Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы (Грузия - Тендер #62774008)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Self-city Kutaisi City Hall
Номер конкурса: 62774008
Дата публикации: 02-04-2025
Сумма контракта: 344 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250006624
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.04.2025 18:35
Начало приема предложения 11.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 14.04.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 344`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 44600000-Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы
Коды классификатора
  • 44600000 - Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы
  • 44613700 - Контейнеры для отбросов
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
1100 ლიტრიანი ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 6`800.00 GEL
Размер гарантии 3`440 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: marekhi guliashvili :: 22.03.2025 12:54
  • Последнее исправление: irakli adeishvili :: 01.04.2025 18:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=625052&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 200 (ორასი) ცალი 1100 ლიტრიანი ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ტევადობა - 1100 ლიტრი;
2. სიგრძე: 1300-1400 მმ;
3. სიმაღლე: 1330-1500 მმ;
4. სიგანე: 950 – 1100 მმ;
5. კოროზიამედეგობის მიზნით, კონტეინერის ლითონის ზედაპირი (შიდა და გარე ზედაპირი) დამუშავებული უნდა იყოს ცხლად მოთუთიების ტექნოლოგიით EN ISO 1461 სტანდარტის შესაბამისად;
6. კონტეინერი დამზადებულია EN840 სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
7. კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს ცივი ტექნოლოგიით, მაღალხარისხიანი დაპრესილი მეტალისგან EN 10204: 2004 სტანდარტის შესაბამისად;
8. ფოლადის სისქე, რომლისგანაც წარმოებულია კონტეინერი უნდა იყოს: კორპუსი ოთხივე მხარეს არანაკლებ 1.25 მმ, ძირი არანაკლებ 1.5 მმ, კუთხის გამაგრებები არანაკლებ 2მმ ფოლადისგან (წარმოდგენილი უნდა იქნას - მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი რითაც დადასტურდება აღნიშნული პარამეტრები);
9. კონტეინერს მდგრადობისთვის ზედაპირზე უნდა გააჩნდეს სიხისტის ჩაღრმავებები;
10. კონტეინერის ქვედა მხარე/ძირი უნდა იყოს წარმოებული ღრმად დაპრესილი ერთიანი ნაწილისგან, შედუღების გარეშე;
11. ქვედა ნაწილი/ძირი კონტეინერის კორპუსთან უნდა იყოს შედუღებული უწყვეტი ხაზით. შედუღების ხაზი უნდა იწყებოდეს კონტეინერის ქვედა ნაწილიდან/ძირიდან მინიმუმ 45 მმ-ის სიმაღლეზე;
12. კონტეინერის ძირს უნდა ჰქონდეს ტრაპეციის ფორმა არანაკლებ 20 მმ ჩაღრმავებით, რათა უზრუნველყოფილ იყოს მასში დაგროვილი სითხის და სიმძიმის ცენტრის დრენაჟისკენ გადატანა;
13. კონტეინერი უნდა იყოს სრული და უწყვეტი ხაზით შედუღებული (სერტიფიცირებული შემდუღებლის მიერ). შემდუღებლის კვალიფიკაცია EN ISO 9606-1 სტანდარტის შესაბამისად;
14. კონტეინერს გვერდებზე უნდა გააჩნდეს სტანდარტული ნაგავმზიდის დამცლელ სისტემასთან თავსებადი ყურები, რომლებიც განთავსებულია მიწის ზედაპირიდან 1000-1100 მმ სიმაღლეზე;
15. კონტეინერის ძირი აღჭურვილი უნდა იყოს საწრეტი ხვრელის (არანაკლებ 40 მმ) დამხშობი საცობით;
16. კონტეინერი აღჭურვილი უნდა იყოს 4 სახელურით;
17. უნდა გააჩნდეს ღერძის გარშემო, საკისარზე თავისუფლად მბრუნავი მეტალის გულიანი რეზინის 4 ცალი გორგოლაჭი, ამათგან მინიმუმ ორი (დიაგონალზე) მუხრუჭიანი გორგოლაჭი - დიამეტრით 200 მმ;
18. კონტეინერის თავსახური უნდა იყოს ლითონის, მინიმუმ ერთი სახელურით;
19. კონტეინერი თავსებადი უნდა იყოს ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ნაგავმზიდებთან;
20. კონტეინერს უნდა ჰქონდეს ოთხი ამრეკლი (ოთხივე კუთხეზე);
21. კონტეინერზე მანიშნებელი სტიკერები დატანილი უნდა იქნას შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება, დაცლა, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით მისამართზე: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. #55.

1.7.1 requirement related to guarantee period

პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა გაავრცელოს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვიანი გარანტია სრულ კონტეინერზე, მათ შორის მექანიზმებზე და გორგოლაჭებზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში. საგარანტიო პერიოდში, საქონლის დაზიანების ან ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი მიმართვის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, უზრუნველყოს წუნდებული ან დაზიანებული საქონლის შეცვლა ან შეკეთება. საგარანტიო პირობების შესახებ პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 შემოთავაზებული საქონელი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

2.1.1.2. პრეტენდენტმა შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და შემოთავაზებული საქონლის მოდელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება უნდა მიუთითოს დანართი N1-ის შესაბამისად.

2.1.1.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს მწარმოებელ ქვეყანას, მწარმოებლის დასახელებას და შემოთავაზებული საქონლის მოდელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებულ მწარმოებელზე/პროდუქტზე TUV, IQNET, SKZ, SGS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან მასერთიფიცირებლის (დასკვნის გამცემი პირის) ვებ გვერდი, სადაც იქნება ინფორმაცია აკრედიტაციის შესახებ) მიერ გაცემული ძალაში მყოფი სერტიფიკატები:

• EN 840, EN 840-5 და EN 840-6 (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის მე-6 ქვეპუნქტის შესაბამისად);
• EN ISO 1461 (აღნიშნული სერტიფიკატი დასაშვებია, რომ იყოს გაცემული მაგალვანიზირებელ ქარხანაზე ან ქარხნის მიერ, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად);

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ვიზუალი - რომელშიც მოცემული იქნება წინხედი, გვერდხედი, ზედხედი და უკანა მხარე. აღნიშნული შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ფერადი ფოტოსურათ(ებ)ის ან/და მწარმოებლის ვებ გვერდის ბმულის მეშვეობით. პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მოთხოვნებს.

2.9.2. პრეტენდენტმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს პროდუქტის ვიზუალი, რომელზეც დატანილი იქნება აბსოლილური ზომები (მაქსიმალური სიმაღლე, მაქსიმალური სიგანე (გადახდილი სახურავი), მაქსიმალური სიგრძე) თანდართული ნიმუშის შესაბამისად (იხილეთ ნიმუში - კონტეინერის ზომების შესახებ)

2.9.3. წინამდებარე ტენდერის 2.9.2. პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ზომები უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მოთხოვნებს.

2.9.3.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სერტიფიკატი ან/და მასერთიფიცირებლის ან მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება კონტეინერის ზომები.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მოსაწოდებელი 1100 ლიტრიანი ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერის ნიმუში.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქ.#55

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა).

2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის/აუდიტორული/საშემფასებლო დასკვნით.

3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილში მითითებულ ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:

(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ამხანაგობის წევრებისთვის:

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

(1) გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N3-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია;
2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების დასრულების ვადას;
3) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;
4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
7.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდებისას წარმოადგინოს სსიპ “ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, მოწოდებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, რომლის შემდეგაც მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი.
7.2.3 ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ/
7.2.4 ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.
7.2.5 გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ადეიშვილი, 599285289, kutaisi.procurement@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
3. 2019 წლის 1 იანვრიდან, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით /კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა შესაძლებელია მხოლოდ PDF ფორმატის დოკუმენტებზე/
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე):
7.1. თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად.
7.2 თუ პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და შემოთავაზებული საქონლის მოდელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მითითებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან შემდგომში შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru