Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #61209831)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Non-profit "The Service Agency of the Ministry of Internal Affairs of Georgia"
Номер конкурса: 61209831
Дата публикации: 01-02-2025
Сумма контракта: 4 279 875


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250002006
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.01.2025 17:07
Начало приема предложения 27.02.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 04.03.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 4`279`875.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ავტოსატრანსპორტო საშუალებები

Procurement object: Motor vehicles
Procurement type: Electronic Tender without Reverse Auction (NAT)
Procuring entities: LEPL Service Agency of Ministry of Internal Affairs of Georgia
Tender announcement date: 31.01.2025
Bids accepted from: 27.02.2025
Deadline for bid submission: 04.03.2025
Financing: 2025 Funds (year)
Estimated value of procurement: 4279875.00 GEL
Bid should be submitted including VAT
Classifier (CPV) code and specific procurement object
34100000 - Motor vehicles
Amount or Volume of Procurements: 60 (Sixty) cars
Supply Period: within 180 calendar Days after signing the contract
Bid reduction step: 17120.00 GEL
Guarantee amount: 42`799 GEL
Guarantee validity period: 160 day
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 17`120.00 GEL
Размер гарантии 42`799 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi epitashvili :: 18.11.2024 14:46
  • Последнее исправление: giorgi epitashvili :: 31.01.2025 17:09
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=602444&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მისაღები ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ავტომანქანის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლები.

1.2.2. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

1.2.3. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N1-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის და ავტომანქანის სერვისის/ნაწილისა ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)აში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 000 კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების და ავტომობილისა ფასის ერთობლიობით.

1.2.4 - ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ფლობის ზღვრული ღირებულებები:
1.2.4.1 შემოთავაზებული მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 63 630.00 ლარს, ხოლო ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულების ჯამი (ავტომანქანის სერვისის/ნაწილის ხარჯის ჯამი (გარდა საწვავის ხარჯისა)) არ უნდა აღემატებოდეს 11 812.00 ლარს;
1.2.4.2 შემოთავაზებული ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავთოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 55 125.00 ლარს, ხოლო ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულების ჯამი (ავტომანქანის სერვისის/ნაწილის ხარჯის ჯამი (გარდა საწვავის ხარჯისა)) არ უნდა აღემატებოდეს 11 812.00 ლარს;

1.2.5. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილის ღირებულება, ასევე 150 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც (გარდა საწვავის ხარჯისა).

1.2.6. პრეტენდენტმა თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება დანართ N1-ში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N1-ში დაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი - ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი კომპანიის მიერ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ გასაწევი გეგმიური სერვის მომსახურების პირობების შესახებ.

1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ N1-ით განსაზღვრულ ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტად/ებად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი).

შენიშვნა: წინამდებარე ტენდერის ფარგლებში თავდაპირველ ეტაპზე გაფორმდება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება - დანართი №1-ის ცხრილი №1-ში დაფიქსრებული საბოლოო ფასის შესაბამისად, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მიწოდების შემდგომ მიმწოდებელთან გაფორდება ხელშეკრულება გეგმიური სერვის-მომსახურების შესყიდვაზე (დანართი №1-ის ცხრილი №2-ში გეგმიური ფლობის ღირებულების შემადგენელი კომონენტების გათვალისწინებით) - დანართი №1-ის ცხრილი №2-ში დაფიქსრებული პირობებისა და ტექ-მომსახურების გაწევის ტარიფების შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღე

1.4.2 საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება განახორციელოს ქ.რუსთავში (სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო).

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.5.3. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ 8 (რვა) ქალაქში (ქ. თბილისი, ქ. თელავი, ქ. გორი, ქ. ახალციხე ქ. ქუთაისი, ქ. ოზურგეთი, ქ. ზუგდიდი. ქ. ბათუმი), ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური), მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქ. თბილისში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.5.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული სერვის ცენტრების შესახებ: მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1 საგარანტიო და ტექნიკური მხარდაჭერის პირობები:

1.7.1.1. შესყიდვის ობიექტის მინიმალური საგარანტიო პირობები მოცემულია თანდართულ ფაილში დანართი N2-ის შესაბამისად. აღნიშნულ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება. სატრანსპორტო საშუალებაზე საგარანტიო ვადა განისაზღვროს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან არანაკლებ 4 (ოთხი) წელი გარბენის შეზღუდვის გარეშე. გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა საცხებ-საპოხი მასალისა (მათ შორის ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი).

1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან, სავალი ნაწილების შემთხვევაში არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, ელექტრო სისტემასთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოები არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, აგრეგატულ ნაწილებზე არაუმეტეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა განახორციელოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში.

1.7.1.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი არა მეორადი, ექსპლუატაციაში არმყოფი. უნდა იყოს წარმოებული ან რეკომენდირებული შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი კომპანიის მიერ.

1.7.1.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი N1-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება) ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), რომელთა შეკეთება შეუძლებელია, მიმწოდებელი ვალდებულია ძირითადი აგრეგატი (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი) შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

1.7.1.6 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, რიგგარეშე.

1.7.1.7 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასა და შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე (ახალი, არამეორადი) გარანტია უნდა ვრცელდებოდეს ხელშეკრულებაში განსაზღვრული მითითებული ვადებით და პირობებით (საგარანტიო ცხრილი დანართი N2);

1.7.1.8 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ავტომობილის ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. შემდგომი ვადების გათვალისწინებით, სავალი ნაწილების შემთხვევაში არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღეში, ელექტრო სისტემასთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოები არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღეში, აგრეგატულ ნაწილებზე არაუმეტეს 20 (ოცი) სამუშაო დღეში, ხოლო დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა განახორციელოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეში.

1.7.1.9 ავტომობილზე გადამბულობის კომპლექტის დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უსასყიდლოდ უნდა უზრუნველყოს ყოველი 1 (ერთი) თვის განმავლობაში 5 (ხუთი) ერთეული გადაბმულობის კომპლექტის (გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი) შეცვლა ახლით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში. აღნიშნული პირობა ვრცელდება ავტომობილზე, სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.7.1.10 ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის დადგომის შემთხვევაში, შემსყიდველის მოთხოვნით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება გადამზიდით (ევაკუატორი), იმ სერვის ცენტრამდე (მათ შორის ნებისმიერი რეგიონიდან ქ. თბილისის სერვის ცენტრში), რომელშიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას გაეწევა ტექნიკური მომსახურება. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მომსახურებების შემთხვევაში გადაზიდვა (ევაკუატორით) უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ, შეუზღუდავი რაოდენობით, ხოლო არასაგარანტიო შემთხვევების დროს გადაზიდვა (ევაკუატორით) უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ, ყოველი 1 (ერთი) თვის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების არაუმეტეს 5 (ხუთი) გადაზიდვა.

1.7.1.11 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისათვის (სასწავლო) ადაპტირებული დამატებითი აღჭურვილობის (რომელიც შედგება პარალელური სატერფულებით-შეჭიდების გამთიშველი, სამუხრუჭე, აქსელატორი) ტექნიკური მომსახურება შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

მიმწოდებელთან კომუნიკაცია მოხდება სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N1-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის/ბრენდის და ავტომანქანის მარკა/მოდელის შესახებ.

2.1.1.2. პრეტენდენტის მიერ დანართი N1-ის განუფასებლად წარმოდგენა ან მასში 2.1.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხნის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებულისერვის ცენტრი ქ. თბილისში.

ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე.ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ავტომანქანის მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ან ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
2.7.1.2. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლებით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი "ქრაშ ტესტი"-ს (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი)ან JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი)) შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
2.7.1.3 პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტომანქანის მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ან ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის მიერ დანართი №1-ში მითითებული ავტომანქანის მახასიათებლები (გარდა დამატებითი აღჭურვილობისა).
2.7.1.4. პარალელური სატერფულების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან უნდა დადასტურდეს სახელმწიფო ორგანოს მიერ აკრედიტირებული პირის გაცემული დოკუმენტაციით, რომელშიც ასახული იქნება, რომ სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება განხორციელებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის N36 დადგენილების (ტექნიკური რეგლამენტის ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები’’-ს) წესების საფუძველზე და მისი ტექნიკური მდგომარეობა შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს (მომწოდებელმა აღნიშნული დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მოწოდების დროს)

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო "ფასების ცხრილში" (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 40 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ავტომობილების მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმწებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მოწოდების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1.3 დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორებით;

მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება.

ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, სასაქონლო ზედნადებისა და შესაბამისი ღირებულების დღგ-ს გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, სასაქონლო ზედნადებისა და შესაბამისი ღირებულების დღგ-ს გადასახადის ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლიზა ფალავანდიშვილი, 599960301, Liza.Palavandishvili@sa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოსწარმოდგენილი PDF ფაილის ფორმატში და მათზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონულიხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტანმპით (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 4.1.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტებისა). ტექნიკური დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიალურადდამოწმებული შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანები. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საერთო დაერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯებისა და გადასახადებისგათვალისწინებით (მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru