Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Тракторы (Грузия - Тендер #62773992)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Self-city Kutaisi City Hall
Номер конкурса: 62773992
Дата публикации: 02-04-2025
Сумма контракта: 194 198


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250006640
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.04.2025 21:57
Начало приема предложения 12.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.04.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 194`198.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 16700000-Тракторы
Коды классификатора
  • 16700000 - Тракторы
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ექსკავატორ-დამტვირთელის სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`800.00 GEL
Размер гарантии 1`942 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli adeishvili :: 22.03.2025 13:00
  • Последнее исправление: irakli adeishvili :: 01.04.2025 21:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=625053&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე ექსკავატორ-დამტვირთელი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასყიდი საქონლის რაოდენობაა 1 ერთეული.

1.2.2 შემოთავაზებული ექსკავატორ-დამტვირთელი უნდა იყოს:
ა) ახალი
ბ) არაუადრეს 2024 წლის გამოშვების
გ) ექსპლუატაციაში არმყოფი
დ) ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო
ე) განბაჟებული.

პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად, ასევე შემოთავაზებული საქონლის ვიზუალი, ფოტოს ან ვებ-ბმულის (ლინკის) სახით.

1.2.3 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა წარმოადგინოს დანართი N2-ის შესაბამისად.
1.2.4. მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ მითითებულ შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ.#55.
1.2.5. სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში გადაფორმება და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯის ანაზღაურება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით.
1.2.6. ექსკავატორ-დამტვირთელს სავალდებულოა მოყვეს ცალ-ცალკე: მათი გამოყენების (ექსპლოატაციის) სახელმძღვანელო.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ექსკავატორ-დამტვირთელის უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ ექსკავატორ-დამტვირთელის მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრის მიზნით განახორციელებს ექსკავატორ-დამტვირთელის უკან გაწვევას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ექსკავატორ-დამტვირთელის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია ექსკავატორ-დამტვირთელის მიწოდება განახორციელოს შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №55.

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი ექსკავატორ-დამტვირთელის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.5.3. პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს, მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ქუთაისის საზღვრებში ან/და საზღვებიდან 5 კმ.-ის რადიუსში) სადაც საჭიროების შემთხვევაში ექსკავატორ-დამტვირთელის სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე, ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურება და რემონტი. ზემოაღშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტედენტს, ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი არ გააჩნია ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ან/და ქუთაისიდამ 5 კმ.-ის რადიუსში, მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რეგლამენტირებული და საგარანტიო მომსახურება გაწიოს მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით, საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

1.5.4. სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.5.5. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი ვალდებულია, გაავრცელოს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ ერთ წელი ნამუშევარი საათების შეუზღუდავად.

გარანტია არ ვრცელდება ცვეთად ნაწილებზე (მაგალითად: ზეთი, ფილტრები, ხუნდები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, ელექტრომცველები).

1.7.1.2 ექსკავატორ-დამტვირთელის სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი ყველანაირი დეფექტი ან/და დაზიანება უნდა გამოსწორდეს ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრში ექსკავატორ-დამტვირთელის სერვის ცენტრში მიყვანიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.

1.7.1.3 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.5 პუნქტის გათვალისწინებით, მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს ექსკავატორ-დამტვირთელის ტრანსპორტირება ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრამდე, შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში.

1.7.1.4 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ექსკავატორ-დამტვირთელის სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ექსკავატორ-დამტვირთელის ნებისმიერი სახის ტექნიკურ დეფექტზე/ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ექსკავატორ-დამტვირთელის შემადგენელი კომპონენტების წუნის გამო.

1.7.1.5 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1 პუნქტით გათვალისწინებული სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ექსკავატორ-დამტვირთელის შეკეთება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ ტენდერში მითითებულ ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრე(ებ)ში, რათა არ მოხდეს ექსკავატორ-დამტვირთელის გარანტიის პირობების ცვლილება ან გარანტიიდან მოხსნა.

1.7.1.6 მიღების დროს ექსკავატორ-დამტვირთელზე გამოვლენილი ნებისმიერი წუნის/დეფექტის/ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1. პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში შეაკეთოს/შეცვალოს ახლით წუნის/დეფექტის/ხარვეზის მქონე ექსკავატორ-დამტვირთელი. ამასთან, მიწოდების ვადის გადაცილებისთვის შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქცია.

1.7.1.7 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ექსკავატორ-დამტვირთელის შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული ექსკავატორ-დამტვირთელის ბრენდის, მოდელის და წარმოების ქვეყნის დასახელება უნდა მიუთითოს დანართი N2-ის შესაბამისად.

2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ექსკავატორ-დამტვირთელის ბრენდის, მოდელისა და წარმოების ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ექსკავატორ-დამტვირთელის ბრენდის, მოდელისა და წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.1.1.3 შემოთავაზებული საქონელი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს , მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ქუთაისის საზღვრებში ან/და საზღვებიდან 5 კმ.-ის რადიუსში) სადაც საჭიროების შემთხვევაში ექსკავატორ-დამტვირთელის სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე, ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურება და რემონტი. ზემოაღშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტედენტს, ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი არ გააჩნია ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ან/და ქუთაისიდამ 5 კმ.-ის რადიუსში, მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რეგლამენტირებული და საგარანტიო მომსახურება გაწიოს მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით, საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის (ექსკავატორ-დამტვირთელი) ოფიციალური (ქარხნული) ტექნიკური მახასიათებლები;
2.7.1.2 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ექსკავატორ-დამტვირთველს უნდა გააჩნდეს ISO 3471 (ROPS) და ISO 3449 (FOPS) სერტიფიკატები. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებულ ექსკავატორ-დამტვირთველზე მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ შემოთავაზებულ საქონელს გააჩნია ზემოაღნიშნული სერტიფიკატები, ხოლო მოწოდებულ პროდუქტს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სათანადო ფირნიში.

2.9 other additional requirements

2.9.1 მიმწოდებელი ვალდებულია ქართულ ენაზე ნათარგმნი შემოთავაზებული ექსკავატორ-დამტვირთელის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო წარუდგინოს შემსყიდველს მიწოდების დროს.

2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ შესყიდულ ექსკავატორ-დამტვირთელზე დაამონტაჟოს ნებისმიერი დამატებითი მოწყობილობა/აღჭურვილობა, იგი ვალდებულია მიმართოს მიმწოდებელს აღნიშნულის თაობაზე წერილობითი ფორმით, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული და ამომწურავი წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სტანდარტების შესაბამისად და ნორმების დაცვით უნდა განხორციელდეს შესაბამისი დამატებითი მოწყობილობის/აღჭურვილობის მონტაჟი, რათა არ დაირღვეს საგარანტიო პირობები და ძალაში დარჩეს საგარანტიო მომსახურება. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი უარს განაცხადებს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი დამატებითი მოწყობილობის/აღჭურვილობის მონტაჟის თაობაზე, აღნიშნული უნდა განახორციელოს შესაბამისი დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

2.9.3 დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული (ნოტარიულად დამოწმებული) თარგმანი ქართულ ენაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა).

2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის/აუდიტორული/საშემფასებლო დასკვნით.

3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილში მითითებულ ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია;
2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების დასრულების ვადას;
3) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;
4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდეს შესყიდვის ობიექტის სრულად მიწოდების შემდეგ.
7.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკის მიწოდებისას წარმოადგინოს სსიპ “ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, მოწოდებული ტექნიკის სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, რომლის შემდეგაც მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი.
7.2.3 ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ/
7.2.4 ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.
7.2.5 გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ადეიშვილი, 599285289, kutaisi.procurement@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
3. 2019 წლის 1 იანვრიდან, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით /კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა შესაძლებელია მხოლოდ PDF ფორმატის დოკუმენტებზე/
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე):
7.1. თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად.
7.2 თუ პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული საქონლის ბრენდის, მოდელის და წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია. მითითებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან შემდგომში შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru