Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области лесного хозяйства (Грузия - Тендер #63670869)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Forestry Agency of Adjara
Номер конкурса: 63670869
Дата публикации: 07-05-2025
Сумма контракта: 89 900


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008491
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.05.2025 15:48
Начало приема предложения 16.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.05.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 89`900.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 77200000-Услуги в области лесного хозяйства
Коды классификатора
  • 77231200 - Услуги по борьбе с вредителями леса
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, დანართი №1-ში მოცემული გეგმა-გრაფიკის მიხედვით
Дополнительная информация
პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი მონაცემები:
ა) ინფორმაცია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) შესახებ. (დანართი №1)
ბ) ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის აღწერასთან (ტექნიკური დავალება) დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის შესაბამისად.
გ) ინფორმაცია მომსახურების გაწევის ვადისა და მომსახურების გაწევის საგარანტიო ვადის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 და 1.7 პუნქტის შესაბამისად.
დ) ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ, ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2 პუნქტის შესაბამისად.
ლ) ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.4 პუნქტის შესაბამისად.
მ) საჭიროების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება სატენდერო დოკუმენტაციის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
Количество и объём закупок 3100 ცალი ფერომონიანი მწერსაჭერების განთავსება, მონიტორგი, ჩამოხსნა და დასაწყობება ეტაპობრივად.
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 899 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: temur bolkvadze :: 06.05.2025 11:33
  • Последнее исправление: temur bolkvadze :: 06.05.2025 15:48
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=630791&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1) შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები -აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს, შუახევის, და ქედის სატყეო ადმინისტრაციის წიწვოვან ტყეებში ტყის მავნებლების - ნაძვის მბეჭდავი ქერქიჭამიას, კენწეროს ქერქიჭამიას და ექვსკბილა ქერქიჭამიას წინააღმდეგ ფერომონიანი მწერსაჭერების განთავსება, მონიტორგი ჩამოხსნა და დასაწყობება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეადგენს: შეადგენს: 3100 (სამი ათას ასი ცალი), მათ შორის ნაძვის მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ 2900 ცალი, კენწეროს ქერქიჭამიას წინააღმდეგ -100 ცალი და ექვსკბილა ქერქიჭამიას წინააღმდეგ - 100 ცალი. ფერომონიანი მწერსაჭერების განთავსება, მონიტორგი, ჩამოხსნა და დასაწყობება ეტაპობრივად.
1.2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
1.2.1. შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).
1.2.2. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები მოცემულია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლებისა და პარამეტრების დანართში (იხ. დანართი №2),
1.2.3 ფერომონიანი მწერსაჭერები უნდა ჩამოიკიდოს სპეციალურად დამზადებულ ხის საყრდენებზე (სააგენტოს წარმომადგენელის თანდასწრებით), რომლებიც ინახება შუახევისა და ხულოს სატყეო ადმინისტრაციების ტერიტორიებზე.
1.2.4. ფერომონიანი მწერსაჭერების განთავსება უნდა განხორციელდეს: წმინდა ნაძვნარ, ნაძვნარ-სოჭნარ და ტყის სხვა სახეობებთან რომელიც შერეულია ნაძვნარ კორომებში.
1.2.5. ფერომონიანი მწერსაჭერების განთავსება უნდა განხორციელდეს ტყის ღია ადგილებში და ტყის გარეთ, ტყიდან არაუმეტეს 20 მეტრის დაშორებით; ასევე სასიგნალო ფერომონიანი მწერსაჭერები 10 ჰა-ზე 1 ცალი.
1.2.6. საყრდენზე ფერომონიანი მწერსაჭერები უნდა ეკიდოს ვერტიკალურ მდგომარეობაში და არ უნდა იყოს გადაწვენილი.
1.2.7. მწერსაჭერების განთავსებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს წერილობით უნდა ეცნობოს იმ ფართობების ადგილმდებარეობა (სატყეო უბნის, სატყეოს, კვარტლის), სადაც განთავსებული იქნება ფერომონიანი მწერსაჭერების კვარტალში განთავსებული რაოდენობის მითითებით, თანდართულ აქტებთან ერთად (განთავსებული აქტებისა და შემდგომში ფერომონიანი მწერსაჭერებიდან ამოღებული მწერების შესახებ ინფორმაციას აქტზე ხელის მოწერით ადასტურებს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის წარმომადგენელი ან სატყეოს უფროსი ან სატყისმცველოს ტყის მცველი);
1.2.8. ფერომონიანი მწერსაჭერები 1 ჰა-ზე უნდა განთავსდეს 4 ცალის ოდენობით, ხოლო ნაკლებად დაზიანებულ კორომებში პროგნოზისა და სიგნალიზაციისათვის 1 ცალის ოდენობით 10 ჰექტარზე.
