Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #62774036)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: City Hall of Senaki Municipality
Номер конкурса: 62774036
Дата публикации: 02-04-2025
Сумма контракта: 631 200


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250006666
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.04.2025 12:36
Начало приема предложения 01.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 06.05.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 631`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ქალაქის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის (რომელიც მოიცავს საავტომობილო გზის სამოსის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელის (კიუვეტი), ხიდების, ხიდბოგირების რეაბილიტაცია/მოწყობას) საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შეძენა ექსპერტიზით.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 6`312.00 GEL
Размер гарантии 6`312 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna chanturia :: 01.04.2025 10:38
  • Последнее исправление: khatuna chanturia :: 02.04.2025 12:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=626327&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი, ქალაქის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის (რომელიც მოიცავს საავტომობილო გზის სამოსის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელის (კიუვეტი), ხიდების, ხიდბოგირების რეაბილიტაცია/მოწყობას) საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შეძენას, ექსპერტიზით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების აღწერა (ტექნიკური დავალება):

1.2.1 მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი, ქალაქის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის (რომელიც მოიცავს საავტომობილო გზის სამოსის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელის (კიუვეტი), ხიდების, ხიდბოგირების რეაბილიტაცია/მოწყობას) საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შეძენას, ექსპერტიზით.

1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ კონკრეტულ ობიექტზე, მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებლისთვის გადაცემული დეტალური ტექნიკური დავალებითა და დასაპროექტებელი სამშენებლო ობიექტის შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადი ტექნიკური დავალებით (დანართი N1) გათვალისწინებული პირობებისა და საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად სპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

1.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გამოასწოროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ან/და მისი დასრულების შემდგომ, ინსპექტირების შედეგად გამოთქმული შენიშვნები (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებთან და ტექნიკური დავალების მოთხონებთან) ან წარმოადგინოს მათზე არგუმენტირებული პასუხები.

1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უსასყიდლოდ განახორციელოს საავტორო ზედამხედველობა. მშენებლობის პერიოდში მოთხოვნის შემთხვევაში მივიდეს სამშენებლო ობიექტზე, უშუალოდ ადგილზე გაეცნოს და შეამოწმოს საუშაოების მიმდინარეობისა და პროექტის შესაბამისობა, მოახდინოს პროექტის კორექტირება და დროულად აღმოფხვრას მშენებლობის პროცესში გამოვლენილი - პროექტის ხარვეზები, ან შეცვალოს პროექტის ის ცალკეული ნაწილები რომლებიც საჭიროებს კორექტირებას. საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს საკორექტირო დოკუმენტაცია; პროექტის კორექტირების საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი მომსახურება (სახარჯთაღრიცხვო და საპროექტო დოკუმენტაციის მის მიერ კორექტორების გათვალისწინებით) განახორციელოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა;

1.2.5 საპროექტო დოკუმენტაცია ექვემდებარება კომპლექსურ ექსპერტიზას, უნდა იყოს ექსპერტიზა გავლილი.
ექპერტიზა უნდა ჩაუტარდეს სრულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას. მიმწოდებელმა ექსპერტიზის ჩასატარებლად უნდა მიმართოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას);

1.2.6 ხარჯთაღრიცხვა უნდა შეესაბამებოდეს ექსპერტიზა გავლილ დადებითად შეფასებულ პროექტს. ამის დასადასტურებლად უნდა განხორციელდეს, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ერთმანეთთან შესაბამისობის ექსპერტიზა.

1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ გამოასწოროს ექსპერტიზის დასაბუთებული შენიშვნები და პროექტის შეთანხმების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები.

1.2.8 ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი პროექტის საავტორო ზედამხედველობის და მისგან გამომდინარე ვალდებულებები რჩება ძალაში შესყიდული საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებამდე.

1.2.9 სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა პერიოდულად მიიღოს მონაწილეობა პროექტის მომზადების პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იქნას საპროექტო დავალების სწორად შესრულება. ამისათვის საპროექტო ორგანიზაციამ საპროექტო ობიექტზე აზომვების წარმოებისას უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამსახურის ჩართულობა (აცნობოს ვიზიტის განხორციელების შესახებ), ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია, რათა მოხდეს მისი განხილვა და შეთანხმება.

1.2.10 საპროექტო დოკუმენტაციის წინასწარი განხილვის აუცილებლობის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა განახორციელოს კონკრეტული მომენტისათვის, კონკრეტულ ობიექტზე არსებული დოკუმენტაციის კონსოლიდაცია და წარდგენა შემსყიდველისათვის.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის ჩათვლით) ხელშეკრულების გაფორმებიდან:
1.4.1.1 ფასების ცხრილით გათვალისწინებული 1-20 პროექტის მოწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში, საპროექტო მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით.
1.4.1.2 ფასების ცხრილით გათვალისწინებული 21-45 პროექტის მოწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში, საპროექტო მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით.





შენიშვნა: საპროექტო მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების გაწევის ფორმა: მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციის ტექნიკური დავალების შესაბამისად.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე.
პროექტის ტექსტური ნაწილი უნდა იყოს ,,Word”-ის ფორმატში, ბეჭდური ფორმით,“sylfaen”,ხარჯთაღრიცხვის ცხრილები – ,,Excel” ფორმატში, ხოლო ნახაზები - „ArchiCAD“ (PLA) ან „AutoCAD”DWG ფორმატში და ,,PDF” ფორმატში. ამასთან თითოეული ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 8მბ–ს;
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა:
ა) საპროექტო დოკუმენტაცია_5 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3);
ბ)სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია_5 ეგზემპლიარი ბეჭდური(A-4ფორმატი);
გ)საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია_CD/DWD დისკი;
დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა).

2. საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა N 103.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად მიწოდებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის საპროექტო მომსახურების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 1 000 000 ლარისა.

2. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურება ღირებულებით არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობისა.

3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო ან/და სარეკონსტრუქციო ან/და გამაგრებითი სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის საპროექტო მომსახურება.

4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;

4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

4.2 საპროექტო მომსახურება, რომლებიც გაწეულია კერძო კომპანიის (არა შემსყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით ან/და არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან სისტემაში არ არის ან/და არასრულყოფილად არის გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია წარდგენილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელმოწერილი ხელშეკრულებები, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები (მათ შორის საბოლოო), შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამურ ღირებულებას და საბოლოო ანგარიშსწორების დამადასტურებელი საგადახდო დავალებები. დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

4.3 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ფარგლებში საპროექტო მომსახურება გაწეულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების მომსახურება გასწია ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:

• გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• საავტომობილო გზებისა მშენებლობის სპეციალისტი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 2 სპეციალისტი;
• გეოლოგი - სპეციალობის მუშაობის, საინჟინრო-გეოლოგიური მომსახურებების გაწევის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• ჰიდროლოგი - ჰიდროლოგიური მომსახურებების გაწევის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• სპეციალისტი - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;

2. თითოეულ ძირითად სპეციალისტზე, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტების პირადობის დამადასტურებელი მოწმობებისა და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მათი მუშაობის ფაქტს. მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ნაკლები 2026 წლის 31 იანვრისა.

ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს N 5, N 6 დანართებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

3. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს მუნიციპალიტეტს.

4. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფომების შემდეგ წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: გასაწევი მომსახურების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ გასაწევი მომსახურების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გასაწევი მომსახურების მთლიანი მოცულობის 40%;
5. მომსახურების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) ფასების ცხრილი - იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, მისი დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან. ფასების ცხრილის შევსების პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში ატვირთულ დოკუმენტში;
ბ) პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
გ) ინფორმაცია იმ ძირითადი სპეციალისტების შესახებ, რომლების ჩართული იქნებიან მომსახურების მიწოდების დროს. ძირითადი სპეციალისტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტში;

2. ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯს და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, დღგ-ს ჩათვლით.

3. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

4. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავისია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსაწოდებელი ან/და მოწოდებული საპროექტო მომსახურების ხარსხის, მოცულობისა და მოწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი განახორციელოს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი ჯგუფი/პირი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

(1) გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N1-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

(1) ყოველ კონკრეტულ ობიექტზე საპროექტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება, მიმწოდებლის მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული დასრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების იმ პროცენტის ოდენობით რომელიც მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იქნება განსაზღვრული.

(2) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლისთვის პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე გადაცემული დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული, განსახორციელებელი სამუშაოების საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე. (ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ).

(3) იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.

(4) 2025 წელს ანგარიშსწორება განხორციელდება არაუმეტეს 200000 (ორასი ათასი) ლარისა ხოლო დარჩენილი თანხის ანგარიშსწორება განხორციელდება არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელ კვარტლისა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა ჭანტურია, 599857515, senakishesyidvebi@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.

2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

3) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

4) პრეტენდენტს უფლება არ აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

5) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

6) პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.

აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციუ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru