Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования (Грузия - Тендер #62638504)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 62638504
Дата публикации: 28-03-2025
Сумма контракта: 1 097 160


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250006290
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.03.2025 15:44
Начало приема предложения 23.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 28.04.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 1`097`160.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50400000-Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования
Коды классификатора
  • 50430000 - Ремонт и техническое обслуживание высокоточного оборудования
Срок подачи ტექნიკური დავალების შესაბამისად
Дополнительная информация
სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს კუთვნილი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის 7 ერთეული ავტომატური სტაციონალური სადგურის და 2 ერთეული მობილური ავტომატური სადგურის ყოველთვიური და ყოველწლიური სერვის მომსახურება და მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 10`972.00 GEL
Размер гарантии 10`972 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ilona arghvliani :: 17.03.2025 14:52
  • Последнее исправление: ilona arghvliani :: 27.03.2025 15:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=624078&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს კუთვნილი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის 7 ერთეული ავტომატური სტაციონალური სადგურის და 2 ერთეული მობილური ავტომატური სადგურის ყოველთვიური და ყოველწლიური სერვის მომსახურება და მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალების (დანართი №1) შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 09 (ცხრა) თვის განმავლობაში ტექნიკურ დავალებაში (დანართი №1) დაფიქსირებული ვადების გათვალისწინებით;

1.4.2. ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სათადარიგო ნაწილების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 120 (ას ოცი) კალენდარული დღისა;

1.4.3. პრეტენდენტმა ყოველთვიურად წინასწარ უნდა წარმოადგინოს მომსახურების კალენდარი (გეგმა-გრაფიკი) ხელშეკრულების მიხედვით განსახორციელებელი სამუშაოების შესაბამისად. პრეტენდენტმა ტექნიკური მომსახურების ცვლილების თარიღი უნდა შეათანხმოს სააგენტოს შესაბამის წარმომადგენელთან მინიმუმ 1 დღით ადრე;

1.4.4. ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში (09-18სთ) ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ყველა სხვა შემთხვევა წინასწარ უნდა ეცნობოს სააგენტოს წარმომადგენელს;

1.4.5. თუ სააგენტოს წარმომადგენელი არ ესწრება სერვისის განხორციელებას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ფოტომასალა ან/და ვიდეომასალა;

1.4.6. მიმწოდებელი ვალდებულია ჩატარებული სამუშაოს თვიური, ანგარიში დაკალიბრების პროცედურების ჩათვლით წარმოადგინოს ყოველი თვის დასაწყისის პირველ კვირაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს კუთვნილი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სადგურების განთავსების შემდეგ მისამართებზე:

1) ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №105 - №1 სადგური;
2) ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვ.გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკი – №2 სადგური;
3) ქ. თბილისი, ვარკეთილი 3, პირველი მიკრორაიონი მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია - №3 სადგური;
4) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 73ა ("ილიას ბაღი") - №4 სადგური;
5) ქ. ბათუმი, აბუსერიძის ქუჩა №1 - №5 სადგური;
6) ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის ქუჩა №98) - №6 სადგური;
7) ქ. რუსთავი, ბათუმის ქუჩა №19 - №7 სადგური;
8) 2 ერთეული მობილური ავტომატური სადგურის განთავსების ძირითადი ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №32ა რომლის ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მიმწოდებლის მხრიდან სერვის მომსახურების ხელის შეშლა.

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ნაწილების მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №32ა - სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში.

შენიშვნა: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სტაციონალური სადგურების ადგილმდებარეობის ცვლილების შემთხვევაში მიმწოდებელს ეცნობება წერილობით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. შემოთავაზებული ყველა ნაწილი უნდა იყოს ახალი, ქარხნული და არა მეორადი;

1.7.1.2. მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ სათადარიგო ნაწილებზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა ვრცელდებოდეს გარანტია ერთწლიან სათადარიგო ნაწილებზე არანაკლებ 1 (ერთი) წელი, ხოლო ორწლიან სათადარიგო ნაწილებზე არანაკლებ 2 (ორი) წელი;

1.7.1.3. ზემოაღნიშნული ვადის გასვლამდე ხარვეზის/დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ნაწილის შეკეთება ან შეცვლა საკუთარი სახსრებით აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში (არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა, სირთულის მიხედვით);

1.7.1.4. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს ამ სადგურებისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ხარისხიანად და უხარვეზოდ. თუ მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურება აღმოჩნდება ხარვეზიანი ან სტანდარტების შეუსაბამო ან/და გამოიწვია სადგურების სხვა ნაწილის/კომპონენტის/ხელსაწყოს დაზიანება მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას შესაბამისი ზიანი საკუთარი ხარჯებით გონივრულ ვადაში არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა, სირთულის მიხედვით.

1.7.1.5. შემოთავაზებული ნაწილები თავსებადი უნდა იყოს ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ წარმოებულ შესაბამის აირ-ანალიზატორებთან;

1.7.1.6. მიმწოდებლის მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნას ერთწლიანი და ორწლიანი სათადარიგო ნაწილების სრულად შეცვლა, შემსყიდველს მოთხოვნის შესაბამისად;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. ფასების ცხრილის (დანართი №2) წარმოუდგენლობა, ან მასში შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის ან/და კატალოგის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა, ასევე განუფასებლად წარმოდგენილი ფასების ცხრილი, დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ასევ დაზუსტების ეტაპზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად შემოთავაზებული მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის ან/და კატალოგის ნომრის(ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. გარდა იმ შემთხვევისა, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის ან/და კატალოგის ნომრის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის ან/და კატალოგის ნომრის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ წარმოებულ პროდუქციას არ გააჩნია მოდელის ან/და კატალოგის ნომერი, ფასების ცხრილის (დანართი №2) შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, მაგალითად - "მოდელი არ გააჩნია" ან მსგავსი აღმნიშვნელი ჩანაწერი.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

დეტალური პირობები იხილეთ ამ კითხვარის 2.7.1 მუხლში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მომსახურება უნდა ჩატარდეს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს კუთვნილი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის 7 ერთეულ ავტომატურ სტაციონალურ და 2 ერთეულ მობილურ სადგურში განთავსებული ხელსაწყოების (აირ ანალიზატორების) მწარმოებლის ან/და მწარმოებლის უფლებამოსილი კომპანიის მიერ სერტიფიცირებული, სერვისის განხორციელების დროს საქართველოში მყოფი სერვის ინჟინერის მიერ ან/და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების ყოველთვიური და ყოველწლიური მომსახურების არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილების მქონე იურიდიული პირის მიერ, რომელსაც მომსახურების პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჰყავდეს შესაბამისი არანაკლებ ერთი სერვის ინჟინერი, რომელიც შეძლებს წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული პერიოდის დადგენილ ვადებში უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების გაწევა.

ა) მწარმოებლის ან/და მწარმოებლის უფლებამოსილი კომპანიის მიერ სერტიფიცირებული სერვის ინჟინრ(ებ)ის შემთხვევაში აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სისტემაში ატვირთვის გზით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, სერვის ინჟინრის შემდგომი ცვლილება (ან დამატება) დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველის თანხმობით, შესაბამისი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე და წარმოდგენილ იქნება ახალი სერვის ინჟინრის სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) ყოველთვიური და ყოველწლიური მომსახურების არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილების შემთხვევაში, რომელსაც მომსახურების პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჰყავდეს შესაბამისი არანაკლებ ერთი სერვის ინჟინერი, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების ყოველთვიური და ყოველწლიური მომსახურების განხორციელების გამოცდილება. პრეტენდენტი ვალდებულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის გზით წარმოადგინოს ზემოაღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ები)ა, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT,CMR ან სხვა ნომრ(ებ)ი.

2.9 other additional requirements

2.9.1. მიმწოდებელი ვალდებულია სერვისის განხორციელების დროს 7 ერთეულ ავტომატურ სტაციონალურ სადგურსა და 2 ერთეულ მობილურ სადგურზე შეცვალოს ყოველწლიური მომსახურების სათადარიგო ნაწილები. საჭირო ნაწილების მიწოდებას უზრუნველყოფს სააგენტო.

2.9.2. დეტალური ინფორმაცია ჩატარებული მომსახურების შესახებ ყველა ეტაპზე პრეტენდენტის მიერ შეტანილი უნდა იქნას სააგენტოსთან შეთანხმებულ სპეციალურ ფორმაში;

2.9.3. მიმწოდებელი ვალდებულია გეგმიურ სამუშაოებს შორის გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში შემსყიდველის მიერ შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ (ქ. თბილისში და რუსთავში - არაუმეტეს ერთი კალენდარული დღისა, ხოლო სხვა ადგილას არაუმეტეს - 3 კალენდარული დღისა) აღმოფხვრას პრობლემა, ან/და პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში მიზეზისა და აღმოფხვრის საჭირო ვადების შესახებ წერილობითი შეტყობინების სახით აცნობოს შემსყიდველს;

2.9.4. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის პერიოდში სადგურებზე უზრუნველყოს ნაწილების შეცვლის შემდეგ, დიაგნოსტიკის ჩატარება და წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (პრეტენდენტისა და სამუშაოს განმახორციელებელი სერვის ინჟინერის ხელმოწერით, კერძოდ, ინფორმაცია არსებული ხელსაწყოების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, ხოლო ხარვეზების შემთხვევაში მისი მიზეზების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე დამატებით ჩასატარებელ სამუშაოების, ხელსაწყოს გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო ნაწილებისა და მათი ღირებულების შესახებ) შემსყიდველთან;

2.9.5. მომსახურების პერიოდის განმავლობაში იმ სათადარიგო ნაწილებზე, რომელიც შემსყიდველის მიერ იქნება მოწოდებული ან/და სადგურზე არსებულ სხვა ნაწილებზე აღმოჩენილი ხარვეზის/დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ხარვეზის მქონე ნაწილის შესახებ შემსყიდველისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება;

2.9.6. მიმწოდებელი ვალდებულია სადგურებზე სერვისის სამუშაოების დასრულების შემდეგ, უზრუნველყოს სადგურის შიდა სივრცეში სისუფთავის დაცვა;

2.9.7. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს წარმომადგენლების კოორდინაციით, ხოლო სამუშაოებზე დასწრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი;

2.9.8. ტექნიკური დავალების IV თავის შესაბამისად შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მომწოდებელს საკალიბრო აირების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და განმაზავებლის წარმოშობის სერტიფიკატი.

2.9.9. ტექნიკური დავალების IV თავის შესაბამისად მომწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს კალიბრაციის ანგარიშები ყველა პარამეტრის ჩვენებით.

2.9.10. იმ შემთხვევაში თუ საკალიბრო მრუდი აჩვენებს უარყოფით მაჩვენებელს მიმწოდებელი ვალდებულია დასკვნის სახით წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და აღმოფხვრის გზები, და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდგომ განმეორებით გააკეთოს კალიბრაცია, დადებითი შედეგის მიღწევამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია,

6.4.2. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ნაკლებია 200 000 ლარზე, დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 2025 წლის 10 დეკემბრისა წარმოადგინოს სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში აუთვისებელი თანხის 100%-ის ოდენობის საბანკო გარანტია (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან), რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა, გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის დასრულების ვადას.

7.1.1.2. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.1.1.3. სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში აუთვისებელი თანხის 100%-ის ოდენობის საბანკო გარანტის 2025 წლის 10 დეკემბრის ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.2.2. წინასწარ ანგარიშსწორების შემთხვევაში, 7.1.1 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

7.3.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შესაბამისი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ილონა არღვლიანი, 577251015, Ilona.Argvliani@nea.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელმომწერი პირის ხელმომწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
10.1.8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2025 წლის - სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა გარემოს დაბინძურების მონიტორინგი.
10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.

10.1.10. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

ა) თანხმობა ტექნიკურ დავალებაზე დანართი №1-ის მიხედვით;

ბ) ფასების ცხრილი დანართი №2-ის მიხედვით;

გ) მომსახურება უნდა ჩატარდეს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს კუთვნილი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის 7 ერთეულ ავტომატურ სტაციონალურ და 2 ერთეულ მობილურ სადგურში განთავსებული ხელსაწყოების (აირ ანალიზატორების) მწარმოებლის ან/და მწარმოებლის უფლებამოსილი კომპანიის მიერ სერტიფიცირებული, სერვისის განხორციელების დროს საქართველოში მყოფი სერვის ინჟინერის მიერ ან/და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების ყოველთვიური და ყოველწლიური მომსახურების არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილების მქონე იურიდიული პირის მიერ, რომელსაც მომსახურების პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჰყავდეს შესაბამისი არანაკლებ ერთი სერვის ინჟინერი, რომელიც შეძლებს წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული პერიოდის დადგენილ ვადებში უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების გაწევა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა ატვირთოს დოკუმენტაცია 2.7.1. მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru