Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #60969192)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tianeti Municipality
Номер конкурса: 60969192
Дата публикации: 23-01-2025
Сумма контракта: 54 800


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250001224
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.01.2025 15:41
Начало приема предложения 09.02.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 12.02.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 54`800.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71324000 - Услуги по оценке
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარულ დღეში
Дополнительная информация
თიანეთის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში (ფასების ცხრილის შესაბამისად) ჭაბურღილებისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიის შედგენის მომსახურეობის შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და მისი დანართები
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 548 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irma turkiashvili :: 23.01.2025 11:03
  • Последнее исправление: irma turkiashvili :: 23.01.2025 15:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=614422&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

თიანეთის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში (ფასების ცხრილის შესაბამისად) ჭაბურღილებისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიის შედგენის მომსახურეობის შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტირებას დაქვემდებარებულ კონკრეტულ თითოეულ ობიექტზე შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საქართველოში მოქმედი ნორმების, სტანდარტების და ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
2) სამუშაოების განხორციელებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება.
3) მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში გამოასწოროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ან/და მისი დასრულების შემდგომ, ინსპექტირების შედეგად გამოთქმული შენიშვნები (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობები ნორმატიულ-ტექნიკური დეკუმენტებთან და ტექნიკური დავალების მოთხონებთან) ან წარმოადგინოს მათზე არგუმენტირებული პასუხები.
4) მიმწოდებელმა სრული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით - 3 (სამი) ეგზემპლარად; საპროექტო დოკუმენტაცია PDF ფორმატში და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია/მოცულობათა უწყისი Excel-ის ფორმატში, ელექტრონული სახით CD დისკზე ჩაწერილი.
5) გამარჯვებულმა კომპანიამ არსებული მდგომარეობის შესწავლა და კვლევა უნდა განახორციელოს შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი წარმომადგენლების თანდასწრებით. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზას განახორციელებს თავად მიმწოდებელი.
6) თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია არ იქნება კვალიფიციურად შედგენილი, მოქმედი სტანდარტების და წესებით დაცვით შედგენილი, რაც გამოიხატება იმაში, რომ საჭირო იქნება თითოეულ პროექტზე ცალ-ცალკე სამი და მეტი დაკორექტირება, მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.
7) შემსყიდველი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას მიმწოდებელთან განახორციელებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ექსპერტის მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და ექსპერტის მიერ დაფიქსირებული შენიშვნები/რეკომენდაციები ასახოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში და საბოლოო სახით ისე გადასცეს შემსყიდველს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 დღეში.
2. პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ კონკრეტულ ობიექტზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიწოდების ვადები, მათ შორის აუცილებლობის შემთხვევაში მომსახურების მიწოდების ცალკეული ეტაპები და ეტაპების შესრულების ვადები განისაზღვრება დეტალური ტექნიკური დავალებით, რომელსაც მიმწოდებელს გადასცემს მუნიციპალიტეტი.
3.სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, მუნიციპალიტეტისთვის წარდგენის ვადა განისაზღვრება მხარეების მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის დღიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე, სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ ან/და შესაბამის სფეროში აკრედიტირებული პირის (ინსპექტირების ორგანოს) მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის ჩათვლით. ინსპექტირების ხარჯებს დაფარავს მიმწოდებელი.
4. საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული პროექტის შესრულების ვადების გაგრძელება დაიშვება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1) მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
2) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ქართულ ენაზე.
3) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლარების რაოდენობა:
ა) საპროექტო დოკუმენტაცია - 3 ეგზემპლარი ბეჭდური (A3 და A4 ფორმატები);
ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - 3 ეგზემპლარი ბეჭდური (A4 ფორმატი);
გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია - 3 CD/DVD დისკი;
დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა).
4) საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №67, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია.
5) ახალი კორონა ვირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1) პრეტენდენტს 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა ჰქონდეს განხორციელებული ჭაბურღილების მოწყობის, წყალსადენის მაგისტრალის/ ქსელის მოწყობის, წყალმომარაეგბის ან/და წყალარინების ქსელების (სისტემების) მოწყობისა ან/და რეაბილიტაციიის, წყალსადენის სათავე ნაგებობის მოწყობის/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება არანაკლებ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ჯამური ღირებულებით. მიმწოდებელს აღნიშნულ პერიოდში უნდა ჰქონდეს შედგენილი არანაკლებს 2 (ორი) ჭაბურღილის ბურღვის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით ბურღვის სიღრმე უნდა იყოს არანაკლებ 150 მეტრი.
2) ზემოაღნიშნული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები.
3) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR) წარმოდგენა დანართი №3–ის საშუალებით.
4) ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი №3–ის შესაბამისად.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:
• გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალისტი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• ჰიდროგეოლოგი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• ჰიდროინჟინერი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• გეოლოგი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• სპეციალისტი - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;

2. თითოეულ ძირითად სპეციალისტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სპეციალისტის ბიოგრაფიული მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართით №4 გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ძირითადი სპეციალისტის მიერ.
დ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც არ უნდა იყოს ნაკლები 2025 წლის 31 ჩათვლით.

3. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს მუნიციპალიტეტს.
4. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით.
5. ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი №4-ის შესაბამისად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
5. შემდგომში, ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას.

2.9 other additional requirements

1) პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) ფასების ცხრილი - იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, მისი დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან. ფასების ცხრილის შევსების პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში ატვირთულ დოკუმენტში;
ბ) ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ დანართი №3-ის შესაბამისად დადასტურებელი ხელშეკრულებებითა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით.
გ) ინფორმაცია იმ ძირითადი სპეციალისტების შესახებ, რომლებიც ჩართული იქნებიან მომსახურების მიწოდების დროს. ძირითადი სპეციალისტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტში.
2) ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, დღგ-ს გათვალისწინებით.
3) შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
4) ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5) ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
6) პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგალითად, ფასების ცხრილი, ინფორმაცია გამოცდილების შესახებ და ა.შ.) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება არ მოითხოვება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1) ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2) ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ექსპერტის მიერ შესაბამის ობიექტზე გაცემული ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
3) იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.
4)საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობები შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება დაექსპერტებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირმა თურქიაშვილი, 595220658, turkiashviliirma@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1)მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი რეკომენდაციებისა და მითითებების შესრულება;
2)საველე სამუშაოების განხორციელებამდე მიმწოდებელმა მინიმუმ ერთი დღით ადრე უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს ან მის წარმომადგენელს (ზედამხედველს), რომლებიც დაესწრებიან აღნიშნულ პროცესებს;
3)ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით განხორციელდება შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა;
4)ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი განმარტების გაკეთება განხორციედება გონივრულ ვადაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru