Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #62374354)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 62374354
Дата публикации: 18-03-2025
Сумма контракта: 547 959


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250005420
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.03.2025 17:52
Начало приема предложения 02.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 07.04.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 547`959.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи პროექტის-ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 25 კალენდ. დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), სამშ. სამუშაოების-წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდ.დღე(ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით)
Дополнительная информация
ა) ქ. თბილისში, სოფელ დიდ ლილოში (არჩილ მეფის ქ. N2, ს/კ:81.08.04.543) სპორტული კომპლექსის შენობის სარემონტო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა.
ბ) სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) წელი.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`740.00 GEL
Размер гарантии 5`480 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tsira maghradze :: 17.03.2025 16:16
  • Последнее исправление: irakli merebashvili :: 17.03.2025 17:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=624112&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისში, სოფელ დიდ ლილოში (არჩილ მეფის ქ. N2, ს/კ:81.08.04.543) სპორტული კომპლექსის შენობის სარემონტო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში. სამუშაოების მოცულობები სავარაუდოა, მათი დაზუსტება მოხდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ფაქტიურად შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.5 საპროექტო დოკუმენტაციაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი), ასევე, დასკვნაში მითითებული უნდა იყოს, რომ აღნიშნული სამუშაოები ზეგავლენას არ ახდენს შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე;
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია, შესრულებულ სამუშაოებზე (ეტაპობრივი შესრულებისა და საბოლოოდ სამუშაოების დასრულების შემთხვევაშიც), საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის (პროექტთან, სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხი და შესრულებული სამუშაოთა მოცულობების ფორმა N2-ით წარმოდგენილი სამუშაოების მოცულობებთან შესაბამისობა.) წარმოდგენა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
1.2.7 შენობის სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების დროს თუ ზიანი მიადგა შენობას ან შენობის რომელიმე ნაწილს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით აღმოფხვრას მიყენებული ზიანი.
1.2.8 სამუშაოების წარმოების დროს (ელექტრო ან წყალგაყვანილობის და სხვა მონტაჟი-დემონტაჟი) მიმწოდებელი ვალდებულია დემონტაჟი/მონტაჟის სამუშაოების განახორციელებისას დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს ხარჯები.
1.2.9 დემონტაჟისა და მონტაჟის სამუშაოებს აუცილებლად უნდა ესწრებოდეს შემსყიდველის მიერ გამოყოფილი პირი/პირები, რომელთა მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს აღნიშნული სამუშაოების ჩატარება.
1.2.10 საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ღამის საათებში.
1.2.11 შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად სამუშაოების მიმდინარეობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ცენტრის ნაწილობრივ ან სრულად ფუნქციონირებას;.
1.2.12 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს წარმოდგენილ პროექტში და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.13 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრულ ვადაში.
1.2.15 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.16 ობიექტის ადგილზე შესწავლის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნას სხვა დამატებითი აუცილებელი ჩასატარებელი სამუშაოები.
1.2.17 მიმწოდებელმა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG- ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით.
1.2.18 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე განთავსებული ინფორმაციით და მისი კონსტრუქციის განთავსება შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს დამკვეთთან.
1.2.19 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში წერილობითი დავალების შესრულების დაწყებამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა;
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ.
1.2.21 სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.
1.2.22 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა;
1.2.23 ბანერის შაბლონი, ბანერის კონსტრუქცია და ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი №1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სამუშაოების მიწოდების ვადა: საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 25 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), სარემონტო სამუშაოების მიწოდების ვადა - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიწოდების ადგილი – ქ. თბილისი, სოფელი დიდი ლილო (არჩილ მეფის ქ. N2, ს/კ:81.08.04.543) სპორტული კომპლექსის შენობა.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5% არ ანაზღაურდება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5%-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების შენობ(ებ)ის მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება, მათ შორის ნებისმიერი ღირებულების, ერთი ან განუსაზღვრელი რაოდენობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ელ. მომარაგების სამუშაოების შესრულების, აგრეთვე, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ღირებულების შენობ(ებ)ის მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება (წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 ან სხვა) (დანართი №3).
შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი №3–ის შესაბამისად.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 საპროექტო დოკუმენტაციაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი), ასევე, დასკვნაში მითითებული უნდა იყოს, რომ აღნიშნული სამუშაოები ზეგავლენას არ ახდენს შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე;
2.7.2 მიმწოდებელი ვალდებულია, შესრულებულ სამუშაოებზე (ეტაპობრივი შესრულებისა და საბოლოოდ სამუშაოების დასრულების შემთხვევაშიც), საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის (პროექტთან, სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის და შესრულებული სამუშაოთა მოცულობების ფორმა №2-ით წარმოდგენილი სამუშაოების მოცულობებთან შესაბამისობა) წარმოდგენა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, დანართი №2–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას) ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
7.1.2 წინასწარი გადახდის თანხების (ავანსი) დაკავება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 4 სექტემბრის №508 ბრძანების შესაბამისად - „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების შესახებ“.
7.1.3 უპირობო, გამოუთხოვადი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება მოხდება 2025 წლის ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ცირა მაღრაძე, 599722004, ts.magradze@tbilisi.gov.ge ტელ: +99532 2-37-85-71. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: ალექსანდრე თოდრაძე, ტელეფონის ნომერი: 591 615 635; ელექტრონული ფოსტა: A.Todradze@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი (არ ვრცელდება სატენდერო დოკუმენტაციის #1 და #3 დანართებზე) ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება)
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი №3–ის შესაბამისად.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru