Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительные материалы и связанные с ними изделия (Грузия - Тендер #62648566)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Roads Department the Sub-Division of the Ministry of Finance and Economy of the Ajara Autonomous Republic.
Номер конкурса: 62648566
Дата публикации: 28-03-2025
Сумма контракта: 45 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250006370
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.03.2025 12:58
Начало приема предложения 05.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.04.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 45`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 44100000-Строительные материалы и связанные с ними изделия
Коды классификатора
  • 44100000 - Строительные материалы и связанные с ними изделия
  • 44114100 - Бетон заводского приготовления, готовый к заливке
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
დეპარტამენტისათვის მზა ბეტონის ნარევის მ-400-ის (B-30) მიწოდება.
Количество и объём закупок 200 კუბ/მ
Шаг снижения цены 450.00 GEL
Размер гарантии 450 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zebur chavleishvili :: 27.03.2025 10:24
  • Последнее исправление: zebur chavleishvili :: 28.03.2025 12:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=625722&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დეპარტამენტისათვის მზა ბეტონის ნარევის მ-400-ის (B-30) მიწოდება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ა) მოსაწოდებელი მზა ბეტონის ნარევის მ-400-ის (B-30) მოცულობა შეადგენს სულ - 200 კუბ.მ.
მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს საქონელი ქ. ბათუმი, კოწია ერისთავის ქ. N4-ში, ყალიბებში განთავსებით, დეპარტამენტის ყოველი (ცალკეული) წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, სადაც განსაზღვრული იქნება მოსაწოდებელი მზა ბეტონის მოცულობები და მიწოდების კონკრეტული ვადა.

ბ) მოწოდებული საქონლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ბეტონის მარკას, მიმწოდებელმა ყოველი მოწოდების დროს უნდა უზრუნველყოს ბეტონის მარკის დამადასტურებელი ლაბორატორიული დასკვნის წარმოდგენა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. მიმწოდებელი ვალდებულია მოაწოდოს მზა ბეტონის ნარევი, დეპარტამენტის ყოველი (ცალკეული) წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, სადაც განსაზღვრული იქნება მოსაწოდებელი მზა ბეტონის მოცულობები და მიწოდების ვადა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

დეპარტამენტისათვის მზა ბეტონის ნარევის მ-400-ის (B-30) მიწოდება ყალიბებში განთავსებით, მიწოდების ადგილია - ქ. ბათუმი, კოწია ერისთავის ქ. N4.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1) სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია საქონლის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის) და მწარმოებლის შესახებ დანართი N2-ის შესაბამისად.

2) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს იჯარით სარგებლობაში აქვს აღებული ბეტონის ქარხანა, მაშინ მწარმოებელს წარმოადგენს პრეტენდენტი - „მოიჯარე“, ხოლო თუ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ბეტონის ქარხნის მესაკუთრესთან მზა ბეტონის მიწოდებაზე, მაშინ ბეტონის მწარმოებელს წარმოადგენს - „მეიჯარე“

3) დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ.


4) დანართი N2 დამოწმებული იქნას ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

(2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე)

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული (ქირა, იჯარა, თხოვება და ა. შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზა, კერძოდ:

ა) პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და იჯარით სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მზა ბეტონის ნარევის დამაზადდებელი მოქმედი ქარხანა ან/და გაფორმებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება მზა ბეტონის ნარევის მიწოდებაზე. ქარხნის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის 5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა/მომსახურება (ვებ. გვერდი: saras.gov.ge). დასკვანა გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდეგი თარიღით. საიჯარო ხელშეკრულების ან/და მზა ბეტონის მიწოდებაზე ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2025 წლის 31 დეკემბრისა (2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით).

ბ) საკუთრებაში ან/და იჯარით სარგებლობაში უნდა გააჩნდეს 1 (ერთი) ერთეული ბეტონმრევი მანქანა. საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას ბეტონმრევი მანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი. იჯარის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას როგორც საიჯარო ხელშეკრულების, ასევე სარეგისტრაციო მოწმობის ასლიც, ამასთან საიჯარო ხელშეკრულებაში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამქირავებლის საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული ტრანსპორტი, ან სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებულ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობით უნდა ჰქონდეს გაცემული ტრანსპორტი გამქირავებელზე, ტრანსპორტის იჯარით გაცემის უფლებით. იჯარის შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულების ვადა არანაკლებ 2025 წლის 31 დეკემბრისა (2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით).

- ინფორმაცია ტექნიკის შესახებ წარმოდგენილი იქნას დანართი N3-ის შესაბამისად

(2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს საქონელი დეპარტამენტის ყოველი (ცალკეული) წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, სადაც განსაზღვრული იქნება მოსაწოდებელი მზა ბეტონის მოცულობები და მიწოდების კონკრეტული ვადა.

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);

8.ფასებისცხრილი/ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);

9. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

10. სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

11. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), სატენდერო კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ ან/და წარმოდგენილი უნდა იქნას აუდიტის დასკვნა, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის გაცემის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დასკვნით უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასით საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და ბეტონის ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

როგორც შუალედური, ასევე ბოლო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზებურ ჩავლეიშვილი, 599158798, tenders@ajararoads.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში. ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #72ა.
შიდა ტელეფონი (0422) 24-73-88.

additional information/document

10.1 additional information/documents

მიმწოდებელს სატენდერო პირობებით განსაზღვრული არანაკლებ - 1 (ერთი) ერთეული ბეტონმრევი მანქანა, უნდა ყავდეს მუდმივად ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

28-03-2025 “O’z-Tong Hong Kompani” QK Damas, Labo modeli uchun po’lat sim xarid qilish yuzasidan. .

28-03-2025 Баллон углекислотный стальной из углеродистой стали 40 л-45Д-150кг с/см2 (14,7МПа) Гост 949-73 (новый) в комплекте с колпаком, башмаком, вентилем .

28-03-2025 Олот туманидаги Ички автомобиль йўлларини сақлаш ва жорий таъмирлаш ишалри учун лойиха смета хужжатларини тайёрлаш, лаборатория ва техни синов хулосаларини олиш хизмати .

28-03-2025 神东煤炭2024年11月培训系统集中公开招标项目(第2次)招标公告 .

28-03-2025 焦化公司蒙西棋盘井煤矿(东区)液压支架大修服务公开招标项目招标公告 .

28-03-2025 焦化公司蒙西棋盘井煤矿(东区)综采运输三机大修服务公开招标项目招标公告 .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru