1. შესყიდვის ობიექტია სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ NAT230027471
ელექტრონული ტენდერის შედეგების საფუძველზე გაფორმებული
ხელშეკრულების შესაბამისად თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიებზე
(საბადურის და ზედაზენის უბნები) საფეხმავლო ბილიკების ქსელის,
თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის
მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების
გაწევა (ინსპექტირება).
2. სამოქმედო არეალი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის
ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორია საბადურის და ზედაზენის
უბნები.
3. საზედამხედველო კომპანიამ უნდა აწარმოოს კონკრეტულ ობიექტზე
შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა საქართველოში
მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების, აგრეთვე ტექნიკური დავალებისა და
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
4. მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი ნორმატიული
დოკუმენტებს, მსგავსი მომსახურებისათვის უკვე დადგენილ სტანდარტებს
და ტექნიკურ სპეციფიკაციებს.
5. აღნიშნული წესებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის
შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ მიიღოს მომსახურება ან/და
მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
6. საპროექტო დოკუმენტაციით ან/და წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაციებით
(დეფექტური უწყისი და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციები) განსაზღვრულ
სამუშაოებში განსახორციელებელი ცვლილებები აუცილებლად უნდა
შეთანხმდეს სამშენებლო სამუშაოების შემსყიდველთან (სსიპ დაცული
ტერიტორიების სააგენტო). შეთანხმება უნდა გაფორმდეს შესაბამისი
დოკუმენტით.
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. ტექნიკური ზედამხედველობის დაწყება უზრუნველყოს ხელშეკრულების
გაფორმებისთანავე.
2. სამუშაოების მიმდინარეობის დაწყებიდან უზრუნველყოს სამუშაოს
შემსრულებელი ორგანიზაციის სრული წერილობითი ინფორმირება
შესრულებული სამუშაოების აქტთან (ფორმა №2) ერთად, მისი თანმხლები
დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
3. უზრუნველყოს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტზე
სამუშაოების განხორციელების პროცესის სათანადო ხელშეკრულებით
დადგენილ პირობებთან შესაბამისობის კონტროლი, შეუსაბამობის
შემთხვევაში 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს
შემსყიდველისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, შემსყიდველთან
შეთანხმებით მშენებელ ორგანიზაციას განუსაზღვროს გონივრული ვადა მათ
გამოსასწორებლად.
4. წარუდგინოს პრეტენზიები მშენებელ ორგანიზაციას, ხელშეკრულების
პირობების შეუსრულებლობისათვის და სამუშაოების უხარისხოდ
შესრულებისათვის. საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს შესაბამისი
სამუშაოები და შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო ინფორმაცია
(ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევების დასაბუთებული
აღწერით) 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში მიაწოდოს შემსყიდველ
ორგანიზაციას.
5. უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ
დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი და სამუშაოების
მოცულობების ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობა, ასევე ინსპექტირების
ანგარიშის (დასკვნა) მომზადება, რის საფუძველზეც სააგენტო გააფორმებს
მიღება-ჩაბარების აქტს.
6. გასწიოს მშენებლობის კონტრაქტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების
ხარისხის (რაც გულისხმობს პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ
დოკუმენტებთან შესაბამისობას) კონტროლის ყოველდღიური
ზედამხედველობა. ამასთან, მიმწოდებელი მზად უნდა იყოს საჭიროების
შემთხვევაში მომსახურება გაწიოს 2 ან მეტ ობიექტზე ერთდროულად,
პარალელურა რეჟიმში.
7. შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა № 2-ის) და მისი თანმხლები
დოკუმენტაციის (ფარული სამუშაოების აქტები, მასალების ხარისხის
დამადასტურებელი სერთიფიკატები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და
ა.შ.) სრულად მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს
წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურება და
ინსპექტირების ანგარიშის წარდგენა, რომელიც აუცილებლად უნდა
მოიცავდეს ინფორმაციას მშენებლის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობას და შესაბამისი
პირგასამტეხლოს ოდენობას.
8. სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში,
სააგენტოს მოთხოვნის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში
უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია და დარჩენილ
სამუშაოებზე ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.
9. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის პერიოდში, ყოველთვიურად,
არაუგვიანეს თვის მე-10 კალენდარული დღისა და ასევე შემსყიდველი
ორგანიზაციის მოთხოვნით, მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ დროში,
საზედამხედველო კომპანიამ უნდა წარუდგინოს შემსყიდველს პროექტების
მიმდინარეობის მოკლე ანგარიში, რომელშიც შეჯამებული იქნება
ზედამხედველი გუნდის მიერ წინა თვეში შესრულებული სამუშაო, მათ შორის
წარმოშობილი პრობლემები და რეკომენდებული მისაღები ზომები.
სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურეობა მოიცავს:
1. სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოთა მოცულობების
პროექტთან და მოქმედ ნორმატიულტექნიკურ დოკუმენტებთან,
შესაბამისობის კონტროლს;
2. გამოყენებული მასალების მოცულობის, პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ
დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს.
3. სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების
გამოვლენას, ფოტოფიქსაციას, მათი დროულად გამოსწორების კონტროლს;
4. მშენებლის მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების
კონტროლს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;
5. შესრულებულ სამუშაოების აქტებში (ფორმა#2) წარმოდგენილი ერთეული
ფასების იდენტიფიკაცია ხარჯთარიცხვაში წარმოდგენილ შესაბამის
სამუშაოების ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
6. დაფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტების
დამოწმებას;
7. შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას;
8. შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2)
მოყვანილი სამუშაოთა მოცულობების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და
ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და შემდგომ მათ დადასტურებას;
9. სამუშაოთა გრაფიკის შესრულების კონტროლს, რაც გულისხმობს:
9.1 სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების დაწყების თარიღის
შემსყიდველისთვის შეტყობინებას
9.2 სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების ხელშეკრულებით
განსაზღვრული მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი
ინფორმაციის მიწოდებას შემსყიდველისათვის 9.3 სამშენებლო სამუშაოების
დასრულების თარიღის შეტყობინება;
10. საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანის
ორგანიზებასა და კონტროლს, რაც გულისხმობს პროექტში შესატანი
ცვლილებების შესაბამისობის შეფასებას საქართველოში მოქმედ
ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებთან.