საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ლტოლვილთა
დანიის საბჭოს (DRC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს
„სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებულ განვითარებაზე დაფუძნებული
უნარები - (SEEDS)”.
პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის ჩართვა სახელმწიფო და
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინტეგრირებული რეაგირების ჩარჩოში,
რათა სისტემურად მოხდეს მოწყვლადი ახალგაზრდების ჩართულობის და
სიღარიბის შემცირების ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინაში „Go Green“ და
„Go Digital“ დღის წესრიგის შესაბამისად.
მომსახურების მიწოდება ასევე მოიცავს შესაბამისი რაოდენობის
დამხმარე პროდუქტებს როგორიცაა პური, შაქარი, მარილი, საწებელი,
პილპილი, ლიმონი და სხვა.
- მისაწოდებელი კერძები დამზადებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა,
ახალი, მაღალხარისხიანი, ჯანსაღი პროდუქტებისგან და მზა კერძების
მიწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ტემპერატურის დაცვით;
დაუშვებელია წინა დღით დამზადებული ან/და დარჩენილი საკვების შემდგომ
დღეებში მიწოდება. საკვების მომზადებისა და მიწოდების დროს
მიმწოდებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას სანიტარული-ჰიგიენური
ნორმები. დაცული უნდა იყოს საკვების როგორც ვიზალური, ასევე
გემოვნებითი მხარე.
- მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო
თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს
საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი
პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული
წესით. საკვების საგემოვნო თვისებები კვებითი, ღირებულება და
ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ
სტანდარტებსა და ნორმებს.
საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე
უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.
დაუშვებელია წინა დღეს მომზადებული, ვადაგასული და შესაბამისად
გემოდაკარგული, საკვებად გამოუსადეგარი პროდუქტების/საკვების
მიწოდება.
დაუშვებელია მიწოდებული, დარჩენილი საკვების მიმწოდებლის მიერ უკან
წაღება, ან მისი პერსონალის მიერ მიწოდებული პროდუქტის მოხმარება;
მიმწოდებელი ვალდებულია უზურნველყოს ღონისძიების შემდგომი სივრცის
დასუფთავება, ასევე ნარჩენების გატანა;
- მიწოდებული საკვები სრულად რჩება შემსყიდველთან. დაუშვებელია
მიწოდებული პროდუქტის მოხმარება თავად მიმწოდებლის მიერ.
- მაგიდის სერვირება უნდა მოხდეს ,,ქეითერინგზე” მიღებული სტანდარტების
შესაბამისად. საკვების მიწოდებასთან ერთად მიმწოდებელი ვალდებულია
შემსყიდველი უზრუნველყოს შესაბამისი ინვენტარით: თერმოსით, ჩაიდანით,
მიკრო ტალღური ღუმელით, სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელით (თეფში,
დანა-ჩანგალი, კოვზი, ჭიქა, ფინჯანი, სამარილე, საშაქრე, სატყემლე,
ლანგარი, და სხვა), ხელსახოცებით, მაგიდებით, მაგიდის გადასაფარებლებით
და სხვ. ჭურჭელი უნდა იყოს თეთრი, ერთნაირი, დაუზიანებელი, გაპრიალებული,
არაერთჯერადი (ფაიფურის ან მინის), საუკეთესო სანიტარულ მდგომარეობაში.
დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ჭურჭლის ან სხვა მიზეზით არასათანადო
ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის გამოყენება.
დაუშვებელია ჭურჭლის რეცხვა მომსახურების
მიწოდებლის ადგილზე.
- მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ საკუთარი ხარჯებით
(ტრანსპორტირება, შენობის სართულზე ატანა და სხვ.) დღის მანძილზე სამჯერ,
თითოეულ ჯერზე (ყავის შესვენება, სადილი, ყავის შესვენება) ცალკ-ცალკე,
რათა საკვების მომზადებიდანმოხმარებამდე არ გავიდეს 2 საათზე მეტი
დრო.
- აუცილებელია, მიწოდების ადგილზე, შესაბამისის რაოდენობის მომსახურე
პერსონალის ყოფნა;
- მომსახურების გაწევის სრულ პერიოდში, მიმწოდებლის წარმომადგენლები
,რომლებიც გაუწევენ მომსახურებას უნდა იყვნენ პროფესიონალები
(,,ქეითერინგზე“მიმტანებად მუშაობის გამოცდილებით), ვიზუალურად
მოწესრიგებული, უნდა ეცვათ მიმწოდებლის შესაბამისი უნიფორმა და
ჰქონდეთ საიდენტიფიკაციო ნიშანი (სახელის მითითებით).მიმწოდებლის
წარმომადგენლები უნდა იყვნენ თავაზიანი და საჭიროების შემთხვევაში
სემინარის, ტრეინინგის მონაწილეებს მიაწოდონ ინფორმაცია საკვების
ინგრედიენტების, კერძების სახეობების (ვეგეტერიანული, სამარხვო და ა.შ.)
შესახებ. ასევე დროულად მოახდინონ გამოყენებული ჭურჭლის, საკვების
ნარჩენების, ხელსახოცებისა თუ სხვა ნივთების აღება მომსახურების
მიწოდების ადგილიდან. დაუშვებელია, შეუძლოდ მყოფი (როგორიცაა ვირუსული
ინფექცია, გაციება და სხვ.) მიმტანისა თუ სხვა მომსახურების გამწევი
პირის ყოფნა მიწოდების ადგილზე. მიმწოდებლის მომსახურე პერსონალი უნდა
იმყოფებოდეს ფხიზელ მდგომარეობაში;
- მომსახურება მიწოდებული უნდა იქნეს დროულად, ტრეინინგის
განმავლობაში გათვალისწინებული შესვენებების დროს, რომლის შესახებაც
მიმწოდებელს ეცნობება წინასწარ;
- საკვები და ჭურჭელი მიწოდებული უნდა იქნეს შესაბამისი
კონტეინერებითა და ამ სფეროში მიღებული სხვა ჭურჭლით. დაუშვებელია,
პოლიეთილენის პარკებით და სხვა არასათანადო საშუალებებით მიწოდება.
- მომსახურების გაწევა მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს როგორც სამუშაო
დღეებში, ისე უქმე დღეებში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნა განხორციელდება წერილობითი/სიტყვიერი ფორმით.
- ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული, წინასწარ შეთანხმებული
მენიუს შესაბამისად. შესაბამისი ტემპერატურის და ლამაზად
პრეზენტირებული და ყველა კერძის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს
მონაწილეთა რაოდენობას, ამასთან მარხვის დღეებში მენიუ უნდა შეიცავდეს
სამარხვო კერძებს.
- ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ღონისძიების ადგილამდე
ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით შესაბამისი სატრანსპორტო
საშუალებებით. დაუშვებელია კერძების ტრანსპორტირება ისეთი
საბარგულის მეშვეობით სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა
ხელსაწყოები, საცხებ/საპოხი საშუალებები, საწვავი და ნებისმიერი სხვა
რამ, რაც მიუღებელია საკვებთან ერთად ტრანსპორტირებისათვის;
- შემსყიდველი მომსახურების გაწევის პარალელურად განახორციელებს
შესყიდვის ობიექტის (გაწეული მომსახურების) შემოწმებას, იმ
შემთხვევაში თუ მომსახურების გაწევის პერიოდში აღმოჩნდება გარკვეული
ხარვეზები (დანართი N2-ში მითითებული კერძები წარმოდგენილი ნაკლები
მოცულობით, მოთხოვნილ ხარისხთან შეუსაბამო, დაგვიანებით და სხვ) და
მიმწოდებელი ვერ ან/და არ უზრუნველყოფს შეზღუდულ ვადებში აღნიშნული
ხარვეზის გამოსწორებას შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს
შესყიდვის ობიექტის მიღებაზე და მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებაზე;
- შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად, ზემოაღნიშნული პუნქტების
მოთხოვნით განხორციელებული შემოწმების შესაბამისად, მხოლოდ მხარეთა
შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
- მომსახურების ხარისხის კონტროლი (შემოწმება) შესაძლებელია
განხორციელდეს შემსყიდველი ობიექტის მიწოდების ან/და მისი დამზადების
ადგილზე, მხარეთა უფლებამოსილი წარმოამდგენლების თანდასწრებით.
შენიშვნა: პრედენტდენტი წინასწარ ინფორმირების შემთხვევაში
ვალდებულია ყავა ჩაის შესვენებისა და ლანჩის მომსახურების გაწევისას
ტრენინგის სპეციალური მონაწილეებისათვის მენიუთი განსაზღვრული
კერძის ნაცვლად მოამზადოს დიაბეტის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის
მქონე ადამიანების ჯანმრთელობისათვის შესაბამისი კერძი.