ტექნიკური დავალება
1. შესასრულებელი სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), სამუშაოების
რაოდენობა/მოცულობა მოცემულია დეფექტურ აქტში. სამუშაოს შესრულება
უნდა განხორციელდეს წინამდებარე ტექნიკური დავალებით, დეფექტური
აქტით და კანონით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი
სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
2. მიმწოდებელმა მოსამზადებელი სამუშაოების, სადემონტაჟო და უშუალოდ
სამშენებლო სამუშაოთა წარმოებისას, უნდა დაიცვას შესაბამისი
სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული ღონისძიებები;
3. მიმწოდებელმა შენობაში უნდა უზრუნველყოს სამუშაო რეჟიმის
შენარჩუნების მიზნით, უწყვეტი ელ.მომარაგება;
4. მიმწოდებელი ვალდებულია სახურავის დემონტაჟისა და მოწყობის
სამუშაოები მოახდინოს ეტაპობრივად, ნაწილ ნაწილ. სამშენებლო მოედანზე
მუდმივად უნდა იქონიოს წყალგაუმტარი ბრეზენტი და ცელოფანი, რათა
თავიდან აიცილოს ნალექის დროს შენობის შიდა ინფრასტრუქტურის
დაზიანება. რეაბილიტაციის მიმდინარეობის დროს, იმ დღეებში როცა
დაწყებული იქნება სახურავის მოწყობის სამუშაოები, დემონტირებული
(მოხდილი) სახურავი გადახუროს ბრეზენტით ან სხვა წყალგაუმტარი მასალით,
რათა თავიდან იქნეს აცილებული წვიმის შემთხვევაში შენობის შიდა
ინფრასტრუქტურის დაზიანება .
5. რეაბილიტაციის პროცესში, სასამართლოს პერსონალთან კოორდინაციაში,
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავეჯის და ინვენტარის გადაადგილების
უზრუნველყოფა;
6. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, სამუშაოების მიმდინარეობის
პროცესში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ამ
სამუშაოების ფარგლებში მიღებული ან/და გამოწერილი ზედნადებები, ან/და
ხარჯების ამსახველი სხვა დოკუმენტაცია;
7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით.
მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, მოთხოვნის
შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის
განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესაბამისი სერთიფიკატები, ასევე
შემოწმდეს ბეტონის სინჯები, წარმოადგინოს შესაბამისი ლაბორატორიული
თუ სხვა სატესტო კვლევების დოკუმენტაცია);
8. კომპიუტერული ქსელის მოწყობისას, მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს
ქსელის კაბელზე ჯეკის დასმა სასერვეროს მხარეს, ინტერნეტის ბუდეების
(როზეტების) აწყობა, დაერთება B სტანდარტით და დამარკირება თითოეული
წერტილის, როგორც სასერვეროს ასევე როზეტის მხარეს. სამუშაოების
პროცესში ქსელის წერტილების ზუსტი ადგილმდებარეობები შეთანხმდება
ადგილზე აიტის თანამშრომელთან;
9. მიმწოდებელმა თავისი ამწე-კალათის და ელექტრიკოსის მეშვეობით უნდა
განხორციელოს პორტალზე მანათობელი გერბის და წარწერების (სათითაოდ)
ელ.ქსელზე დაერთება;
10. მიმწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს სასამართლოს შენობაში
არსებული სამუშაო რეჟიმი და სარემონტო სამუშაოების საათები და
პერიოდი, როგორც სამუშაო დღეებში ასევე უქმე და დასვენების დღეებში,
სამუშაო დრო უნდა შეთანხმდეს სასამართლოს პერსონალთან;
11. სამუშაოს შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი
რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით და
შესაბამისი ტექნიკით;
12. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და
კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე
წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება მოთხოვნის
შესაბამისად;
13. სამუშაოებზე გამოყენებული მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი
უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და
სამშენებლო ნორმებს. ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ახალი;
14. ფარული სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს
ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები. ფარული
სამუშაოები წარმოებული უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ
ინსპექტირების განმახორციელებელ პირ(ებ)თან ერთად; უნდა მოხდეს ფოტო და
ვიდეო ფიქსაცია, იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნება ფარული
სამუშაოების კატეგორიას;
15. მიმწოდებელმა უნდა გამოყოს ობიექტზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი და
უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება მისი/მათი მუდმივი
ზედამხედველობით. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, სასამართლოს
პერსონალისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის, მიმწოდებელმა
საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სამუშაო პერიმეტრის
შემოსაზღვრა დამცავი ბარეიერებისა ან/და გამყოფი ლენტების მეშვეობით,
მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის
საშუალებებით;
16. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და
ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების
დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, მიმწოდებელმა თითოეული
სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები. ყველა სამუშაო უნდა
შესრულდეს ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების,
მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება
ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას;
17. სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად
პასუხისმგებელია მიმწოდებელი;
18. შესასრულებელი სამუშაოების უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა
ეკისრება მიმწოდებელს და მის მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ
პასუხისმგებელ პირს. ყველა სახის სამუშაოების შესრულების დროს დაცული
უნდა იყოს უსაფრთხოების წესები და ნორმები;
19. მიმწოდებელი სამუშაოების წარმოების პროცესში ვალდებულია დაიცვას
სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული ყველა წესი. უსაფრთხოებისა და
სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების დაუცველობის
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი
ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
20. მიმწოდებელმა ფასადის დამუშავების შემდგომ, სსიპ საერთო
სასამართლოების დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს სერთიფიკატი,
რომელშიც იქნება განსაზღვრული, გამოყენებული მასალის სპეციფიკაციები
(უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად
დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი);
21. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში მისი
მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი
მდგომარეობა;
22. სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად ნარჩენების გატანას და
ტერიტორიის დასუფთავებას, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით
უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით, ხოლო სამუშაოების
დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ
გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან,
მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და მოახდინოს შენობის
და რეაბილიტირებული ფართების გენერალური დასუფთავება;
23. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტის ექსპლოატაციაში
გაშვებამდე, საჭიროა კომპიუტერულ, სავენტილაციო, გათბობის და ელ. ქსელს
ჩაუტარდეს სატესტო შემოწმება შესაბამისი სპეციალისტების მიერ და
შემდეგ შედგენილი იქნას ტექნიკური გამართულობის აქტი;
24. ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა
იყოს დამკვეთთან;
25. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით. სამუშაო
ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური
ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის
გავლენა;
26. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური
აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, მათი
ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით.
სამუშაოებზე გამოყენებული მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი
უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და
სამშენებლო ნორმებს. ტექნიკური აღჭურვილობის, ხელსაწყოების,
ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული)
წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
27. ელექტრო მოწყობილობებში დენის წყაროს მიწოდებისას, კატეგორიულად
უნდა აიკრძალოს – კავშირების მიერთება და განცალკავება; სამუშაოების
წარმოებისას გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ცეცხლგამძლე მასალები, რაც
გამორიცხავს მათ აალებას. ელექტრო სამუშაოების წარმოებისას მომუშავე
პერსონალის მეირ გამოყენებული უნდა იქნეს დიელექტრიკული ფეხსაცმელი
და სხვა აუცილებელი უსაფრთხოებისათვის საჭირო ხელსაწყოები;
28. მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს სახანძრო, საავარიო სისტემის
მონტაჟი, პროგრამული უზრუნველყოფის ატვირთვა, სისტემის გამართვა,
ჰიდრანტის მონტაჟი. ყველა სამუშაო უნდა განხორციელდეს შემსყიდველის
ტექნიკური მოთხოვნების, დეფექტური აქტის და სახანძრო უსაფრთხოების
წესების რეკომენდაციების დაცვით;
29. სახანძრო სისტემის მოწყობისას სამუშოები უნდა განხორციელდეს
საქართველოში მოქმედი სახანძრო-სამშენებლო ნორმებისა და წესების
მოთხოვნათა სრული დაცვით. მიმწოდებელმა მოთხოვნის შემთხვევაში
წარუდგინოს შემსყიდველს გამოყენებული მოწყობილობების და მასალის
ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშენული სამუშაო უნდა
შესრულდეს ეროვნული ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციისა და
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სტანდარტით. სახანძრო
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი მოწყობილობები უნდა
დამონტაჟდეს სამშენებლო ნორმების და წესების, სახანძრო უსაფრთხოების
წესების/სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების მოთხოვნების
შესაბამისად იმგვარად, რომ შესაბამისობაში იყოს 41-ე და 370-ე
დადგენილებებთან;
30. სახანძრო სისტემის ძირითადი და დამატებითი ელექტრომომარაგების
აღდგენა/მოწყობა უნდა განხორციელდეს ქვეყანაში მოქმედი
სახანძრო/ელექტრომომარაგების სტანდარტის შესაბამისად, მიმწოდებელმა
შენობაში უნდა უზრუნველყოს სამუშაო რეჟიმის შენარჩუნების მიზნით
უწყვეტი ელ.მომარაგება; იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების
მიმდინარეობისას გამოკვეთა სხვა სახის მოწყობილობების დაზიანებები,
რომლის გამოცვლად არ არის გათვალისწინებული დეფექტური აქტით, ასეთი
მოწყობილობების შეცვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ შემსყიდველთან
შეთანხმებით;
31. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტის ექსპლოატაციაში
გაშვებამდე, საჭიროა სახანძრო სისტემას ჩაუტარდეს სატესტო შემოწმება.
სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართულობის შემოწმება უნდა
განხორციელდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ,
მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის წერილობითი ინფორმირების შემდგომ
(სამუშოების დასრულების შემდგომ), საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ
შემოწმების შემდგომ, შედგენილ უნდა იქნას ტექნიკური გამართულობის აქტი
(საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხარჯებს გაიღებს
მიმწოდებელი - დამონტაჟებული სახანძრო, საავარიო, ჰიდრანტის
სისტემების გამართულობის შემოწმების შესახებ).
! პრეტენდენტის მიერ შევსებული უნდა იყოს დეფექტური აქტის ყველა უჯრა,
სადაც მითითებულია ნული.
! დაზუსტებას არ დაექვემდებარება ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან თუ
წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა
აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
! ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას Excel ფაილის სახით.