1. სერტიფიკატი - A4 ფორმატის, არანაკლებ 300 გრ. ტილოს ფაქტურის ქაღალდი
გლუვი ზედაპირით. სხვადასხვა დიზაინის (შემსყიდველთან შეთანხმებით) - 500
ცალი;
2. სერტიფიკატი ჩარჩოთი - სერტიფიკატი A4 ფორმატის, არანაკლებ 300 გრ. ტილოს
ფაქტურის ქაღალდი გლუვი ზედაპირით. შესაბამისი მინიანი ჩარჩოთი. ჩარჩო
უნდა იყოს თხელი, ხის მასალისგან დამზადებული, სადა ფერის. სერტიფიკატის
სხვადასხვა დიზაინის და ჩარჩოს ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით - 50
ცალი;
3. ბანერი - უმაღლესი ხარისხის. ტექნიკური მახასიათებლებით: მასალა: 400 გრ.
ნახევრადგლუვი ბანერი, გამძლეობით 1000 კგ - 1კვ. მეტრზე ორივე მხარეს.
ბეჭდვა: სრულფერიანი CMYK, 300 dpi, მყარი სოლვენტი. მასალაც და საღებავიც უნდა
იყოს წყალგამძლე და განკუთვნილი გარე გამოყენებისთვის. რულონის განი:
უწყვეტი საბეჭდი განი უნდა იყოს არანაკლებ 150 სმ-ისა (150სმ-ზე მეტი განის
გაზრდის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია გადაწებება). სამაგრები:
ადგილზე მონტაჟისთვის საჭირო დასამაგრებელი საშუალებების
გათვალისწინება: გარე და შიდა გაკერილი ან გადაწებებული ჯიბეები
(შემსყიდველის მოთხოვნით), საჭიროების შემთხვევაში ჯიბეებში გასაყრელი
თოკი. ცარიელი ადგილი და ლუვერსები (ზომა, სამაგრის ტიპი და დიზაინი
შემსყიდველთან შეთანხმებით) - 218 კვ.მ;
4. წებოვანი სტიკერი - A 4 ფორმატის წებვადი სტიკერი, წყალგამძლე, დასერილი,
დაბეჭდილი ნაჭრის ან ლოგოს ამოღების შესაძლებლობით. დიზაინი
შემსყიდველთან შეთანხმებით, ტირაჟი მინიმუმ 1ც - 67 ცალი;
5. ფლაერები - არანაკლებ 160 გრ ცარცის ქაღალდი; მაღალი ხარისხის ფერადი
ბეჭდვა; ზომა: არანაკლებ 21x10 სმ; დაფასოება მოთხოვნისამებრ; ორმხრივი
ბეჭდვა; დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით - 1000 ცალი;
6. პოსტერი A3 - არანაკლებ 170 გრ. ცარცის ქაღალდი, დიზაინის შესახებ
ინფორმაციის მიმწოდებლისათვის მიწოდება განხორციელდება
შემსყიდველის მიერ საქონლის მიწოდების მოთხოვნასთან ერთად,
აუცილებელია სხვადასხვა დიზაინით ბეჭდვა - 50 ცალი;
7. პოსტერი A3, ქაფმუყაო - არაუმეტეს 5 მმ - არანაკლებ 3 მმ სისქის ქაფ მუყაო,
ზომა: A3, ცალმხრივი ფერადი ბეჭდვა - 100 ცალი;
8. სილიკონის სამაჯური - ზომა: არანაკლებ 12მმ; მასალა: სილიკონი; ბეჭდვა
უნდა განხორციელდეს შოლკოგრაფიით. 5 სხვადასხვა ფერის, ფერები და
დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით - 3000 ცალი;
9. მაისური - ქსოვილი-ბამბა 100% 135-150გრ. მოკლე მკლავით, ბეჭდვა უნდა
განხორციელდეს წინა და უკანა მხარეს. წინა მხარეს, გულთან უნდა ჰქონდეს
ლოგო ზომით არანაკლებ 11X6,5 სმ; ბეჭდვა "შოლკოგრაფიით", ზურგზე წარწერა
ზომით არანაკლებ 29X7,8 სმ; ბეჭდვა უნდა განხორციელდეს როგორც
სუბლიმაციური ასევე თერმული ტრანსფერის მეთოდით- ლაზერული ან/და
სოლვენტური საღებავის გამოყენებით შემსყიდველთან შეთანხმებულ
დიზაინზე არსებული ფერების სრული დაცვით. მაისურის ფერი შემსყიდველთან
შეთანხმებით (სავარაუდო ფერები: იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე,
ყვითელი, თეთრი) - 1100 ცალი;
10. ბრენდირებული ჩანთა - ბრენდირებული ლოგოთი და დიზაინით, არაუხეში
ტილოს ნაჭრის, არასრიალა, მხარზე გადასაკიდი სახელურების სიგრძე
არაუმეტეს 60 სმ. სახელურის სიგანე არანაკლებ 3 სმ, ჩანთის ზომა 35x45 სმ.
დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. ფერადი სუბლიმაციური ბეჭდვა
ჩანთის ცალ მხარეს სრულ ზედაპირზე. დიზაინი შემსყიდველთან
შეთანხმებით. ჩანთის სავარაუდო ფერები: იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე,
ყვითელი, თეთრი, ლურჯი) - 1400 ცალი;
11. მოცულობითი სტიკერები - მოცულობითი/ამობურცული, წებვადი სტიკერი,
რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირზე დასაკრავად (მაგ.
ტელეფონზე, ბლოკნოტზე და ა.შ). მაღალი ხარისხით ნაბეჭდ სტიკერზე
დატანილი უნდა იყოს სააგენტოს ლოგო ან შემსყიდველთან შეთანხმებით სხვა
დიზაინი - 1100 ცალი;
12. ბრენდირებული ბუშტები - მაღალი ხარისხის ბრენდირებული ბუშტები.
ბუშტები შეიძლება იყოს 5 სხვადასხვა ფერის, დასაბეჭდი ლოგო/ტექსტი და
დიზაინი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან - 1100 ცალი;
13. ჯილდო - მინის ჯილდო, გრავირებული წარწერით, სიმაღლე არაუმეტეს 30 სმ,
სიგანე არაუმეტეს 15 სმ. სადგამით. დიზაინი და ტექსტი შემსყიდველთან
შეთანხმებით - 70 ცალი;
14. ბანერი კონსტრუქციით (პრესბანერი) - უმაღლესი ხარისხის. ტექნიკური
მახასიათებლებით: მასალა: 400 გრ. ნახევრადგლუვი 9*9 კვეთის ბანერი,
გამძლეობით 1000 კგ - 1კვ. მეტრზე ორივე მხარეს. ბეჭდვა: სრულფერიანი CMYK, 300 dpi,
მყარი სოლვენტი. მასალაც და საღებავიც უნდა იყოს წყალგამძლე და
განკუთვნილი გარე გამოყენებისთვის. რულონის განი: უწყვეტი საბეჭდი
განი უნდა იყოს არანაკლებ 150 სმ ისა (150სმ-ზე მეტი განის გაზრდის მოთხოვნის
შემთხვევაში, შესაძლებელია, გადაწებება). 3 მეტრი სიგანის 2 მეტრი
სიმაღლის მაღალი ხარისხის ბანერი შესაბამისი მყარი კონსტრუქციით
ფეხით, რომელიც უზრუნველყოფს ბანერის მყარად დგომას. კონსტრუქცია უნდა
იშლებოდეს და მოხერხებული უნდა იყოს გადასატანად. დიზაინი
შემსყიდველთან შეთანხმებით - 1 ცალი;
15. როლაპი - ერთგვერდიანი მოძრავი კონსტრუქცია. ზომა: 100X200 სმ. ამოსაქაჩი
კონსტრუქცია. კონსტრუქცია უნდა იდოს სპეციალურ შესაფუთ ჩანთაში.
დიზაინის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლისათვის მიწოდება
განხორციელდება შემსყიდველის მიერ საქონლის მიწოდების მოთხოვნასთან
ერთად. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით - 12 ცალი;
16. ტრიპლეტი - ზომა: 30X20სმ, სამ ფრთიანი, დასაკეცი, მაღალი ხარისხის,
ორმხრივი ბეჭდვით, პრიალა ფურცელი. დიზაინის შესახებ ინფორმაციის
მიმწოდებლისათვის მიწოდება განხორციელდება შემსყიდველის მიერ
საქონლის მიწოდების მოთხოვნასთან ერთად - 200 ცალი;
17. ბრენდირებული თოკი (Linyard) (ბეიჯის დასაკიდი თოკი) - ბეჭდვა ფერადი - ლურჯი
ან თეთრი ფერის - სიგანე მინიმუმ 2 სმ - სიგრძე მიახლოებით 75 სმ, დიზაინი
შემსყიდველთან შეთანხმებით (შესაძლებელია ლოგოების დატანა),
პლასტმასის ან მეტალის (უჟანგავი) საკიდით რომელზეც უნდა დამაგრდეს
ბეიჯის ქაღალდი - 300 ცალი;
18. ბეიჯი არალამინირებული, გამჭვირვალე ჩასადებით - მუყაოს ვერტიკალური
ბეიჯი; ფერადი ბეჭდვა - 2 მხარე არალამინირებული. ზომა მიახლოებით 13.5 *9 სმ;
დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. ბეიჯის გამჭვირვალე ჩასადებს
უნდა ჰქონდეს თასმის დასამაგრებელი ადგილი/ჭრილი, ბეიჯის დასაკიდი
თოკის შესაბამისი 300 ცალი;
19. ზამბარიანი ბლოკნოტი ბრენდირებით - 500 ცალი
• ზომა: A5
• ფურცლების რაოდენობა: 50 ცალი
• ფურცლის დახასიათება: თეთრი, 80 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, ხაზების
გარეშე.
• ბრენდირება შემსყიდველის მოწოდებული ნიმუშის მიხედვით
• გარეკანის მასალა: ცარცის ფურცელი 400 ± 5% გრამიანი გლუვი ლამინაციის
ზედაპირით, სხვადასხვა დიზაინით დაბეჭდვის შესაძლებლობით.
• ზამბარის ფერი: თეთრი
20. ბრენდირებული კალამი - ბურთულიანი, ლურჯი ან თეთრი, პლასტმასის
მასალის, ღილაკით ან სატრიალებელი გამღები მექანიზმით, ფერადი ლოგოს
ბეჭდვით (2 სხვადასხვა ლოგო), დიზაინი და ლოგოს განთავსება
შემსყიდველთან შეთანხმებით - 500 ცალი;
21. მუყაოს ჩანთა - ზომა: სიმაღლე - 30სმ; სიგრძე - 22 სმ; სიგანე - 7სმ. ფერი,
დიზაინი და ლოგოს განთავსება შემსყიდველთან შეთანხმებით, თოკის
სახელურით - 50 ცალი;
22. ლაითბოქსი, მოცულობითი ასოები - გარე და შიდა გამოყენების ლაითბოქსი,
მოცულობითი განათებული ასოებით, 5მმ-იანი ქაფმუყაოს ზურგი დამაგრებული
მილკვადრატის ჯოხებზე, ბორტი 5მმიანი ქაფმუყაო 15 სმ ბორტი, შიგნით
ჩამაგრებული ნათურები 5სმ დიამეტრის პატრონით, პოდიუმი:თეთრი
ლამინატი(20სმ სიმაღლის). ასოების სიმაღლე არაუმეტეს 1მ. სიგრძე არაუმეტეს
300 სმ. ტექსტი და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით - 3 ცალი;
23. საქაღალდე - ზომა:A4, მუყაოს საქაღალდე/ყდა, არანაკლებ 300 გრ. ტილოს
ფაქტურის ქაღალდი გლუვი ზედაპირით, შიდა გადაკეცილი ჯიბეებით ორივე
მზარეს, ფერი და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით - 100 ცალი.