Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #63729849)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 63729849
Дата публикации: 08-05-2025
Сумма контракта: 93 172


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008687
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.05.2025 13:54
Начало приема предложения 24.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.05.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 93`172.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45454100 - Работы по реставрации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული, ხანძრის შედეგად დაზიანებული კელიების (ნაგებობა N1) სარეაბილიტაციო სამუშაოები
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 930.00 GEL
Размер гарантии 932 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: kristine chilingarashvili :: 29.04.2025 15:22
  • Последнее исправление: kristine chilingarashvili :: 08.05.2025 13:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=629953&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული, ხანძრის შედეგად დაზიანებული კელიების (ნაგებობა N1) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პრეამბულა
შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, გელათის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. მონასტერი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მდებარეობს. მონასტრის შემადგენლობაშია ღვთისმშობლის შობის მთავარი ტაძარი, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები. ეზოს დასავლეთ ნაწილში სამრეკლო და აკადემიად წოდებული ნაგებობაა; მონასტრის ტერიტორიაზეა აგრეთვე XVIII-XX სს-ის დასაწყისის რამდენიმე შენობა: აკადემიის ჩრდილოეთით ნატეხი ქვით ნაშენი ე.წ. ზეთსახდელი შენობის ნანგრევი, მთავარი ტაძრის სამხრეთით წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) სახლი, მონასტრის წევრთა ერთსართულიანი საცხოვრებელი (კელიები) და ხის სახლი (იმერული ოდა). გელათის მონასტრის გალავანში ორი, სამხრეთის და აღმოსავლეთის კარიბჭეა. სამხრეთი კარიბჭის თაღოვანი გასასვლელის შუა ნაწილში დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაა დასვენებული. მონასტრის აღმოსავლეთი კარიბჭე, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს, XVII საუკუნეშია გაჭრილი. ჩრდილოეთ მხარეს განთავსებულია შუა საუკუნეების ნაგებობაზე XIX ს-ს ბოლოს დაშენებული შენობა, რომლის ნაწილს მონასტერი კელიებად იყენებს.
მთავარი ტაძრის ჩრდილოეთით მდებარე N1 კელიების შენობა, 2022 წელს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა. დროთა განმავლობაში ინტერიერში დაზიანდა საპირე წყობის თლილი ქვები, აღინიშნება ნაპობი და ბადისებრი ბზარები, ქვის ზედაპირზე შეინიშნება ატკეჩილი და განშრევებული ფენები. გარკვეულ მონაკვეთებზე მორყეულია და კონსტრუქციულად არასტაბილურია ქვის წყობა, ფრაგმენტულად გაჩენილია ბიოსაფარი. ამასთანავე, კოროზირებულია ტერასის გადახურვის ლითონის კონსტრუქცია. ხანძრის შემდგომ განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშის გრაფიკული მასალით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული დაზიანებები შენობას ხანძრამდე არ აღენიშნებოდა.
ხანძრის შედეგად დაზიანებული კელიების (ნაგებობა N1) რეაბილიტაციისთვის შედგენილი იქნა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია.

 პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები:

• დაზიანებული გადახურვის მოხსნა;
• ტერასის გადახურვის ლითონის სტრუქტურის მოხსნა;
• მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოხსნა;
• კედლის მორყეული, კონსტრუქტიულად არასტაბილური და დაზიანებული ქვის წყობისა და საპირეების მოხსნა;
• ინტერიერში არსებული ნალესობის ფენის მოხსნა;
• ვის წყობის კონსტრუქციული ბზარების შევსება;
• გადახურვისა და წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა;
• ელ.გაყვანილობის მოწყობა;
• ინტერიერის რეაბილიტაცია (კედლების გაჯით გალესვა, შეფითხვა, შეღებვა; თაბაშირმუყაოს ჭერის მოწყობა; იატაკის ხის კონსტრუქციების სათანადო დამუშავება, იატაკის დაგება);
• ხის კარ-ფანჯრების მოწყობა.

 მიზანი და ძირითადი პირობები

 სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
 სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
 სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
 სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან.
 სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
 სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
 მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
 შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
 მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.

შენიშვნა: სრული ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული თვე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მდებარე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული, ხანძრის შედეგად დაზიანებული კელიები (ნაგებობა N1)

1.6 guarantee period for the works to be performed

სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან) 5 (ხუთი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- პრეტენდენტს 2017 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 47,000.00 ლარისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.

- იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

-ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.

- გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

- პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

 პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-მშენებელი, სახურავთა ოსტატი, ხითხურო, ქვითხურო, კირითხურო და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ინფორმაცია პერსონალის შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართის მიხედვით.
 დასაქმებულ პერსონალზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: არქიტექტორ-რესტავრატორზე, ინჟინერ-მშენებელზე, ხითხუროზე, ქვითხუროზე და კირითხუროზე - 2017 წლიდან დღემდე არანაკლებ 3 (სამი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაციის სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (სამუშაოს დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი/ორგანიზაციის დასახელება, ს/კ, პერსონალის პოზიცია), დანართის შესაბამისად.
 წარმოდგენილი უნდა იყოს არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის დიპლომის ასლი.
 სახურავთა ოსტატზე - 2017 წლიდან დღემდე არანაკლებ 3 (სამი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაციის სამუშაოებში (მათ შორის საკულტო ნაგებობის თუნუქით/სპილენძით გადახურვის სამუშაოებში) მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (სამუშაოს დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი/ორგანიზაციის დასახელება, ს/კ, პერსონალის პოზიცია), დანართის შესაბამისად.
 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ სერთიფიკატის სახით.
 დოკუმენტი (CV) ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული პრეტენდენტის მიერ.

შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებული იქნა შასრულოს სამუშაოები შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ნებისმიერი პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით, ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

ექსპერტიზა ჩაუტარდება შესრულებულ სამუშაოებს შესაბამისობისა და მოცულობების დადგენის მიზნით.

გაუთვალისწინებელ ახალ სამუშაოებზე (სამუშაოები რომლებიც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვით) ღირებულების დადგენის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: შესრულებულ სამუშაოების ექსპერტიზაზე დოკუმენტაციას წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათელა სესიკაშვილი, 577243501, sesikashvilinatia7@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).

6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.

9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე, სამუშაოები „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 170-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული სამუშაო დღგ-ისგან გათავისუფლებულია.

10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა, ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში 1%-ზე მეტი განუფასებელი პოზიცი(ებ)ის შემთხვევაში მოხდება მისი დისკვალიფიკაცია დაზუსტების გარეშე.

11. ხარჯთაღრიცხვის ფორმაში დაუშვებელია სამუშაოების დასახელების, განზომილების, რაოდენობების და გაუთვლისწინებელი ხარჯების %-ის ცვლილება. ერთნაირი დასახელების სამუშაოზე გათვალისწინებული უნდა იყოს ერთნაირი ფასი.

12. ხარჯთაღრიცხვის გაფასებისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების (ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ) მოთხოვნები.

13. სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, თუ იკითხება სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი”, „ეკვივალენტური”.

14. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა (როგორც Excel -ის ასევე PDF ფორმატში);
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru