Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #63408269)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 63408269
Дата публикации: 26-04-2025
Сумма контракта: 67 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008067
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.04.2025 17:24
Начало приема предложения 03.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 06.05.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 67`500.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80561000 - Услуги по профессиональной подготовке в области здравоохранения
Срок подачи მომსახურების მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, საორიენტაციოდ 7 თვე.
Дополнительная информация
„საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-C-NCDC) პროგრამის ფარგლებში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობის მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 270.00 GEL
Размер гарантии 675 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kapanadze :: 04.04.2025 16:14
  • Последнее исправление: giorgi iremadze :: 25.04.2025 17:24
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=627117&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტი

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერების“ (GEO-C-NCDC) პროგრამის ფარგლებში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობის მომსახურების (CPV80500000 - სატრენინგო მომსახურებები, CPV80561000 - პროფესიული მომზადება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში) შესყიდვა.
მომსახურების მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით (საორიენტაციოდ 7 თვე)
ტექნიკური დავალება
მწეველებს აქვთ ტუბერკულოზით როგორც ინფიცირების, ასევე დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი არამწეველებთან შედარებით. თამბაქოს რეგულარული მოხმარება აორმაგებს რისკს, რომ ტუბერკულოზისგან წარმატებით განკურნებულ პირი ისევ დაავადდეს ტუბერკულოზით. ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს უფრო ხშირად აქვთ გამოხატული ხველა, ფილტვების კავერნული დაზიანება, და არიან მგბ+ დადებითი. ამდენად, სავარაუდოა რომ მწეველები ტუბერკულოზის ბაცილებს უფრო მეტად ავრცელებენ და მათი ოჯახი ტუბერკულოზით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ ექცევა.
საქართველოში ტუბერკულოზის მქონე პაციენტებს შორის თამბაქოს მოხმარება ხშირია. 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტუბერკულოზის მკურნალობის დროს პაციენტების 46% იყო აქტიური მწეველი და 32% ეწეოდა წარსულში, და ასეთ პაციენტებში თამბაქოს მოხმარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მკურნალობის არასასურველი შედეგით დასრულების რისკი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტუბერკულოზთან და ფილტვის დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირის (The Union) რეკომენდარებულია ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამებში ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მიერ თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებების ხელშეწყომწყობი ღონიძიების ინტეგრირება.
2018-2021 წლებში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ითარგმნა ABC (ABC approach to smoking cessation) მიდგომაზე დაფუძნებული სახელმძღვანელო სამედიცინო პერსონალისთვის, და განხორციელდა მისი დანერგვის ხელშემწყობი ღონიძიებები. წინამდებარე ტექნიკური დავალება ითვალისწინებს სამედიცინო პერსონალის შემდგომ განსწავლას სახელმძღვანელოში აღწერილი მიდგომების შესაბამისად (სახელმძღვანელო გადაეცემა მიმწოდებელს შემსყიდველის მიერ).
მომსახურების მიზანია ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მიერ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობა.
პროექტის სპეციფიკური ამოცანებია:
1. ტუბერკულოზის მქონე პაციენტებს შორის თამბაქოს მოხმარების შეფასება
2. სამედიცინო პერსონალის ცოდნის და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება
3. პაციენტების და მათი ოჯახის წევრების ინფორმირება
პროექტის სამიზნე პოპულაცია: ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები და იმ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი, რომლებიც მონაწილეობენ ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებაში.
განსახორციელებელი აქტივობები
ფაზა 1
ამოცანა 1. ტუბერკულოზის მქონე პაციენტებს შორის თამბაქოს მოხმარების შეფასება
აქტივობა 1.1 ტუბერკულოზის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მწეველობის (მათ შორის თამბაქოს ახალი პროდუქტების მოხმარების როგორიცაა გასახურებელი თამბაქო (გავრცელებული ბრენდი - IQOS), ელ. სიგარეტი (ე.წ „ვეიპები“) და სხვა) სტატუსის შეფასება გამოკითხვის საფუძველზე, რაც მოიცავს, პროტოკოლის შემუშავებას, პაციენტების გამოკითხვას (საორიენტაციოდ 500 პაციენტი) და მონაცემთა ანალიზს.
ფაზა 2
ამოცანა 2. სამედიცინო პერსონალის ტრენიგნი
აქტივობა 2.1 საინფორმაციო მასალის მომზადება, მათ შორის პროექტის ფარგლებში მომზადდება და დაიბეჭდება ორი ბუკლეტი: ერთი სამედიცინო პერსონალისთვის თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის თანამედროვე მიდგომების თემაზე (300 ცალი) და მეორე პაციენტებისთვის - თამბაქოს ტრადიციული და ახალი პროდუქტების მავნეობის და თავის დანებების ტუბერკულოზის მკურნალობისთვისთვის მნიშვნელობის შესახებ (2000 ცალი).
აქტივობა 2.2 თბილისსა და რეგიონებში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტუბერკულოზის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების დამყოლობის კონსულტანტების, ექიმებისა და ექთნებისთვის (150 პირი) სემინარის ჩატარება ტუბერკულოზის მქონე პაციენტებს შორის თამბაქოს მოხმარების ტენდენციისა და თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის თანამედროვე მიდგომების თემაზე.
ამოცანა 3
აქტივობა .3.1 საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან (100 პირი).
- საინფორმაციო შეხვედრების დროს ინფორმაცია მიეწოდებათ თამბაქოს მოხმარების მავნეობის, მათ შორის თამბაქოს ახალი პროდუქტების (როგორიცაა ელ-სიგარეტები, ვაპოვაიზერები, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი და ა.შ.) მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.
- ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია მოწევაზე თავის დანებების დადებითი შედეგების შესახებ, განსაკუთრებით ტუბერკულოზის მკურნალობის და მკურნალობის შემდგომ პერიოდებში.
- მიეწოდებათ ინფორმაცია მოწევაზე თავის დანებების სხვადასხვა საშუალებებისა შესახებ.
აქტივობა 3.2 შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმებით შეხვედრის ჩატარება (50 პირი), სადაც წარმოდგენილი იქნება შემაჯამებელი ინფორმაცია პროექტის შესახებ.

იხილეთ ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, საორიენტაციოდ 7 თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება განხორციელდება 1.2. პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების მიხედვით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს და/ან მის სუბკონტრაქტორს (არსებობის შემთხვევაში) უნდა გააჩნდეს:

1.პროექტში პოტენციურ მონაწილე ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ჯანდაცვის სფეროში ტრენინგის (სულ მცირე 3 ღონისძიების) ორგანიზების გამოცდილება, მათ შორის რეგიონებში, დაწყებული 2019 წლიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში;
2.მონაწილე ორგანიზაციამ წერილობით უნდა დაადატუროს, რომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტის თამბაქოს ინდუსტრიასთან: ბოლო 5 წლის განმავლობაში (2019 წლიდან დღემდე) არ მიუღია დაფინანსება და/ან არ ჰქონია რაიმე სხვა სახის კონტრიბუცია/თანამშრომლობა თამბაქოს ინდუსტრიასთან - უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის დამადასტურებელი წერილი ხელმოწერით დანართის სახით.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, შევსებული თანდართული ცხრილის შესაბამისად, რომელიც უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (ცხრილი "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ").

- იმ შემთხვევაში თუ მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (ცხრილის "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ" შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტის და/ან მისი სუბკონტრაქტორის (არსებობის შემთხვევაში) ძირითად პერსონალს უნდა გააჩნდეს:

- პროექტში დასაქმებულ ძირითად პერსონალს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, მათ შორის, თამბაქოს თავის დანებების კონსულტირებისა და ტრენინგის გამოცდილება. წარმოდგენილი უნდა იყოს ძირითადი პერსონალის CV და ხელმოწერილი თანხმობა პროექტში მონაწილეობაზე;

პრეტენდენტის მიერ პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოდენა უნდა მოხდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით. CV-ის წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაიშტრიხოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (პირადი ნომერი), ასევე CV ხელმოწერილი უნდა იყოს სუბიექტის მიერ და თან უნდა ახლდეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა დოკუმენტის ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებასთან დაკავშირებით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების გაწევის საორიენტაციო გეგმა-გრაფიკი 1.3 პუნქტში ატვირთული ცხრილის შესაბამისად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის მიმართ მოთხოვნები, არსებობის შემთხვევაში:

* ძირითადი პერსონალი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1-ის შესაბამისად;

** ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 2.2.1 პუნქტების მოთხოვნის შესაბამისად,

*** პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების ტექნიკური აღწერა 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., სატენდერო წინადადება - ფასების ცხრილი, გეგმა გრაფიკი, ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ სატენდერო წინადადების ფასი 20%-ით ან მეტით უფრო ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდეტნმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დამოუკიდებელი ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ფასად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნით ან შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით დეტალური კალკულაციით, რომლითაც დადასტურდება შესყიდვის ობიექტის ღირებულება.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 1.3 პუნქტში მითითებული ფასების ცხრილში განსაზღვრული ფაზების შესაბამისად ფაქტიურად გაწეული მომსახურების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში. ანაზღაურება მოხდება ფაზების შესაბამისად, ტრენინგების ანაზღაურება განხორციელდება გადამზადებული პერსონალის რაოდენობის მიხედვით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ფასების ცხრილში განსაზღვრული ფაზების შესაბამისად ფაქტიურად გაწეული მომსახურების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა კაპანაძე, 595071622, kh.kapanadze@ncdc.ge ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;
10.1.2.სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს რომ სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ მომსახურებასთან და მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა. მომსახურებასთან დაკავსირებული სხვა ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტში არის დღგ-ს გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინებს შესაბამისი დღგ-ის ოდენობას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
10.1.3. ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც დააფიქსირებს ყველაზე დაბალ სატენდერო წინადადების ფასს და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
10.1.4. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით;
10.1.5. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ქართულ ან/და უცხო ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ქართული თარგმანი;
10.1.6. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.7. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას. თუ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოწვევის შემდგომ აღმოჩნდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტი არ ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ რომელიმე პირობას, აღნიშნული აღქმული იქნება, როგორც მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა, რისი გათვალისწინებითაც მოხდება მისი დისკვალიფიკაცია ტენდერიდან;
10.1.8. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.9. მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას გლობალური ფონდის „მიმწოდებელთა ქცევის ნორმების სახელმძღვანელო“ h ttps://www.theglobalfund.org/media/3275/corporate_codeofconductforsuppliers_policy_en.pdf;
• იხელმძღვანელოს საინფორმაციო სისტემებისა და მონაცემთა გაცვლის სახელმძღვანელოს https://www.theglobalfund.org/media/9564/core_criticaldatamanagement_guidance_en.pdf პირობებით;
• იხელმძღვანელოს და დაიცვას გლობალური ფონდის გრანტების შესახებ მარეგულირებელი ნორმები (14 ივნისი 2023), https://www.theglobalfund.org/media/13343/core_grantregulationsversionone_regulations_en.pdf;
ზემოხსენებული მარეგულირებელი ნორმების უგულვებელყოფა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru