Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области лесного хозяйства (Грузия - Тендер #63498721)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Legal Entity of Public Law – The National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring
Номер конкурса: 63498721
Дата публикации: 30-04-2025
Сумма контракта: 1 452 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008188
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.04.2025 15:32
Начало приема предложения 25.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 30.05.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 1`452`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 77200000-Услуги в области лесного хозяйства
Коды классификатора
  • 77200000 - Услуги в области лесного хозяйства
Срок подачи არაუგვიანეს 2025 წლის 20 ოქტომბრისა
Дополнительная информация
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 6`000.00 GEL
Размер гарантии 14`520 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamari zenaishvili :: 28.04.2025 13:33
  • Последнее исправление: tamari zenaishvili :: 29.04.2025 15:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=629749&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარელის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის მომსახურება, რომელიც უნდა განხორციელდეს „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის N286 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.

გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა და პირობები იხილეთ ტექნიკურ დავალებაში

*შენიშვნა: დაუშვებელია მომსახურების გაწევა ქვეკონტრაქტორის მეშვეობით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა დასრულდეს 2025 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურება გაწეული უნდა იქნეს ტექნიკური დავალების შესაბამისად.
1.5.2. საველე სამუშაოები უნდა განხორციელდეს ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარელის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგები ტექნიკური დავალების მოთხოვნათა შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნას თბილისში, შემსყიდველის ფაქტობრივ მისამართზე.
1.5.3. მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს მომსახურების გაწევის დეტალური გეგმა-გრაფიკი.
1.5.4. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ეტაპობრივად წარმოადგინოს ტექნიკური დავალების 2.4. პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მომსახურების გაწევის გეგმა-გრაფიკის მიხედვით. წარმოდგენილი ინფორმაციის შემსყიდველის მიერ ინსპექტირების შემდგომ, შემსყიდველი მიმწოდებელს ატყობინებს გამოვლენილი ხარვეზების ან მიწოდებული ინფორმაციის დადასტურების შესახებ. შემსყიდველის მხრიდან ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ინვენტარიზაციის შედეგები ტექნიკური დავალების 2.1., 2.2. და 2.3. პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად

შენიშვნა: დაუშვებელია მომსახურების გაწევა ქვეკონტრაქტორის მეშვეობით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც გააჩნია ტყის ან/და ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის მომსახურებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების მომსახურების გაწევის გამოცდილება და 2021 წლიდან ამ ტენდერის გამოცხადებამდე განხორციელებული აქვს სულ მცირე ორი პროექტი (დაკვეთა) (არანაკლებ თითო პროექტი მაინც თითოეულ სფეროში). პრეტენდენტის მიერ 2021 წლიდან ამ ტენდერის გამოცხადებამდე განხორციელებული პროექტების საერთო ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ ამ ტენდერით გათვალისწინებული სავარაუდო ღირებულების 20%-ისა, ხოლო ინვენტარიზებული ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ ამ ტენდერით გათვალისწინებული სავარაუდო ფართობის 20 %-ს. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წამორდგენილ უნდა იქნას დანართი №3-ის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ არის ასახული შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას დასრულებულ (მიმდინარე პროექტი (დაკვეთა) არ განიხილება) პროექტზე (დაკვეთაზე) შესაბამისი ხელშეკრულებებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების ან დამკვეთის მიერ დამოწმებული მომსახურების საბოლოო მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების ასლები, თანხების და მომსახურების მითითებით, ასევე საბოლოო ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები

2.2.1.2. პრეტენდენტის მიერ დანართი N3-ს მე-3 სვეტი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ასახულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დანართი №3-ში მითითებული მონაცემების შესაბამისობის დადგენის მიზნით შესწავლისას, შემსყიდველის მიერ ვერ იქნება მოძიებული სრულყოფილი ინფორმაცია, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, წარმოადგინოს ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები.

2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ არის ასახული შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოადგინოს დანართი №3-ში მითითებული მონაცემების შესაბამისი ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები.

ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. მიმწოდებლის მიერ ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები უნდა შესრულდეს “მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყო GPS-ის გამოყენებით GeoCors-ის გეოდეზიური სისტემის საშუალებით.

2.3.1.2. პრეტენდენტს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 ერთეული GPS მოწყობილობა, რომლებიც გამოშვებული უნდა იყოს არაუადრეს 2015 წლისა.

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს GPS მოწყობილობების საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აგრეთვე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მუდმივმოქმედი რეფერენც სადგურების ქსელთან (Geo-CORS) GPS ხელსაწყოების დაკავშირებას.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი #4 შესაბამისად, ამავე დანართში მითითებული გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (მაგ: ხელშეკრულებები, შრომის წიგნაკი, ცნობა დამსაქმებლისგან და სხვა) ერთად.

2.4.1.2. მიმწოდებლის მიერ ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს თითოეულ პერსონალთან გაფორმებული წინარე შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დანართი #5-ის შესაბამისად, რომლის ფარგლებში გამოხატული იქნება ორივე მხარის ნება პრეტენდენტის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში მათი სავალდებულო თანამშრომლობის შესახებ კონკრეტულ პოზიციებზე. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში წარმოდგენილი პერსონალის ჩანაცვლება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელიც შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან. მიმწოდებელს უფლება აქვს მომსახურების გაწევისას, საჭიროებისამებრ, შემსყიდველთან შეთანხმებით გაზარდოს დასაქმებული პერსონალის რაოდენობა.

2.4.1.3. გასაწევი მომსახურების ფარგლებში გამოყენებული უნდა იქნეს არანაკლებ შემდეგი კვალიფიკაციისა და გამოცდილების პერსონალი:

ა) არანაკლებ 10 (ათი) დიპლომირებული მეტყევე სპეციალისტი (სატყეო მეურნეობის ინჟინერი/სპეციალისტი), რომელსაც უნდა ჰქონდეს ტყის ინვენტარიზაციის მომსახურების განხორციელების არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება ან/და ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის ერთ პროექტში მაინც საქმიანობის გამოცდილება;

ბ) სულ მცირე 8 (რვა) ამზომველი, რომელსაც ექნება არანაკლებ 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება.

გ) სულ მცირე 2 (ორი) სერტიფიცირებული ამზომველი, რომელსაც გააჩნია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების შესრულების უფლებამოსილება “მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილების შესაბამისად.

ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ (შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს მომსახურების გაწევის გეგმა-გრაფიკი,20 დღიანი პერიოდების და ამ პერიოდებში დაგეგმილი საინვენტარიზაციო ფართობების რაოდენობების მიხედვით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ამზომველის სერტიფიცირების დამადასტურებელი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

ასევე, მეტყევის (სატყეო მეურნეობის ინჟინერი/სპეციალისტი) დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;

4. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;

5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;

6. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;

7. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ჯამურ ღირებულებასთან, ასევე ერთეულთან მიმართებით. პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნის შემთხევაში, დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

4 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

7 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი. გაცემული უნდა იყოს საბანკო, სადაზღვეო ან სხვა საკრედიტო დაწესებულების მიერ.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებამდე.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა ხორციელდება მატერიალური სახით, ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე.

გარანტია გამოიყენებული იქნება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ვადაგადაცილებით ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად პირგასამტეხლოს გამოყენების შემთხვევებში.

თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

ტენდერის ფარგლებში დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორების გამოყენება, არაუმეტეს საერთო სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ს ოდენობით. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელზე წარმოადგინოს წინასწარ მოთხოვნილი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას. საავანსო საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი. გაცემული უნდა იყოს საბანკო, სადაზღვეო ან სხვა საკრედიტო დაწესებულების მიერ.
თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნახევრის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა ასევე 30 დღით უნდა აღემატებოდეს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში ავანსის სახით გადარიცხული თანხების გაქვითვა განხორციელდება შემდეგი წესით: ტექნიკური დავალების შესაბამისად გაფორმებული ყოველი მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული მომსახურების ღირებულებიდან მოხდება ავანსის სახით გადარიცხული თანხის გაქვითვა, ხოლო საავანსოდ გაცემული თანხის ამოწურვის შემდეგ დარჩენილი მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული იქნება მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში.

იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფარგლებში არ იქნება გამოყენებული წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმი, ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე ტექნიკური დავალების შესაბამისად შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარი ზენაიშვილი, 595523568, tamar.zenaishvili@land.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru