის და/ან სქემატური ნახაზების და/ან პროექტის და
მოცულობათა უწყისის შემსყიდველის მიერ გადაუცემლობის შემთხვევაში)
შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს და
შეათანხმოს შემსყიდველთან შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტი
ან/და სქემატური ნახაზები ან/და პროექტი და მოცულობათა უწყისი.
1.2.11 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენისას საჭიროების შემთხვებაში,
სრულ საპროექტო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს სხვადასხვა კომუნიკაციის
მფლობელებთან შეთანხმების წერილები.
1.2.12 მიმწოდებლის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის
შემთხვევაში, სრულ საპროექტო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს სსიპ ,,ლევან
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა
აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული სრული საპროექტო დოკუმენტაციის
ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, ამასთან საპროექტო ხარჯები
ანაზღაურდება სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისი საექსპერტო
დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
1.2.13 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში (მათ შორის
საექსპერტო მომსახურების) ხარჯი განისაზღვრება და ანაზღაურდება
შესრულებული სამუშაოების არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული
თანხის ოდენობით.
1.2.14 დეფექტური აქტის ან/და სქემატური ნახაზების წარმოდგენის
შემთხვევაში ხარჯი განისაზღვრება და ანაზღაურდება შესრულებული
სამუშაოების არაუმეტეს 1% ის ოდენობით.
1.2.15 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულების დამადასტურებელ
დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო
საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).
1.2.16 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტური აქტში და/ან
სქემატურ ნახაზებში და/ან პროექტში და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის
(ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია
შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში
საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.17 შემსყიდველი უფლებამოსილია მოწოდებული დეფექტური აქტი ან/და
სქემატური ნახაზები ან/და პროექტი და მოცულობათა უწყისი
ექსპერტიზისათვის წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ საექსპერტო
ორგანიზაციას, რომლის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას
უზრუნველყოფს შემსყიდველი;
1.2.18 წერილობით მიწოდებული ობიექტის დეფექტური აქტის ან/და სქემატური
ნახაზების ან/და პროექტის და მოცულობათა უწყისის შეთანხმების შემდგომ,
მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური
აქტი და/ან სქემატური ნახაზები და/ან პროექტი, მოცულობათა უწყისი და
სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
1.2.19 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი
დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში,
შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით წარმოადგინოს სამუშაოების
წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია
სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველის
წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში
წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
1.2.20 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების წარმოების
კალენდარული გეგმა-გრაფიკი შეთანხმებულად ითვლება, თუ წარმოდგენიდან 2
(ორი) სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველმა არ აცნობა მიმწოდებელს
ხარვეზის შესახებ.
1.2.21 მიმწოდებელი ვალდებულია შეთანხმებული სამუშაოების წარმოების
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოები დაიწყოს წერილობითი
დავალებით განსაზღვრულ ვადაში.
1.2.22 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.23 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი
ნიშნებით.
1.2.24 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი
დავალების შესრულების დაწყებამდე შესაბამის სამსახურებთან
შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
1.2.25 მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოების მიმდინარეობის
პროცესში უნდა უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული
განვითარების სააგენტოსთან და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან,
მათი კომპეტენციის ფარგლებში განსახილველი შესაბამისი საკითხ(ებ)ის
შეთანხმება.
1.2.26 მიმწოდებელმა თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა
განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG -
ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის მიერ გადაცემული
ესკიზების შესაბამისად.
1.2.27 საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული
მოძრაობის რეგულირების სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო
დიზაინი მასზე განთავსებული ინფორმაციით და მისი კონსტრუქციის
განთავსება შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს დამკვეთთან.
1.2.28 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად
საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების
შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის
მე-15 კმ.
1.2.29 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე
პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო
ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური
ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის
გავლენა.
1.2.30 მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა,
რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
1.2.31 სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან და ა.შ.
1.2.32 ტექნიკური დავალება, ბანერის შაბლონი, ბანერის კონსტრუქცია, ცხაურის
ესკიზი და ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი N1) ატვირთულია
სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.