Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #63163096)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 63163096
Дата публикации: 17-04-2025
Сумма контракта: 969 200


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250007597
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.04.2025 16:21
Начало приема предложения 14.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.05.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 969`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილების შესაბამისად, ამავე დადგენილებით განსაზღვრული სპეციალიზირებული კლასის პიკაპის ტიპის ავტომობილების (შემდგომში - სატრანსპორტო საშუალება/ავტომანქანა/ავტომობილი) სახელმწიფო შესყიდვა ფლობის ღირებულების ფარგლებში.
Количество и объём закупок 10 (ათი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება.
Шаг снижения цены 9`692.00 GEL
Размер гарантии 9`692 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: erekle tushurashvili :: 03.02.2025 13:18
  • Последнее исправление: vasili andghuladze :: 16.04.2025 16:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=617125&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილების შესაბამისად, ამავე დადგენილებით განსაზღვრული სპეციალიზირებული კლასის პიკაპის ტიპის ავტომობილების (შემდგომში - სატრანსპორტო საშუალება/ავტომანქანა/ავტომობილი) სახელმწიფო შესყიდვა ფლობის ღირებულების ფარგლებში.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ავტომანქანების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი N1). პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ავტომობილის მახასიათებლები/სპეციფიკაცია დანართი N1-ის სახით (ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესუბელი მახასიათებლების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოთავაზება (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა; ავტომატური კოლოფის შეთავაზება; მექანიკური კოლოფის შემთხვევაში - 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა; საწვავის ტიპი − ჰიბრიდი)).

1.2.2. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2024 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200 კმ.), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

1.2.3. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

1.2.4. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება, რაც მოიცავს ქვემოთჩამოთვლილ კომპონენტებს:
ა) ავტომობილის ღირებულება ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის ჩათვლით, მათ შორის იმპორტირების ხარჯის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმების და სანომრე ნიშნის) ხარჯების ჩათვლით;
ბ) ავტომობილის თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურების ხარჯი - გაანგარიშებული 150 000 კილომეტრ გარბენზე; 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ (ხოლო აღნიშნული ოდენობის ამოწურვის შემდგომ, ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით). პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართი N2-ის შესაბამის ცხრილში დაამატოს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
გ) ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის ხარჯი (150 000კმ გარბენზე), რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს შერეული წვის პირობებში, მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლის მიხედვით გამოთვლილი საწვავის შესაბამისი რაოდენობისა და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით . მაგ.: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის საპასპორტო მაჩვენებელი 100 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშება 150000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: - 150000/100*8*1=12000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება.

1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ N2-ით განსაზღვრულ ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტ(ებ)ად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება განახორციელოს თბილისის მასშტაბით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილას. ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს მიწოდების ადგილად სხვა ქალაქ(ებ)ი.

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, იმპორტირების, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.5.3. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ სამ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი), ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური), მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქ. თბილისში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.5.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრების შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან ნაწილის/აგრეგატის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე (აღნიშნული პირობის შესრულების შეუძლებლობის დამადასტურებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის და არსებული ვითარების გათვალისწინებით).

1.7.1.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი #2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართში #2 (ფასების ცხრილი) მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის, ბრენდის/მარკისა და მოდელის/მოდიფიკაციის შესახებ.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ავტომანქანის მწარმოებლის ან/და ბრენდის/მარკისა ან/და მოდელის/მოდიფიკაციის შესახებ ინფორმაცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. აღნიშნული ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ ავტომანქანის ბრენდის/მარკის, მოდელის/მოდიფიკაციის ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის ბრენდის/მარკის, მოდელის/მოდიფიკაციის ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხნის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში.

ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს საქართველოში ოფიციალური დილერობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შემოთავაზებული ავტომობილის მწარმოებლის მიერ;

2.7.1.2. პრეტენდენტის მიერ დანართი N1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

ა) დანართი N1;
ბ) დანართი N2;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ სერვის ცენტრების შესახებ, სადაც განხორციელდება საგარანტიო სერვისის მიწოდება (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი).
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტის გათვალისწინებით ინფორმაცია ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ ქ.თბილისში;
ე) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დილერობის შესახებ და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-ს ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომლითაც ცალსახად უნდა დასტურდებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.
2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

აანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში,;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვასილი ანდღულაძე, 577112129, vandguladze@mdf.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. შესყიდვის პროცედურა ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად;

2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;

3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი შედგენილია და მხარეთა მიერ ხელმოწერილია ელექტრონულად, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტ(ებ)ის ორიგინალი ეგზემპლარ(ებ)ი, ან მისი დამოწმებული ამონაბეჭდი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

5. სატენდერო კომისიის მიერ, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (დანართი #2), ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).

6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

7. შემსყიდველი, წინამდებარე ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული თანმდევი საგარანტიო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება დამატებით, პრეტენდენტის შემოთავაზების გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

8. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru