Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #63408267)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Supreme Council of Justice LEPL " Department of the General Courts of Georgia"
Номер конкурса: 63408267
Дата публикации: 26-04-2025
Сумма контракта: 659 792


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008069
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.04.2025 17:29
Начало приема предложения 15.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 20.05.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 659`792.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს სარეაბილიტაციო სამუშოები
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 6`500.00 GEL
Размер гарантии 6`598 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: goga chelidze :: 16.04.2025 16:01
  • Последнее исправление: goga chelidze :: 25.04.2025 17:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=628668&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს სარეაბილიტაციო სამუშოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

1. შესასრულებელი სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), სამუშაოების რაოდენობა/მოცულობა მოცემულია დეფექტურ აქტში. სამუშაოს შესრულება უნდა განხორციელდეს წინამდებარე ტექნიკური დავალებით, დეფექტური აქტით და კანონით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
2. მიმწოდებელმა მოსამზადებელი სამუშაოების, სადემონტაჟო და უშუალოდ სამშენებლო სამუშაოთა წარმოებისას, უნდა დაიცვას შესაბამისი სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული ღონისძიებები;
3. მიმწოდებელმა შენობაში უნდა უზრუნველყოს სამუშაო რეჟიმის შენარჩუნების მიზნით, უწყვეტი ელ.მომარაგება;
4. მიმწოდებელი ვალდებულია სახურავის დემონტაჟისა და მოწყობის სამუშაოები მოახდინოს ეტაპობრივად, ნაწილ ნაწილ. სამშენებლო მოედანზე მუდმივად უნდა იქონიოს წყალგაუმტარი ბრეზენტი და ცელოფანი, რათა თავიდან აიცილოს ნალექის დროს შენობის შიდა ინფრასტრუქტურის დაზიანება. რეაბილიტაციის მიმდინარეობის დროს, იმ დღეებში როცა დაწყებული იქნება სახურავის მოწყობის სამუშაოები, დემონტირებული (მოხდილი) სახურავი გადახუროს ბრეზენტით ან სხვა წყალგაუმტარი მასალით, რათა თავიდან იქნეს აცილებული წვიმის შემთხვევაში შენობის შიდა ინფრასტრუქტურის დაზიანება .
5. რეაბილიტაციის პროცესში, სასამართლოს პერსონალთან კოორდინაციაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავეჯის და ინვენტარის გადაადგილების უზრუნველყოფა;
6. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ამ სამუშაოების ფარგლებში მიღებული ან/და გამოწერილი ზედნადებები, ან/და ხარჯების ამსახველი სხვა დოკუმენტაცია;
7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესაბამისი სერთიფიკატები, ასევე შემოწმდეს ბეტონის სინჯები, წარმოადგინოს შესაბამისი ლაბორატორიული თუ სხვა სატესტო კვლევების დოკუმენტაცია);
8. კომპიუტერული ქსელის მოწყობისას, მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს ქსელის კაბელზე ჯეკის დასმა სასერვეროს მხარეს, ინტერნეტის ბუდეების (როზეტების) აწყობა, დაერთება B სტანდარტით და დამარკირება თითოეული წერტილის, როგორც სასერვეროს ასევე როზეტის მხარეს. სამუშაოების პროცესში ქსელის წერტილების ზუსტი ადგილმდებარეობები შეთანხმდება ადგილზე აიტის თანამშრომელთან;
9. მიმწოდებელმა თავისი ამწე-კალათის და ელექტრიკოსის მეშვეობით უნდა განხორციელოს პორტალზე მანათობელი გერბის და წარწერების (სათითაოდ) ელ.ქსელზე დაერთება;
10. მიმწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს სასამართლოს შენობაში არსებული სამუშაო რეჟიმი და სარემონტო სამუშაოების საათები და პერიოდი, როგორც სამუშაო დღეებში ასევე უქმე და დასვენების დღეებში, სამუშაო დრო უნდა შეთანხმდეს სასამართლოს პერსონალთან;
11. სამუშაოს შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით და შესაბამისი ტექნიკით;
12. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება მოთხოვნის შესაბამისად;
13. სამუშაოებზე გამოყენებული მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ახალი;
14. ფარული სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები. ფარული სამუშაოები წარმოებული უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირ(ებ)თან ერთად; უნდა მოხდეს ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნება ფარული სამუშაოების კატეგორიას;
15. მიმწოდებელმა უნდა გამოყოს ობიექტზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი და უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება მისი/მათი მუდმივი ზედამხედველობით. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, სასამართლოს პერსონალისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის, მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სამუშაო პერიმეტრის შემოსაზღვრა დამცავი ბარეიერებისა ან/და გამყოფი ლენტების მეშვეობით, მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
16. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, მიმწოდებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები. ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების, მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას;
17. სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი;
18. შესასრულებელი სამუშაოების უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს და მის მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს. ყველა სახის სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები და ნორმები;
19. მიმწოდებელი სამუშაოების წარმოების პროცესში ვალდებულია დაიცვას სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული ყველა წესი. უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების დაუცველობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
20. მიმწოდებელმა ფასადის დამუშავების შემდგომ, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს სერთიფიკატი, რომელშიც იქნება განსაზღვრული, გამოყენებული მასალის სპეციფიკაციები (უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი);
21. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა;
22. სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად ნარჩენების გატანას და ტერიტორიის დასუფთავებას, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და მოახდინოს შენობის და რეაბილიტირებული ფართების გენერალური დასუფთავება;
23. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტის ექსპლოატაციაში გაშვებამდე, საჭიროა კომპიუტერულ, სავენტილაციო, გათბობის და ელ. ქსელს ჩაუტარდეს სატესტო შემოწმება შესაბამისი სპეციალისტების მიერ და შემდეგ შედგენილი იქნას ტექნიკური გამართულობის აქტი;
24. ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს დამკვეთთან;
25. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა;
26. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. სამუშაოებზე გამოყენებული მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. ტექნიკური აღჭურვილობის, ხელსაწყოების, ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
27. ელექტრო მოწყობილობებში დენის წყაროს მიწოდებისას, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს – კავშირების მიერთება და განცალკავება; სამუშაოების წარმოებისას გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ცეცხლგამძლე მასალები, რაც გამორიცხავს მათ აალებას. ელექტრო სამუშაოების წარმოებისას მომუშავე პერსონალის მეირ გამოყენებული უნდა იქნეს დიელექტრიკული ფეხსაცმელი და სხვა აუცილებელი უსაფრთხოებისათვის საჭირო ხელსაწყოები;
28. მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს სახანძრო, საავარიო სისტემის მონტაჟი, პროგრამული უზრუნველყოფის ატვირთვა, სისტემის გამართვა, ჰიდრანტის მონტაჟი. ყველა სამუშაო უნდა განხორციელდეს შემსყიდველის ტექნიკური მოთხოვნების, დეფექტური აქტის და სახანძრო უსაფრთხოების წესების რეკომენდაციების დაცვით;
29. სახანძრო სისტემის მოწყობისას სამუშოები უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი სახანძრო-სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით. მიმწოდებელმა მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს გამოყენებული მოწყობილობების და მასალის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშენული სამუშაო უნდა შესრულდეს ეროვნული ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სტანდარტით. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი მოწყობილობები უნდა დამონტაჟდეს სამშენებლო ნორმების და წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების/სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად იმგვარად, რომ შესაბამისობაში იყოს 41-ე და 370-ე დადგენილებებთან;
30. სახანძრო სისტემის ძირითადი და დამატებითი ელექტრომომარაგების აღდგენა/მოწყობა უნდა განხორციელდეს ქვეყანაში მოქმედი სახანძრო/ელექტრომომარაგების სტანდარტის შესაბამისად, მიმწოდებელმა შენობაში უნდა უზრუნველყოს სამუშაო რეჟიმის შენარჩუნების მიზნით უწყვეტი ელ.მომარაგება; იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების მიმდინარეობისას გამოკვეთა სხვა სახის მოწყობილობების დაზიანებები, რომლის გამოცვლად არ არის გათვალისწინებული დეფექტური აქტით, ასეთი მოწყობილობების შეცვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით;
31. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტის ექსპლოატაციაში გაშვებამდე, საჭიროა სახანძრო სისტემას ჩაუტარდეს სატესტო შემოწმება. სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართულობის შემოწმება უნდა განხორციელდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის წერილობითი ინფორმირების შემდგომ (სამუშოების დასრულების შემდგომ), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ შემოწმების შემდგომ, შედგენილ უნდა იქნას ტექნიკური გამართულობის აქტი (საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი - დამონტაჟებული სახანძრო, საავარიო, ჰიდრანტის სისტემების გამართულობის შემოწმების შესახებ).

! პრეტენდენტის მიერ შევსებული უნდა იყოს დეფექტური აქტის ყველა უჯრა, სადაც მითითებულია ნული.
! დაზუსტებას არ დაექვემდებარება ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
! ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას Excel ფაილის სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 160 კალენდარული დღე, ხოლო თუ შესრულების ბოლო დღე დაემთხვევა არასამუშაო დღეს, შესრულება გადაიწევს პირველივე სამუშაო დღეზე.

დრო, რომელიც ესაჭიროება შემსყიდველს ექსპერტიზის განსახორციელებლად არ ჩაითლვება სამუშაოების შესრულების სავალდებულო ვადებში (ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს შემსყიდველი). ამასთან ექსპერტის მიერ შესრულებულ სამუშაოში ხარვეზის/შეუსრულებლობის დადგენის შემთხვევაში, ექსპერტიზის მიმდინარეობის ვადა მიეთვლება ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას და დაერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.02% ოდენობით. ექსპერტიზის მიერ ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, გამოსწორებულ ხარვეზზე უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, რომლის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი (ექსპერტიზა ჩატარებული უნდა იყოს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ). სამუშაო გამოსწორებული უნდა იყოს სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მარტვილის მაგისტრატი სასამართლო - მარტვილი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა № 12

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელს, სანათებზე არანაკლებ 2 (ორი) წელს, ხოლო ფასადზე ჩატარებულ სამუშოებზე არანაკლებ 7 (შვიდი) წელს;
სანათების/ნათურის დაზიანების/ გადაწვის შემთხვევაში, მიმწოდებელმა დაზიანებული სანათი/ნათურა შეცვალოს შეტყობინებიდან 15 კალენდარულ დღეში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სამშენებლო ან/და სარემონტო ან/და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილ უნდა იქნას მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ნომერზე ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი ობიექტის აღწერის, სამუშაოების დასრულების და ღირებულების აღნიშვნით ან/და ხელშეკრულებ(ებ)ი* და მისი (მათი) შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2(ები) ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/(ები).

შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 000 ლარს.

*შენიშვნა: ხელშეკრულების დანართების წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუ ხელშეკრულების დადების თარიღის, სამუშაოების დასახელების, სამუშაოს თავდაპირველი მოცულობისა და ღირებულების დადგენა შესაძლებელია უკვე წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში აკრედიტებული დაწესებულების/პირის დასკვნით/ანგარიშით. თუ დასკვნის/ანგარიშის გამცემი არ იქნება სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პრეტენდენტმა დასკვნას/ანგარიშს უნდა დაურთოს მისი გამცემი დაწესებულების/პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დასკვნაში მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 70 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, აღნიშნულ მითითებას უნდა შეიცავდეს საბანკო გარანტიის ტექსტი;

საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 70 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას;

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს ანგარიშსწორება - შუალედური ან საბოლოო.

I. შუალედური ანაზღაურების შემთხვევაში:

1. პირველ ეტაპზე-შესრულებული სამუშაოს ღირებულების 90% მიმწოდებელს აუნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე წარმოდგენილი ფორმა N2-ის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და შესაბამისი შუალედური მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე; ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე წარმოდგენილი ფორმა N2- ის ღირებულება არ უნდა იყოს ხელშეკრულების ღირებულების 40%-ზე ნაკლები.

2. მიმწოდებელს შესაძლებელია აუნაზღაურდეს შესრულებული სამუშაოების ღირებულება მეორე ეტაპზეც. მეორე ეტაპზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების 90% მიმწოდებელს აუნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე წარმოდგენილი ფორმა N2-ის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და შესაბამისი შუალედური მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე; ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე წარმოდგენილი ფორმა N2- ების ღირებულება (პირველ და მეორე ეტაპზე შესრულებული სამუშოების ჯამური ღირებულება) არ უნდა იყოს ხელშეკრულების ღირებულების 80%-ზე ნაკლები.

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ შესრულებული სამუშაოს ღირებულების 90% (უკვე გადახდილი თანხის ჩათვლით) მიმწოდებელს აუნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე ფორმა #2-ის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და შესაბამისი შუალედური მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე;

4. შესრულებული სამუშაოების (ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი) ჯამური ღირებულების დარჩენილი ნაწილი მიმწოდებელს აუნაზღაურდება სამუშაოების სრულად დასრულების შემდგომ და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის (ექპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს შემსყიდველი) დადებითი დასკვნის და მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 10 სამუშაო დღეში


ან II. საბოლოო ანაზღაურების შემთხვევაში:

1. შესრულებული სამუშაოს ღირებულების 90% მიმწოდებელს აუნაზღაურდება მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებისა, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე ფორმა #2-ის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და შესაბამისი შუალედური მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე;

2. შესრულებული სამუშაოების (ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი) ჯამური ღირებულების დარჩენილი ნაწილი მიმწოდებელს აუნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის (ექპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს შემსყიდველი) დადებითი დასკვნის და მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გოგა ჭელიძე, 555338847, gchelidze@court.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს Excel ფორმატში, სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული დეფექტური აქტის მიხედვით, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესით“ - დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; მიმწოდებელს არ აქვს უფლება შეცვალოს შემსყიდველის მიერ საპენსიო და გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის დადგენილი პროცენტი.
2. პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ქართულ ენაზე. დოკუმენტის/ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.
3 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
4 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru