Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #63163054)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ivane Djavakhishvili Tbilisi State University
Номер конкурса: 63163054
Дата публикации: 17-04-2025
Сумма контракта: 77 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250007638
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.04.2025 18:12
Начало приема предложения 25.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 28.04.2025 13:30
Предполагаемая цена закупки 77`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 770.00 GEL
Размер гарантии 770 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lela kopaleishvili-gvazava :: 16.04.2025 17:16
  • Последнее исправление: lela kopaleishvili-gvazava :: 16.04.2025 18:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=628692&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (თსუ) კუთვნილებაში არსებული შენობა ნაგებობებში, სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცალკეულ ობიექტებზე 2025 წელს განსახორციელებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სრული საპროექტო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა უნდა განხორციელდეს, რესურსული და გამსხვილებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენით, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მოპოვება, პროექტის და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება. სამუშაოების ჩატარების პროცესში აღმოჩენილი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზების გასწორება. დეფექტური აქტის შედგენა, ესკიზების დამზადება რესურსული და გამსხვილებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენით.საჭიროების შემთხვევაში ესკიზების და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება.

1.2.1. შესყიდვის ობიექტის გათვალისწინებით, ინდივიდუალურ დავალებას წერილობით გადასცემს შემსყიდველი. ინდივიდუალურ დავალებაში მიეთითება შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო, საჭიროების შემთხვევაში საპროექტო, დოკუმენტაციის მომზადების ვადა და პირობები;
1.2.2. პრეტენდენტმა, პროექტირების დროს უნდა იხელმძღვანელოს საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებითა და სტანდარტებით და მათ საფუძველზე დამუშავებული ტექნიკური რეკომენდაციებით, სახელმძღვანელოებით, მითითებებით;
1.2.3. პრეტენდენტის მიერ,გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს მთავრობის დადგენილება N 41 2016 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე;
1.2.4. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდეს მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოცემული ,,მეთოდური ცნობარი“-ს (მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ფასების გაანგარიშების შესახებ) მიხედვით, რესურსული მეთოდით ყველა დანარიცხების გათვალისწინებით, სამშენებლო რესურსების საბაზრო ან, მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მოქმედი ფასთა კრებულით მიმდინარე დონეზე;
1.2.5. ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას რესურსული მეთოდით შედგენილი და ასევე გამარტივებული ვერსიის სახით, რომელშიც მითითებული იქნება „ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით განსაზღვრული დარიცხვების პროცენტული მაჩვენებლები და ფორმულის საშუალებით გაანგარიშებული თანხის ოდენობა;

1.2.6. დეტალურად, გასაწევი მომსახურებები, იხილეთ თანდართულ N2 დანართში - ტექნიკური დავალება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, მომსახურება გაწული უნდა იყოს, კონკრეტული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 .მომსახურების დასრულებისას მიმწოდებელის მიერ საკუთარი ხარჯებით წარმოდგენილი იქნას სრულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ქსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
1.5.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე.
1.5.3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა:
1.5.3.1 საპროექტო დოკუმენტაცია - 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები);
1.5.3.2 სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი);
1.5.3.3 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა);
1.5.4. დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N1 უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი

1.5.5. მომსახურების გაწევას განახორციელებს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული კორპუსებსა და თსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების კორპუსებში, ქალაქ თბილისსა და ქუთაისში

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა) მომსახურება საერთო ღირებულებით არანაკლებ 150 000 (ორასორმოცდაათიათასი) ლარის ოდენობით;

2.2.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, ფორმა №2 ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).

2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ქვეკონტრაქტორობის შემთხვევაში, პრეტედენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ამ ხელშეკრულებაში მითითებული ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტები (შეტყობინება, ან/და თანხმობა, ან/და % შეზღუდვა და სხვა) (ხელშეკრულებაში ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

2.2.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშზე არსებული ინფორმაციებით და ატვირთული დოკუმენტაციებით შესაძლებელი იქნება სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება, დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენას არ საჭიროებს;

2.2.1.5. ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს N 3 დანართის შესაბამისად.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს შესაბამისი პროფილის კვალიფიცირებული სპეციალისტები, მათ შორის: კონსტრუქტორი, არქიტექტორი, ხარჯთაღმრიცხველი, რომელთაც უნდა გააჩნდეთ ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსახურების გაწევის არანაკლებ 5 (ხუთი) წლის გამოცდილება;

2.4.1.2. ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნეს დანართი N4 შესაბამისად;

2.4.1.3. პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს სპეციალისტთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე (ინტელექტუალური მომსახურება) შემსყიდველი ორგანიზაცია არ ითვალისწინებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულებას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში (ლარში), შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების შუალედური აქტის საფუძველზე.
7.2.2. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტის გაფორმებას შემსყიდველი განახორციელებს: შესაბამისი ანგარიშსწორების დოკუმენტის გამოწერის, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დადებითი დასკვნის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივი ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესაბამისის ანგარიშწორების დოკუმენტების გამოწერის შემდეგ, გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღებაჩაბარების შუალედური აქტის თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლელა კოპალეიშვილი-გვაზავა, 577943294, lela.kopaleishvili@tsu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი და/ან ინფორმაცია, გარდა 1.3.პუნქტით გათვალისწინებული Excel-ის ფორმატით წარმოსადგენი ფასების ცხრილი, დანართი N1-სა, უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;

4. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;

5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru