დანართი N2
ტექნიკური დავალება
1. სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
(სერვისი-სათადარიგო ნაწილები) გულისხმობს ავტოსატრანსპორტო
საშუალებების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას; პროფილაქტიკური და
დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას; ავტომობილის ნაწილების
შეკეთებას და/ან გამოცვლას, რაც გათვალისწინებულია დანართი N1-ში
(პრეისკურანტი)
2. სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს
ახალი, ქარხნული წესით დამზადებული სათადარიგო ნაწილებით
(შემსყიდველთან შეთანხმების შემთხვევაში მეორადი ნაწილებით).
3. შემსყიდველის მიერ ავტომანქანის მიმწოდებლის სერვისცენტრში
მიყვანისთანავე მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს დეფექტური აქტი და
შემსყიდველის თანხმობის (შესაძლებელია შემსყიდველის მიერ
განხორციელდეს დეფექტურ აქტში მითითებული მომსახურების ან საქონლის
დასახელების ან/და რაოდენობის კორექტირება ობიექტური მიზეზით)
შემთხვევაში აქტზე ორივე მხარის მიერ ხელმოწერის შემდეგ მიმწოდებელმა
უნდა დაიწყოს მომსახურების განხორციელება დანართით N1 (პრეისკურანტი)
განსაზღვრული ფასების შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი
აჭიანურებს დეფექტური აქტის შედგენას ან არ აწერს დეფექტურ აქტს ხელს
შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება
მიმწოდებელთან.
4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად
შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული,
მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი
ხარჯებით დაუყოვნებლივ ან გონივრულ ვადაში შემსყიდველთან
შეთანხმებით.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დანართით #3
გათვალისწინებულ ავტომობილებზე.
აუცილებელი პირობა: პრეტენდენტი უნდა ფლობდეს მინიმუმ 2 (ორი) ერთეულ
ავტოსახელოსნოს, მათ შორის აუცილებლად:
1 ერთეული ქ. თბილისში,
1 ერთეული ქ. ფოთი,
რომელიც უნდა იყოს ტექნიკური დავალების (სატენდერო დოკუმენტაციის
დანართი #2) მე-6, მე-7, და მე-8 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისი. ამასთან
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ავტოსახელოსნოს(ების) საკუთრების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ავტოსახელოსნო(ები) არ წარმოადგენს
პრეტენდენტის საკუთრებას, სისტემაში უნდა აიტვირთოს შესაბამისი
ხელშეკრულებები (იჯარის ან სხვა სარგებლობის უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტაცია), რომლის მოქმედების ვადა უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 2025
წლის 31 დეკემბრისა.
6. ავტოსერვისი უნდა იყოს აღჭურვილი თანამედროვე მოწყობილობებით.
შრომის უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;
ავტოსერვისს უნდა გააჩნდეს დაცვით უზრუნველყოფილი ავტოსადგომი
მინიმუმ 10 მანქანაზე, მინიმუმ 2 გასასინჯი ორმო ან/და 2 ცალი საავტომობილო
ამწე, ვულკანიზაცია, რობოტი, მინიმუმ 1 სათუნუქე ბოქსი, მინიმუმ 1 საშრობი
(სუშილკა), უნდა ჰყავდეს ზეინკალი.
კომპანიის, ასევე კონტრაქტორების (მისი არსებობის შემთხვევაში)
ავტოსერვისცენტრები უნდა იყოს აღჭურვილი შემდეგი
მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით:
6.1 ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკა (ქ. თბილისის
სერვისცენტრი, ქ. ფოთის სერვისცენტრი).
6.2 ამწე მექანიზმი არანაკლებ 2 ერთეული (ქ. თბილისის სერვისცენტრი, ქ.
ფოთის სერვისცენტრი).
6.3 საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი (ქ. თბილისის სერვისცენტრი, ქ.
ფოთის სერვისცენტრი).
6.4 ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატი (ქ.
თბილისის სერვისცენტრი, ქ. ფოთის სერვისცენტრი).
6.5 თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი (ქ. თბილისის
სერვისცენტრი, ქ. ფოთის სერვისცენტრი).
6.6 ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება არანაკლებ თბილისის
სერვისცენტრში.
6.7 გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება არანაკლებ
თბილისის სერვისცენტრში.
6.8 საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება (ქ. თბილისის
სერვისცენტრი, ქ. ფოთის სერვისცენტრი).
6.9 ძრავისა ზეთის შეცვლა (ქ. თბილისის სერვისცენტრი, ქ. ფოთის
სერვისცენტრი).
6.10 ავტომატური კოლოფის ზეთის შეცვლა (ქ. თბილისის სერვისცენტრი, ქ. ფოთის
სერვისცენტრი).
6.11 პირველადი მოთხოვნის მარაგი ადგილზე: ზეთი, ფილტრები და ხუნდები (ქ.
თბილისის სერვისცენტრი, ქ. ფოთის სერვისცენტრი).
7. ავტოსერვისმა უნდა უზრუნველყოს მობილური მომსახურების ჯგუფისა და
საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება ქვეყნის
მასშტაბით.
8. კომპანია, ასევე კონტრაქტორები (მისი არსებობის შემთხვევაში)
ვალდებულია მოახდინოს ავტომობილის შეკეთება შემდეგ ვადებში:
8.1 ძრავის ზეთის, ფილტრებისა და სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 4
სთ.
8.2 სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო
დღე.
8.3 ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება
მოთხოვნიდან არაუმეტეს 7 სამუშაო დღე.
8.4 ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან 1 სამუშაო დღე.
8.5 თუ ავტომობილს დასჭირდა ისეთი ისეთი დეტალი, რომლებიც არ აღმოაჩნდა
კომპანიას და არ არის გაყიდვაში ადგილობრივ ბაზარზე, მომწოდებელს
მიეცეს შეძენა/შეკეთებისთვის გონივრული ვადა არაუმეტეს 40 კალენდარული
დღის ოდენობით.
საგარანტიო პირობები
1. კომპანიის, ასევე კონტრაქტორების (მისი არსებობის შემთხვევაში) მიერ,
შესრულებულ სამუშაოზე, შეცვლილ და/ან აღდგენილ დეტალებზე ვრცელდება
გარანტია:
1.1 სავალ ნაწილებზე არანაკლებ 6 თვე.
1.2 ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 წელი ან 25 000 კმ
1.3 ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა)
არანაკლებ 1 წელი.
1.4 XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) არანაკლებ 6
თვე.
1.5 სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე არანაკლებ 1 წელი.
1.6 გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე,
მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 2 000 კმ.
2. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ,
შემსყიდველის ზედმეტი დანახარჯების გარეშე, აღმოფხვრას აღმოჩენილი
წუნი/დაზიანება.
მომსახურების გაწევის ვადები
1. მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ,
დანართით #3 გათვალისწინებული ავტომანქანის წარდგენისთანავე ამასთან,
მომსახურების ვადა თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე განისაზღვრება
მხარეთა მიერ.
2. მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით.
მომსახურების გაწევის ადგილი
პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო შეთავაზებასთან ერთად
წარმოადგინოს სერვის ცენტრის (ქ. თბილისი, ქ. ფოთი) მისამართები ქვემოთ
მითითებული ცხრილის შესაბამისად
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ
პირვანდელ და საბოლოოდ დაფიქსირებულ პრეისკურანტის ღირებულების
სხვაობის არსებობის შემთხვევაში, პრეისკურანტით განსაზღვრული
ერთეულის ღირებულებების დაანგარიშება მოხდება არანაკლებ არსებული
სხვაობის პროცენტული მაჩვენებლის თანაბრად დაკლების პრინციპით.
აღნიშნულ შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა
კორექტირებული პრეისკურანტი უნდა წარმოადგინოს აღნიშნული პრინციპით
დაანგარიშებული ერთეულის ფასების მიხედვით. ამასთან, პროპორციული
პროცენტული ფასდაკლების შემდგომ, თუ პრეისკურანტში საბოლოო ერთეულის
ფასი მიღებულია არამთელი, მრავალნიშნა ციფრი, მაშინ ის პრეტენდენტის
მიერ უნდა შემცირდეს და დამრგვალდეს მეასედამდე (თეთრების სიზუსტით).
შესაბამისად უნდა შემცირდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური
ღირებულებაც.
პრეისკურანტი (დანართი N2) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს
როგორც Excel-ის ისე PDF ფორმატში. პრეისკურანტის (დანართი N2) წარმოუდგენლობა
ან განუფასებლად წარმოდგენილი პრეისკურანტი (დანართი N2) დაზუსტებას არ
დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.