Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #63189573)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia MIA Academy
Номер конкурса: 63189573
Дата публикации: 18-04-2025
Сумма контракта: 109 690


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250007749
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.04.2025 17:28
Начало приема предложения 03.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.05.2025 17:00
Предполагаемая цена закупки 109`690.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45223000 - Строительство структурных конструкций
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტია: სსიპ-საქართველოს შსს აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საცურაო აუზის დამხმარე (საფილტრაციო სადგური) შენობაში ჩადგმული ახალი ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები
Количество и объём закупок იხილეთ დეფექტური აქტი
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 1`097 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: daviti sidamonidze :: 14.04.2025 14:38
  • Последнее исправление: daviti sidamonidze :: 17.04.2025 17:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=628161&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ-საქართველოს შსს აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საცურაო აუზის დამხმარე (საფილტრაციო სადგური) შენობაში ჩადგმული ახალი ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დეფექტურ აქტში.
1.2.2 ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას დეფექტური აქტის მიხედვით.
1.2.3 მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
1.2.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
1.2.5 მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა. ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს დარღვევის აღმოფხვრისაგან.
1.2.7 სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება/მიყენებული ზიანი.
1.2.8 სამუშაოების შესრულების პროცესში შენობაში არსებული ინვენტარის გადაადგილება და გადატანა ასევე შემდგომ ადგილზე დაბრუნება/განთავსება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით.
1.2.9 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა - დანადგარებისაგან, მასალებისაგან, სამშენებლო ნარჩენისაგან, ნაგვისგან და ა. შ. ამასთან უზრუნველყოს შენობის და ტერიტორიის დასუფთავება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ.თბილისი გმირი კურსანტების ქ. N4

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებულ სამუშაოებზე, განსაზღვრული საგარანტიო ვადაა - 10 წელი
1.6.2 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია 1.6.1 პუნქტით განსაზღვრული საგარნტიო ვადების შესახებ.
1.6.3 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა, ისე რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს შენობ(ებ)ის სამშენებლო ან/და შენობ(ებ)ის სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2).
2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა 2.2.1.1 ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ელექტრონული ვერსიები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1 მიმწოდებელმა სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
2.5.1.2 სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ორჯერ ზედიზედ დარღვევისთვის შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია ჩართული ერთი მობილური სატელეფონო ნომრის და ერთი ელ-ფოსტის მისამართის შესახებ, - საკონტაქტო პირ(ებ)ის მითითებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
4.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე ტენდერით ხდება, - სსიპ-საქართველოს შსს აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საცურაო აუზის დამხმარე (საფილტრაციო სადგური) შენობაში ჩადგმული ახალი ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები - აღნიშნულიდან გამომდინარე, ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 120 (ასოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ავანსად გადახდილი თანხის გამოქვითვა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად.

7.1.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის გამოქვითვა მოხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს (ფორმა N2 და N3) დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუზველზე პროპორციით 40%/60%, საიდანაც 40% დაკავდება ჩარიცხული ავანსის გამოსაქვითად, ხოლო დარჩენილი 60%-ის ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის სასარგებლოდ, არაუმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობისა.

7.1.1.3 შემსყვიდველი უფლებამოსილია 7.1.1.1 პუნქტით ავანსად მიღებული თანხის დაუმოწმებელი (გამოუქვითავი) ნაწილი (7.1.1.2 პუნქტში მითითებული პროპორციული გამოქვითვის გათვალისწინებით) სრულად დაფაროს საბოლოოდ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ფორმა N3-დან.

7.1.1.4 იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი თეთრ სიაში ყოფნის გამო, წინასწარი ანგარიშსწორების დროს, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის საავანსო გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შემსყვიდველი უფლებამოსილია წინასწარი ანგარიშსწორებისას გადახდილი თანხა გამოქვითოს შემდეგი პირობის დაცვით: თავდაპირველად, შემსყიდველის მიერ, დაიფარება მიმწოდებლისთვის ავანსად გადარიცხული თანხის ის ნახევარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც, მიმწოდებელს თეთრ სიაში ყოფნის გამო, შემსყიდველ ორგანიზაციაში, არ ექნება წარმოდგენილი შესაბამისი საავანსო საბანკო გარანტია.

7.1.1.5 მომწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვა.

7.1.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტის მიზნისთვის წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით ლარში

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად „მიმწოდებლის“ მხრიდან დადასტურებული სამუშაოს შესრულების აქტის და მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდგომ 10 სამუშაო დღის ვადაში. შემსყიდველი უფლებამოსილია ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განახორციელოს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით.
2. შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ფორმა N2) შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (ორგანიზაციის) მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. (დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემსყიდველს).

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავითი სიდამონიძე, 577407078, d.sidamonidzze@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ექვივალენტური“.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით ან მშენებლობის შემფასებელთა კავშირის „სამშენებლო რესურსების ფასებით“ განსაზღვრული ფასის ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა (დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემსყიდველს).
10.1.9 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს ექსელის (Excel)-ის ფაილის სახით. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ.
10.2.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.9.1 პუქნტით მოთხოვნილი ინფორმაცია

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru