Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #62638464)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 62638464
Дата публикации: 28-03-2025
Сумма контракта: 1 304 634


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250006329
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.03.2025 18:52
Начало приема предложения 12.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.04.2025 17:30
Предполагаемая цена закупки 1`304`634.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45221240 - Строительство тоннелей
  • 45231220 - Строительство газопроводов
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Дополнительная информация
„ვლადიკავკაზ-თბილისის" DN 700მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 120,2 კილომეტრზე განთავსებული N6 გვირაბის და მასში გამავალი გაზსადენის რეკონსტრუქციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Шаг снижения цены 13`046.00 GEL
Размер гарантии 13`046 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: archil papuashvili :: 27.03.2025 18:34
  • Последнее исправление: archil papuashvili :: 27.03.2025 18:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=625895&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

„ვლადიკავკაზ-თბილისის" DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 120,2 კილომეტრზე განთავსებული N6 გვირაბის და მასში გამავალი გაზსადენის რეკონსტრუქციის სამუშაოების (შემდგომში - სამუშაო) სახელმწიფო შესყიდვა, დანართი №1-ის (საპროექტო დოკუმენტაცია) შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილები

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოს სრულად შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან - 240 (ორას ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში;
შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართის №2-ის (საგარანტიო პირობები, სამუშაოს შესრულების ვადა) შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით (საპროექტო დოკუმენტაცია) განსაზღვრული ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 „ვლადიკავკაზ-თბილისის" DN 700მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 120,2 კილომეტრზე განთავსებული N6 გვირაბის და მასში გამავალი გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით შესრულებულ სამუშაოებზე, მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გარანტია, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოს არ ექნება დეფექტი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა.
შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართის №2-ის (საგარანტიო პირობები, სამუშაოს შესრულების ვადა) შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს ან/და მის ქვეკონტრაქტორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა გააჩნდეს შემდეგი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება:
 პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უნდა ჰქონდეს ფოლადის მაგისტრალური ნავთობსადენის/გაზსადენის მშენებლობის (შემდგომში _ პროექტი) გამოცდილება. აღნიშნულის დადასტურების მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნას მინიმუმ ერთი პროექტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ მოცემულ მოთხოვნას:
1. პროექტი განხორციელებული უნდა იყოს არაუადრეს 2015 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში (განხორციელებაში იგულისხმება, პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან პროექტის საბოლოოდ დასრულებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ორივე თარიღი (დაწყება და დასრულების თარიღი) უნდა ხვდებოდეს ზემოაღნიშნულ პერიოდში (2015 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდი);
2. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს არანაკლებ DN300 მმ, მინიმუმ 5 კმ-ის ან მეტი სიგრძის ფოლადის 1,2 მგპა-ზე მეტ საპროექტო წნევაზე გათვლილი მაგისტრალური ნავთობსადენის/გაზსადენის მშენებლობას (მაგისტრალური ნავთობსადენის/გაზსადენის მშენებლობაში იგულისხმება პრეტენდენტის მიერ სამუშაოების განხორციელება/მშენებლობა ამავე სფეროში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად);
3. პროექტი უნდა მოიცავდეს მაგისტრალური ნავთობსადენის/გაზსადენის მშენებლობის სრული ციკლისათვის აუცილებელ ძირითად ეტაპებს, მათ შორის: მილსადენების შედუღება, შენადუღი პირაპირების შემოწმება, საიზოლაციო სამუშაოები, მილსადენის გამოცდა სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე;

 პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უნდა გააჩნდეს გვირაბის რეაბილიტაციის/რემონტის (იგულისხმება ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც სრულდება გვირაბის საექსპლუატაციო მდგომარეობის აღსადგენად) ან/და გვირაბის გაყვანის (მშენებლობა) სამუშაოების განხორციელების გამოცდილება (შემდგომში _ პროექტი). აღნიშნულის დადასტურების მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნას მინიმუმ ერთი პროექტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ მოცემულ მოთხოვნას:
1. პროექტი განხორციელებული უნდა იყოს არაუადრეს 2015 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში (განხორციელებაში იგულისხმება, პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან პროექტის საბოლოოდ დასრულებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ორივე თარიღი (დაწყება და დასრულების თარიღი) უნდა ხვდებოდეს ზემოაღნიშნულ პერიოდში (2015 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდი);
2. პროექტის ფარგლებში, მინიმუმ ერთი გვირაბის სამუშაოების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს (დღგ-ს ჩათვლით);

გამოცდილებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. პრეტენდენტს, თავად უნდა გააჩნდეს ზემოაღნიშნული მოთხოვნილი გამოცდილებიდან მინიმუმ ერთ-ერთის, იგულისხმება ან ფოლადის მაგისტრალურ ნავთობსადენთან/გაზსადენთან ან/და გვირაბთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება. პრეტენდენტის გამოცდილება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით ფოლადის მაგისტრალურ ნავთობსადენთან/გაზსადენთან ან/და გვირაბთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების გამოცდილების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.
2. პროექტის განხორციელების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პრეტენდენტის რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია.
2.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ან მისი ქვეკონტრაქტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს უცხოური საწარმოს წარმომადგენლობას/ფილიალს და წინამდებარე ტენდერში წარმოდგენილი იქნება პროექტი, რომლის განხორციელების არეალი არ არის საქართველოს ტერიტორია, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას აღნიშნული იურიდიული პირის დამფუძნებელი უცხოური საწარმოს/არარეზიდენტი პირის (ე.წ. სათავო კომპანიის) წერილობითი წარდგინება, რომელშიც ნათლად უნდა იკვეთებოდეს პროექტის შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი. აღნიშნული წერილობითი წარდგინება საჭიროა ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ წინამდებარე ტენდერში გამოცდილების დადასტურების მიზნით, წარმოდგენილი იქნება პროექტი, რომელიც განხორციელებულია არა ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის/ქვეკონტრაქტორის, არამედ სათავო კომპანიის/უცხოური საწარმოს მიერ დაფუძნებული სხვა წარმომადგენლობის/ფილიალის მიერ. გამოცდილების დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს წარმომადგენლობის/ფილიალის მიერ განხორციელებული პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, პროექტი ჩაითვლება სათავო კომპანიის/უცხოური საწარმოს გამოცდილებად და ტერიტორიული არეალიც განხილული იქნება სათავო კომპანიის/უცხოური საწარმოს რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილების დადასტურების მიზნით, წარმოდგენილი იქნება პროექტი, რომელიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, აღნიშნული პროექტი სამუშაოების განხორციელების ნაწილში ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, თუ უშუალოდ პრეტენდენტის ან მისი ქვეკონტრაქტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ შესრულებული სამუშაოები დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში/პროექტის ფარგლებში ნათლად არ იკვეთება თუ რა სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, მაშინ პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში/პროექტის ფარგლებში თუ რა სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე.
4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და მათი სრულად შესრულების საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: №NAT/CMR/SPA და ა.შ).
4.1. ფოლადის მაგისტრალურ ნავთობსადენთან/გაზსადენთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ითვალისწინებდეს, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, გაზსადენის/ნავთობსადენის მშენებლობის სრული ციკლისათვის აუცილებელი ზემოაღნიშნული ძირითადი ეტაპების ჩამონათვალს, ხოლო გვირაბის შემთხვევაში, რეაბილიტაციისათვის/რემონტისათვის ან/და გვირაბის გაყვანისათვის (მშენებლობა) საჭირო შესრულებულ სამუშაოებს. თუ აღნიშნულს არ ითვალისწინებს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს მშენებლობის შემსყიდველი/დამკვეთი ორგანიზაციის (დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ) განმარტება შესრულებული სამუშაოების სრული აღწერით.
4.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ხელშეკრულება არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (იგულისხმება, რომ არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვას), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.
4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, შესაძლებელია წარმოადგინილ იქნას შემოკლებული სახით, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.: ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი (მათ შორის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები);
გ) ხელშეკრულების ღირებულება;
დ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, სამუშაოების შესრულების ვადები;
ე) მხარეთა ხელმოწერები.
4.4 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დადასტურების მიზნით, წარმოდგენილი იქნება პროექტი, რომლის განხორციელების არეალი არ არის საქართველოს ტერიტორია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინოს სათანადო წესით დამოწმებული: ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფოლადის მაგისტრალური ნავთობსადენის/გაზსადენის სამუშაოების განხორციელების მიზნით, დასაქმებული უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე არანაკლებ 4 შემდუღებელი, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ აღნიშნულის დამადასტურებელი მოწმობები/სერთიფიკატები (მოქმედი წინამდებარე ტენდერის წინადადებების მიღების დასრულების დღისთვის). ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას სამუშაოების განხორციელების პროცესში აღნიშნული შემდუღებლების მონაწილეობის დასტური ხელმოწერით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი (გეგმა-გრაფიკი წარმოდგენილ უნდა იქნას პირობითი ვადების მითითებით (მაგ: თვე I, თვე II და ა.შ));

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. ქვეკონტრაქტორი დასაშვებია მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
2.8.1.2 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, ტენდერში წარმოდგენილ უნდა იქნას პრეტენდენტსა და მის ქვეკონტრაქტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთახმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს ქვეკონტრაქტორის ნებას აღნიშნული ტენდერით შესასყიდი სამუშაოების განხორციელების თაობაზე).
2.8.1.3. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს დარეგისტრირებული შავ სიაში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დადებითი დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
- ფასწარმოქმნის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
- საექსპერტო დასკვნა მომზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მიხედვით.
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 12 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, სატენდერო დოკუმენტაციის 6.4.3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
6.4.2 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით, სატენდერო დოკუმენტაციის 6.4.3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
6.4.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, გაცემული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის/სადაზღვევო კომპანიის მიერ.
საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი №3-ის (ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა/ნიმუში) არსებითი პირობების დაცვით.
6.4.4 შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში (თეთრი სია) რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნილი ოდენობის ნახევარი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 დასაშვებია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%–ის წინასწარ (ავანსი) გადარიცხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის/სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე.
საბანკო გარანტიაში ბენეფიციარად მითითებულ უნდა იყოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. აღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადას (საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი №4-ის (საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა/ნიმუში) არსებითი პირობების დაცვით.
7.1.1.2 მიმწოდებელთან ანგარიშსწორებისას, გადახდილი საავანსო თანხის გაქვითვა განხორციელდება, შემდეგი პრინციპით: სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან შემსყიდველი გამოქვითავს ინვოისში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის 35%-ს (ოცდათხუთმეტი პროცენტი). ხოლო მეორე ეტაპზე, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, განხორციელდება დარჩენილი საავანსო თანხის სრულად გამოქვითვა მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.
7.1.1.3 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს საავანსო გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნილი ოდენობის ნახევარი.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების თითოეული ეტაპის სრულად დასრულების შემდეგ, წარუდგინოს შემსყიდველს დეტალური ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ, მათ შორის შესრულებული სამუშაოების დეტალური მოცულობათა ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა; ფორმა #2).
7.2.1.1. სამუშაოების განხორციელების ეტაპებია:
- გვირაბის რეკონსტრუქციისათვის განსახორციელებელ სამუშაოები (დანართი №1.2-ის (მოცულობათა ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) B-1.1, B-1.2, B-1.3, B-2.1, B-2.2, B-3.1, B-3.2 ნაწილი),
- გაზსადენზე განსახორციელებელი სამუშაოები (დანართი №1.2-ის (მოცულობათა ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) B-4.1, B-5.1, B-5.2 ნაწილი) .
7.2.2. სამუშაოების თითოეული ეტაპის სრულად დასრულების შემდგომ, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ფორმა N2-ებში მითითებული, ადგილზე შესრულებული სამუშაოების და მათი ხარისხის, ასევე მათი ღირებულებების სამუშაოების პროექტით და ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით/მოცულობათა ცხრილით გათვალისწინებულ სამუშაოებთან და მათ ღირებულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი, მიმწოდებლის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.1. პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის შემსყიდველისათვის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, დაჩქარებული წესით ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართავს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ (შემდგომში: ექსპერტიზის ბიურო). ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურებას განახორციელებს შემსყიდველი. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერას შემსყიდველი განახორციელებს ექსპერტიზის ბიუროს დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ.
7.2.3. შესრულებული სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრება ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი ოდენობა (შესაბამისად, შემსყიდველი ანგარიშსწორებას განახორციელებს ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი ოდენობის შესაბამისად).
7.2.4. შემსყიდველი მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას განახორციელებს ორ ეტაპად (პუნქტი 7.2.1.1), უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემსყიდველისათვის წარდგენიდან და ექსპერტიზის ბიუროს მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შემსყიდველისათვის დადებითი საექსპერტო დასკვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
7.2.5. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ბიურო მიიჩნევს, რომ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, მიმწოდებელი ვალდებული იქნება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად აღმოფხვრას ასეთი შეუსაბამობა, ხოლო შემსყიდველი უფლებამოსილი იქნება ამგვარი შეუსაბამობის აღმოფხვრამდე უარი განაცხადოს სამუშაოების მიღებაზე და შესაბამისად, სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე. შეუსაბამობის აღმოფხვრა უნდა დადასტურდეს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით (შემდგომში: განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნა), რომლის მომზადებასაც უზრუნველყოფს შემსყიდველი დაჩქარებული წესით სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.2. პუნქტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ამასთან, განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოაკლდება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადასახდელ სამუშაოების ღირებულებას, ხოლო შემსყიდველი შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.4. პუნქტით გათვალისწინებული პირობებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას განახორციელებს ორ ეტაპად (პუნქტი 7.2.1.1), უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემსყიდველისათვის წარდგენიდან და ექსპერტიზის ბიუროს მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შემსყიდველისათვის დადებითი საექსპერტო დასკვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru