Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #62774021)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Insurance State Supervision Service of Georgia
Номер конкурса: 62774021
Дата публикации: 02-04-2025
Сумма контракта: 132 576


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250006611
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.04.2025 17:50
Начало приема предложения 08.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.04.2025 17:00
Предполагаемая цена закупки 132`576.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80500000 - Образовательные услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`300.00 GEL
Размер гарантии 1`326 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maka leshkasheli :: 23.03.2025 20:34
  • Последнее исправление: maka leshkasheli :: 01.04.2025 17:50
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=625062&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საჭიროებისათვის 2 (ორი) სატრენინგო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. პირველი სატრენინგო მომსახურება მოიცავს: ტრენინგის ჩატარებას 1.2.4. პუნქტით განსაზღვრული თემატიკით, ასევე ტრენინგის მონაწილეთა ტრანსპორტირებას, სასტუმროში დაბინავებას და კვებით მომსახურებას;
1.2.2. ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობაა არაუმეტეს 61 (სამოცდაერთი) მსმენელი (3 ჯგუფი);
1.2.3. სატრენინგო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2025 წლის ივნისის თვეში , 3 (სამი) დღის განმავლობაში (მომსახურების გაწევის დღეებია: პარასკევი, შაბათი და კვირა), კერძოდ, 27-28-29 ივნისს;
1.2.4. სატრენინგო მომსახურება მოდულში - ,,დროის მართვა“ უნდა მოიცავდეს შემდეგი საკითხების განხილვას:

• დრო როგორც კრიტიკული, არადაგროვებადი რესურსი;
• დროის მართვის ძირითადი პრინციპები და მეთოდები;
• ვილფერდო პარეტოს პრინციპი - 80:20;
• ეიზენჰაუერის მატრიცა;
• დროის მართვის „GTD“ მეთოდი;
• „ABC“ ანალიზი;
• ქრონოფაგები, დროში გადადების ტენდენცია;
• დელეგირება;
• თვითმენეჯმენტი.

ტრენინგის მიზანია:
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ, განსაზღვრონ დროის მართვის მნიშვნელობა.

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები:
უკეთ შეძლებენ გამოიყენონ დროის მართვის ტექნიკა, რაც გაზრდის მათ ეფექტიანობას.

1.2.5. მეორე სატრენინგო მომსახურება მოიცავს: ტრენინგის ჩატარებას 1.2.8. პუნქტით განსაზღვრული თემატიკით, ასევე ტრენინგის მონაწილეთა ტრანსპორტირებას, სასტუმროში დაბინავებას და კვებით მომსახურებას;
1.2.6. ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობაა არაუმეტეს 61 (სამოცდაერთი) მსმენელი (3 ჯგუფი);
1.2.7. სატრენინგო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2025 წლის სექტემბერის თვეში, 3 (სამი) დღის განმავლობაში (მომსახურების გაწევის დღეებია: პარასკევი, შაბათი და კვირა), კერძოდ, 26-27-28 სექტემბერს;
1.2.8. სატრენინგო მომსახურება მოდულში - ,,სტრესის მართვა“ უნდა მოიცავდეს შემდეგი საკითხების განხილვას:

• სტრესის ფსიქოლოგია;
• სტრესის სიმპტომები და ფორმები;
• სტრესის სუბიექტური შეფასება;
• სტრესის ძირითადი წყაროები;
• სტრესის დაძლევა;
• სტრესის დაძლევის სპეციალური ტექნიკები.

ტრენინგის მიზანია:
მონაწილეებმა განსაზღვრონ სტრესის წყაროები და სიმპტომები, შეაფასონ სტრესის დონე და გამოიყენონ სტრესის მართვის განსხვავებული ტექნიკები.

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები:
შეძლებენ სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანი რეაგირების უნარების გაუმჯობესებას.

1.2.9. ორივე ტრენინგი დატვირთული უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის აქტივობებით, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომელთა ინტერაქციას.
1.2.10. ორივე ტრენინგის შემთხვევაში:
1.2.10.1. მიმწოდებელმა, უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის საჭიროებებზე მორგებული სრულყოფილი სატრენინგო სილაბუსის შემსყიდველისთვის მოწოდება, ხელშეკრულების დადების შემდეგ, ტრენინგის თარიღამდე სულ მცირე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე;
1.2.10.2. ტრენინგის ხანგრძლივობა ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 14 (თოთხმეტი) საათს;
განრიგი შეთანხმდება შემსყიდველთან და მსმენელთა აუდიტორიასთან, საჭიროებისა და შესაძლებლობის მიხედვით. სესიებს შორის შესვენების დრო არ უნდა აღემატებოდეს ჯამურად 90 (ოთხმოცდაათი) წუთს;
1.2.10.3. სატრენინგო დროის არაუმეტეს 40% უნდა დაიკავოს სემინარმა, 40% - პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა და დავალებებმა, 20% - პრეზენტაციებმა;
1.2.10.4. მიმწოდებლის მიერ, ორგანიზებულ უნდა იქნას სატრენინგო დარბაზის/სამუშაო ოთახის მომზადება, რომელიც ადაპტირებული იქნება სამი ჯგუფისათვის პარალელურ რეჟიმში ტრენინგის ჩასატარებლად;
1.2.10.5. მიმწოდებლის მიერ, ტრენინგის მიმდინარეობის დროს მონაწილეები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სასმელი წყლით და საკანცელარიო საშუალებებით; კერძოდ, საწერი კალამი, ბლოკნოტი, ფერადი სტიკერი, ფერადი მარკერი, A4 ფორმატის ქაღალდის ფურცლები;
1.2.10.6. მიმწოდებელმა ტრენინგები უნდა წარმართოს ქართულ ენაზე, ასევე უნდა მოამზადოს ტრენინგის სრულყოფილი, სასწავლო მასალა ქართულ ენაზე, რომლის ბეჭდური ვერსია გადაეცემა თითოეულ მონაწილეს, ხოლო სასწავლო მასალის ელექტრონული ვერსია უნდა გადასცეს შემსყიდველს ტრენინგის ჩატარებამდე, 1 (ერთი) დღით ადრე;
1.2.10.7. ტრენინგის დასრულების შემდეგ ტრენერის მხრიდან თითოეულ მონაწილეზე უნდა გაიცეს ინდივიდუალური შეფასება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
• მონაწილის ჩართულობა და აქტიურობა;
• რამდენად იცნობდა მონაწილე ტრენინგის თემატიკას;
• რამდენად გააჩნია მონაწილეს ტრენინგის თემატიკასთან დაკავშირებული უნარები;
• ტრენინგის ბოლოს რამდენად განავითარა მონაწილემ თემატიკასთან დაკავშირებული უნარები;
• გუნდური და კოლეგიალური თვალსაზრისით რამდენად კარგად წარმოჩინდა მონაწილე.

