1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას.
1.2.3. ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში,
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის
ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან,
არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ
სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული
შემცირებით (ერთეულის ფასები დამრგვალდეს ასეულებამდე სიზუსტით).
1.2.4 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის
ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი
პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და
ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და
გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.5 შემსყიდველის მიერ პროექტის გადაცემის შემთხვევაში სამუშაოები
შესრულებული უნდა იქნას საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.
1.2.6 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია
წარმოადგინოს და შეათანხმოს შემსყიდველთან შესასრულებელ სამუშაოთა
დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და პროექტი და მოცულობათა
უწყისი. მიმწოდებელს წერილობით ეცნობება ობიექტის მისამართი და
შესრულების ვადა.
1.2.7 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტური აქტში ან/და
სქემატურ ნახაზებში და/ან პროექტში და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის
(ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია
შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში
საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.8 წერილობით მიწოდებული ობიექტის დეფექტური აქტის ან/და სქემატური
ნახაზების ან/და პროექტის და მოცულობათა უწყისის შეთანხმების შემდგომ
ან ცალკეულ შემთხვევებში, მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის
კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა
(დეფექტური აქტი და/ან სქემატური ნახაზები და/ან პროექტი და მოცულობათა
უწყისი) და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები (ექსპერტიზის
მომსახურების ვადის ჩათვლით) გადაეცემა წერილობით.
1.2.9 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
შესრულების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების
მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
1.2.10 ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობები ზოგადია, იმ
შემთხვევაში თუ მათი ცვლილება არ იწვევს ხელშეკრულების ღირებულების
გაზრდას, აღნიშნული სამუშაოების მოცულობები შესაძლებელია შეიცვალოს
(დაზუსტდეს), აღმოჩენილი შესასრულებელი სამუშაოების გათვალისწინებით,
ხელშეკრულების კონტროლის განმახორციელებელ პირ(ებ)თან მიღწეული
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რაზეც გაფორმდება შესაბამისი
მიღება-ჩაბარების აქტი.
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით
განსაზღვრული სამუშაოს დაწყების ვადაში.
1.2.12 სამუშაოების დაწყებამდე, მიმწოდოებელი საჭიროების შემთხვევაში
ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის
შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან.
1.2.13 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია
სამუშაოები ერთდროულად აწარმოოს არანაკლებ 2(ორი) ობიექტზე.
1.2.14 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.15 მიმწოდებელმა ყოველ კონკრეტულ ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ
კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო
დაფა ზომით 100სმX150სმ, შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის
შესაბამისად.
1.2.16 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას
უსაფრთხოების ნორმები და და პერსონალი უზრუნველყოს ერთნაირი სპეც.
ტანსაცმელით. სამშენებლო სამუშაოები მწვანე ნარგავების სიახლოვეს
მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რათა არ მოხდეს
მცენარეების ძირში ნიადაგის ზედმეტად ტკეპნა. ასეთ ადგილებში არ უნდა
ხდებოდეს მძიმე მასალების შენახვა, აგრეთვე უნდა რეგულირდებოდეს
სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა. თუ რომელიმე ნარგავი დაზიანდება ან
მოიჭრება თანხმობის გარეშე, ან გახმება სამშენებლო სამუშაოების გამო,
მის მაგივრად დარგული უნდა იქნეს შესაბამისი ზომის ნერგი
„შემსყიდველის“ თანხმობით.
1.2.17 მიმწოდებელი ვალდებულია მცენარეების დარგვიდან ერთი წლის
განმავლობაში უზრუნველყოს მცენარეების 100%-იანი გახარება (საგარანტიო
პერიოდში გამხმარი მცენარეები მიმწოდებელმა უნდა ჩაანაცვლოს ახლით
(გარდა მიზანმიმართული მექანიკური დაზიანებებისა და ქურდობის
ფაქტებისა). ჩანაცვლება უნდა მოხდეს შემსყიდველის დავალებიდან
გონივრულ ვადაში ან პირველივე არასავეგეტაციო პერიოდში. საგარანტიო
პერიოდში მიმწოდებელმა ასევე საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს
დეკორატიული ხის გამართულ მდგომარეობაში ყოფნა (მიბმული ჭიგოზე და
გამართული), აგრეთვე დაზიანების ან მოპარვის შემთხვევაში ჭიგოს და
მისაბმელის ჩანაცვლება ანალოგიურით (ნერგის სიმაღლე იანგარიშება
მიწის ზედაპირიდან მცენარის წვერომდე. ნერგების დარგვისას
გათვალისწინებული უნდა იქნას ძირითადი აგროტექნიკური ნორმები).
1.2.18 მიმწოდებლის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას
წარმოდგენილი უნდა იქნას დარგული ნერგების საშემსრულებლო ნახაზები
აბსოლუტურ ნიშნულებში (x,y).
1.2.19 სამუშაოს შესრულებისას მოწოდებული საქონელი და მასალები უნდა
შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დანართებით და ესკიზებით მოთხოვნილ
პარამეტრებს. შემოთავაზებული საქონლის და პროდუქციის ტექნიკური
პარამეტრები წარმოდგენილ იქნას შესაბამისი სამუშაოების
დაწყებამდე.
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას
შემსყიდველს წარმოუდგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული
პირის (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი
პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) ან დარგობრივი
ორგანიზაციის (შპს, სსიპ, ა(ა)იპ) ან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ
გაცემული შესაბამისი დასკვნა მცენარეების იდენტურობის (მათ შორის
პარამეტრების და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესახებ) თაობაზე და
მწვანე გაზონის (რულონი) (თანმდევი მომსახურებით - დაგება) რაოდენობისა
და რულონური ბალახის საფარის პარამეტრების „რულონური ბალახის საფარის
პარამეტრები“-ს (დანართი N02) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. მიმწოდებელმა
აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა შეტანილი ნოყიერი
ნიადაგის ნაზავის დანართი N01-ით მოთხოვნილ პარამეტრებთან
შესაბამისობის შესახებ. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება დადებითი
დასკვნის შემთხვევაში. (აღნიშნულ მომსახურებას მიწოდებელი
უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით).
1.2.21 მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ
სამუშაოებზე) გაფორმებამდე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ
,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიურო”-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის (დასკვნასთან ერთად
წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული
სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან
შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე. ექსპერტის
მიერ დადასტურებული შესრულებული სამუშაოს ფორმა N2 ნაზარდი ჯამით.
მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
1.2.22 მიმწოდებელი ვალდებულია ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად
მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის
გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და
მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს
შესაბამის ორგანიზაციას. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებზე
მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება გადაბარების შემდეგ.
1.2.23 მიმწოდებელი ვალდებულია მოსაწყობი ლედ სანათის პარამეტრები
შეათანხმოს შესაბამის სამსახურთან და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად
მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის
გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და
მოწყობილი გარე განათების ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით
გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას (დანართი N03-ის შესაბამისად).
ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება
გადაბარების შემდეგ.
1.2.24 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფაქტიურად მოსაწყობი
წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის ქსელის ტექნიკური პირობის
შეთანხმება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-თან და წარმოდგენა
შემსყიდველთან; მანვე უნდა უზრუნველყოს წყლისა და კანალიზაციის
ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების ხარჯების ანაზღაურება, ხოლო
სამუშაოების დასრულებისას საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველა არსებული
დავალიანება;
1.2.25 ურბანულ საბავშვო ატრაქციონებს და გარე გამოყენების სპორტულ
ტრენაჟორებს უნდა გააჩნდეს საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოს
მიერ გაცემული EN სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც
მიმწოდებელმა უნდა წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი სამონტაჟო
სამუშაოების დაწყებამდე.
1.2.26 სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
სამშენებლო ნარჩენებისაგან, მასალებისაგან და საჭიროების
შემთხვევაში მაღალი წნევის წყლის სარეცხი აპარატის გამოყენებით
დაასუფთაოს ტერიტორია.
1.2.27 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს სპეციალურად საამისოდ (ლიცენზირებულ)
გამოყოფილ ადგილზე ან/და თბილისის ტერიტორიაზე - გლდანის რაიონი,
თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ.
1.2.28 ნოყიერი ნიადაგის ნაზავის პარამეტრები (დანართი N01), რულონური ბალახის
პარამეტრები (დანართი N02), განათების ქსელის ტექნიკური დავალება (დანართი
N03), დელ სანათის ტექნიკური მახასიათებლები (დანართი N04) ესკიზები (დანართი
N05) და ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი (დანართი N1) ატვირთულია
სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.