Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ресторан и подача блюд (Грузия - Тендер #60969166)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgias Innovations and Technology Agency
Номер конкурса: 60969166
Дата публикации: 23-01-2025
Сумма контракта: 28 125


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250001248
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.01.2025 17:20
Начало приема предложения 01.02.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 03.02.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 28`125.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 55300000-Ресторан и подача блюд
Коды классификатора
  • 55320000 - Доставка готовой еды
Срок подачи ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
კვების (ლანჩი და ყავა-ჩაის შესვენება) მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 563.00 GEL
Размер гарантии 281 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: anna mamageishvili :: 23.01.2025 12:46
  • Последнее исправление: anna mamageishvili :: 23.01.2025 17:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=614494&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

კვებითი მომსახურების შესყიდვა „სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებულ განვითარებაზე დაფუძნებული უნარები - (SEEDS)” პროექტის ფარგლებში.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებულ განვითარებაზე დაფუძნებული უნარები - (SEEDS)”.
პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის ჩართვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინტეგრირებული რეაგირების ჩარჩოში, რათა სისტემურად მოხდეს მოწყვლადი ახალგაზრდების ჩართულობის და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინაში „Go Green“ და „Go Digital“ დღის წესრიგის შესაბამისად.


მომსახურების მიწოდება ასევე მოიცავს შესაბამისი რაოდენობის დამხმარე პროდუქტებს როგორიცაა პური, შაქარი, მარილი, საწებელი, პილპილი, ლიმონი და სხვა.

- მისაწოდებელი კერძები დამზადებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ახალი, მაღალხარისხიანი, ჯანსაღი პროდუქტებისგან და მზა კერძების მიწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ტემპერატურის დაცვით; დაუშვებელია წინა დღით დამზადებული ან/და დარჩენილი საკვების შემდგომ დღეებში მიწოდება. საკვების მომზადებისა და მიწოდების დროს მიმწოდებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას სანიტარული-ჰიგიენური ნორმები. დაცული უნდა იყოს საკვების როგორც ვიზალური, ასევე გემოვნებითი მხარე.

- მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. საკვების საგემოვნო თვისებები კვებითი, ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.

საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.

დაუშვებელია წინა დღეს მომზადებული, ვადაგასული და შესაბამისად გემოდაკარგული, საკვებად გამოუსადეგარი პროდუქტების/საკვების მიწოდება.

დაუშვებელია მიწოდებული, დარჩენილი საკვების მიმწოდებლის მიერ უკან წაღება, ან მისი პერსონალის მიერ მიწოდებული პროდუქტის მოხმარება;

მიმწოდებელი ვალდებულია უზურნველყოს ღონისძიების შემდგომი სივრცის დასუფთავება, ასევე ნარჩენების გატანა;

- მიწოდებული საკვები სრულად რჩება შემსყიდველთან. დაუშვებელია მიწოდებული პროდუქტის მოხმარება თავად მიმწოდებლის მიერ.

- მაგიდის სერვირება უნდა მოხდეს ,,ქეითერინგზე” მიღებული სტანდარტების შესაბამისად. საკვების მიწოდებასთან ერთად მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი უზრუნველყოს შესაბამისი ინვენტარით: თერმოსით, ჩაიდანით, მიკრო ტალღური ღუმელით, სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელით (თეფში, დანა-ჩანგალი, კოვზი, ჭიქა, ფინჯანი, სამარილე, საშაქრე, სატყემლე, ლანგარი, და სხვა), ხელსახოცებით, მაგიდებით, მაგიდის გადასაფარებლებით და სხვ. ჭურჭელი უნდა იყოს თეთრი, ერთნაირი, დაუზიანებელი, გაპრიალებული, არაერთჯერადი (ფაიფურის ან მინის), საუკეთესო სანიტარულ მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ჭურჭლის ან სხვა მიზეზით არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის გამოყენება. დაუშვებელია ჭურჭლის რეცხვა მომსახურების
მიწოდებლის ადგილზე.

- მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირება, შენობის სართულზე ატანა და სხვ.) დღის მანძილზე სამჯერ, თითოეულ ჯერზე (ყავის შესვენება, სადილი, ყავის შესვენება) ცალკ-ცალკე, რათა საკვების მომზადებიდანმოხმარებამდე არ გავიდეს 2 საათზე მეტი დრო.

- აუცილებელია, მიწოდების ადგილზე, შესაბამისის რაოდენობის მომსახურე პერსონალის ყოფნა;

- მომსახურების გაწევის სრულ პერიოდში, მიმწოდებლის წარმომადგენლები ,რომლებიც გაუწევენ მომსახურებას უნდა იყვნენ პროფესიონალები (,,ქეითერინგზე“მიმტანებად მუშაობის გამოცდილებით), ვიზუალურად მოწესრიგებული, უნდა ეცვათ მიმწოდებლის შესაბამისი უნიფორმა და ჰქონდეთ საიდენტიფიკაციო ნიშანი (სახელის მითითებით).მიმწოდებლის წარმომადგენლები უნდა იყვნენ თავაზიანი და საჭიროების შემთხვევაში სემინარის, ტრეინინგის მონაწილეებს მიაწოდონ ინფორმაცია საკვების ინგრედიენტების, კერძების სახეობების (ვეგეტერიანული, სამარხვო და ა.შ.) შესახებ. ასევე დროულად მოახდინონ გამოყენებული ჭურჭლის, საკვების ნარჩენების, ხელსახოცებისა თუ სხვა ნივთების აღება მომსახურების მიწოდების ადგილიდან. დაუშვებელია, შეუძლოდ მყოფი (როგორიცაა ვირუსული ინფექცია, გაციება და სხვ.) მიმტანისა თუ სხვა მომსახურების გამწევი პირის ყოფნა მიწოდების ადგილზე. მიმწოდებლის მომსახურე პერსონალი უნდა იმყოფებოდეს ფხიზელ მდგომარეობაში;

- მომსახურება მიწოდებული უნდა იქნეს დროულად, ტრეინინგის განმავლობაში გათვალისწინებული შესვენებების დროს, რომლის შესახებაც მიმწოდებელს ეცნობება წინასწარ;

- საკვები და ჭურჭელი მიწოდებული უნდა იქნეს შესაბამისი კონტეინერებითა და ამ სფეროში მიღებული სხვა ჭურჭლით. დაუშვებელია, პოლიეთილენის პარკებით და სხვა არასათანადო საშუალებებით მიწოდება.

- მომსახურების გაწევა მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს როგორც სამუშაო დღეებში, ისე უქმე დღეებში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნა განხორციელდება წერილობითი/სიტყვიერი ფორმით.

- ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული, წინასწარ შეთანხმებული მენიუს შესაბამისად. შესაბამისი ტემპერატურის და ლამაზად პრეზენტირებული და ყველა კერძის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მონაწილეთა რაოდენობას, ამასთან მარხვის დღეებში მენიუ უნდა შეიცავდეს სამარხვო კერძებს.

- ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ღონისძიების ადგილამდე ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით. დაუშვებელია კერძების ტრანსპორტირება ისეთი საბარგულის მეშვეობით სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა ხელსაწყოები, საცხებ/საპოხი საშუალებები, საწვავი და ნებისმიერი სხვა რამ, რაც მიუღებელია საკვებთან ერთად ტრანსპორტირებისათვის;

- შემსყიდველი მომსახურების გაწევის პარალელურად განახორციელებს შესყიდვის ობიექტის (გაწეული მომსახურების) შემოწმებას, იმ შემთხვევაში თუ მომსახურების გაწევის პერიოდში აღმოჩნდება გარკვეული ხარვეზები (დანართი N2-ში მითითებული კერძები წარმოდგენილი ნაკლები მოცულობით, მოთხოვნილ ხარისხთან შეუსაბამო, დაგვიანებით და სხვ) და მიმწოდებელი ვერ ან/და არ უზრუნველყოფს შეზღუდულ ვადებში აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებას შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესყიდვის ობიექტის მიღებაზე და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე;

- შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად, ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნით განხორციელებული შემოწმების შესაბამისად, მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

- მომსახურების ხარისხის კონტროლი (შემოწმება) შესაძლებელია განხორციელდეს შემსყიდველი ობიექტის მიწოდების ან/და მისი დამზადების ადგილზე, მხარეთა უფლებამოსილი წარმოამდგენლების თანდასწრებით.

შენიშვნა: პრედენტდენტი წინასწარ ინფორმირების შემთხვევაში ვალდებულია ყავა ჩაის შესვენებისა და ლანჩის მომსახურების გაწევისას ტრენინგის სპეციალური მონაწილეებისათვის მენიუთი განსაზღვრული კერძის ნაცვლად მოამზადოს დიაბეტის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ადამიანების ჯანმრთელობისათვის შესაბამისი კერძი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

თითოეულ ლოკაციაზე (კასპი, ზუგდიდი და ხონი) დაგეგმილია 15 დღიანი ტრენინგები (ჯამში 45). ტრენინგების ვადად გასაზღვრულია 2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით.

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მომსახურების გაწევისთვის განსაზღვრული დღეების რაოდენობა თვითოეულ რეგიონში არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს.

თითოეულ ლოკაციაზე (კასპი, ზუგდიდი და ხონი) დაგეგმილია 15 დღიანი ტრენინგები (ჯამში 45). ტრენინგების ვადად გასაზღვრულია 2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით.
თვითოეულ რეგიონში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს 25 ადამიანს (ჯამში 75 ადამიანი).
კომპანია ვალდებულია დაიცვას კეთილსინდისირების უმაღლესი პრინციპები და შესაბამის „კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე“ ხელშეკრულების ხელმოწერით დაადასტუროს მისი მიუკერძოებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

კვებითი მომსახურების კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს 3 ქალაქში კასპი, ზუგდიდი და ხონი ტრენინგების მონაწილეთათვის კვებითი მომსახურების გაწევა, სადაც უნდა შედიოდეს ყავა-ჩაი და წყალი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2021-2024 (თითოეულ წელს) წლების განმავლობაში ანალოგიურ სფეროში, ყავით შესვენების, ფურშეტის, მზა კერძების ადგილზე მიწოდების და ადგილზე მომსახურების გამოცდილება. აღნიშნულის დამადასტურებლად, წარმოდგენილი (ატვირთული) უნდა იქნეს თოითოეული წლის გაწეული მომსახურების დამადასტურებელი მინიმუმ 1 (ერთი) ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი და/ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები. ამასთან, წარმოდგენილი ხელშეკრულბებიდან ერთ-ერთის ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 000 ლარს.

- აღნიშნულ ხელშეკრულებებთან ერთად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი/ატვირთულ უნდა იქნეს მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი ორგანიზაცი(ებ)იდან, სადაც განხორციელდა ანალოგიური პროექტ(ებ)ი. წერილში მითითებული უნდა იქნეს ინფორმაცია იმის შესახებ – მოხდა თუ არა ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დარღვევა. სარეკომენდაციო წერილი უნდა ეხებოდეს პრეტენდენტის მიერ კერძების მიტანის მომსახურებას. სარეკომენდაციო წერილში, ასევე ასახული უნდა იყოს ინფორმაცია გაწეული მომსახურების ხარისხის, ღირებულების და მისი დამზადების თარიღის შესახებ. (სარეკომენდაციო წერილი გაცემილი უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების დღისათვის ან მის შემდგომ). წერილ(ებ)ში წარდგენის ადგილად მითითებული უნდა იყოს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

2.9 other additional requirements

- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს დანართი N-1- ფასების ცხრილის ატვირთა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ;

- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთა ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

1. გასაწევი მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს - დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
2. გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
3. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
4. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
5. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი);
6. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

• იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტის შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

• ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი უნდა შეიცავდეს როგორც მომსახურების ღირებულების, ისე აღნიშნული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს.

ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახაურების შესახებ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საანგარისსწორებო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მირ საგადასახადო დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანნა მამაგეიშვილი, 591101402, amamageishvili@gita.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები

1.ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

2. სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).

3 პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.

4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

5. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

6. შესყიდვის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულ მომსახურების გაწევასთან და საქართცელოს კანონდმებლობით ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

7. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

8. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

9. ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

10. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru