Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #62638514)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Roads Department the Sub-Division of the Ministry of Finance and Economy of the Ajara Autonomous Republic.
Номер конкурса: 62638514
Дата публикации: 28-03-2025
Сумма контракта: 3 191 400


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250006367
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.03.2025 12:42
Начало приема предложения 17.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.04.2025 13:30
Предполагаемая цена закупки 3`191`400.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45233220 - Работы по укладке покрытия дорог
  • 45233222 - Работы по мощению и асфальтированию
Срок подачи 210 კალენდარული დღე.
Дополнительная информация
შუახევის მუნიციპალიტეტში ს/გზა „შუახევი-ჩირუხი"კმ26+450-კმ30+250 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.
Количество и объём закупок იხილეთ ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
Шаг снижения цены 31`914.00 GEL
Размер гарантии 31`914 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irina putkaradze :: 24.03.2025 14:47
  • Последнее исправление: zebur chavleishvili :: 28.03.2025 12:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=625180&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შუახევის მუნიციპალიტეტში ს/გზა „შუახევი-ჩირუხი"კმ26+450-კმ30+250 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოთა სახეობები:

1) მოსამზადებელი სამუშაოები;
2) მიწის ვაკისი;
3) ხელოვნური ნაგებობები;
4) საგზაო სამოსი
5) საგზაო ნაწილის მონიშვნა;
6) გზის კუთვნილება და მოწყობილობა.

დეტალური მოცულობები მოცემულია მოცულობების უწყისში, რომელიც ატვირთულია დანართის სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ვადაა 210 კალენდარული დღე. სამუშაო განხორციელდება - 7 ეტაპად დაყოფილი სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, თითოეული ეტაპი მოიცავს 30 კალენდარულ დღეს. 2025 წელს უნდა შესრულდეს 4 ეტაპი (120 კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან) ხოლო 2026 წელს უნდა შესრულდეს დანარჩენი 3 ეტაპი (90 კალენდარული დღე სამუშაოს დაწყებიდან), მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს, 2025 წელს არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ხელშეკრულების გაფორმებიდან, ხოლო 2026 წელს არაუგვიანეს 1 ივნისისა, მიმწოდებელს შეუძლია ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, სამუშაოები 2026 წელს დაიწყოს 1 ივნისამდე პერიოდშიც. იგი ვალდებულია სამუშაოების ყოველი დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს შემსყიდველს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შუახევის მუნიციპალიტეტში ს/გზა „შუახევი-ჩირუხი"კმ26+450-კმ30+250 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების დღიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტ პირს 2021 წლის 01 იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის, კერძოდ საავტომობილო გზებზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის არანაკლებ 6 300 000.00 ლარის საერთო ღირებულების სამუშაოები.
პრეტენდენტმა პირმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები -სამუშაოების შესრულების აქტი-ფორმა #2, სადაც გაშიფრული იქნება ანალოგიური სახის გამოცდილების დამადასტურებელი სამუშაოების (საავტომობილო გზებზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები) კონკრეტული ჩამონათვალი და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები.
- ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას დანართი N2-ის შესაბამისად.

ამასთან:
1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას და 2.2.1 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერიოდს.
1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

3. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
4.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
4.2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 4.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

(2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტ პირს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად საკუთრებაში ან/და სარგებლობაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ფორმით (ქირა, იჯარა, თხოვება და ა. შ.) უნდა გააჩნდეს თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი შემდეგი მანქანა-მექანიზმები:

1) ავტოგრეიდერი -1 ერთეული;
2) ექსკავატორი - 2 ერთეული;
3) ავტოთვითმცლელი - 4 ერთეული;
4) ავტოგუდრონატორი- 1 ერთეული;
5) სატკეპნი საგზაო- 3 ერთეული;
6) ასფალტის დამგები - 1 ერთეული.
7) ბეტონმრევი მანქანა - 1 ერთეული
8) ავტოამწე - 1 ერთეული.
9) მოსარწყავ-მოსარეცხი მანქანა - 1 ერთეული.
10) ბულდოზერი - 1 ერთეული.


- საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას მექანიზმების სარეგისტრაციო მოწმობის ასლები.
- სარგებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას როგორც შესაბამისი ხელშეკრულებების, ასევე სარეგისტრაციო მოწმობების ასლებიც, ამასთან ხელშეკრულებაში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სარგებლობით გამცემის საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული ტრანსპორტი, ან/და სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებულ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობით უნდა ჰქონდეს გაცემული ტრანსპორტი სარგებლობით გამცემზე, ტრანსპორტის სარგებლობით გადაცემის უფლებით.
- სარგებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2026 წლის 30 ნოემბრისა (2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით).
- ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ წარმოდგენილი იქნას დანართი N4-ის სახით.

ბ) პრეტენდენტს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ასფალტის მოქმედი ქარხანა, ან/და გაფორმებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება ასფალტბეტონის მიწოდებაზე ან საიჯარო ხელშეკრულება ქარხანასთან. ასფალტობეტონის ქარხნის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდეგი თარიღით) ან/და ასფალტის მიწოდებაზე ან საიჯარო ხელშეკრულებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2026 წლის 30 ნოემბრისა (2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით).

(2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1) პრეტენდენტ პირს აუცილებლად უნდა ჰყავდეს საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ ერთი სპეციალისტი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ან/და ბრძანების ასლი (იმ შემთხვევაში თუ ბრძანებით განსაზღვრულია კონკრეტული სპეციალისტის დასაქმების კონკრეტული ვადა, ამ შემთხვევაში, ეს ვადა არანაკლებ 2026 წლის 30 ნოემბრისა (2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით), , რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს. შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა არანაკლებ 2026 წლის 30 ნოემბრისა (2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით), გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების აქტები- ფორმა #2 და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტის მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.
- დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (ნოტარიულად დამოწმებული).

2) პრეტენდენტ პირს აუცილებლად უნდა ყავდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის „ი“ პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 1 (ერთი) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
- პრეტენდენტმა, წარმოადგინოს უნდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების“ თანახმად, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ასლი. სერთიფიკატის მოქმედების ვადა არანაკლებ 2026 წლის 30 ნოემბრისა (2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით),
ასევე, წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ან/და ბრძანების ასლი (იმ შემთხვევაში, თუ ბრძანებით განსაზღვრულია კონკრეტული სპეციალისტის დასაქმების კონკრეტული ვადა, ამ შემთხვევაში, ეს ვადა არანაკლებ 2026 წლის 30 ნოემბრისა (2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით), , რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს). შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა არანაკლებ 2026 წლის 30 ნოემბრისა (2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით),

(2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

სამუშაო განხორციელდეს 7 ეტაპად დაყოფილი სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკის (210 კალენდარული დღე) შესაბამისად, თითოეული ეტაპი მოიცავს 30 კალენდარულ დღეს, აქედან 2025 წელს უნდა შესრულდეს 4 ეტაპი (120 კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან) და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებამ უნდა შეადგინოს 1 500 000.00 ლარი, აქედან პირველ ეტაპზე უნდა შესრულდეს არანაკლებ 80 000.00 ლარის, მე-2 ეტაპზე არანაკლებ 200 000.00 ლარის, მე-3 ეტაპზე არანაკლებ 400 000.00 ლარის, ხოლო მე-4 ეტაპზე დარჩენილი - 820 000.00 ლარის სამუშაოები, 2026 წელს უნდა შესრულდეს დანარჩენი 3 ეტაპი (90 კალენდარული დღე სამუშაოების დაწყებიდან), მიმწოდებელი ვალდებულია მე-5 ეტაპზე შეასრულოს - ელექტრონულ ტენდერში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო სატენდერო ღირებულების (სახელშეკრულებო ღირებულება) დარჩენილი თანხის არანაკლებ 20%-ის, მე-6 ეტაპზე არანაკლებ - 35%-ის, ხოლო მე-7 ხოლო მე-7 ეტაპზე დარჩენილი 45%-ის სამუშაოები. წარმოდგენილი იქნას მოთხოვნის შესაბამისი გეგმა-გრაფიკი, სადაც დაფიქსირებული იქნება კონკრეტულ ეტაპში განსაზღვრული დღეების რაოდენობა და ყოველ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (გეგმა-გრაფიკის შედგენის დროს ფასების ცხრილში დაფიქსირებული გაუთვალისწინებელი ხარჯების შესაბამისი თანხა დღგ-ს ჩათვლით გამოირიცხება საერთო ღირებულებიდან). მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რომელიც თან დაერთვის ხელშეკრულებას, გეგმა-გრაფიკი დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

(2.5.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)

2.8.1 requirements related to a sub-contractor

- მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები, შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

• ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
• ქვეკონტრაქტორის ქონებაზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში,
• შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0,2 %-ის ოდენობით. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული საჯარიმო სანქცია გავრცელდება მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (სამუშაოს მიღება -ჩაბარებიდან 3 წელი).
- მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 40%-ისა.


ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:

• ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი;
• შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ღირებულება.
• ქვეკონტრაქტის პროექტის ასლი.

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);

8. ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);

9. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);
10. მიმწოდებელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეასრულოს, მინიმუმ, პროექტით განსაზღვრული დასახელებისა და რაოდენობის მანქანა-მექანიზმებით.
შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მიმწოდებლის მიერ, ვალდებულების შესრულების კონტროლი.

11. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.

ამ წესის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.


(2.9 პუნქტის მე-11 ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე სავალდებულოა)

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად.
დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ. აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის გაცემის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი.

- ექსპერტიზის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით შესაძლებელია თუ არა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (ა

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru