1.2.1 მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტების ტექნიკური მახასიათებლები უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1. გრძელსახელოიანი, თხელი სამუშაო ქურთუკი:
- შესაკერად გამოსაყენებელი ქსოვილი: (65% პოლიესტერი, 35% ბამბა) +/- 5%, 245 (±10)
გრ/მ²; ზედა გამაგრება Oxford-ის ქსოვილით. ელვა დაფარულია ფხრიწის
შესაკრავით, 2 ჯიბე მკერდზე შესაკრავი ფხრიწით, 2 მრავალფუნქციური
გვერდითი ჯიბე, იდაყვები და მხრები გამაგრებული Oxford-ის ქსოვილით; მკერდზე
მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე სსიპ "ბათუმის ბულვარი"-ს ლოგო;
2. სამუშაო ჟილეტი:
- სწორი სილუეტის სარჩულით. საყელოს გარეშე, სამკუთხა სტილის ყელის
ამონაჭერით; -შესაკერად გმოსაყენებელი ქსოვილი: (65% პოლიესტერი, 35% ბამბა) +/-
5%, 245 (±10) გრ/მ²;
- ზედა გამაგრება: პოლიესტერი, ელვა შესაკრავით; 2 ჯიბე მკერდზე შესაკრავი
ფხრიწით და ელვით; 2 მრავალფუნქციური გვერდითი ჯიბე; (ჯამში არანაკლებ 4
ჯიბით), მხრები გამაგრებულია Oxford-ის ქსოვილის. წყალგაუმტარი; მათბუნებელი
- სინტაპონი, არანაკლებ 100გრ/მ²; - სარჩული: - 100% პოლიესტერი;
- მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე განთავსებულია “ბათუმის
ბულვარის“-ს ლოგო
3. სამუშაო შარვალი ქალებისთვის:
- სწორი სილუეტის;
- შესაკერად გმოსაყენებელი ქსოვილი: (65% პოლიესტერი, 35% ბამბა) +/-5%, წონა 245 (±10)
გრ/მ²;
- ტანსაცმლის ზედა გამაგრება:, OXFORD-ის ქსოვილი;
- აღწერა: სამუშაო შარვალი მრავალფუნქციური ჯიბეებით; წელი
ელასტირებული (რეზინზე), წელის დახურვა ორივე მხარეს ღილაკით;
პოლიესტერი ოქსფორდის არმირებული მუხლის ნაწილები ჯიბეებით მუხლის
დამცავებისთვის. მახასიათებლები: მუხლის საფენების ჯიბეები.
4. სამუშაო შარვალი (ზფხულის):
- სწორი სილუეტის,
-შესაკერად გამოსაყენებელი ქსოვილი:დიაგონალი 100% ბამბა, წონა 245(+-10) გრ/მ².
ტანსაცმლის ზედა გამაგრება: OXFORD-ის ქსოვილით;
- 7 ფუნქციური ჯიბე; რეგულირებადი სალტით, წელის დახურვა ორივე მხარეს
ღილაკით; პოლიესტერი ოქსფორდის არმირებული მუხლის ნაწილები ჯიბეებით
მუხლის დამცავებისთვის. მახასიათებლები: მუხლის საფენების ჯიბეები.
5. სამუშაო შარვალი კაცებისთვის:
- სწორი სილუეტის,
- ქსოვილი: შესაკერად გამოსაყენებელი ქსოვილი: (65% პოლიესტერი, 35% ბამბა) +/-5%,
წონა 245 (±10) გრ/მ²;
- ტანსაცმლის ზედა გამაგრება: OXFORD-ის ქსოვილი;
- აღწერა: მამაკაცის სამუშაო შარვალი მრავალფუნქციური ჯიბეებით;
რეგულირებადი სალტით, წელის დახურვა ორივე მხარეს ღილაკით; პოლიესტერი
ოქსფორდის არმირებული მუხლის ნაწილები ჯიბეებით მუხლის
დამცავებისთვის. მახასიათებლები: მუხლის საფენების ჯიბეები.
6. შარვალ-კომბინიზონი:
- სწორი სილუეტის,
- ქსოვილი: შესაკერად გმოსაყენებელი ქსოვილი: (65% პოლიესტერი,35% ბამბა) +/-5%,
წონა 245 (±10) გრ/მ².
- ტანსაცმლის ზედა გამაგრება: OXFORD-ის ქსოვილით;
- 7 ფუნქციური ჯიბე; წელი ელასტირებული (რეზინზე), ელვა შესაკრავით. წელის
დახურვა ორივე მხარეს ღილაკით; პოლიესტერი ოქსფორდის არმირებული
მუხლის ნაწილები ჯიბეებით მუხლის დამცავებისთვის. მუხლის საფენების
ჯიბეები.
7. მოკლესახელოიანი მაისური პოლოს სტილით:
- არანაკლებ ორ ღილზე შესაკრავი პოლო მაისური.
- მასალა: 100% ბამბა, წონა არანაკლებ 185 გრ/მ²;
- მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე განთავსებულია“ბათუმის
ბულვარის“-ს ლოგო.
8. გრძელსახელოიანი მაისური პოლოს სტილით:
- არანაკლებ ორ ღილზე შესაკრავი პოლო მაისური.
- მასალა:100% ბამბა, წონა არანაკლებ 185 გრ/მ²;
- მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე განთავსებულია “ბათუმის
ბულვარი“-ს ლოგო.
9. მაისური მოკლე მკლავით:
- თავისუფალი სილუეტი.
- მკლავების და წელის ნაპირები უნდა იყოს შემოკეცილი.
- მაისურს უნდა ჰქონდეს კისერზე მომდგარი, ორმაგი ჩაკერებული
ტრიკოტაჟული ქსოვით საყელო (მრგვალი);
- ქსოვილის შემადგენლობა 100 % ბამბა, ქსოვილის წონა 155 (±10) გრ/მ²; ფერის
მედეგობა რეცხვაზე, სინათლეზე და გაოფლიანებაზე არანაკლებ 4.
- მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე განთავსებულია “ბათუმის
ბულვარი“-ს ლოგო.
10. მაისური გრძელი მკლავით:
- თავისუფალი სილუეტი.
- მკლავების და წელის ნაპირები უნდა იყოს შემოკეცილი.
- მაისურს უნდა ჰქონდეს კისერზე მომდგარი, ორმაგი ჩაკერებული
ტრიკოტაჟული ქსოვით საყელო (მრგვალი);
- ქსოვილის შემადგენლობა 100 % ბამბა, ქსოვილის წონა 155 (±10) გრ/მ²; ფერის
მედეგობა რეცხვაზე, სინათლეზე და გაოფლიანებაზე არანაკლებ 4.
- მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე განთავსებულია “ბათუმის
ბულვარი“-ს ლოგო.
11. საზღვაო მაისური:
- მრგვალად მოჭრილი საყელო, მოკლე სახელოები, 100% ბამბა; ქსოვილის წონა 155 (±10)
გრ/მ²; ფერის მედეგობა რეცხვაზე, სინათლეზე და გაოფლიანებაზე არანაკლებ
4.
- მაისურზე დატანილი უნდა იყოს შოლკოგრაფიის მეთოდით შესრულებული
შემდეგი ატრიბუტიკა: - მარცხენა მკერდის არეში ბათუმის ბულვარის ლოგო -
ზომა: დიამეტრი 6 -7 სმ;
- მაისურის ზურგის არეში განთავსებულია ლურჯი ფერის წარწერა ერთ რიგად
"ზღვა ყველასია"
12. მამაკაცის მოკლე შორტი:
- შემადგენლობა 100 % პოლიესტერი,
- სარტყელი ჩაკერებული რეზინით, ელასტიური, გაყრილი ზონარით, შიდა
სარჩულით.
- შორტი უნდა უზრუნველყოფდეს თავისუფლად მოძრაობას ცურვის დროს.
- შორტი უნდა შრებოდეს მალე და არ აკავებდეს წყალს. წინ უნდა ჰქონდეს
ჯიბეები, რომელიც უნდა იკვრებოდეს ტექნიკური შესაკრავის (ე.წ ფხრიწი)
საშუალებით.
- ფერი: ლურჯი;
- წინა მარჯვენა მხარეს შოლკოგრაფიის მეთოდით უნდა ქონდეს დატანილი
ყვითელი ფერის ბულვარის ლოგო. ზომა: დიამეტრი 5 სმ. ზომები შემსყიდველთან
შეთანხმებით.
13. დათბილული შარვალი:
- შარვალი დამუშავებულია წყალგაუმტარი ქსოვილისაგან;
- ქსოვილის შემადგენლობა: 100 % პოლიესტერი ოქსფორდის ორ შრიანი ზედაპირი.
ქვედა შრე PU პოლიურეთანი მემბრანა ქსოვილი, წყალგაუმტარი, წონა 190 (±10)
გრ/მ²;
- დათბილვა: 100% პოლიესტერი (სარჩულზე დალიანდაგებული სინტეპონი) წონა 100- 150
გრ/მ²
- შარვალი არის სწორი სილუეტის;
- წინა ნახევრებზე დამუშავებულია დახრილი კლასიკური ტიპის ჯიბე;
- შარვლის წინა და უკანა ნახევრებზე მუხლს ქვემოთ დაკერებული აქვს ერთი
4-6 სმ სიგანის ამრეკლი 2 ლენტი.
- შარვლის სათავე დამუშავებულია ქამრით და 5 საქამრით.
- გულფიკი იბნევა ელვა შესაბნევით.
- ქამარი იბნევა ერთი ღილით ერთ ღილკილოზე.
- შარვლის ბოლო შეკეცილია ორჯერ და დაგვირისტებულია 1-3 სმ სიგანის
ნაკერით.
- ჯიბის ნაკერი დამუშავებულია ორმაგად დახურული 2 ჯაჭვური გვირისტით.
- შარვალი დამუშავებულია დალიანდაგებული თბილი სარჩულით.
14. დათბილული, წყალგაუმტარი ქურთუკი:
- ელვა შესაკრავზე, ელვა დაფარულია პნაკით და იკეტება ფხრიწზე;
- წინ მიკერებული ორი ჩაჭრილი ჯიბით: განი 19-20 სმ, ჯიბის სიღრმე 19-20 სმ,
ზემოდან გადმოდებული პნაკით, პნაკი იკეტება 2 ცალი ფხრიწით;
- წინა და უკანა მხარეს წელზე და ქურთუკის დაბოლოებიდან 7-8 სმ-ში
ჰორიზონტალური ამრეკლით, სიგანით 5 სმ. წელს ზემოთ ორივე მხარეს ორი
ვერტიკალური ამრეკლით სიგანით 5 სმ;
- სახელოები წრიულად გაწყობილი ორი ამრეკლი ზოლით სიგანით 5 სმ, სახელო
მანჟეტებზე; მანჟეტები დამუშავებული რეზინით;
- თერმულად შედუღებული ნაკერებით;
- დამდგარი საყელო და საყელოზე დათბილული კაპიუშონი;
- ფერი შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
- საზედაპირე მასალა 100 %პოლიესტერი ოქსფორდის ორ შრიანი ქვედა შრე PU
პოლიურეთანი მემბრანა ქსოვილი, წყალგაუმტარი, წონა 190 (±10) გრ/მ²
- სასარჩულე ქსოვილი 100% პოლიესტერი, რომელზედაც მიკერებულია
სინთიპონი;
- კომპლექსურად სასარჩულე ქსოვილის და სინთიპონის წონა უნდა იყოს 205 (±10)
გრ/მ²
- წყალგაუმტარობა 5000 მ.მ მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე სსიპ
,,ბათუმის ბულვარის"-ს ლოგო;
15. საწვიმარი ლაბადა:
- გრძელი მკლავით, სწორი სილუეტით, ფიქსირებული ზონარიანი კაპიშონით,
სიგრძე 1,18-1,23 მ.
- საწვიმარი ლაბადა უნდა იკვრებოდეს ელვა შესაკრავით, რომელიც დაფარული
უნდა იყოს პნაკით და უნდა იკვრებოდეს ღილაკებით;
- ქარსაწინააღმდეგო ფარფლით;
- ქარგაუმტარი მანჟეტებით;
- 2 (ორი) ცალი დაკერებული ფარფლიანი ჯიბით;
- მასალა: - ზედა ფენა პოლიესტერი 100%, ქვედა ფენა დაფარული PVC-ით ან PU-ით;
წონა: 220 (±20) გრ/მ²;
- წყალგაუმტარობა არანაკლებ 5000 მმ;
- საწვიმარი ნაკერი და დახურული ნაწიბურებით - ნაკერები დამუშავებული
უნდა იყოს წებოლენტით.
- ხელებზე, წინა და უკანა მხარეს შუქამრეკლები სიგანით 3-5 სმ (დამატებით
დაზუსტდება შემსყიდველთან);
- მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე აქვს სსიპ „ბათუმის ბულვარის“
ლოგო.
16. შემდუღებლის კომბინიზონი:
- შემდუღებლის შარვალი და ხალათი დამუშავებულია ცეცხლგამძლე ბრეზენტით
100% ბამბის ბოჭკოს შემცვლელი ქსოვილით.
- ხალათის კალთები, ზედა სახელოები, საყელო, შარვლის წინა ტოტები
დუბლირებულია ამობრუნებული ტყავით, ასეთივეთი ზედა საყელო და კალთების
ჯიბეები.
- ხალათი და შარვალი იკვრება მალულად, გულფიკებზე ღილკილოებით.
- შარვლის ქამარზე დაკერებულია საქამრეები, ნაკერები მტკიცეა და უნდა
შეესაბამებოდეს სპეცტანსაცმლის ტექნოლოგიურ მოთხოვნებს.
17. დაბალყელიანი სპორტული სტილის ფეხსაცმელი:
- ფეხსაცმელი ამრეკლი ზოლებით.
- დამზადებულია სუნთქვადი ბადისებრი ქსოვილისგან, რაც უზრუნველყოფს
სიგრილეს და კომფორტს. ფეხსაცმელი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს: EN ISO
20345:2022, დაცვის კლასი: S1P FO SR. მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ
ფეხსაცმელზე შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ასევე უნდა
იძებნებოდეს მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე.
18. მამაკაცის წყლის ფეხსაცმელი:
- მალშრობადი წყლის ფეხსაცმელი, გამოიყენება როგორც წყალში, ასევე
ხმელეთზე სასიარულოდ.
- მასალა: ნეოფრენი.
- ფეხსაცმლის ძირის მასალა რეზინი.
- ფერი და ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით.
19. ზამთრის დათბილული ფეხსაცმელი (ბატინკი):
- ფეხსაცმელი დრეკადი, ტყავისგან დამზადებული, წყალგაუმტარი, უნდა
იკვრებოდეს თასმებით, - ფეხსაცმლის სიმაღლე - კოჭის ზემოთ. რბილი და
მოსახერხებელი ყელით.
- ფეხსაცმელი უნდა იყოს ანტისტატიკური დაცვით, სრიალმედეგი,
ჩხვლეტაშეუღწევადი ძირით. კომპოზიტური მასალით დაცული ცხვირით, არ
შეიცავს მეტალს. ფეხსაცმელი არის სუნთქვადი, ზედაპირი არის წყალამრიდი.
(ESD) ფეხსაცმელი შეესაბამება: EN ISO 20345:2022 + A1:20242 სტანდარტს. CLASS 1 S3S, FO, LG, SC, CI & SR.
მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ ფეხსაცმელზე შესაბამისობის
სერთიფიკატი, ფეხსაცმელის სარჩულზე უნდა ჰქონდეს იარლიყი, ქარხნულად
დატანილი უნდა ქონდეს შემდეგი მონაცემები: 1. სტანდარტი; 2. მოდელი; 3. ზომა; 4.
მწარმოებელი ან ბრენდის დასახელება; ასევე უნდა იძებნებოდეს
მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე.
20. რეზინის ჩექმა ბარძაყამდე:
- მასალა წყალგაუმტარი 100% ზედა ნაწილი დამზადებული წყალგაუმტარი,
მორეზინებული პოლივინილქლორიდის (PVC) ქსოვილისგან, ქვედა ნაწილი
ჰერმეტულად მიმაგრებული ჩექმებით ბოლოები ქამარზე სამაგრით,
- პროტექტორის სიმაღლე: ქუსლის მხარეს არანაკლებ 9 მმ; წინა მხარეს
არანაკლებ 5 მმ. ზომები შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
21. რეზინის ჩექმა:
- პოლივინილქლორიდის (PVC) ანტისტატიკური ძირი, წყალგაუმტარი ზედაპირი,
ცვეთაგამძლე ძირი.
- ზედაპირზე სრიალშემამცირებული.
- ქუსლის სიმაღლე არანაკლებ 2,00 სმ;
- ჩექმის სიმაღლე ქუსლიდან არანაკლებ 25 და არაუმეტეს 30 სმ.
22. ქუდი-კეპი:
- ქსოვილის შემადგენლობა 100% ბამბა.
- არანაკლებ 6 ნაჭრიანი, რომელსაც გააჩნია ნაკერში ჩაყოლებული ორი
შუქამრეკლი ზოლი. საჰაერო არანაკლებ 4 ნასვრეტი, რომელიც დამუშავებული
უნდა იყოს შუქამრეკლი ძაფით.
- უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს ტექნიკური შესაკრავი და შუქამრეკლი
ლენტი.
- ასევე, კეპის წინა მხარეს უნდა ჰქონდეს შუქამრეკლი ზოლი.
- წინა მხარეს DTF მეთოდით დატანებული თეთრი ფერის 6 სმ. დიამეტრის ლოგო.
23. ქუდი-კეპი შშმ სანაპიროს ინსტრუქტორებისთვის:
- დამზადებული უნდა იყოს ყვითელი ფერის ქსოვილისაგან: ქსოვილის (65%
პოლიესტერი, 35% ბამბა) +/-5%, დამუშავებული და შეღებილი ინდატრენის მეთოდით.
პლასტმასის წინაფრა, დაფარული უნდა იყოს საზედაპირე ქსოვილით;
- ქუდს უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს მოსაშვებ - მოსაჭიმი რეგულატორი
ტექნიკურ შესაკრავზე;
- კეპს წინა მხარეს ამოქარგული უნდა ჰქონდეს ლურჯი ფერის 6 სმ დიამეტრის
ლოგო.
24. დათბილული ქუდი კეპის სტილში:
- 100%-იანი პოლიესტერის წყალგაუმტარი ქსოვილი, შიგნიდან მათბუნებელი,
მარეგულირებელი თასმით მეტალზე და შიგნით კეცვადი ყურებით.
- წინა მხარეს DTF მეთოდით დატანებული თეთრი ფერის 6 სმ. დიამეტრის ლოგო.
25. შემდუღებლის სახის დამცავი ფარ-ჩაფხუტი:
- შემდუღებლის თვითმუქებადი (ქამელეონი) ნიღაბი ცვლადი შესაკრავით და
ფიქსირებული გამჭვირვალე შუშით.
26. აირწინაღი:
– წამლობისთვის, ერთჯერადი კლაპნით.
27. პლასტმასის დამცავი სათვალე:
- წამლობისთვის.
28. სამუხლე:
- რბილი წინ კაუჩუკის სტილის შესაკრავი რეზინებით.
29. სამუშაო ხელთათმანი:
- მრავალჯერადი გამოყენების, ხუთთითა, რეზინის მანჟეტით;
- ხელთათმანი მტევნის გულის მხრიდან მაჯამდე მთლიანად დაფარულია
ნიტრილით; ზომები 8 დან 12-ან შესაბამისი სხვა სტანდარტი, შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად; ხელთათმანი უნდა შეესაბამებოდეს EN ISO 21420, EN388
სტანდარტს (აღნიშნული სტანდარტის მახასიათებელი და (მწარმოებლის
სახელი ან ბრენდი)- ასევე მოდელი დატანილი უნდა იყოს ხელთათმანზე) 1 (ერთი)
წყვილის წონა: არანაკლებ 43 გრამი.
30. წყლის სამაშველო ჟილეტი:
- მასალა ნეოფრენი და პოლიესტერი. წინა რეგულირებადი ბალთით.
- ფერი: შავი ყვითელი დეტალებით გაწყობილი.
31. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:
1. ქსოვილი, ლოგო, წარწერები, ფერი, დიზაინი საბოლოოდ შეათანხმოს
შემსყიდველთან;
2. ტექნიკურ დავალებაში წარმოდგენილი ესკიზები მოცემულია ზოგადი
წარმოდგენის შესაქმნელად და ყველა შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი
უნდა იყოს მსგავსი წარმოდგენილი ესკიზების;
3. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
ნიმუშების შესაბამისად ზომების აღება უნდა განახორციელოს
ინდივიდუალურად, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს
შემდგომში მოსაწოდებელი საქონელი სახელი გვარის მითითებით შეფუთულ
მდგომარეობაში;
4. ტანსაცმელი უნდა შეიკეროს მყარი ნაკერითა და ძაფით, დამუშავებული
ბოლოებით.
შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ესკიზები და ესკიზი ფერები იხ.
დანართი N1