1.2.10.8. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს შეფასების სისტემა სილაბუსთან ერთად, შეფასების სისტემა აუცილებელია მოიცავდეს 1.2.10.7. ქვეპუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, საბოლოო ფორმა კი დამტკიცდება შემსყიდველთან შეთანხმებით;
1.2.10.9. მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს სასწავლო ჯგუფების მსმენელთა დასწრებისა და ტრენინგის ჩატარების მკაცრი აღრიცხვა: ბეჭდური (დედანი) - ხელმოწერილი დამსწრე მონაწილეთა მიერ და ელექტრონული მასალა (ექსელის ფაილით) გადასცეს შემსყიდველს, ტრენინგების დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში;
1.2.10.10. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა სერტიფიცირება და მისი დამადასტურებელი დოკუმენტის - სერტიფიკატის გადაცემა. მაღალპოლიგრაფიული, ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენაზე) სერტიფიკატის ფორმა, დიზაინი და პარამეტრები შეათანხმოს შემსყიდველთან.
1.2.10.11. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის მონაწილეთა ტრანსპორტირება ქ. თბილისიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან, უსაფრთხო, გამართულ მდგომარეობაში მყოფი, კომფორტული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ით (ტრანსპორტირების დაწყების ზუსტი დრო და ადგილი წინასწარ შეთანხმდება მიმწოდებელთან);
1.2.10.12. მომსახურების გაწევის ადგილზე ტრენინგის მონაწილეთა სასტუმროში დაბინავება უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურ ერთ და ორ ადგილიან ნომრებში, რომელთა ზუსტი რაოდენობა მოცემულია ფასების ცხრილში. სასტუმრო ნომრები აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილებით, ცივი და ცხელი წყლით, გათბობა-კონდიცირების გამართული სისტემით, ინტერნეტის მუდმივი მომსახურებით - WI-FI ქსელი ყველა ოთახში (24 საათი);
ოთახებში დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები და აღჭურვილი შესაბამისი რაოდენობის პირველადი ჰიგიენის პროდუქტებით (საპონი, შამპუნი, დასაბანი გელი და სხვა);
ნომრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასმელი წყლით (ბოთლებში): სასტუმროს 1 (ერთი) ბინადარზე არანაკლებ 1 (ერთი) ლიტრი. სასტუმროს პერსონალმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის მონაწილეთა ნივთების განთავსება ნომრებში და შემდგომი უსაფრთხოება.
1.2.10.13. სატრენინგო მომსახურების გაწევის პერიოდში ყოველდღიურად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის მონაწილეებისთვის კვებითი მომსახურების გაწევა. კერძოდ, პარასკევს - ვახშამი; შაბათს - საუზმე, სადილი, ვახშამი; კვირას - საუზმე, სადილი (შვედური მაგიდა) და ყოველდღიურად დამატებით ერთი „ყავა-ჩაის შესვენება“ - ყავა, ჩაი, შაქარი, დაჭრილი ლიმონი, ტკბილეული: ხაჭოს ნამცხვარი ან/და კრუასანი ან/და მაფინი და სხვა, 2 სახის სენდვიჩი. კვებითი მომსახურების გაწევისას გამოყენებულ უნდა იქნას ინდივიდუალური, მრავალჯერადი ან ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი. შემოთავაზებული მენიუ უნდა იყოს მდიდარი რაციონის, მრავალფეროვანი და იცვლებოდეს პერიოდულად. მენიუ უნდა მოიცავდეს ცივი და ცხელი კერძების, სალათების, დესერტის და უალკოჰოლო სასმელების არანაკლებ 3-3 სახეობას, აგრეთვე ვეგეტარიანულ, სამარხვო და არასამარხვო კერძებს. საკვები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ახალი, მაღალხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტებისგან დამზადებული, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
1.2.10.14. მიმწოდებელი ვალდებულია, ტრენინგის მონაწილეთა სასტუმროში დაბინავება, სატრენინგო მომსახურება და კვებითი მომსახურება უზრუნველყოს ერთი სასტუმროს სივრცეში.
1.2.10.15. შემსყიდველი უფლებამოსილია მსმენელთა რაოდენობა შეამციროს. იმ შემთხვევაში თუ მონაწილეთა რაოდენობის შემცირება გამოიწვევს ჯგუფების რაოდენობის შემცირებას, აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელს ეცნობება მომსახურების მიწოდებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე;
1.2.10.16. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომსახურების გაწევის პერიოდში გამოსაყენებელი ყველა სივრცის სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა და შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
1.2.10.17. ხელშეკრულების განსაზღვრული მომსახურების გაწევის შემდეგ, ხელშეკრულების ღირებულებიდან დარჩენილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ღირებულება შემცირდება აღნიშნული თანხით და განისაზღვრება ფაქტიურად გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სატრენინგო მომსახურების გაწევის პერიოდი:
1.4.1.1. სატრენინგო მომსახურება მოდულში - ,,დროის მართვა“ უნდა განხორციელდეს 3 (სამი) დღის განმავლობაში, 2025 წლის ივნისის თვეში, კერძოდ, 27-28-29 ივნისს;
1.4.1.2. სატრენინგო მომსახურება მოდულში - ,,სტრესის მართვა“ უნდა განხორციელდეს 3 (სამი) დღის განმავლობაში, 2025 წლის სექტემბერის თვეში, კერძოდ, 26-27-28 სექტემბერს.

ორივე ტრენინგის შემთხვევაში:
1.4.2. ტრენინგის ჩატარების დღეებია: პარასკევიდან - კვირა დღის ჩათვლით;
1.4.3. ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის დღეებია: პარასკევის დღის მეორე ნახევარი და კვირა დღის მეორე ნახევარი;
1.4.4. სასტუმროში დაბინავების მომსახურების გაწევის დღეებია: პარასკევის დღის მეორე ნახევრიდან კვირა დღის მეორე ნახევრამდე;
1.4.5. კვებითი მომსახურების გაწევის დღეებია: პარასკევის დღის მეორე ნახევრიდან კვირა დღის მეორე ნახევრამდე;
1.4.6. აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას, შეცვალოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სატრენინგო მომსახურების გაწევის პერიოდი, რის თაობაზეც მიმწოდებელს ეცნობება 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე და ამავდროულად შეთანხმდება მომსახურების გაწევის ზუსტი თარიღი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. ორივე სატრენინგო მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული ლოკაცია უნდა მდებარეობდეს თბილისიდან არანაკლებ 50 კმ-ს რადიუსში, ამასთან, მომსახურების გაწევის ადგილის შერჩევისას პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა უნდა იხელმძღვანელოს „შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N1532 განკარგულებითა და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებით;
1.5.2. ტრენინგის მონაწილეთა ტრანსპორტირების მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.10.11. ქვეპუნქტის შესაბამისად;
1.5.3. ტრენინგის მონაწილეთა დაბინავების მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.10.12. და 1.2.10.14. ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად;
1.5.4. ტრენინგის მონაწილეთა კვებითი მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.10.13. და 1.2.10.14. ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს სატრენინგო მომსახურების გაწევის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება, 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში პრეტენდენტს შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ისთვის (საჯარო დაწესებულებისთვის) გაწეული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 (ერთი) სატრენინგო მომსახურება;
2.2.1.2. პრეტენდენტის მიერ თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული ერთი სატრენინგო მომსახურება ჩაითვლება ერთი წლის გამოცდილებად;
2.2.1.3. სატრენინგო მომსახურების გაწევის გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები ან/და CMR /SPA/NAT ნომრები ან/და სხვა დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: გამცემი ორგანიზაციის სრული იურიდიული დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/ელ.ხელმოწერა/ელ.შტამპი, შტამპი/ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში), დოკუმენტის გაცემის თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზეც შესაძლებელი იქნება აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ცნობა/რეკომენდაცია, რომელშიც არ იქნება მითითებული საკონტაქტო პირის/კომპანიის ტელეფონის/მობილურის ნომერი, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას არ განიხილოს აღნიშნულ ცნობაში მითითებული ინფორმაცია და ჩათვალოს წარმოუდგენლად.
2.2.1.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული CMR /SPA/NAT ნომრების შესაბამის ველში, სატრენინგო მომსახურების შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. თითოეული ტრენინგის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 (სამი) ტრენერის შესახებ ინფორმაცია;
2.4.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტრენერების CV, უმაღლესი განათლების და ტრენერთა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი/სერტიფიკატი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ გაცემული ტრენერთა ტრენინგის სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, ამავდროულად სავალდებულოა სხვა ორგანიზაციის მიერ გაცემული ტრენერთა ტრენინგის სერტიფიკატის წარმოდგენა);
2.4.1.3. პრეტენდეტის მიერ შემოთავაზებულ ტრენერებს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ან მსგავსი შინაარსის/თემატიკის ტრენინგის ჩატარების 4 (ოთხი) წლიანი გამოცდილება;
2.4.1.4. პრეტენდენტის მიერ თემაზე: ,,დროის მართვა“ შემოთავაზებულ ტრენერებს შორის, არანაკლებ 1 ტრენერს, რომელიც მენეჯმენტის ჯგუფს ჩაუტარებს ტრენინგს, დამატებით მოეთხოვება შემსყიდველი ორგანიზაციის მაღალი რგოლის მენეჯმენტთან სატრენინგო ან საკონსულტაციო მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
2.4.1.5. პრეტენდენტის მიერ თემაზე: ,,სტრესის მართვა“ შემოთავაზებულ ტრენერებს შორის, არანაკლებ 1 ტრენერს, რომელიც მენეჯმენტის ჯგუფს ჩაუტარებს ტრენინგს, დამატებით მოეთხოვება შემსყიდველი ორგანიზაციის მაღალი რგოლის მენეჯმენტთან სატრენინგო ან საკონსულტაციო მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება,
2.4.1.6. ტრენერ(ებ)ის გამოცდილება დადასტურდება შემდეგი დოკუმენტ(ებ)ით: ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტით, CMR /SPA/NAT ნომრებით და/ან სხვა დოკუმენტ(ებ)ით, რომლებიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: გამცემი ორგანიზაციის სრული იურიდული დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/ელ.ხელმოწერა /ელ.შტამპი, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში), დოკუმენტის გაცემის თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზეც შესაძლებელი იქნება აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ცნობა/რეკომენდაცია, რომელშიც არ იქნება მითითებული საკონტაქტო პირის/კომპანიის ტელეფონის/მობილურის ნომერი, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას არ განიხილოს აღნიშნულ ცნობაში მითითებული ინფორმაცია და ჩათვალოს წარმოუდგენლად.
2.4.1.7. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ტრენერების გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი ცნობა/რეკომენდაცია გაცემული უნდა 2025 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის „წინადადებების მიღება მთავრდება“ დღემდე პერიოდში;
2.4.1.8. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებულ ტრენერებთან დადებული ხელშეკრულება ან/და ტრენერის თანხმობის წერილი ან/და სხვა ტიპის დოკუმენტი წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესახებ, რითაც დადასტურდება წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემოთავაზებული ტრენერის და პრეტენდენტის თანამშრომლობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ტრენერის მიერ ტრენინგის ჩატარების ვალდებულება ტენდერით განსაზღვრულ პერიოდში;
2.4.1.9. თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული ერთი სატრენინგო მომსახურება ჩაითვლება ერთი წლის გამოცდილებად;
2.4.1.10. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული CMR /SPA/NAT ნომრების შესაბამის ველში, სატრენინგო მომსახურების შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, 2.4.1.6. ქვეპუნქტში მითითებული სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის;
2.4.1.11. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტრენერის ჩანაცვლება, შემსყიდველის მხრიდან არგუმენტირებული მოთხოვნის არსებობისას ან საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელ ტრენერობის კანდიდატზე კი უნდა გავრცელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის მოთხოვნები, შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ორივე ტრენინგის შემთხვევაში, დამატებით ერთი ტრენერის შესახებ ინფორმაცია.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ფასების ცხრილი - დანართი №1, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში მოცემული ფორმით და მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
გ) პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
დ) ინფორმაცია მომსახურების გაწევის ადგილების შესახებ: სასტუმროს დასახელება, სრული მისამართის მითითებით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.1. პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით;

2.9.2. 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაზუსტებას არ დაექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა (ფასების ცხრილი) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში (ფასების ცხრილი) განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, შესაბამისად ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
2.9.3. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, აგრეთვე მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
2.9.4. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
2.9.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
2.9.6. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომ – სისტემა) ატვირთული დოკუმენტ(ებ)ი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
2.9.7. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რისთვისაც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტის ან/და აუდიტორის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ფასით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე მომსახურების ერთეულის ფასთან მიმართებაში;
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდეგ - დასრულებული სატრენინგო მომსახურების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ;
7.2.2. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
7.2.3. დაფინანსების წყაროა: შემსყიდველის 2025 წლის საკუთარი სახსრები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ორ ეტაპად: ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაკა ლეშკაშელი, 577187070, mleshkasheli@insurance.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

შემსყიდველისთვის მისაღები იქნება თუ პრეტენდენტი მოახდენს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სატრენინგო, დაბინავების და კვების მომსახურების ძირითადი მახასიათებლების გაუმჯობესებული ვარიანტის შემოთავაზებას.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru