Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #63498739)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Autonomous Republic of Adjara Employment Agency
Номер конкурса: 63498739
Дата публикации: 30-04-2025
Сумма контракта: 19 200


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008172
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.04.2025 12:28
Начало приема предложения 05.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 07.05.2025 16:30
Предполагаемая цена закупки 19`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79900000 - Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
  • 79952000 - Услуги в области проведения мероприятий
Срок подачи ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან - 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
Количество и объём закупок ტექნიკური დავალების შესაბამისად
Шаг снижения цены 77.00 GEL
Размер гарантии 192 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zurab jortmenadze :: 29.04.2025 12:02
  • Последнее исправление: zurab jortmenadze :: 29.04.2025 12:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=629895&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამის „სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციი“-ს ფარგლებში, პროფესიულ ორიენტაციაში ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის.
ქვეპროგრამის ფარგლებში, პროფორიენტაციის მიმართულებით პრეზენტაციების ჩატარება და საინფორმაციო ტურების ორგანიზება. ჯამში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 10 (ათი) შეხვედრის ორგანიზება-ჩატარება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ქვეპროგრამის მიზანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში მოქმედი საჯარო სკოლების მე-8 და მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეების პროფესიულ თვითგამორკვევასა და კარიერულ განვითარებაში ხელის შეწყობა, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს სხვადასხვა პროფესიის სამყაროს გაცნობა, სახალისო და ინტერაქტიული ფორმებით.

პროფესიული ორიენტაცია მე-8 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის მოიცავს ორ სამუშაო შეხვედრას:
1. საინფორმაციო შეხვდრას (არანაკლებ თითო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან/მეურვეებთან).
2. საინფორმაციო ტურს (რომელიც აერთიანებს მოსწავლეების ან/და მშობლების/მეურვეების ვიზიტს, ინტერესის სფეროს გათვალსიწინებით პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში).

პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით ტრენინგმა ხელი უნდა შეუწყოს:
 მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
 მათ დახმარებას საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების იდენტიფიცირებაში;
 პროფესიათა სამყაროს, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განათლების/დასაქმების შესაძლებლობების გაცნობაში;
 მოსწავლეების აღჭურვას შესაბამისი რესურსების გამოყენების უნარებით პროფესიის არჩევის ან/და კარიერის დაგეგმვის პროცესში.

ტრენინგები უნდა განხორციელდეს სკოლის ბაზაზე, მოქმედი რეგულაციების გათვალისიწნებით. სკოლის დირექციასთან და შემსყიდველთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგის ჩატარება სხვა სივრცეში. სკოლაში მოსწავლეების რაოდენობის გათვალისწინებით, შეხვედრამ შესაძლოა დამკვეთთან შეთანხმებით, გააერთიანოს რამოდენიმე კლასის მოსწავლეები. ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 15 და არ უნდა აღემატებოდეს 20, ხოლო მშობელთა/მეურვეთა რაოდენობა არანაკლებ 7-სა.
შემსყიდველთან შეთანხმებით, შესაძლებელია მშობლებისთვის, მოქნილი გრაფიკის შეთავაზება (მაგ; საღამოს საათები, შაბათ-კვირა) და კომუნიკაციის სხვა ეფექტური არხების გამოყენება (მაგ: ონლაინ შეხვედრა).
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლის დირექციასთან ან/და შესაბამის მაკონტროლებელ უწყებასთან თანხმობის მიღების მიზნით შეათანხოს სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები და შედეგის შესახებ აცნობოს დამკვეთს.

1. საინფორმაციო შეხვედრა:
1.1. მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და თვითშემეცნების ხელშეწყობა:
საინფორმაციო შეხვედრის თემატიკა:
• მოსწავლეების დახმარება თვითშემეცნებაში (შესაძლებლობები, მიდრეკილებები);
• პროფესიათა სამყაროს, კონკრეტული პროფესიების სპეციფიკისა და მოთხოვნების გაცნობა;
• ინფორმირება განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ კონკრეტული პროფესიების ჭრილში;
• კარიერის დაგეგმვისა და პროფესიის არჩევისთვის საჭირო რესურსების გამოყენების სწავლება.
პროფორიენტაციის მიმართულებით შემუშავებული ტრენინგ მოდული, რომელიც წინასწარ შეთანხმდება შემსყიდველთან, უნდა იყოს ინტერაქტიული, ადვილად აღთქმადი და იძლეოდეს უკუკავშირის შესაძლებლობას. უკუკავშირის შედეგები უნდა ეცნობოს შემსყიდველს.
საინფორმაციო შეხვედრის მეთოდოლოგია:
• ინტერაქტიული სემინარი / ტრენინგი პროფესიული ორიენტაციის თემაზე;
• ინდივიდუალური ან/და ჯგუფური კონსულტაციები კარიერის კონსულტანტ(ებ)თან;
• თვითშეფასების ტესტებისა და სავარჯიშოების ჩატარება ინტერესების, შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების დასადგენად;
• დისკუსიები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან (სასურველია).
ტრენინგის შედეგად უნდა მოხდეს მოსწავლეების ინტერესების პირველადი იდენტიფიცირება, უკუკავშირის შეგროვება.
1.2. მშობლების/მეურვეების ინფორმირება და ჩართვა შვილების პროფესიული ორიენტაციის პროცესში:
საინფორმაციო შეხვედრის თემატიკა:
• მშობლების ინფორმირება თანამედროვე პროფესიების, შრომის ბაზრის ტენდენციებისა და განათლების გზების შესახებ;
• მოსწავლესა და მშობელს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა პროფესიულ მომავალზე;
• მშობლების მხრიდან შვილების მიმართ რეალისტური მოლოდინებისა და ეფექტური მხარდაჭერის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
საინფორმაციო შეხვედრის მეთოდოლოგია:
• საინფორმაციო შეხვედრა/სესია მშობლებისთვის შვილების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე;
• სემინარები ოჯახური მხარდაჭერის როლის შესახებ კარიერის დაგეგმვაში;
• ინდივიდუალური კონსულტაციები მშობლებისთვის შვილების პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით (საჭიროებისამებრ);
• საერთო აქტივობები მოსწავლეებსა და მშობლებისთვის პროფესიების გასაცნობად (სასურველია).

1.3. საინფორმაციო ტურები (ინფოტურები ინტერესების მიხედვით) მოსწავლეებისთვის

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, საინტერესო პროფესიებისა და სასწავლო/სამუშაო გარემოს ადგილზე გასაცნობად, უნდა განხორციელდეს ვიზიტები სხვადასხვა პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით (მიზნობრივი ჯგუფების ფორმირება ხორციელდება ტრენინგების უკუკავშირის საფუძველზე). თითოეულ ჯგუფში უნდა იყოს არაუმეტეს 15 მოსწავლისა.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
1.3.1. მოსწავლეების და მშობლების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე, საქართველოში მოქმედი რეგულაციებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
1.3.2. ვიზიტების შეთანხმება/ორგანიზებაზე შესაბამის სასწავლებლებთან (სკოლა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები). არნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დროულად მიაწოდოს შემსყიდველს.
1.3.3. წინასწარ აცნობოს შემსყიდველს განსახორციელებელი ვიზიტების ლოკაციის, პერიოდის და ვიზიტში მონაწილე პირთა შესახებ.
1.3.4. უზრუნველყოს, ვიზიტში ჩართული პირების (მოსწავლეები და თანმხლები პირები) კვება;
1.3.5. ვიზიტის მიმღებ სასწავლებლებში, რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით შესაბამისი ლაბორატორიების/სიმულატორების გამოყენება, რეალური სასწავლო/იმიტირებული სამუშაო გარემოს გაცნობა.
შესაძლო აქტივობები:
• ლაბორატორიების და სასწავლო გარემოს გაცნობა;
• პრაქტიკული აქტივობები და თემატური მასტერკლასები სასწავლებლების ბაზაზე;
• შეხვედრები სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან (სასურველია).

ზემოთმოყვანილი პირობების გათვალისწინებით და მოქმედი რეგულაციების მკაცრი დაცვით, დამკვეთთან შეთანხმებით, მიმწოდებელმა შესაძლებელია ვიზიტი ასევე განახორციელოს კომპანიის ბაზაზე, რეალურ სამუშაო გარემოში.
2: პროფესიების გაცნობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის
საბავშვო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფ(ებ)ის აღსაზრდელებისთვის სხვადასხვა პროფესიის სამყაროს სახალისო და ინტერაქტიული ფორმებით გაცნობა, მათი ჰორიზონტის გაფართოება და ცნობისმოყვარეობის სტიმულირება.
ძირითადი აქტივობები მოიცავს: სახალისო და ინტერაქტიულ საინფორმაციო შეხვედრებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
შეხვედრა უნდა განხორციელდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, მოქმედი რეგულაციების გათვალისიწნებით. მიმწოდებელმა, სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელების რაოდენობის გათვალისწინებით, დამკვეთთან შეთანხმებით შესაძლოა, გააერთანოს ან/და გაყოს სასწავლო ჯგუფი. ცალკეულ შეხვედრაზე აღსაზრდელთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 15 და არ უნდა აღემატებოდეს 20.
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექციასთან ან/და შესაბამის მაკონტროლებელ უწყებასთან თანხმობის მიღების მიზნით შეათანხოს სასწავლებელში საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები და შედეგის შესახებ აცნობოს შემსყიდველს.
საინფორმაციო შეხვედრის თემატიკა და განხორციელების გზები:
• თემატური თამაშები და როლური მოდელირება სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების იმიტაციით (მაგალითად, ექიმი, მასწავლებელი, მზარეული, მეხანძრე);
• ვიზუალური მასალების გამოყენება (ილუსტრაციები, ვიდეოები) პროფესიების შესახებ;
• სტუმრად სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების მოწვევა მარტივი და გასაგები ფორმით საუბრისთვის (სასურველია);
• ინტერაქტიული აქტივობები, როგორიცაა გამოცანები, ვიქტორინები და ხელნაკეთობები პროფესიების თემაზე.
ღონისძიებების ჯამური რაოდენობა:
ქვეპროგრამის ფარგლებში ჯამურად განხორციელდება 10 (ათი შეხვედრა), მათშორის 8 (რვა) შეხვედრის ორგანიზება-ჩატარება მოსწავლეებისთვის და მათი მშობლების/მეურვეებისათვის (ტრენინგები და ინფოტურები) და 2 საინფორმაციო შეხვედრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. შემსყიდველს მიაწოდოს მოსწავლეების ტრენინგების უკუკავშირის შედეგების ანალიზი;
2. ინფოტურების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ანგარიშგება;
3. მშობელთა ჩართულობის აქტივობების შედეგების შეფასება (მაგ: დასწრება, უკუკავშირი);
4. ქვეპროგრამის დასრულების შემდგომ შემსყიდველს მიაწოდოს საერთო ანალიტიკური შეფასებს ანგარიში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან - 2025 წლის 30 ნოემბერის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ერთეულის ფარგლები.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს პროფორიენტაციის ან/და კარიერული განვითარების მიმართულებით არანაკლებ 3 ანალოგიური შეხვედრების განხორციელების გამოცდილება.

1.1. არასახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულების ასლები და ამავე ხელშეკრულების ფარგლებში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები: მიღება-ჩაბარების აქტი ან/და გაწეული მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

1.2. სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/CMR/NAT და ა.შ. ნომერი. ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სპეციალისტი პროფორიენტაციის მიმართულებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

1.1. უმაღლესი განათლება;
1.2. კარიერული კონსულტირების ან კარიერის დაგეგმვის ან პროფორიენტაციის მიმართულებით განხორციელებული შეხვედრების შესახებ სარეკომენდაციო წერილი არაუმცირეს ორი სხვადასხვა ორგანიზაციიდან;
1.3. შესაბამისი ტრენინგების ან კონსულტაციების ჩატარების გამოცდილების დადასტურებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ხელშეკრულების ასლები და ამავე ხელშეკრულების ფარგლებში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი) ან ცნობა.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უპირობოდ შესრულების შესაძლებლობას. პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორების ფორმა უნაღდო, ეროვნულ ვალუტაში.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად - შეხვედრების (პროფორიენტაციის მიმართულებით პრეზენტაცია და საინფორმაციო ტური) დასრულების შემდგომ.
3. მიმწოდებლის მიერ შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიში.
4. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების ასანაზღაურებლად შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1.1. შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
1.2. მიღება-ჩაბარების აქტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯემალ ხიმშიაშვილი, 577278758, dasaqmebis.saagento@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. იმ შემთვევაში თუ პრეტენდენტი არის არარეზიდენტი პირი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru