ქვეპროგრამის მიზანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული
ერთეულის ფარგლებში მოქმედი საჯარო სკოლების მე-8 და მე-12 კლასის ჩათვლით
მოსწავლეების პროფესიულ თვითგამორკვევასა და კარიერულ განვითარებაში
ხელის შეწყობა, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების
დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს სხვადასხვა პროფესიის სამყაროს
გაცნობა, სახალისო და ინტერაქტიული ფორმებით.
პროფესიული ორიენტაცია მე-8 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის მოიცავს
ორ სამუშაო შეხვედრას:
1. საინფორმაციო შეხვდრას (არანაკლებ თითო შეხვედრა სკოლის
მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან/მეურვეებთან).
2. საინფორმაციო ტურს (რომელიც აერთიანებს მოსწავლეების ან/და
მშობლების/მეურვეების ვიზიტს, ინტერესის სფეროს გათვალსიწინებით
პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში).
პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით ტრენინგმა ხელი უნდა შეუწყოს:
მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის შესახებ ცნობიერების
ამაღლებას;
მათ დახმარებას საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობებისა და
მიდრეკილებების იდენტიფიცირებაში;
პროფესიათა სამყაროს, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და
განათლების/დასაქმების შესაძლებლობების გაცნობაში;
მოსწავლეების აღჭურვას შესაბამისი რესურსების გამოყენების
უნარებით პროფესიის არჩევის ან/და კარიერის დაგეგმვის პროცესში.
ტრენინგები უნდა განხორციელდეს სკოლის ბაზაზე, მოქმედი რეგულაციების
გათვალისიწნებით. სკოლის დირექციასთან და შემსყიდველთან შეთანხმებით,
შესაძლებელია ტრენინგის ჩატარება სხვა სივრცეში. სკოლაში
მოსწავლეების რაოდენობის გათვალისწინებით, შეხვედრამ შესაძლოა
დამკვეთთან შეთანხმებით, გააერთიანოს რამოდენიმე კლასის მოსწავლეები.
ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეთა რაოდენობა უნდა იყოს
არანაკლებ 15 და არ უნდა აღემატებოდეს 20, ხოლო მშობელთა/მეურვეთა
რაოდენობა არანაკლებ 7-სა.
შემსყიდველთან შეთანხმებით, შესაძლებელია მშობლებისთვის, მოქნილი
გრაფიკის შეთავაზება (მაგ; საღამოს საათები, შაბათ-კვირა) და
კომუნიკაციის სხვა ეფექტური არხების გამოყენება (მაგ: ონლაინ
შეხვედრა).
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლის დირექციასთან ან/და
შესაბამის მაკონტროლებელ უწყებასთან თანხმობის მიღების მიზნით
შეათანხოს სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებასთან
დაკავშირებული საკითხები და შედეგის შესახებ აცნობოს დამკვეთს.
1. საინფორმაციო შეხვედრა:
1.1. მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის შესახებ ცნობიერების
ამაღლება და თვითშემეცნების ხელშეწყობა:
საინფორმაციო შეხვედრის თემატიკა:
• მოსწავლეების დახმარება თვითშემეცნებაში (შესაძლებლობები,
მიდრეკილებები);
• პროფესიათა სამყაროს, კონკრეტული პროფესიების სპეციფიკისა და
მოთხოვნების გაცნობა;
• ინფორმირება განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების
შესახებ კონკრეტული პროფესიების ჭრილში;
• კარიერის დაგეგმვისა და პროფესიის არჩევისთვის საჭირო რესურსების
გამოყენების სწავლება.
პროფორიენტაციის მიმართულებით შემუშავებული ტრენინგ მოდული, რომელიც
წინასწარ შეთანხმდება შემსყიდველთან, უნდა იყოს ინტერაქტიული, ადვილად
აღთქმადი და იძლეოდეს უკუკავშირის შესაძლებლობას. უკუკავშირის
შედეგები უნდა ეცნობოს შემსყიდველს.
საინფორმაციო შეხვედრის მეთოდოლოგია:
• ინტერაქტიული სემინარი / ტრენინგი პროფესიული ორიენტაციის თემაზე;
• ინდივიდუალური ან/და ჯგუფური კონსულტაციები კარიერის
კონსულტანტ(ებ)თან;
• თვითშეფასების ტესტებისა და სავარჯიშოების ჩატარება ინტერესების,
შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების დასადგენად;
• დისკუსიები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან (სასურველია).
ტრენინგის შედეგად უნდა მოხდეს მოსწავლეების ინტერესების პირველადი
იდენტიფიცირება, უკუკავშირის შეგროვება.
1.2. მშობლების/მეურვეების ინფორმირება და ჩართვა შვილების პროფესიული
ორიენტაციის პროცესში:
საინფორმაციო შეხვედრის თემატიკა:
• მშობლების ინფორმირება თანამედროვე პროფესიების, შრომის ბაზრის
ტენდენციებისა და განათლების გზების შესახებ;
• მოსწავლესა და მშობელს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა
პროფესიულ მომავალზე;
• მშობლების მხრიდან შვილების მიმართ რეალისტური მოლოდინებისა და
ეფექტური მხარდაჭერის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
საინფორმაციო შეხვედრის მეთოდოლოგია:
• საინფორმაციო შეხვედრა/სესია მშობლებისთვის შვილების პროფესიული
განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე;
• სემინარები ოჯახური მხარდაჭერის როლის შესახებ კარიერის
დაგეგმვაში;
• ინდივიდუალური კონსულტაციები მშობლებისთვის შვილების პროფესიულ
არჩევანთან დაკავშირებით (საჭიროებისამებრ);
• საერთო აქტივობები მოსწავლეებსა და მშობლებისთვის პროფესიების
გასაცნობად (სასურველია).
1.3. საინფორმაციო ტურები (ინფოტურები ინტერესების მიხედვით)
მოსწავლეებისთვის
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, საინტერესო პროფესიებისა და
სასწავლო/სამუშაო გარემოს ადგილზე გასაცნობად, უნდა განხორციელდეს
ვიზიტები სხვადასხვა პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში,
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით (მიზნობრივი ჯგუფების
ფორმირება ხორციელდება ტრენინგების უკუკავშირის საფუძველზე). თითოეულ
ჯგუფში უნდა იყოს არაუმეტეს 15 მოსწავლისა.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
1.3.1. მოსწავლეების და მშობლების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე,
საქართველოში მოქმედი რეგულაციებისა და კანონმდებლობის სრული
დაცვით.
1.3.2. ვიზიტების შეთანხმება/ორგანიზებაზე შესაბამის სასწავლებლებთან
(სკოლა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები). არნიშნულის თაობაზე
ინფორმაცია დროულად მიაწოდოს შემსყიდველს.
1.3.3. წინასწარ აცნობოს შემსყიდველს განსახორციელებელი ვიზიტების
ლოკაციის, პერიოდის და ვიზიტში მონაწილე პირთა შესახებ.
1.3.4. უზრუნველყოს, ვიზიტში ჩართული პირების (მოსწავლეები და თანმხლები
პირები) კვება;
1.3.5. ვიზიტის მიმღებ სასწავლებლებში, რეგულაციებისა და უსაფრთხოების
ნორმების დაცვით შესაბამისი ლაბორატორიების/სიმულატორების
გამოყენება, რეალური სასწავლო/იმიტირებული სამუშაო გარემოს გაცნობა.
შესაძლო აქტივობები:
• ლაბორატორიების და სასწავლო გარემოს გაცნობა;
• პრაქტიკული აქტივობები და თემატური მასტერკლასები სასწავლებლების
ბაზაზე;
• შეხვედრები სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან
(სასურველია).
ზემოთმოყვანილი პირობების გათვალისწინებით და მოქმედი რეგულაციების
მკაცრი დაცვით, დამკვეთთან შეთანხმებით, მიმწოდებელმა შესაძლებელია
ვიზიტი ასევე განახორციელოს კომპანიის ბაზაზე, რეალურ სამუშაო
გარემოში.
2: პროფესიების გაცნობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების
აღსაზრდელებისთვის
საბავშვო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფ(ებ)ის აღსაზრდელებისთვის
სხვადასხვა პროფესიის სამყაროს სახალისო და ინტერაქტიული ფორმებით
გაცნობა, მათი ჰორიზონტის გაფართოება და ცნობისმოყვარეობის
სტიმულირება.
ძირითადი აქტივობები მოიცავს: სახალისო და ინტერაქტიულ საინფორმაციო
შეხვედრებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
შეხვედრა უნდა განხორციელდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში,
მოქმედი რეგულაციების გათვალისიწნებით. მიმწოდებელმა, სკოლამდელი
დაწესებულების აღსაზრდელების რაოდენობის გათვალისწინებით,
დამკვეთთან შეთანხმებით შესაძლოა, გააერთანოს ან/და გაყოს სასწავლო
ჯგუფი. ცალკეულ შეხვედრაზე აღსაზრდელთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ
15 და არ უნდა აღემატებოდეს 20.
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულების დირექციასთან ან/და შესაბამის მაკონტროლებელ
უწყებასთან თანხმობის მიღების მიზნით შეათანხოს სასწავლებელში
საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები
და შედეგის შესახებ აცნობოს შემსყიდველს.
საინფორმაციო შეხვედრის თემატიკა და განხორციელების გზები:
• თემატური თამაშები და როლური მოდელირება სხვადასხვა პროფესიის
წარმომადგენლების იმიტაციით (მაგალითად, ექიმი, მასწავლებელი,
მზარეული, მეხანძრე);
• ვიზუალური მასალების გამოყენება (ილუსტრაციები, ვიდეოები)
პროფესიების შესახებ;
• სტუმრად სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების მოწვევა მარტივი და
გასაგები ფორმით საუბრისთვის (სასურველია);
• ინტერაქტიული აქტივობები, როგორიცაა გამოცანები, ვიქტორინები და
ხელნაკეთობები პროფესიების თემაზე.
ღონისძიებების ჯამური რაოდენობა:
ქვეპროგრამის ფარგლებში ჯამურად განხორციელდება 10 (ათი შეხვედრა),
მათშორის 8 (რვა) შეხვედრის ორგანიზება-ჩატარება მოსწავლეებისთვის და
მათი მშობლების/მეურვეებისათვის (ტრენინგები და ინფოტურები) და 2
საინფორმაციო შეხვედრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების
აღსაზრდელებისთვის
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. შემსყიდველს მიაწოდოს მოსწავლეების ტრენინგების უკუკავშირის
შედეგების ანალიზი;
2. ინფოტურების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ანგარიშგება;
3. მშობელთა ჩართულობის აქტივობების შედეგების შეფასება (მაგ: დასწრება,
უკუკავშირი);
4. ქვეპროგრამის დასრულების შემდგომ შემსყიდველს მიაწოდოს საერთო
ანალიტიკური შეფასებს ანგარიში.