ტექნიკური მოთხოვნები
• მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად. (სამუშაობის შესრულება უნდა დაიწყოს შემსყიდველის
მოთხოვნიდან (შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის მოთხოვნის წერილის
ჩაბარებიდან) არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღეში და დასრულდეს სამუშაოს
მოცულობის გათვალისწინებით გონივრულ ვადაში. (მიმწოდებელი ვალდებულია
უზრუნველყოს პარალელურ რეჟიმში არანაკლებ 7 (შვიდი) ობიექტზე სამუშაოთა
წარმოება).
• სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საქართველოში მოქმედი
ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად,
სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და
მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს
საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს.
• სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნას,
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №446 დადგენილებით
დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტისა“ და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №289
დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხოების შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები.
• მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული
სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე უზრუნველყოს
აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის
გაზომვის აქტის (აქტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი
პირის მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)
წარმოდგენა.
• მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული
სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე უზრუნველყოს
აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული „ლიფტების უსაფრთხო
ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“/„ლიფტების
უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან
შესაბამისობის „ინსპექტირების სერტიფიკატი“ (ინსპექტირების
სერტიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას, ინსპექტირების
სერტიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი, რომელსაც ინსპექტირების პერიოდში უნდა ჰქონდეს,
მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა.
• მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული
სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე წარმოადგინოს
საქონლის მწარმოებლის სერტიფიკატები - directive 2014/30/EU lifts; 2014/33/EU lifts.(ლიფტის
უსაფრთხოების კვანძები უნდა შეესაბამებოდეს directive 2014/30/EU lifts; 2014/33/EU lifts).
• მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული
სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე საკუთარი ხარჯებით
უზრუნველყოს გამოყენებული მასალების/მოწყობილობების ხარისხის
დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე) წარმოდგენა
და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის
შემთხვევაში თან უნდა ახლდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
• ცალკეული მისამართების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივი
მიღება მოხდება შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული
შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიის მიერ გაცემული
შესრულებული სამუშაოების შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშის,
აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის
გაზომვის აქტის (აქტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი
პირის მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და
შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი აკრედიტებული ინპექტირების
ანგარიშების საფუძველზე, აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული
„ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის“/„ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის „ინსპექტირების
სერტიფიკატი“-ს (ინსპექტირების სერთიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა
იქნას, ინსპექტირების სერტიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელსაც ინსპექტირების პერიოდში
უნდა ჰქონდეს, მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ხოლო
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას, საბოლოო
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდება, შემსყიდველის მიერ ამ
მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიის
მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების შესაბამისი შემაჯამებელი
ინპექტირების ანაგრიშის შესაბამისად, აკრედიტირებული პირის მიერ
გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტის (აქტთან ერთად
წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი პირის მოქმედი აკრედიტაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), აკრედიტირებული პირის მიერ
გაცემული „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის“/„ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის ინსპექტირების
სერტიფიკატის (ინსპექტირების სერთიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა
იქნას ინსპექტირების სერთიფიკატის გამცემი პირის მოქმედი
აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
დამატებითი მოთხოვნები
• სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და
კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე
წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
• მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე თითოეულ სადარბაზოსთან
უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს
მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე
დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით); ასევე, თითოეული
ლიფტის კაბინაში უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა (ქართულ და
ინგლისურ ენაზე), ლიფტის სწორად ექსპლუატაციის შესახებ. ასევე,
ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, ლიფტში ჩარჩენის
შემთხვევაში.
• შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის
(ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის ან/და ააიპ
„რუსთავის კორპუსი“-ს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა.
დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები:
1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია „შემსყიდველთან“ შეათანხმოს მასალების
იერსახე და ხარისხი;
2. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე
ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო
მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და
ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
3. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს
შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში
აკრედიტირებული კომპანია. (შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის
შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიის მომსახურების
ღირებულებას აანაზღაურებს შემსყიდველი);
4. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და
კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე
წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
5. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს
საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2009 წლის
24 მარტის #57 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია
შემსყიდველთან შეთანხმებით).
6. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #4-ის შესაბამისად. ამასთან,
დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და
მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება
გამოცდილების შეკრება.
7. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო
შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია
წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.