Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области бухгалтерского учета, аудита и налогообложения (Грузия - Тендер #62774029)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD MTA
Номер конкурса: 62774029
Дата публикации: 02-04-2025
Сумма контракта: 45 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250006661
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.04.2025 11:54
Начало приема предложения 11.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 14.04.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 45`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79200000-Услуги в области бухгалтерского учета, аудита и налогообложения
Коды классификатора
  • 79212000 - Аудиторские услуги
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 450.00 GEL
Размер гарантии 450 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gvantsa shashviashvili :: 31.03.2025 11:17
  • Последнее исправление: gvantsa shashviashvili :: 02.04.2025 11:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=626139&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს ,,ემ თი ეი“-ს (ყოფილი შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“) აუდიტორული მომსახურების გაწევა „ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შპს ,,ემ თი ეი“-ს (ყოფილი შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“) აუდიტორული მომსახურების გაწევა „ბუღალტრული აღრიცხვა- ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის მომსახურებას:

- შპს ,,ემ თი ეი“-ს 2024 წლის სრული ფინანსური ანგარიშგების და მმართველობითი ანგარიშგებების აუდიტი - ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
- შპს ,,ემ თი ეი“-ს 2024 წლის საგადასახადო აუდიტი. შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და ცალკე ანგარიშის მომზადება;
- შპს ,,ემ თი ეი“-ს 2024 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონთან შესაბამისობის სისწორის დადგენა.

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კომპანიას მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსი. კანონის შესაბამისად კომპანიას მოეთხოვება მმართველობის ანგარიშის წარდგენაც, საქმიანობის მიმოხილვის ნაწილში. აუდიტორულმა კომპანიამ დასკვნაში უნდა გამოთქვას თავის მოსაზრება მმართველობითი ანგარიშის და ამევე საანგარიშგებო პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებებთან თანხვედრის თაობაზე. აუდიტის დასკვნასთან ერთად აუდიტორმა კომპანიამ უნდა მოამზადოს აუდიტის დროს აღმოჩენლი შიდა კონტროლისა და აღრიცხვის სისტემის ნაკლოვანებების შესახებ მენეჯმენტის წერილი; პრეტენდენტმა უნდა მიიღოს სადამკვირებლო მონაწილეობა ორგანიზაციის აქტივების ინვენტარიზაციის პროცესში; კომპანიას გაუწიოს კონსულტაცია აუდიტის შედეგებით გამოვლენილ ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით; კომპანია ფინანსურ ანგარიშგებას ადგენს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად (ცნობისათვის: კომპანიას ჩატარებული აქვს 2023 წლის ფინანსური ანგარიშების აუდიტი, ასევე ჩატარდა 2023 წელს შესყიდული სპეციალიზირებული ძირითადი საშუალებების შეფასება/გადაფასება); შ.პ.ს. „ემ თი ეი“-ს ძირითადად საქმიანობს მომსახურეობის სფეროში. კომპანიის კაპიტალს წარმოადგენს უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც ძირითადად შედგება საბაგირო გზების, მიწის ნაკვეთებისა და მასზე დამაგრბული შენობა-ნაგებობების, ასევე სპეცტექნიკისაგან. კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყაროა აბონიმენტების რეალიზაცია, ასევე გარკვეული ტიპის უძრავი ქონების იჯარით გაცემა, ბანკებში სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსებული თანხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები. ასევე შპს „ემ თი ეი“ დამფუძნებლის და 100% წილის მფლობელის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხებით ანხორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის წლიურმა ბრუნვამ 2024 წელს შეადგინა 27 მილიონი ლარი, ხოლო კომპანიის აქტივების მოცულობა 112 მილიონი ლარია.
ვინაიდან, შპს ,,ემ თი ეი“-ს, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსი, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ყოველი საანგარიშგებო პერიოდისთვის სრული IFRS სტანდარტის მიხედვით და ამავდროულად, აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა გამოთქვას მოსაზრება კომპანიის მმართველობით ანგარიშგებასთან დაკავშირებით, არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

გაწეული მომსახურების შედეგების (დასკვნა) წარმოდგენა უნდა მოხდეს ქ. თბილისში კოსტავას ქ N70-ში, შპს "ემ თი ეის" ოფისში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტედენტს უნდა ჰქონდეს გამოცდილება ისეთი კომპანიის ანგარიშგების აუდიტორული შემოწმებისა, რომელთა აქტივების (ძირითადი საშუალებების) ჯამური ღირებულება აღემატება 250,000,000 ლარს, რასაც დაადასტურებს ხელშეკრულებით და შესრულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით (მიღება-ჩაბარება ან ანგარიშ-ფაქტურა).
2.2.1.2. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მმართველობით ანგარიშგებაზე მუშაობის გამოცდილება, რასაც დაადასტურებს ხელშეკრულებით და შესრულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით (მიღება-ჩაბარება ან ანგარიშ-ფაქტურა).

იმ შემთხვევაში თუ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები საკმარისია SPA/CMR/NAT და ა.შ. ნომრების მითითება რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გადამოწმება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. განხილვაში მიიღება მხოლოდ დასრულებულია სტატუსის მქონე ხელშეკრულებები სადაც ასევე მოცემული იქნება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ პირთა/პირის შესახებ (სახელები და გვარები), რომლებიც ჩართული იქნებიან აუდიტორული შემოწმების პროცესში და დარეგისტრირებულ იქნებიან ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში (მინიმუმ ერთი პირი). შესაბამისად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ბრძანების ასლები, ამ პირების აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე ან/და ამ პირების აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტრაციო ნომერი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა იყოს დარეგისტრირებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში - www.saras.gov.ge. შესაბამისად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ბრძანების ასლი, მისი აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე ან/და აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში სარეგისტრაციო ნომერი.

2.7.1.2. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს რისკების დაზღვევის პოლისი არანაკლებ 250.000 (ორასორმოცდაათი ათასი) ლარზე.

2.7.1.3. პრეტენდენტს (ან ქსელს, რომლის წარმომადგენელიცაა პრეტენდენტი) უნდა ჰქონდეს მინიჭებული სდპ-ს აუდიტის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის და წარმოდგენილი ანგარიშ ფაქტურის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შესაბამისი მომსახურების დამადასტურებელი ანგარიშფაქტურის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გვანცა შაშვიაშვილი, 595087704, g.shashviashvili@mta.ski

additional information/document

10.1 additional information/documents

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.

ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის რომელიმე პუნქტში იკითხება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება "მსგავსი“, "ანალოგიური“ ან "ექვივალენტური.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru