Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения (Грузия - Тендер #61190137)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 61190137
Дата публикации: 31-01-2025
Сумма контракта: 16 450


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250001945
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.01.2025 10:53
Начало приема предложения 08.02.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.02.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 16`450.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 32300000-Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения
Коды классификатора
  • 32333100 - Аппараты для записи видео
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ვიდეო რეგისტრატორების (თანმდევი მომსახურებით - ავტომობილში მონტაჟი) შესყიდვა.
Количество и объём закупок 7 კომპლექტი
Шаг снижения цены 160.00 GEL
Размер гарантии 165 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: avtandili bukhrashvili :: 21.01.2025 15:51
  • Последнее исправление: avtandili bukhrashvili :: 31.01.2025 10:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=613890&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ვიდეო რეგისტრატორების (თანმდევი მომსახურებით - ავტომობილში მონტაჟი) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ვიდეო რეგისტრატორის (2 არხიანი) ტექნიკური მახასიათებლები/სპეციფიკაცია:

პიქსელების რაოდენობა (წინა კამერა) : არანაკლებ 8,0 MP;
პიქსელების რაოდენობა (უკანა კამერა) : არანაკლებ 2.0 MP;
მეხსიერების ბარათი: უნდა გააჩნდეს არანაკლებ 512GB მხარდაჭერა, უნდა მოყვებოდეს არანაკლებ 250GB მეხსიერების ბარათი;
წინა კამერის ვიდეო რეზოლუცია: 4K (3840 x 2160) @ 30 fps;
უკანა კამერის ვიდეო რეზოლუცია: Full HD (1920 x 1080) @ 30 fps;

ლინზის ხედვის კუთხე:
წინა კამერა: არანაკლებ 145° დიაგონალურად, არანაკლებ 125° ჰორიზონტალურად და არანაკლებ 65° ვერტიკალურად;
უკანა კამერა: არანაკლებ 130° დიაგონალურად, არანაკლებ 100° ჰორიზონტალურად და არანაკლებ 55° ვერტიკალურად;

ჩაწერის რეჟიმები: ჩვეულებრივი, შემთხვევა და მოძრაობაზე რეაგირება;
აჩქარების სენსორი: 3 სიბრტყეში მოქმედი;
ინტეგრირებული GPS მიმღები;
ინტეგრირებული 2.4-5GHz Wi-Fi გადამცემი;
კომპრესიის კოდეკი: MP4;
სამუშაო კვება: 12-24 ვოლტი მუდმივი დენი;
დენის მოხმარება: არაუმეტეს 500mA
შიდა მიკროფონი და დინამიკი;
სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი: არანაკლებ -20 დან 70 °C

ვიდეორეგისტრატორს უნდა შეეძლოს მაღალი ხარისხის ვიდეოს დღისით და ღამით გადაღება, იკვებებოდეს ავტომანქანის სალონის სანთებელის ბუდიდან, კამერა უნდა იყოს ეკრანის გარეშე, ვიდეოჩანაწერის ნახვისათვის უნდა გააჩნდეს საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა, უნდა შეეძლოს ავტომობილის მარშრუტის და სიჩქარის დამახსოვრება, პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა შეეძლოს გავლილი მარშრუტი მიაბას ონლაინ რუქას და შესაბამის ვიდეო რგოლს, ასევე უნდა შეიძლებოდეს ვიდეოჩანაწერის შენელება, აჩქარება, გადატრიალება, შეტრიალება, არსებული ვიდეოდან უნდა შეეძლოს სურათის ამოღება და დაბეჭდვა, უნდა შეიძლებოდეს ინცინდენტის, თარიღის და დროის მიხედვით ძებნა, კამერაში უნდა შეიძლებოდეს ჩანაწერის გარჩევადობის, ხანგრძლივობის და კადრების სიხშირის შეცვლა; კამერას უნდა შეეძლოს საათის ავტომატურად გასწორება თანამგზავრული სისტემის მეშვეობით, უნდა ჰქონდეს მოლაპარაკე ინტერფეისი, პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს თავსებადი Windows 7 or higher, Mac Sierra OS X (10.12) or highe, Android 8.0 or higher, iOS 13.0 or higher თან;
ვიდეორეგისტრატორს კომპლექტში უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისი კაბელები და საქარე მინაზე სამაგრი.

რაოდენობა: 7 კომპლექტი (შენიშვნა: კომპლექტი ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ მაკომპლექტებლებს)

აუცილებელი პირობა: შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და ერთიდაიგივე ბრენდის/მოდელის.

შენიშვნა: ვიდეო რეგისტრატორების სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისას, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებელმა მომსახურება (ავტომობილში ვიდეო რეგისტრატორის მონტაჟი) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან (ელ ფოსტით ან ოფიციალური წერილით) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში (შენიშვნა: მონტაჟის თაობაზე მოთხოვნა შემსყიდველის მხრიდან შესაზლებელია განხორციელდეს წინამდებარე ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომაც).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ევ. მაისურაძის ქ. #7, ხოლო მომსახურების (ავტომობილში ვიდეო რეგისტრატორის მონტაჟი) გაწევა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ან აღნიშნულ მისამართზე, ან ქ. თბილისში მდებარე მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრში.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიწოდებულ შესყიდვის ობიექტზე საგარანტიო პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 (ერთი) წელს მისი ავტომობილში მონტაჟის თარიღიდან. ამასთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიწოდებულ შესყიდვის ობიექტზე გამოვლენილი ხარვეზის ან/და ნაკლის აღმოფხვრა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან (ელ-ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით ან ოფიციალური წერილის სახით) არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ხარვეზის/ნაკლის გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს იდენტური მახასიათებლების მქონე ახალი საქონლით შეცვლა, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე (შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაციაში დააკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია "ფასების ცხრილში" მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის: წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის (ან ბრენდის) და მოდელის/დასახელების შესახებ (შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა, ან საქონლის წარმოშობის ქვეყნის, ან მწარმოებლის/ბრენდის, ან მოდელის/დასახელების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. შესაძლებელია ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ქარხნულად იყოს მითითებული შესყიდვის ობიექტზე ან/და მის შეფუთვაზე, შესაბამისად პრეტენდენტმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტოსურათი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილ ლინკზე მოცემული ინფორმაცია იქნება ინგლისურენოვანი, მისი თარგმნა არ არის აუცილებელი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

სერვისის გამწევი (ავტომობილში ვიდეო რეგისტრატორის მონტაჟის განმახორციელებელი) ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირვეოდეს) ინფორმაცია წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელთა მოქმედების ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის 31 დეკემბრისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9 other additional requirements

2.9.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მომსახურების გასაწევად (ავტომობილში ვიდეო რეგისტრატორის მონტაჟი) შემოთავაზებული სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი).

2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქქვს სარგებლობის უფლებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.

ბ) ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.).

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო "ფასების ცხრილში" (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შსს ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ავთანდილი ბუხრაშვილი, 595016533, a.bukhrashvili@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი PDF ფაილის ფორმატში და მათზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტანმპით (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 4.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტებისა). ტექნიკური დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანები. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. ამასთან, სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი, საქონლის საბოლოო ფასები (ერთეულის ფასი/საერთო ფასი) უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას მითითებული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია გამოყენებულია „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი.

10.1.2 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.3. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები:

10.2.1 "ფასების ცხრილი" - სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნით განსაზღვრული ინფორმაციის მითითებით (აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა, ან განუფასებლად წარმოდგენა, ან სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);

10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 (კონკრეტული საგარანტიო ვადის მითითებით), 2.7.1, 2.8.1 (საჭიროების შესაბამისად - სერვისის გამწევი ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში) და 2.9 პუნქტების მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

31-01-2025 Пакеты программного обеспечения для сетей, интернета и интранета.

31-01-2025 Услуги по очистке и санации.

31-01-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

31-01-2025 Сельскохозяйственная продукция, продукция охотничьего и рыбного промысла.

31-01-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

31-01-2025 Медицинское оборудование .





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru