პრეტენდენტს ან/და მის ქვეკონტრაქტორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
უნდა გააჩნდეს შემდეგი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების
გამოცდილება:
პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
უნდა ჰქონდეს ფოლადის მაგისტრალური ნავთობსადენის/გაზსადენის
მშენებლობის (შემდგომში _ პროექტი) გამოცდილება. აღნიშნულის
დადასტურების მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნას მინიმუმ ერთი პროექტი,
რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ მოცემულ მოთხოვნას:
1. პროექტი განხორციელებული უნდა იყოს არაუადრეს 2015 წლის 1 იანვრიდან
წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში
(განხორციელებაში იგულისხმება, პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან
პროექტის საბოლოოდ დასრულებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული
ორივე თარიღი (დაწყება და დასრულების თარიღი) უნდა ხვდებოდეს
ზემოაღნიშნულ პერიოდში (2015 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის
გამოცხადების დღემდე პერიოდი);
2. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს არანაკლებ DN300 მმ, მინიმუმ 5 კმ-ის ან მეტი
სიგრძის ფოლადის 1,2 მგპა-ზე მეტ საპროექტო წნევაზე გათვლილი
მაგისტრალური ნავთობსადენის/გაზსადენის მშენებლობას (მაგისტრალური
ნავთობსადენის/გაზსადენის მშენებლობაში იგულისხმება პრეტენდენტის
მიერ სამუშაოების განხორციელება/მშენებლობა ამავე სფეროში მოქმედი
ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად);
3. პროექტი უნდა მოიცავდეს მაგისტრალური ნავთობსადენის/გაზსადენის
მშენებლობის სრული ციკლისათვის აუცილებელ ძირითად ეტაპებს, მათ შორის:
მილსადენების შედუღება, შენადუღი პირაპირების შემოწმება, საიზოლაციო
სამუშაოები, მილსადენის გამოცდა სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე;
პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
უნდა გააჩნდეს გვირაბის რეაბილიტაციის/რემონტის (იგულისხმება
ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც სრულდება გვირაბის
საექსპლუატაციო მდგომარეობის აღსადგენად) ან/და გვირაბის გაყვანის
(მშენებლობა) სამუშაოების განხორციელების გამოცდილება (შემდგომში _
პროექტი). აღნიშნულის დადასტურების მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნას
მინიმუმ ერთი პროექტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ
მოცემულ მოთხოვნას:
1. პროექტი განხორციელებული უნდა იყოს არაუადრეს 2015 წლის 1 იანვრიდან
წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში
(განხორციელებაში იგულისხმება, პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან
პროექტის საბოლოოდ დასრულებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული
ორივე თარიღი (დაწყება და დასრულების თარიღი) უნდა ხვდებოდეს
ზემოაღნიშნულ პერიოდში (2015 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის
გამოცხადების დღემდე პერიოდი);
2. პროექტის ფარგლებში, მინიმუმ ერთი გვირაბის სამუშაოების ღირებულება
უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს (დღგ-ს ჩათვლით);
გამოცდილებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები და წარმოსადგენი
დოკუმენტაცია:
1. პრეტენდენტს, თავად უნდა გააჩნდეს ზემოაღნიშნული მოთხოვნილი
გამოცდილებიდან მინიმუმ ერთ-ერთის, იგულისხმება ან ფოლადის
მაგისტრალურ ნავთობსადენთან/გაზსადენთან ან/და გვირაბთან
დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება.
პრეტენდენტის გამოცდილება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო
დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით ფოლადის მაგისტრალურ
ნავთობსადენთან/გაზსადენთან ან/და გვირაბთან დაკავშირებული
სამშენებლო სამუშაოების გამოცდილების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.
2. პროექტის განხორციელების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და
პრეტენდენტის რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის
ტერიტორია.
2.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ან მისი ქვეკონტრაქტორი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს უცხოური საწარმოს
წარმომადგენლობას/ფილიალს და წინამდებარე ტენდერში წარმოდგენილი
იქნება პროექტი, რომლის განხორციელების არეალი არ არის საქართველოს
ტერიტორია, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას აღნიშნული იურიდიული
პირის დამფუძნებელი უცხოური საწარმოს/არარეზიდენტი პირის (ე.წ. სათავო
კომპანიის) წერილობითი წარდგინება, რომელშიც ნათლად უნდა იკვეთებოდეს
პროექტის შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი.
აღნიშნული წერილობითი წარდგინება საჭიროა ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ
წინამდებარე ტენდერში გამოცდილების დადასტურების მიზნით,
წარმოდგენილი იქნება პროექტი, რომელიც განხორციელებულია არა ტენდერში
მონაწილე პრეტენდენტის/ქვეკონტრაქტორის, არამედ სათავო
კომპანიის/უცხოური საწარმოს მიერ დაფუძნებული სხვა
წარმომადგენლობის/ფილიალის მიერ. გამოცდილების დადასტურების მიზნით,
უცხოური საწარმოს წარმომადგენლობის/ფილიალის მიერ განხორციელებული
პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, პროექტი ჩაითვლება სათავო
კომპანიის/უცხოური საწარმოს გამოცდილებად და ტერიტორიული არეალიც
განხილული იქნება სათავო კომპანიის/უცხოური საწარმოს რეგისტრაციის
ქვეყნის შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილების დადასტურების მიზნით, წარმოდგენილი
იქნება პროექტი, რომელიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან
სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მიერ, აღნიშნული პროექტი სამუშაოების განხორციელების ნაწილში
ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, თუ უშუალოდ პრეტენდენტის ან მისი
ქვეკონტრაქტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ შესრულებული
სამუშაოები დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი
ხელშეკრულების ფარგლებში/პროექტის ფარგლებში ნათლად არ იკვეთება თუ რა
სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების -
ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, მაშინ
პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი
გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების
უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული
იქნება, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში/პროექტის ფარგლებში თუ რა
სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების -
ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე.
4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გამოცდილების დადასტურების
მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი
ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და მათი სრულად შესრულების საბოლოო
მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული
დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ:
№NAT/CMR/SPA და ა.შ).
4.1. ფოლადის მაგისტრალურ ნავთობსადენთან/გაზსადენთან დაკავშირებული
ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
უნდა ითვალისწინებდეს, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად,
გაზსადენის/ნავთობსადენის მშენებლობის სრული ციკლისათვის აუცილებელი
ზემოაღნიშნული ძირითადი ეტაპების ჩამონათვალს, ხოლო გვირაბის
შემთხვევაში, რეაბილიტაციისათვის/რემონტისათვის ან/და გვირაბის
გაყვანისათვის (მშენებლობა) საჭირო შესრულებულ სამუშაოებს. თუ
აღნიშნულს არ ითვალისწინებს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია,
პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს მშენებლობის
შემსყიდველი/დამკვეთი ორგანიზაციის (დამოწმებული უფლებამოსილი პირის
მიერ) განმარტება შესრულებული სამუშაოების სრული აღწერით.
4.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად
წარმოდგენილი ხელშეკრულება არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში (იგულისხმება, რომ არ წარმოადგენს
სახელმწიფო შესყიდვას), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს
შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა
ედრებოდეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში
დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ
ღირებულებას.
4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების
დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები,
შესაძლებელია წარმოადგინილ იქნას შემოკლებული სახით, რომელიც მინიმუმ
უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.: ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი (მათ შორის სატენდერო
დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები);
გ) ხელშეკრულების ღირებულება;
დ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, სამუშაოების შესრულების
ვადები;
ე) მხარეთა ხელმოწერები.
4.4 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დადასტურების
მიზნით, წარმოდგენილი იქნება პროექტი, რომლის განხორციელების არეალი
არ არის საქართველოს ტერიტორია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით,
პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი
დოკუმენტაცია წარმოადგინოს სათანადო წესით დამოწმებული:
ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.