Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #62374384)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khelvachauri Municipal Inspection, Infrastructure and Improvement Divizion NNLE
Номер конкурса: 62374384
Дата публикации: 18-03-2025
Сумма контракта: 1 707 267


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250005391
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.03.2025 16:21
Начало приема предложения 02.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 07.04.2025 16:30
Предполагаемая цена закупки 1`707`267.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45212300 - Строительство зданий, предназначенных для искусства и культурных мероприятий
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 (თერთმეტი) კალენდარული თვის განმავლობაში (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).
Дополнительная информация
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 17`000.00 GEL
Размер гарантии 17`073 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gela putkaradze :: 05.03.2025 14:13
  • Последнее исправление: gela putkaradze :: 17.03.2025 16:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=622340&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სამუშაოების ჩატარების ტექნიკური პირობები:
ა) მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით;
ბ) სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის სახით.

2. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
ა) შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით.
ბ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
გ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა;
დ) მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
ე) ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან;
ვ) სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 10 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.

3. უსაფრთხოების ტექნიკის პირობები:
ა) მიმწოდებელი მთელი სამუშაო პერიოდის მანძილზე პასუხისმგებელია ობიექტზე უსაფრთხოების ტექნიკის ყველა წესების დაცვაზე;
ბ) მიმწოდებელი ვალდებულია პერსონალს ჩაუტაროს პირველადი ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკის საკითხებში;
გ) მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ისეთებით, როგორიცაა ჩაჩქანი, დამცველი სათვალეები, ხელთათმანები, წაღები, სპეც. ტანსაცმელი და უზრუნველყოს სამუშაო პერიოდში მათი სწორად გამოყენება;
დ) მიმწოდებელი პასუხისმგებელია ობიექტზე პერსონალის მიერ შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციების დაცვაზე;

4. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;

5. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით);

(1.2 პუნქტით მოთხოვნილი დანართი N2 - ტექნიკური დავალების წარმოდგენა სავალდებულოა).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოები უნდა შესრულდეს 2.5.1 პუნქტში მითითებული ეტაპების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 (თერთმეტი) კალენდარული თვის განმავლობაში (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. სამუშაოს შესრულების ადგილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალშენი.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი.
2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%, რომლის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი წარმოადგენს დაკავებული თანხის ოდენობის შესაბამის საბანკო გარანტიას (საგარანტიო პერიოდში ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია), რომელიც იქნება მოქმედი სამშენებლო სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შესაძლებელია დაკავებული თანხის დაბრუნება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს სამოქალაქო ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 2 850 000 (ორი მილიონ რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით. ამასთან, ერთი დასრულებული ხელშეკრულების/პროექტის/ობიექტის ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს სამოქალაქო ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1425000 (ერთი მილიონ ოთხას ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით, რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი;;
ბ) ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N4 -ის შესაბამისად, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ტენდერის (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი;
გ) სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამოქალაქო ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლ(ებ)ი ხარჯთაღრიცხვ(ებ)ით, სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2. ფორმა N2-ის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო მოთხოვნა ან დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა));
დ) თუ პრეტენდენტი წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს ან/და შესრულებული აქვს სამუშაოები როგორც ქვეკონტრაქტორს ასეთ შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებთან (ხელშეკრულების ასლ(ებ)ი ხარჯთაღრიცხვ(ებ)ით, სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2) ერთად დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი იქნას დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები ან/და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ან/და სალაროს ქვითრები ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტი).
ე) იმ პრეტენდენტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული სამუშაოები შესრულებული აქვთ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ყველა ის დოკუმენტაცია სრულყოფილად, რაც მოთხოვნილია წინამდებარე ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო და საკმარისია შესაბამისი რეგისტრაციის ნომრების წარმოდგენა (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) მხოლოდ დანართი N4-ის სახით;

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

სამუშაოები უნდა შესრულდეს გეგმა-გრაფიკის ეტაპებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 (თერთმეტი) კალენდარული თვის განმავლობაში განმავლობაში (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

გამარჯვებული ორგანიზაცია ღებულობს ვალდებულებას შეასრულოს სამუშაოები შემდეგი ეტაპების მიხედვით:

► I ეტაპი - 50 (ორმოცდათი) კალენდარული დღე. 2025 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 10%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;
► II ეტაპი - 50 (ორმოცდათი) კალენდარული დღე. 2025 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 20%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;
► III ეტაპი - 50 (ორმოცდათი) კალენდარული დღე. 2025 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 30%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;
► IV ეტაპი - 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. 2025 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 40%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;

გამარჯვებული ორგანიზაცია ღებულობს ვალდებულებას 2026 წელს (2026 წელს ასათვისებელი თანხის შესაბამისად) შეასრულოს სამუშაოები შემდეგი ეტაპების მიხედვით:

► I ეტაპი - 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღე. 2026 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 50%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;
► II ეტაპი - სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადის დასრულებამდე, 2026 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის 50%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 (თერთმეტი) კალენდარული თვე (კონკრეტული თარიღი განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმების დროს);


თუ კონკრეტული ეტაპის შესრულების დროს გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება გადააჭარბებს ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებას, აღნიშნული თანხა გამარჯვებულ ორგანიზაციას ჩაეთვლება მომდევნო ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოების შესრულებაში.

(2.5.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა, წინამდებარე ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრატორების აყვანის შემთხვევაში, ქვეკონტაქტორის აყვანამდე, წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
7. შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:
1.1 სატენდერო ხარჯთაღრიცხვას, დანართი N1-ის შესაბამისად,
1.2. ტექნიკური დავალება - დანართი N2-ის შესაბამისად;
1.3. შესასრულებელი სამუშაოების ეტაპების გეგმა-გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 პუნქტისა და დანართი N3-ის შესაბამისად;
1.4. ინფორმაციას პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტისა და დანართი N4-ის შესაბამისად;

შენიშვნა: სატენდერო ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1) წარმოუდგენლობა ან ისეთი დანართი N1-ის წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას. დანართი N1 წარმოდგენილ უნდა იქნას excel-ის ფორმატში.

2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ის შესაბამისად. ამხანაგობის მონაწილეთა ვალდებულებების ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებაში გამიჯვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ გულისხმობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მითითებულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში, რადგან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისისი N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის როგორც მე-3, ასევე მე-5 პუნქტები იმპერატიულია და ამავე მუხლების მიხედვით ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება იტვირთება ამხანაგობის პროფილში, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს ამხანაგობის თითოეული მონაწილე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ტექნიკურ დოკუმენტაციაში. ,,ტექნიკურ დოკუმენტაციაში“ იგულისხმება სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, კერძოდ კი ,,შეთავაზებების ველში“ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია. შესაბამისად ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევა, ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების პროცედურების გამოყენების გარეშე, პირდაპირ იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისისი N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად სატენდერო კომისია ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებს განიხილავს ამავე პრეტენდენტის მიერ დანართი N6-ში მითითებულ ამხანაგობის თითოეულის მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღებს შესაბამის გადაწყეტილებას. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
4. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ა) თუ ელექტრონულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). აღნიშნული დასაბუთების და/ან ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.
გ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ა) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ბ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (საგადასახადოდან) ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;

5.1.3 for an individual entrepreneur

ა) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ბ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (საგადასახადოდან) ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;

5.1.4 for a physical entit

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ;

5.1.5 for a partnership

ა) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ბ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (საგადასახადოდან) ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) სატენდერო კომისიას წარედგინება როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

ა) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ბ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (საგადასახადოდან) ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;

შენიშვნა: არარეზიდენტმა პრეტენდენტ(ებ)მა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

5.1.7 for a representation/branch

ა) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ბ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (საგადასახადოდან) ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მომაცემების ამსახველი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას როგორც უცხოური საწარმოს ფილიალის, ასევე მისი დამფუძნებლის მიერ. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თავიანთი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საბოლოო შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

ა) საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ასათვისებელი თანხის არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმდება ხელშეკრულების ღირებულების არანაკლებ 50%-ს ღირებულების სამუშაოებზე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დადასტურებული იქნება შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციით. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ 2025 წლის 23 დეკემბრისათვის არ იქნება განხორციელებული ანგარიშსწორება, 2025 წლის განმავლობაში გათვალისწინებულ სრულ სამუშაოებზე, მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა წარმოადგინოს საბანკო გარანტია იმ დარჩენილ თანხაზე, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტით არის ასათვისებელი, რათა შემსყიდველის მიერ განხორციელებულ იქნას წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასათვისებელ თანხაზე.
ბ) საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ) გაცემული საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია, (რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru