• პრეამბულა ( მესტიის მუნიციპალიტეტში, ლატალის თემის სოფელ ლეშგვანში
მდებარე ფარჯიანის კოშკის კონსერვაცია)
ფარჯიანის კოშკი მდებარეობს იენაშის ადმინისტრაციულ ერთეულში,
ლატალის თემის სოფელ ლეშგვანის ცენტრში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე.
სოფელი მაღლიდან დაჰყურებს ლატალს და მისი ლანდშაფტის განუყოფელი
ნაწილია. სოფელში რამოდენიმე კომპლექსია ნანგრევების სახით
წარმოდგენილი.
ფარჯიანის კოშკი მოქცეულია სამი მხრიდან სხვადასხვა დანიშნულების
ნაგებას შორის. კოშკის სამხრეთის მხრიდან მიდგმულია ოდესღაც სვანური
მაჩუბი, ამჟამად გადაკეთებული საცხოვრებელ სახლად, აღმოსავლეთით
მიდგმულია სახლის ერთსართულიანი მინაშენი, დასავლეთის მხრიდან, ასევე
ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სვანური მაჩუბი. კოშკის ძირს ყრუ
სართულები წარმოადგენს მიწის დონიდან 7.0 მეტრზე. ამ ნიშნულიდან,
სამხრეთის მხარეს, საცხოვრებელი სახლის სხვენიდან ვხვდებით კოშკის
შემორჩენილ სართულში, რომელსაც გააჩნია ქვის კამარული გადახურვა
ნორმალურ მდგომარეობაში, შენარჩუნებულია კამარის გადახურვის ხის
კონსტრუციების (დირეების) ბუდეები. შემდგომი სართულის მხოლოდ
დასაწყისი გამოქარული კედლებია 40-120 სანტიმეტრზე შემორჩენილი, რასაც
ეყრდნობა დაზიანებული დროებითი გადახურვა. კოშკი მიწიდან 10,90 მეტრის
სიმაღლეზეა შენარჩუნებული. კედლების უმეტესობა მდგრადია არ გვხვდება
გამჭოლი ბზარები, თუმცა საპირე წყობებს სამხრეთის ფასადებზე გააჩნია
უმნიშვნელო ბზარები. კოშკის კედლები მიწიდან 8.0-9.0 მეტრის ნიშნულამდე
დიდი ზომის ფლეთილი ქვის წყობითაა ნაგები კირდუღაბის ხსნარით, შემდეგ
კედლები შედარებით მომცრო ზომის რიყის ქვითაა ნაშენი. კედლებზე
სეგმენტურად შემორჩენილია კირდუღაბის ნალესობა. წარმოდგენილი
პროექტი მოიცავს კოშკის რეაბილიტაციას.
პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები
• სახურავის მოხსნა;
• გამოქარული ქვის წყობის მოხსნა გადაწყობა;
• ბზარების ინექცირება;
• კედლის ამოყვანა ფლეთილი ქვის წყობით რთულ ხსნარზე;
• სართულშუა გადახურვის მოწყობა;
• სახურავის მოწყობა ყავარით;
• კარის მონტაჟი;
• ქვისშორისების გამოლესვა კირის ხსნარით;
• სამშენებლო ტერიტორიის დასუფთავება/ნარჩენების გატანა.
პრეამბულა (მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლახუშდის ლატალის თემში
მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ასუმბანის კოშკის
რეაბილიტაცია)
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე კოშკი /ძეგლთა ნუსხაში
- დავით ასუმბანის კოშკი (N3)/ მდებარეობს ლატალის თემის სოფელ ლახუშდის
ცენტრში, ზღვის დონიდან 1350 მეტრზე, მდინარე მულხურას და ენგურს შორის.
ოთხივე მხრიდან კოშკი მოქცეულია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს
შორის: კოშკის დასავლეთით და სამხრეთით მიდგმულია საცხოვრებელ სახლად
გადაკეთებული მაჩუბი, აღმოსავლეთით - სახლის ერთსართულიანი მინაშენი,
ჩრდილოეთით - მეზობლის სამეურნეო ნაგებობა. კოშკის ძირს ყრუ სართულები
წარმოადგენს, მიწის დონიდან 7.0 მეტრზე. ამ ნიშნულიდან, სამხრეთის მხრიდან
საცხოვრებელი სახლის სხვენიდან ვხვდებით კოშკის შემორჩენილ სართულში,
რომელსაც გააჩნია ქვის კამარული გადახურვა სეგმენტური ჩამოშლით.
შენარჩუნებულია კამარის გადახურვის ხის კონსტრუციების (დირეების)
ბუდეები. შემდგომი სართულის მხოლოდ დასაწყისი გამოქარული კედლებია 0.40-1.20
მეტრზე შემორჩენილი, რასაც ეყრდნობა დაზიანებული დროებითი გადახურვა.
კოშკი მიწიდან 11,70 მეტრის სიმაღლეზეა შენარჩუნებული. კედლების
უმეტესობა მდგრადია, თუმცა, სამხრეთის ფასადის საპირე წყობას ბზარები
გააჩნია. კოშკის კედლები, მიწიდან 8.0-9.0 მეტრის ნიშნულამდე, დიდი ზომის
ფლეთილი ქვის წყობითაა ნაგები კირდუღაბის ხსნარით, შემდეგ კედლები
შედარებით მომცრო ზომის რიყის ქვითაა ნაშენი. კედლებზე ფრაგმენტულად
შემორჩენილია კირდუღაბის ნალესობა.
დღეის მდგომარეობით ძეგლზე ჩასატარებელია სარეაბილიტაციო
სამუშაოები, რისთვისაც შედგენილი იქნა შესაბამისი პროექტი.
• პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები
• სახურავის მოხსნა;
• კედლების გადაწყობა;
• ბზარების ინექტირება;
• კედლის ამოყვანა ფლეთილი ქვის წყობით რთულ ხსნარზე;
• სართულშუა გადახურვის მოწყობა;
• სახურავის მოწყობა ყავარით;
• კარის მოწყობა;
• ქვისშორისების გამოლესვა კირის ხსნარით;
• სამშენებლო ტერიტორიის დასუფთავება/ ნარჩენების გატანა.
პრეამბულა (მესტიის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
ლანჩვალის უბანში მდებარე რატიანის კოშკის გადახურვა)
რატიანის საგვრეულო კოშკი მდებარეობს მესტიის მუნიციპლიტეტში,
ლანჩვალის უბანში. ლანჩვალის უბნის განაშენიანება საყურადღებო
არქიტექტურულ სიძველეს წარმოადგენს, რომელსაც კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გააჩნია. სოფლის მჭიდროდ
განაშენიანებულ უბანში მოქცეულია შუა საუკუნეების ნაგებობები.
გვიანდელი ჩარევებისა და ახლადგაჩენილი მოცულობების მიუხედავად, ეს
ნაგებობები ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს ქმნის, რომლის მთავარ
ვერტიკალურ დომინანტს, კოშკები წარმოადგენს.
რატიანის კოშკი (ძეგლთა ნუსხაში - ალექსანდრე რატიანის კოშკი №5) სოფელ
ლანჩვალის შედარებით ხალვათ განაშენიანებულ ნაწილში მდებარეობს. იგი
კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. კოშკი ოთხსართულიანი, კვადრატული
ფორმის, მასიური პროპორციების მქონეა. ნაგებია ყორე ქვით, კირ-დუღაბის
ხსნარზე და შელესილია კირით. კოშკის შვეული კედლები სიმაღლის ზრდასთან
ერთად, უმნიშვნელოდ ვიწროვდება და ორფერდა ყავარის დაზიანებული
საბურავით სრულდება. იგი შემკულია ტრადიციული ქუდი-გვირგვინით,
რომელიც სამ-სამად შეწყვილებულ თაღოვან ერთიან მხატვრულ-არქიტექტურულ
კომპოზიციას ქმნის.
სვანური საერო არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ნიშნები გვხვდება
კოშკის ფასადების გადაწყვეტაში, რომელიც ფასადების მინიმალისტურ
დანაწევრებას გულისხმობს. მხოლოდ სამხრეთ ფასადზე, სიმეტრიის ღერძზე
გაჭრილი კარ-სარკმლის თაღოვანი ღიობებით შემოიფარგლება. ცენტრალური
შესასვლელი ჩვეულებისამებრ, მეორე სართულზეა მოწყობილი თაღოვანი
კარის სახით, რომლის ძირში იკითხება შემორჩენილი ხის მორი, რომელიც
თავის დროზე კოშკზე მიდგმული კიბის, ან მცირე აივნის იატაკს ამაგრებდა.
შესასვლელი კარის ღიობი დაზიანებულია. ყავარი აყრილია, რის გამო კოშკში
წყალი ჩაედინება. მეორე სართულის დონეზე გაჭრილი ღიობი უხეშადაა
გამონგრეული, კოშკის საფასადო ნალესობა ალაგ-ალაგ დაზიანებულია.
რატიანის კოშკი მხატვრული ღირებულების მატარებელი ძეგლია, რომლის
დაცვა-შენარჩუნება დაბა მესტიისა და საკუთრივ, ლანჩვალის თემის
უნიკალური არქიტექტურული მემკვიდრეობისათვის მეტად მნიშვნელოვანია.
დღეის მდგომარეობით აღნიშნულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე
ჩასატარებელია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც შედგენილი იქნა
რეაბილიტაციის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია შემდეგი
სამუშაოები:
• კოშკის სართულშუა და სახურავის გადახურვის ხის კონსტრუქციების
მოწყობა;
• სახურავზე დიფუზორული მემბრანის მოწყობა;
• სახურავის ბურულის მოწყობა ყავარით;
• კოშკის კედლის ნაწილის ამოყვანა კირდურაბის რთული ხსნარით;
საერთო მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის
ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს
ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან
პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია
პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული
ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი
დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე გადახვევა, ან მასში
ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან.
სამუშაოები განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობით.
სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი
და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან
სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს
მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე
სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს
ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია
გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც
შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების
ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური
და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
სრულყოფილი ტექნიკური დავალება და პროექტები იხილეთ მიმაგრებულ
ფაილებში.