Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #63408299)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Zugdidi Municipal Transport
Номер конкурса: 63408299
Дата публикации: 26-04-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250008051
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.04.2025 16:09
Начало приема предложения 22.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 27.05.2025 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 416`822.29 GEL
Контрактная цена объекта закупки 750`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
  • 50113000 - Ремонт и техническое обслуживание автобусов
  • 50113100 - Ремонт автобусов
  • 50113200 - Техническое обслуживание автобусов
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტი: შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ სარგებლობაში არსებული ავტობუსების (მარკა/მოდელი: ISUZU Novo Citi; გამოშვების წელი: 2019; ძრავის მოცულობა: 5193 კუბ. სმ) შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`168.23 GEL
Размер гарантии 7`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: konstantine nachkebia :: 24.04.2025 16:12
  • Последнее исправление: konstantine nachkebia :: 25.04.2025 16:09
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=629409&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ სარგებლობაში არსებული 15 (თხუთმეტი) ერთეული ავტობუსის (მარკა/მოდელი: ISUZU Novo Citi; გამოშვების წელი: 2019; ძრავის მოცულობა: 5193 კუბ. სმ) შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2. ტექნიკური დავალება

1.2.1. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ სარგებლობაში არსებული 15 (თხუთმეტი) ერთეული ავტობუსის (მარკა/მოდელი: ISUZU Novo Citi; გამოშვების წელი: 2019; ძრავის მოცულობა: 5193 კუბ. სმ) შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, რომელიც უნდა მოიცავდეს ავტობუსების პროფილაქტიკურ და დიაგნოსტიკურ მომსახურებას, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთებას ან/და შეცვლას. საჭიროების შემთხვევაში გადამზიდით (ევაკუატორით) მომსახურება (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში, 07:00 სთ-დან 23:00 სათ-მდე).
1.2.2. გასაწევი მომსახურების (სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები, სათადარიგო ნაწილების შეკეთება-შეცვლა, მოხსნა-დაყენება) დეტალური ჩამონათვალი მოცემულია პრეისკურანტში (იხ. 1.3 პუნქტი; დანართი №1).
1.2.3. მომსახურება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის შესაბამისად, შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ ავტოპარკის ტერიტორიაზე (ქ. ზუგდიდი, სოხუმის ქუჩის მე-6 შესახვევი), ტენდერში გამარჯვებულისა და შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შედგენილი დეფექტური აქტის (დათვალიერების აქტი) საფუძველზე, რომელშიც აისახება გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, მოცულობა, ღირებულება (პრეისკურანტით განსაზღვრული ფასების გათვალისწინებით), თარიღი, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები და შემსყიდველთან შეთანხმებული სხვა ინფორმაცია.
1.2.4. თუ ავტობუსის შესაკეთებლად საჭირო გახდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილის მიწოდება (რომლის ყიდვაც მოცემულ მომენტში შეუძლებელია საქართველოში) მომსახურების გაწევის ვადა შესაძლებელია განისაზღვროს საამისოდ აუცილებელი ვადით, შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.5. ავტობუსების შეკეთებისა და მომსახურებისათვის გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი, ქარხნული და ექსპლოატაციაში არ მყოფი (გამონაკლისის შემთხვევაში, დასაშვებია მეორადი. მისი შესყიდვის აუცილებლობისას, ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით).
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტობუსის დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.6. იმ შემთხვევაში, თუ სათადარიგო ნაწილები/შესრულებული მომსახურება აღმოჩნდება წუნით ან/და დეფექტით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია საამისოდ აუცილებელ ვადაში განახორციელოს წუნდებული სათადარიგო ნაწილების შეცვლა ახლით/აღმოჩენილი ხარვეზის/ნაკლის აღმოფხვრა (გამოსწორება), შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
1.2.7. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მამართულებით, სამარშრუტო რეისის შესრულებისას გაუმართაობის შემთხვევაში, შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ ავტოპარკის ტერიტორიამდე, გადაყვანა მოახდინოს გადამზიდით, საკუთარი ხარჯებით.
1.2.8. მომსახურების გაწევის პროცესში, შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა სერვისცენტრში სავალდებულო გადაყვანის ხარჯებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი ორგანიზაცია (საწვავი, ევაკუატორის მომსახურება და ა.შ.).
1.2.9. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 416822,29 ლარს, ხოლო გასაწევი მომსახურების სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრება 750 000 ლარით.
1.2.10. სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტში მოცემული საქონლის და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულების შესაბამისად, მაგრამ, არაუმეტეს ტენდერის ჩატარების შესახებ, განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა.
1.2.11. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას (განფასების ცხრილების თითოეულ პოზიციაზე მითითებულ სავარაუდო ერთეულის ფასს) და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
1.2.12. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას და ვაჭრობის შედაგად დაფიქსირებულ საბოლოო თანხას შორის სხვაობის შემთხვევაში, სხვაობა პროპორციულად უნდა გადანაწილდეს პრეისკურანტში მოცემულ ყოველ ცალკეულ პოზიციაზე. ამისათვის, პრეისკურანტის ჯამური ღირებულების დაზუსტებისას, პრეტენდენტმა პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული პოზციის ღირებულება.
1.2.13. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის ტექნიკური მომსახურება ან/და სათადარიგო ნაწილები, აღნიშნული მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას დადგინდება ურთიერთშეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე. მოთხოვნა შესაძლებელია წარმოიშვას ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე პერიოდში.
1.4.2. ყოველ ეტაპზე მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. ავტობუსების შეკეთების ვადა არ უნდა აღემატებოდეს დეფექტური აქტის ხელმოწერის თარიღიდან:
1) სავალი ნაწილებისათვის 2 კალენდარულ დღეს;
2) ელექტროობისათვის 3 კალენდარულ დღეს;
3) სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის 15 კალენდარულ დღეს;
4) ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევისას 20 კალენდარულ დღეს;
5) ყველა სხვა დანარჩენი მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში 10 კალენდარულ დღეს;
6) სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 45 კალენდარულ დღეს.
შენიშვნა: ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველს უნდა წარედგინოს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთილი დეტალის/სათადარიგო ნაწილის, შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.2. მომსახურების გაწევის ადგილია: შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ ავტოპარკის ტერიტორიაზე არსებულ ავტობუსებისთვის გათვალისწინებულ სახელოსნოში (ბოქსებში), რომელიც აღჭურვილია ტექნიკური საშუალებებით და საჭირო ინფრასტრუქტურით, მისამართი: ქ. ზუგდიდი, სოხუმის ქუჩის მე-6 შესახვევი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1) ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მომსახურებაზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 წელი (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი) (შენიშვნა: საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია დააკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი);
2) საგარანტიო პერიოდში, ავტობუსის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე საამისოდ აუცილებელ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაბამისი ვადებისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება დეფექტური აქტის შედგენიდან/გახსნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
3) მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ავტობუსების ელექტრო (კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, 2022 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, უნდა გააჩნდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 500000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დადებული ხელშეკრულებ(ებ)ი და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტები განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია სატენდერო განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP) ან/და ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომრ(ებ)ის წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

2.9.1. სატენდერო წინადადების ღირებულება, მომსახურების ღირებულების გარდა წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის და სხვა ხარჯის გათვალისწინებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნით (თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნასთან ერთად დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულებიდან. ეროვნულ ვალუტაში _ ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.
6.4.2. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან, პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღოს შესაბამისი თანხა.
6.4.3. თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია ამ ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაციას უფლება აქვს გამარჯვებულ პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია 10%-ის ოდენობით, მოცემული პირობების გათვალისწინებით.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
7.2.2. ანგარიშსწორება იწარმოებს ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების გათვალისწინებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ხელმოწერიდან და საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები) დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

კონსტანტინე ნაჭყებია, 551884892, natchkebiakonstantine@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3) პრედენტენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია შესრულებული/დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმძღვანელო ინსტრუქციის გათვალისწინებით.
4) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

26-04-2025 Регистры (реестры), бухгалтерские книги, скоросшиватели, бланки (формуляры) и другие печатные канцелярские товары из бумаги или картона.

26-04-2025 Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары.

26-04-2025 Пакеты программного обеспечения для сетей, интернета и интранета.

26-04-2025 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

26-04-2025 Отделочные строительные работы.

26-04-2025 Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru