Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #61624384)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tkibuli Municipality
Номер конкурса: 61624384
Дата публикации: 17-02-2025
Сумма контракта: 55 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250003239
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.02.2025 11:07
Начало приема предложения 25.02.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 28.02.2025 15:30
Предполагаемая цена закупки 55`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71323100 - Услуги по проектированию систем электроэнергии
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე
Дополнительная информация
კურორტ ცხრაჯვარის ელექტრომომარაგების ქსელის მოწყობის დეტალური საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
Количество и объём закупок მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 550 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nikolozi kobakhidze :: 05.07.2024 13:25
  • Последнее исправление: jondo kasrashvili :: 17.02.2025 11:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=583614&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

კურორტ ცხრაჯვარის (საკადასტრო კოდი 39.03.41.035) ელექტრომომარაგების ქსელის მოწყობის დეტალური საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მომსახურების აღწერა
• საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით, ასევე ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
• ელექტროტექნიკური მოწყობილობები შერჩეული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტებისა და ნორმატივების მიხედვით.
• კონსტრუქციული, საინჟინრო და სხვა ტიპის გადაწყვეტილებები ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ გათვალისწინებული და შესაბამისობაში იყოს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. უზრუნველყოფილი იყოს ნახაზებსა და სპეციფიკაციებს შორის თავსებადობა, ასევე მასალათა ნუსხის შესაბამისობა სპეციფიკაციებთან და ნახაზებთან.
• პროექტი ასევე უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო შეთანხმებებს როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურებთან და საინჟინრო კომუნიკაციების მფლობელებთან.
• მიმწოდებელმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესრულებისას უნდა გაატაროს ოპტიმიზაციის ღონისძიებები და ხარჯების/ღირებულებების კვლევა. ეს ღონისძიებები მოიცავენ ალტერნატიული მასალების და გადაწყვეტების გამოკვლევას/შესწავლას, ასევე საპროექტო ობიექტზე არსებული მასალა მოწყობილობების კვლავ გამოყენების შესაძლებლობას.
• საპროექტო დოკუმენტცია შეთანხმებული უნდა იყოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას’’ შესაბამის სამსახურებთან.
• საპროექტო დოკუმენტაციას უნდა ჩაუტარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა.

2. გასაწევი ღონისძიებების ჩამონთვალი, გასაწევი მომსახურების თანმიმდევრობა
• მიმწოდებელმა პირველ ეტაპზე უნდა შეასრულოს საძიებო-კვლევითი სამუშაოები: არსებული ეგხ-ის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლა, ტრასების ტოპოგადაღება და აზომვითი ნახაზები (საჭიროების შემთხვევში), მშენებლობის ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა;
• პირველ ეტაპზე შესრულებული შესწავლის და საძიებო სამუშაოების საფუძველზე უნდა დამუშავდეს ელგადამცემი ხაზის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის/მშენებლობის დეტალური პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს (მაგრამ, შეიძლება არ შემოიფარგლოს): განმარტებით ბარათს, გრაფიკულ ნაწილს, ხარჯთაღრიცხვებს (რესურსული და გამსხვილებული ვერსიები), ტექნიკურ სპეციფიკაციებს სამშენებლო სამუშაოების ტენდერისათვის.

3. საპროექტო-სხარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1. განმარტებითი ბარათი: პროექტის განმარტებით ბარათში აღწერილი უნდა იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საპროექტო გადაწყვეტილებები, სათანადო დასაბუთებით და ანგარიშებით, ტექნიკურ-ეკონომიური მაჩვენებლები, სარელეო დაცვა, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები და შრომის დაცვა, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.
2. მოცემული უნდა იყოს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოთა ჩამონათვალი, მოცულობები და მშენებლობის ორგანიზაციის რეკომენდაციები, საორიენტაციო კალენდარული გრაფიკი, საჭირო მანქანა-მექანიზმები, გარემოსდაცვითი ნაწილი. მითითებული უნდა იყოს გამოყენებული სამშენებლო ნორმები, წესები და გაანგარიშების მეთოდები. განსაზღვრული უნდა იყოს შენობა-ნაგებობების კლასი (,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად).
3. გეგმები ექსპლიკაციებით და ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემებით;
4. სამუშაო ნახაზები (გეგმები, პროფილები, ჭრილები, დეტალები, კვანძები და სპეციფიკაციები;
5. კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები (სქემები, დეტალები, კვანძები, სპეციფიკაციები;
6. პროექტით გათვალისწინებული ყველა ტექნოლოგიური და ელექტრო მოწყობილობა-დანადგარის საპროექტო მახასიათებლები. მოცემული უნდა იყოს ყველა სისტემის საპროექტო დატვირთვები სათანადო ნორმატივების მითითებით.
7. სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი საჭირო მანქანა-დანადგარების ჩამონათვალით, სამუშაოების ჩატარების კალენდარული და სავარაუდო ფინანსური გრაფიკით;
8. ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობების უწყისები და ხარჯთაღრიცხვები - რესურსული და გამსხვილებული ვერსიები;
9. სატენდერო დოკუმენტაციის დეტალური და ზოგადი სპეციფიკაციები;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია:
1. ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, წარუდგინოს შემსყიდველს საველე-საძიებო სამუშაოს შედეგები და შესასრულებელი სამუშაოების წინასწარი ჩამონათვალი,
2. ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმებული დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ საექსპერტო დასკვნა.
3. დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება საექსპერტო დაწესებულების ან ექსპერტის მიერ დადებითი დასკვნის საფუძველზე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მოსახურების ყველა ეტაპის ანგარიში წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი სახით.
2. საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სატენდერო მასალებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც ელექტრონულ ფორმატში (MS Word და Excel ფორმატში, გრაფიკული ნაწილი - AutoCAD ფორმატში. სატენდეროდ აუცილებელია, ასევე, ნახაზების წარმოდგენა PDF ფორმატში. კომპაქტური დისკებით (CD ან DVD) სახით.), ასევე ბეჭდური ვერსიით მყარი ასლების (A4 და A3 ფორმატში) სახით 2 (ორი) ეგზემპლარად ალბომის სახით.
3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეთანხმების დოკუმენტები და ექსპერტზის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე (უცხო ენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში, უცხო ენოვან დოკუმენტს უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი) 1 (ერთი) ეგზემპლარად.
4. მომსახურების ეტაპის ანგარიში, საბოლოო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შეთანხმების დოკუმენტები და ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილ უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. ტყიბული, კ.ლომაძის მოედანი N3

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, მიწოდებული უნდა ქონდეს ანალოგიური სახის - როგორც 5 კმ სიგრძის (ჯამურად) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების, ასევე არანაკლებ 1 (ერთი) ქვესადგურის მშენებლობის ან რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
2. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ანალოგიური სახის მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლის თანახმადაც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში, როგორც 10 კმ სიგრძის (ჯამურად) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ასევე არანაკლებ 1 (ერთი) ქვესადგურის მშენებლობის ან რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიწოდება.
3. გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:
• გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• ელექტრო ინჟინერი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 2 სპეციალისტი
• სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• სპეციალისტი - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
2. თითოეულ ძირითად სპეციალისტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სპეციალისტის ბიოგრაფიული მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართით N4 გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ძირითადი სპეციალისტი მიერ.
დ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება რომლის მოქმედების ვადაც არ უნდა იყოს ნაკლები 2024 წლის 31 დეკემბრისა.
3. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს მუნიციპალიტეტს.
4. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით.
5. ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N4-ის შესაბამისად

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) ფასების ცხრილი - იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, მისი დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან.
ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.
გ) ინფორმაცია იმ ძირითადი სპეციალისტების შესახებ, რომლების ჩართული იქნებიან მომსახურების მიწოდების დროს. ძირითადი სპეციალისტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტში;
2. ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო წინადადების ფასის დაანგარიშებისას დადგენილი მოთხოვნები მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმეტაციის 1.3. პუნქტში;
3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას სხვაენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

(1) ყოველ კონკრეტულ ობიექტზე საპროექტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება, მიმწოდებლის მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული დასრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების იმ პროცენტის ოდენობით რომელიც მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იქნება განსაზღვრული.
(2) მიმწოდებლისთვის პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე გადაცემული დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული,განსახორციელებელი სამუშაოების საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე, რომლის საფუძველზეც შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ.
(3) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ყოველ კონკრეტულ ობიექტზე დაკავებული იქნება ასანაზღაურებელი თანხის 10%, რომლის დაბრუნებაც განხორციელდება დაპროექტებული ობიექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულების (შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) შემდგომ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.
(4) მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის საფუძველზე. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტია მოქმედი უნდა იყოს 2025 წლის 1 თებერვლამდე.
(5) იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას, მიღება-ჩაბარების აქტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

შორენა გოგილიძე, 595474377, gogilidzeshorena@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით განხორციელდება შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.
3. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი განმარტების გაკეთება განხორციედება გონივრულ ვადაში.
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს ფასების ცხრილი PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
6. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. ფასების ცხრილის (ხარჯთაღრიცხვა) დამოწმებული/დადასტურებული კვალიფიციური ხელმოწერის/კვალიფიციური შტამპის გარეშე წარმოდგენა დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru