Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ресторан и подача блюд (Грузия - Тендер #61209782)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 61209782
Дата публикации: 01-02-2025
Сумма контракта: 63 367


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250002050
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.01.2025 20:21
Начало приема предложения 08.02.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.02.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 63`367.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55300000-Ресторан и подача блюд
Коды классификатора
  • 55320000 - Доставка готовой еды
Срок подачи ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2025 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, მოთხოვნის შესაბამისად
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმნეტაცია
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 634 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan gelashvili :: 30.01.2025 09:09
  • Последнее исправление: ketevan gelashvili :: 31.01.2025 20:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=616265&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტოს” მიერ "ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში ჩასატარებელი შეხვედრების, ღონისძიებებისა და ტრენინგების მონაწილეთათვის კვების მომსახურების შესყიდვა (ფურშეტი ადგილზე მიტანით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ფურშეტით/კვებითი მომსახურების დროს აუცილებელია, დაცული იქნეს შემდეგი პირობები:
1. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიწოდების ადგილზე (ფურშეტის ადგილზე) მიმწოდებელმა შემსყიდველს კვებითი მომსახურება უნდა გაუწიოს შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის დახმარებით.
2. მომსახურე პერსონალი უნდა იყოს შესაბამისი უნიფორმით და ვიზუალურად მოწესრიგებული, სამუშაო მდგომარეობისათვის შესაბამისი, მათ ასევე დროულად უნდა მოახდინონ ნარჩენებისა და გამოყენებული ჭურჭლის ალაგება, რაიმე სახის დაზიანების აღმოფხვრა, მაგიდის გადაწმენდა და განახლება. მომსახურე პერსონალის მოცდის დრო განისაზღვრება შემსყიდველთან შეთანხმებით.
3. მისაწოდებელი კერძები უნდა მომზადდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. კერძები უნდა მომზადდეს ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით. კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი. მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა დაიცვას საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტები - „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესი“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესი“; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 01 ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“; საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის N533 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“; საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი“ და სურსათის უვნებლობის მიმართულებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იძენს უფლებამოსილებას დასვას მიმწოდებლის პასუხისმგებლობის საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო წესით.
4. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი უზრუნველყოს: ჭურჭლით, ხელსახოცებით, მაგიდის გადასაფარებლებით. ჭურჭელი უნდა იყოს ერთნაირი, ხარვეზის გარეშე, შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით მრავალჯერადი ან ერთჯერადი მოხმარების: დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ჭურჭლის ან სხვა მიზეზით არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში არსებული ჭურჭლის გამოყენება; ერთჯერადი ჭურჭლით მომსახურებისას (თეფში, ჭიქა, კოვზი, ჩანგალი, დანა) გამოყენებული უნდა იყოს მყარი ფაქტურის (მუყაო, პლასტიკი) ნივთები.
5. კერძების და სუფრის გაფორმება უნდა განხორციელდეს თანამედროვე და დახვეწილი სტილით, შემსყიდველთან შეთანხმებით;
6. საკვების მიწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი თერმული კონტეინერებით. დაუშვებელია პოლიეთილენის პარკებით და სხვა არასათანადო საშუალებების გამოყენებით პროდუქციის მიწოდება.
7. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ღონისძიების ადგილამდე ჰიგიენური და ტემპერატურული ნორმების დაცვით. დაუშვებელია კერძების ტრანსპორტირება ისეთი საბარგულების მეშვეობით, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა ხელსაწყოები, საცხებ/საპოხი საშუალებები, საწვავი და ნებისმიერი სხვა რამ, რაც მიუღებელია საკვებთან ერთად ტრანსპორტირებისათვის.
8. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, გადაამოწმოს ჰიგიენის ნორმების დაცვა, როგორც საკვები პროდუქტების მომზადების ადგილზე, ასევე ტრანსპორტირების დროს.
9. საკვების მიწოდებისა და საკვების მოხმარების შემდეგ, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მიწოდების ადგილის დასუფთავება და ნარჩენების გატანა.
10. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს თბილისში ან თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებიდან არაუმეტეს 30კმ. რადიუსით დაშორებულ ქალაქებში/დასახლებულ პუნქტებში. მიმწოდებელს კვებითი მომსახურების გაწევის ადგილი, დრო, მონაწილეთა რაოდენობა და კონკრეტული მოსაწოდებელი მენიუ ეცნობება მომსახურების გაწევამდე 5 (ხუთი) დღით ადრე.
11. შემსყიდველი უფლებამოსილია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეარჩიოს განსხვავებული მენიუ, კერძების ერთეულის შემოთავაზებული ღირებულების მიხედვით.
12. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2025 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობები არ აითვისოს სრულად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

კვებითი მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2025 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 კვებითი მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს თბილისში ან თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებიდან არაუმეტეს 30კმ. რადიუსით დაშორებულ ქალაქებში/დასახლებულ პუნქტებში.

1.5.2 მიმწოდებელს კვებითი მომსახურების გაწევის ადგილი, დრო, მონაწილეთა რაოდენობა და კონკრეტული მოსაწოდებელი მენიუ ეცნობება მომსახურების გაწევამდე 5 (ხუთი) დღით ადრე.

1.5.3 საკვების მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ხარჯებით (მომსახურე პერსონალი, ტრანსპორტირება, შენობის შესაბამის სართულზე ატანა და სხვ.)

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2023 და 2024 წლებში, თითოეულ წელს ცალ-ცალკე, უნდა ჰქონდეს ერთჯერადად არანაკლებ 6000 ლარის ღირებულების ფურშეტის მომსახურების გაწევის გამოცდილება (ერთი მიწოდების ფარგლებში).
2.2.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი რითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილება).
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად).
2.2.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული ანალოგიური მომსახურების ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1.იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
2.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ანგარიშ-ფაქტურის (არსებობის შემთხვევაში), მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ინსპექტირების აქტის (დადებითი დასკვნით) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ინსპექტირების აქტის (დადებითი დასკვნით) გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან გელაშვილი, 551215857, kgelashvili43@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია (გარდა ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).

7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru