შეყიდვის ობიექტი
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან
ბრძოლის გლობალური ფონდის „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის
პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების
გაძლიერება“ პროგრამის ფარგლებში ანტიტუბერკულოზურ მკურნალობაზე
დამყოლობის გაუმჯობესების მომსახურების (CPV85100000-ჯანდაცვის სფეროს
მომსახურებები) გაწევა.
მომსახურების მიწოდების საორიენტაციო ვადაა ხელშეკრულების
გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საორიენტაციოდ 7,5 თვე.
ტექნიკური დავალება
საქართველოში ტუბერკულოზის მართვის კუთხით მნიშვნელოვანი წარმატების
მიუხედავად, გამოწვევად რჩება მკურნალობის მიმართ პაციენტთა
დამყოლობა. მკურნალობის შეწყვეტის შედარებით მაღალი მაჩვენებლები
განპირობებულია მრავალი ფაქტორით, მათ შორის სოციალური და ეკონომიკური
გარემოებებით, და მკურნალობის ხანგრძლივი კურსის დასრულების სირთულით,
მკურნალობის პროცესში ფსიქოსოციალური მხარდაჭერის აუცილებლობითა და
ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით გამოწვეული გვერდითი მოვლენებისა
და გართულებების მართვის საჭიროებით. საერთაშორისო გამოცდილებასა და
მტკიცებულებებზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა
ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგების გასაუმჯობესებლად მიმართული
სათემო მხარდაჭერის სერვისების სტანდარტული პაკეტი და მისი მიწოდების
გზები, მათ შორის პაციენტთა განათლებისა და მკურნალობაზე დამყოლობის
გაუმჯობესების მიმართულებით. წინამდებარე ტექნიკური დავალება მიზნად
ისახავს ანტიტუბერკულოზურ მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერის
ადამიანზე ორიენტირებული მოდელის დანერგვას შემდეგ
ქალაქებში/მუნიციპალიტეტებში: ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი და
მარნეული, გლობალური ფონდის GEO-C-NCDC პროგრამის ფარგლებში.
მოდული: მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი.
ინტერვენცია: მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა.
პროექტის მიზანია: ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობაზე დამყოლობის და
მკურნალობის გამოსავლის გაუმჯობესება, ინფექციის ტრანსმისიისა და
რეზისტენტობის განვითარების რისკის შემცირების ხელშეწყობა.
პროექტის ამოცანები:
ამოცანა 1: ამბულატორიულ დონეზე ტუბერკულოზის მკურნალობის სერვისის
მიმწოდებელ შერჩეულ დაწესებულებებში პაციენტთა ინდივიდუალური
მართვის მოდელის დანრგვა.
ამოცანა 2: ტუბერკულოზით დაავადებული პირის ინდივიდუალური მართვის
მოდელის განხორციელება.
სამიზნე ჯგუფი: ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის და მარნეულის
ტუბერკულოზის ამბულატორიული მკურნალობის სერვისის მიმწოდებელ
დაწესებულებებში
ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი აქტიური ტუბერკულოზის მქონე
პაციენტები, რომელთა საორიენტაციო რაოდენობა შეადგენს 230 პირს.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები
ფაზა 1
ამოცანა 1: ამბულატორიულ დონეზე ტუბერკულოზის მკურნალობის სერვისის
მიმწოდებელ შერჩეულ დაწესებულებებში პაციენტთა ინდივიდუალური
მართვის მოდელის დანრგვა.
აქტივობა 1.1 მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მომსახურების
პროტოკოლის და პროგრამის მონიტორინგის გეგმის შემუშავება:
1.1.1პროტოკოლის ადაპტირება -ჯანმოს გაიდლაინის საფუძველზე და ზემოთ
მითითებული სერვისების, ასევე ტბ აბულატორიული მომსახურების არსებული
პრაქტიკის გათვალისწინებით, შემუშავებულია მკურნალობაზე დამყოლობის
გაუმჯობესების მომსახურების პროტოკოლი (მიწოდებული იქნება
შემსყიდველის მიერ).თითოეული დასწესებულებისთვის უნდა მოხდეს
დამყოლობის გაუმჯობესების მომსახურებაში ჩართული პერსონალის
იდენტიფიცირება და მათი ჩართულობით პროტოკოლის ადაპტირება. პროტოკოლი
ასევე უნდა მოიცავდეს აღნიშნული პერსონალის სამუშაოთა აღწერილობასა
და საჭირო დოკუმენტაციის წარმოების ნიმუშებს, მათ შორის:
• შემთხვევის მენეჯერის სამუშაოს აღწერილობა;
• ინდივიდუალური შემთხვევის მართვის პროტოკოლი/პროცედურა;
• პაციენტის საჭიროების შეფასების კითხვარი;
• პაციენტის ინფორმირებული თანხმობის ფორმა შემთხვევის მართვის
შესახებ;
• ინდივიდუალური შემთხვევის მართვის რეგისტრაციის ფორმა;
• ინდივიდუალური დახმარების გეგმა.
1.1.2 მონიტორინგის გეგმა - მომწოდებელმა უნდა შეიმუშაოს მონიტორინგის
გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს პროტოკოლის შესაბამისად განსაზღვრულ
მონაცემებს, მონაცემთა შეგროვების პერიოდულობას, ასევე პროცესის
ინდიკატორებსა და მათზე ანგარიშგების პერიოდულობას. უნდა უზრუნველყოს
ინდივიდუალური შემთხვევების მონაცემთა ბაზის შექმნა.
აქტივობა 1.2 მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მომსახურების
მიწოდებაში ჩართული პერსონალის ტრენინგები
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიწოდებისთვის შერჩეული
პერსონალის ტრენინგი. ტრენინგის ხანგრძლივობა 2 დღე. ტრენინგი უნდა
ჩატარდეს თითოეულ შერჩეულ დაწესებულებაში, ადგილზე.
სტანდარტულად, ტუბერკულოზის მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების
გუნდის შემადგენლობაში მოაზრებულია (განისაზღვრება პროტოკოლით):
• ექიმი ფტიზიატრი/პულმონოლოგი;
• ფსიქოლოგი;
• შემთხვევის მენეჯერი;
• თანაბარგანმანათლებელი.
აქტივობა 1.3 საინფორმაციო მასალის მომზადება და ბეჭდვა:
მიმწოდებლის მიერ უნდა მომზადდეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო მასალა
რომელიც უნდა მოიცავს ტუბერკულოზსა და მის მართვასთან დაკავშირებულ
ინფორმაციას, ხელმისაწვდომი მომსახურებების და საკონტაქტო
ინფორმაციის ჩათვლით. მასალა უნდა დაიბეჭდოს ფლაერების სახით (2000
ფლაერი).
აქტივობა 1.4 საბაზისო მონაცემების შეგროვება და მონაცემთა საწყისი
ბაზის ფორმირება
მიმწოდებლის მიერ უზრუნვლყოფილი უნდა იყოს თითოეული დაწესებულების
დონეზე პროექტით გათვალისწინებული ფაზა 2 - ის დაწყებამდე წინა პერიოდის
(2025წ 1 იანვრიდან) მკურნალობაზე მყოფი პაციენტების თაობაზე მონაცემთა
მონიტორინგის ბაზაში შეტანა და ბაზისურ მონაცემთა ფორმირება.
ფაზა 2
ამოცანა 2: ტუბერკულოზით დაავადებული პირის ინდივიდუალური მართვის
მოდელის განხორციელება.
პროტოკოლით განსაზღვრული სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა
ტუბერკულოზის ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფ პაციენეტებისთვის,
შერჩეულ დაწესებულებებში.
აქტივობა 2.1 სენსიტიური და რეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე,
ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების საჭიროების შეფასება
ინდივიდუალური საჭიროების გამოვლენის მიზნით საწყისი შეფასება
უტარდება სენსიტიური და რეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე ყველა
პაციენტს, რომელიც დაიწყებს ამბულატორიულ მკურნალობას მომსახურების
მიწოდების პერიოდში (ფაზა 2 დასაწყისი). შეფასებას ატარებს შერჩეული
პირი, რომელიც ყველაზე ხშირ კონტაქტში იმყოფება პაციენტთან (ეს
შეიძლება იყოს მედდა, ფთიზიატრი ან დამყოლობის კონსულტანტი,
განისაზღვრება პროტოკოლით). საჭიროების შეფასება სავარაუდოდ
ჩაუტარდება 230 პირს.
აქტივობა 2.2 სენსიტიური და რეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე,
ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების სამოტივაციო
კონსულტაცია
ტუბერკულოზის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ყველა პაციენტს უნდა
მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია დაავადების, მისი მკურნალობის,
შეწყვეტასთან დაკავშირებული რისკების შესახებ და ჩაუტარდეს
სამოტივაციო კონსულტაცია სამედიცინო პერსონალის მიერ. ასევე
მიეწოდება ინფორმაცია შემთხვევის მენეჯერის (სხვა დამატებითი
მომსახურების შესახებ ინფორმაცია, რომელიც გნისაზღვრება პროტოკოლით)
მომსახურების არსებობის შესახებ, რომლით სარგებლობაც პაციენტს
საჭიროების შემთხვევაში შეუძლია. სამოტივაციო კონსულტაცია
ჩაუტარდება 230 პირს.
აქტივობა 2.3 სენსიტიური და რეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე,
ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების კონსულტაცია
ფსიქოლოგის/ფსიქიატრის მიერ
საწყისი შეფასების საფუძველზე ან/და შემდგომში მკურნალობის პროცესში
საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტს უნდა გაეწიოს
ფსიქოლოგის და/ან ფსიქიატრის კონსულტაცია. იქ სადაც საჭირო
კომპეტენციის სპეციალისტის ჩართვა ვერ ხერხდება, მომწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს ონლაინ კონსულტაციის ორგანიზება. ერთ პაციენტს შესაძლოა
დასჭირდეს ერთზე მეტი კონსულტაცია ფსიქოლოგის მიერ და სულ
გათვალისწინებულია 140 კონსულტაცია.
აქტივობა 2.4 სენსიტიური და რეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე,
ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების კონსულტაცია
თანაბარგანმანათლებლის მიერ
მკურნალობის დაწყებისას ან შემდგომ მკურნალობის პროცესში პაციენტის
სურვილის შემთხვევაში, მას უნდა ჩაუტარდეს კონსულტაცია
თანაბარგანმანათლებლის მიერ. ამისთვის შესაძლებელია როგორც პირისპირ
შეხვედრა, ასევე ონლაინ კონსულტაცია. პროექტით გათვლისწინებულია 23
კონსულტაციის გაწევა.
აქტივობა 2.5 პაციენტებისთვის მომსახურების მიწოდება, მათი
საჭიროებების შესაბამისად, ინდივიდუალური შემთხვევების მართვის
გზით
საწყისი შეფასების შემდეგ, პაციენტთან შეთანხმებისა და მისგან
ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, ინფორმაცია ინდივიდუალური
საჭიროების შესახებ გადაეცემა შემთხვევის მენეჯერს. ინდივიდუალური
შემთხვევა, შემთხვევის მენეჯერის ფუნქციები, სამუშაოთა აღწერილობა
განისაზღვრება პროტოკოლით.
ასევე, ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, მომსახურების
ფარგლებში გათვალისწინებულია შემთხვევის მართვისთვის აუცილებელი
მინიმალური ხარჭების ანაზღაურება (მაგ. სხვადასხვა სამედიცინო
გამოკვლევა, მედიკამენტების შეძენა), რომელთა საჭიროებას განსაზღვრავს
შემთხვევის მენეჯერი. შემსყიდველის მიერ შემთხვევის მართვაზე გაწეული
დანახარჯის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ხარჯების და გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, რომელიც
ემსახურება ინდივიდუალური შემთხვევის მართვის მიზნებს, შემთვევაზე
საშუალოდ 90 ლარის ოდენობით.
შემთხვევის მენეჯერი ვალდებულია მოახდინოს ინდივიდუალური
შემთხვევების სათანადო დოკუმენტირება, მათ შორის უზრუნველყოს
ინდივიდუალური შემთხვევის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების
დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა. წინა წლების გამოცდილებაზე
დაყრდნობით პაციენტთა დაახლოებით 20% მკურნალობის პროცესში დგება
მკურნალობისთვის თავის დანებების რისკის ქვეშ, ან წყვეტს მკურნალობას,
შესაბამისად პროექტით დაგეგმილი ინდივიდუალური შემთავევის მართვის
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 46 პაციენტი. ერთ პაციენტის ინდივიდუალური
შემთხვევის მართვისთვის საშუალოდ გათვალისწინებულია ორი თვე.
აქტივობა 2.6 ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მოძიება
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიერ 3 დღით ან მეტი ხნის
განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, საჭიროა მათი
მოძიება და მკურნალობის გაგრძელების უზრუნველყოფა. ეს მოიცავს
სატელეფონო კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში ვიზიტს ბინაზე (ან
სხვა ადგილას პაციენტის არჩევანის შეასბამისად), წყვეტის მიზეზების
გამოვლენას და მათ დაძლევაში დახმარებას, პაციენტის თანხლებას
დაწესებულებაში. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში შესაძლებელია როგორც
პროექტში მონაწილე დაწესებულებებში, ასევე საჭიროების შემთხვევაში,
შემსყიდველთან შეთანხმებით, შესაბამის რეგიონში ამბულატორიულ
მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მოძიება. ბენეფიციარების საერთო
რაოდენობა შეადგენს 23 პირს.
აქტივობა 2.7 შერჩეულ დაწესებულებებში ადგილზე საზედამხედველო
ვიზიტების განხორციელება
თითოეული დაწესებულებაში მინიმუმ ერთი ვიზიტის განხორციელება,
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის შედეგების განხილვისა და
დამხმარე ზედამხედველობის მიზნით.
ამავე აქტივობის ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს დამატებით ონლაინ ტრენინგის ჩატარება, გამოვლენილი
საჭიროების შესაბამისად; ასევე, გამოცდილების გაზიარების მიზნით
ონლაინ ჩართვების ორგანიზება მომსახურების მიმწოდებელ
დაწესებულებებს შორის.
პროექტის განხორციელება დაგეგმილია ფაზებად
ფაზა 1
მოიცავს პირველი ამოცანის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების
შესრულებას და მისი ხანგრძლივობაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვე.
ანაზღაურება განხორციელდება ფაზის დასრულების შემდეგ.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
• მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მომსახურების პროტოკოლი;
• მონიტორინგის გეგმა, ინდივიდუალური შემთხვევების მონაცემთა ბაზა;
• საინფორმაციო მასალის ნიმუში და ბეჭდვის დამადასტურებელი
დოკუმენტი;
• ტრენინგის მასალები;
• ტრენინგზე დამსწრეთა ხელმოწერილი სია.
ფაზა 2
მოიცავს მეორე ამოცანით დაგეგმილი ღონიძიებების შესრულებას, ფაზის
ხანგრძლივობაა 6 თვე. ფაზის ფარგლებში შესრულებული სამუშაო
წარმოდგენილი უნდა იყოს ყოველთვიურად.
ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტობრივად შესრულებული
სამუშაოს შესაბამისად. წარმოდგენილი ყოველთვიური ანგარიში უნდა
მოიცავდეს თითოეული დაწესებულების დონეზე, ასევე პროექტის
აგრეგირებულ მონაცემებს, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტების
ასლები:
• თითოეულ პაციენტზე საჭიროებების შეფასების შევსებული ფორმა;
• სამოტივაციო კონსულტირების ანგარიში;
• ფსიქოლოგის/ფსიქიატრის კონსულტაციის ანგარიში;
• თანაბარგანმანათლებლის კონსულტაციის ანგარიში;
• პაცინტთა მოძიების და მკურნალობაში ჩართვის ანგარიში;
• შემთხვევის მართვის ანგარიში;
• შემთხვევის მართვის პროცესში გაწეული ხარჯის შემთხვევაში, ამ ხარჯის
დამადასტურებელი დოკუმენტები);
• შევსებული მონაცემთა ბაზა.
ზემოთ მითითებულ დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს პაციენტების
პირადი ინფორმაციის მითითების გარეშე.
იხილეთ ტექნიკური დავალება