1.2.9. ფერომონიანი მწერსაჭერებიდან მწერების ამოღება უნდა განხორციელდეს განთავსებიდან ყოველ მე-8 დღეს.
1.2.10. მწერსაჭერზე კონტეინერი უნდა მოიხსნას, დათვალიერდეს და თუ მასში მოხვედრილია სასარგებლო მწერები დაუზიანებლად უნდა გამოირჩეს და ჩასახლდეს იქვე ტყეში, მავნე მწერები ცალ-ცალკე კვარტლების მიხედვით უნდა ჩაიყაროს სპეციალურ ცელულოზის პაკეტში, დაილუქოს, აიწონოს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ლაბორატორიაში შემსყიდველის მიერ მიწოდებულ სპეციალურ სასწორზე და მონაცემები აისახოს დანართი №2-ის მიხედვით.
1.2.11. კონტეინერის კედლებზე ნაცხების, ან სხვა ლაქიანობის არსებობის შემთხვევაში კონტეინერი უნდა გაიწმინდოს, ან გაირეცხოს;
1.2.12. მწერსაჭერების დაკარგვის, ან მიზანმიმართულად დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით უნდა ეცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მწერსაჭერების დანაკლისის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს;
1.2.13. მონიტორინგს მწერსაჭერების მეშვეობით დაჭერილი მბეჭდავი და კენწეროს ქერქიჭამიების შესახებ, აგრეთვე ფერომონიანი მწერსაჭერებისა და საყრდენების ფიზიკური მდგომარეობის (დაზიანება, დაკარგვა და სხვა) შესახებ ახორციელებს მიმწოდებელი. ყოველი მონიტორინგის შედეგზე უნდა შედგეს აქტი და მონიტორინგის დასრულებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უნდა ეცნობოს წერილობით, ხოლო თუ მესამე კალენდარული დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს მონიტორინგის შედეგი წარმოდგენილი უნდა იქნას მომდევნო სამუშაო დღეს დანართი №3 მიხედვით;
1.2.14. მონიტორინგის შედეგები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ფერომონიანი მწერდამჭერების მეშვეობით დაჭერილი მბეჭდავი და კენწეროს ქერქიჭამიების შესახებ, აგრეთვე ფერომონიანი მწერსაჭერების ფიზიკური მდგომარეობის (დაზიანება, დაკარგვა და სხვა) შესახებ;
1.2.15. მონიტორინგის დასრულებიდან 20 (ოცი) კალენდარულ დღეში უნდა განხორციელდეს საყრდენების, მწერსაჭერების და ფერომონების (ცალ-ცალკე) ჩამოხსნა დათვლა, დახარისხება მწერსაჭერების საღიანობის მიხედვით (საღი, დაზიანებული შემდგომ გამოუყენებადი, დაზიანებული ექვემდებარება შეკეთებას, აგრეთვე დაკარგული), გარეცხვა, ჩაწყობა იმავე ცელულოზის პარკებში 5-5 ცალის რაოდენობით და მათი დასაწყობება სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსა და სატყეო ადმინისტრაციის მიერ მითითებულ მისამართზე, რაზეც მომწოდებელსა და შემსყიდველს შორის შედგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
1.2.16. მიმწოდებელმა ბოლო მონიტორინგის დასრულებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში საბოლოო შედეგების შესახებ ანგარიში თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია უნდა მიაწოდოს შემსყიდველს - სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს.
1.2.17. საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს: განხორციელებული მონიტორინგის შეჯამებულ შედეგებს სატყეო ადმინისტრაციების, სატყეოებისა და სამცველოების მიხედვით; ინფორმაციას ფერომონიანი მწერდამჭერების მეშვეობით დაჭერილი მბეჭდავი და კენწეროს ქერქიჭამიების საერთო რაოდენობის შესახებ; ფერომონიანი მწესაჭერების ფიზიკური მდგომარეობის (დაზიანება, დაკარგვა და სხვა) შესახებ; ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს სატყეო ადმინისტრაციების წიწვოვან კორომებში 2025 წელში ფერომონიანი მჭერების გამოყენების შედეგებზე დაყრდნობით დასკვნები და რეკომენდაციები.
1.2.18. მიმწოდებელმა ეტაპების დასრულების შემდეგ ,,პლასტმასის“ ჭურჭლებში შეგროვებული მავნე მწერები უნდა წარმოადგინოს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში;
1.2.19. მომსახურება უნდა განხორციელდეს გამოცდილი მეტყევის, (სასურველია ენტომოლოგი ან ფიტოპათოლოგი) ზედამხედველობით.
1.2.20. მწერსაჭერების, საყრდენების და ფერომონების მიმწოდებლისათვის გადაცემა განხორციელდება სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ხულოს, შუახევის და ქობულეთის ადმინისტრაციების ტერიტორიებიდან სადაც დასაწყობებულია მწერსაჭერი ხაფანგები და ფერომონები, რაზეც მომწოდებელსა და შემსყიდველს შორის შედგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი;
1.2.21. მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს ფერომონიანი მწერსაჭერების გადატანა შემსყიდველის მისამართიდან (ხულო, შუახევი,) განთავსების ადგილებამდე.
1.2.22. მომსახურების გაწევის კონკრეტული ადგილმდებარეობების (სატყეოს, კვარტლის მითითებით) შესახებ ინფორმაცია მიმწოდებელს სატყეო სააგენტოს მიერ გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1) მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, დანართი №1-ში მოცემული გეგმა-გრაფიკის მიხედვით.(შემსყიდველისა და მიმწოდებელის შეთანხმებით გარემოში მიმდინარე კლიმატური პირობების ცვლილებიდან გამომდინარე შესაძლებებლია ვადების ცვლილება), მიწოდების ეტაპზე მხარეები ნებისმიერ შეტყობინებას (სატელეფონო, წერილის, ფაქსის ან ელექტრონული სახით) ახორციელებს სააგენტოს ხელმძღვანელობა/ხელმძღვანელის უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
2) შემსყიდველთან შეთანხმებით მიმწოდებელი უფლებამოსილია ვადამდე ადრე ჩააბაროს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია: ხულოსა და შუახევის სატყეო ადმინისტრაციების ტყის ფონდის ტერიტორიები. ასევე სასიგნალო ფერომონების განთავსება და მონიტორინგი ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის სატყეო ადმინისტრაციების ტყის ფონდის ტერიტორიებიზე (10ჰა/1ცალი).
2) მომსახურების გაწევის კონკრეტული ადგილმდებარეობების (სატყეოს, კვარტლის მითითებით) შესახებ ინფორმაცია მიმწოდებელს სატყეო სააგენტოს მიერ გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
3) მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1) პრეტენდენტი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის მოწოდების დასრულების შემდეგ არ გამოავლენს დეფექტებს.
2) რაიმე ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
3) ტენდერში გამარჯვებულის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების/ზიანის ანაზღაურება, რომლის გადახდა უნდა მოხდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს 2022 წლის 01 იანვარიდან სატენდერო წინადადების წარმოდგენის დაწყების თარიღამდე პერიოდში უნდა ჰქონდეს ტყის მავნებლებისგან დაცვის სფეროში არანაკლებ 150 000 ლარის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა დანართ №4 - თან ერთად უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ცნობა).
2.2.1.1 თუ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს წარმოდგენილი აქვს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, როგორც ქვეკონტრაქტორს ასეთ შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი იქნას დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ები)ა.
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების მომსახურების გაწევა შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.: ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
2.2.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
2.2.2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
2.2.2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.
2.2.3. პრეტენდენტი ვალდებულია ფაქტობრივად მომსახურების გაწევის ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში მომსახურების გაწევის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.2.4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
2.2.4.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს მოცემული სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში.
2.2.4.2. ვინაიდან ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება ამხანაგობის მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შედარებით დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 4.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
2.2.5. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება NAT/SPA/CMR ნომრები და წარმოდგენილი ნომრის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციით, ანალოგიური მომსახურების გაწევის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და საბოლოო ფორმა №2-ის ასლ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ცნობა) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1) მომსახურება უნდა განხორციელდეს გამოცდილი მეტყევე სპეციალისტის, ზედამხედველობით.
2) პრეტენდენტმა, მის მიერ შემოთავაზებულ თითოეულ სპეციალისტზე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მათი განათლებისა და კვალიფიკაციის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ანალოგიური სფეროში მუშაობის გამოცდილების ქონის შესახებ.
3) პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ სპეციალისტზე, ატვირთული უნდა იყოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები და უმაღლესი სატყეო განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სხვა დამატებითი ტიპის დოკუმენტაცია.
4) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამის ძირითად სპეციალისტებთან გაფორმებული წინარე შეთანხმება (თითოეულ სპეციალისტთან ცალ-ცალკე), რომლის მიხედვითაც პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებს ვალდებულებას, რომ კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განახორციელებს ამ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას, აღნიშნული შეთანხმების მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადას;
5) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმწოდებლის მიერ სპეციალისტ(ებ)ის შეცვლის, ან დამატების შესახებ საკითხი, წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან (მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით). ამ შემთხვევაში, ახალი სპეციალისტ(ებ)ის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.9 other additional requirements

1) შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).
2) შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1) მითითებული მომსახურების შესაბამისად.
3) შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4) შესყიდვის ობიექტის მოწოდების ან მისი ნაწილის დასრულების შემდგომ, შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილთან (იხ. დანართი №1) და შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შესყიდვის ობიექტის შემოწმებას განახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაცია.
5) შესყიდვის ობიექტის მოწოდება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ფაქტობრივად შესყიდვის ობიექტის მოცულობა და ღირებულება აისახება მიღება - ჩაბარების აქტ(ებ)ში.
6) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხო შესყიდვის ობიექტის მოწოდების დაფიქსირების შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში, საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
7) სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები, მათ შორის პროცენტული მაჩვენებელი გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
8) სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);
9) ფასების ცხრილი - დანართი N1 წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მთ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს.) "
10) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამ წესის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს დადგენილ ვადაში მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას. დასკვნა/ანგარიში გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის ან მის მიერ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მაშინ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შეფასების/ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის/სერტიფიკატის ასლი.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში (არსებობის შემთხვევაში).წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თვმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
2) ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მომსახურების გაწევის მოწოდების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
3) ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად (პერიოდულად), შუალედური ანგარიშსწორებით. ასეთ შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება მომსახურების გაწევის ეტაპის (პერიოდის) დასრულების შესახებ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ გაწეუ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

07-05-2025 Типографские услуги и связанные с ними услуги.

07-05-2025 Услуги туристических агентов, туристических гидов и туристическая помощь.

07-05-2025 Услуги в области тестирования, анализа и технических консультаций.

07-05-2025 Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары.

07-05-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

07-05-2025 Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru