Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #60699205)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The improvements service of Mtskheta municipality
Номер конкурса: 60699205
Дата публикации: 13-01-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250000447
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.01.2025 17:44
Начало приема предложения 21.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 24.01.2025 17:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`157`275.84 GEL
Контрактная цена объекта закупки 400`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 23`100.00 GEL
Размер гарантии 4`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar obgaidze :: 09.01.2025 22:26
  • Последнее исправление: tamar obgaidze :: 13.01.2025 17:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=611608&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ბალანსზე რიცხული როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ტვირთამწეობის სპეციალიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გათვალისწინებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:
1.3 პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი, ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ბალანსზე რიცხული როგორც მსუბუქი,ასევე მძიმე ტვირთამწეობის სპეციალიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება (საქართველოს ტერიტორია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.
მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ სერვის-ცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენელთათვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა.
სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.
ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა).
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირებთან თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ სერვის-ცენტრებში ერთდროულად არანაკლებ 2 (ორი) მსუბუქი ტვირთამწეობის და 1 (ერთი) მძიმე ტვირთამწეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექ-მომსახურების გაწევა.
სერვის ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).
ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანიდან, მისი ტექნიკური დათვალიერების შემდეგ არაუგვიანეს ერთი დღისა, მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შედგეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დეფექტური აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის/მომსახურების დეტალური აღწერა, ღირებულება, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. ამასთან, ავტომანქანების ტექ-მომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა–დასტური.
თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს 2025 წლის პერიოდში - ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
• სავალი ნაწილებისათვის (მსუბუქი ტვირთამწეობის ა/მანქანებზე) არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეს;
სავალი ნაწილებისათვის (მძიმე ტვირთამწეობის ა/მანქანებზე) არაუმეტეს 4 კალენდარულ დღეს;
• ელექტროობისათვის (მსუბუქი ტვირთამწეობის ა/მანქანებზე) არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეს;
ელექტროობისათვის (მძიმე ტვირთამწეობის ა/მანქანებზე) არაუმეტეს 4 კალენდარულ დღეს;
• აგრეგატებისათვის არაუმეტეს 5 კალენდარულ დღეს;
• სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეს;
• ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევის ვადა 14 კალენდარულ დღეს;
• სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა 25 კალენდარულ დღეს;
• მიმწოდებელმა კვირაში ერთი დღე უნდა უზრუნველყოს მობილური ჯგუფის (სავალი ნაწილის შემკეთებელი, ელექტრიკოსი) გაგზავნა და იქ არსებული ა/მანქანების შემოწმება და შეკეთება;
შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთის განხორციელების თარიღის, შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის და შესასყიდი ობიექტის შესახებ ინფორმაციას).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდების ადგილად განისაზღვრება პრეტედენტის მომსახურების სერვის ცენტრ(ებ)ი (ტექ.მომსახურების), რომელიც უნდა იმყოფებოდეს ააიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ა/ფარეხიდან (მცხეთა, ჯავახიშვილის ქუჩა) არაუმეტეს 45 კმ-ში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს (სავალი ნაწილი,ელექტროობა,აგრეგატები) არანაკლებ 6 თვიანი გარანტია, ხოლო ძრავზე, ხიდზე, გადაცემათა კოლოფზე არანაკლებ 1 წლიანი გარანტია (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი);საყრდენ დისკ(ებ)ზე და სამუხრუჭე ხუნდებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 10000კილომეტრისა;

1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 10 (ათი) კალენდარული დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრ ულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
(მოთხოვნილ ინფორმაციას/დოკუმენტს უნდა შეიცავდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადება)

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 200000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების (60 000ლარის მცირე ტვირთამწეობის ა/მანქანებზე, ხოლო 140 000 ლარი მძიმე ტვირთამწეობის ა/მანქანებზე) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ვერ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას ან/და არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება განხორციელდება მისი დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურიდან.

(მოთხოვნილ ინფორმაციას/დოკუმენტს უნდა შეიცავდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადება)

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად სატენდერო წინადადებით/ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ავტო-ამწეებით (არანაკლებ 1 ერთეული ავტო-ამწე) და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) მის საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრების (მისამართების მითითებით) და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სერვის-ცენტრების მიხედვით და კონკრეტულ პოზიციაზე ზუსტი რაოდენობის მითითებით). სარგებლობის უფლებით ფლობის არსებობის შემთხვევაში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას სარგებლობის უფლების დამადასტურებებლი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი, რომელთა სარგებლობის განსაზღვრული ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას. სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)თან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის (მეიჯარის) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ,,წინადადებების მიღება დასრულებულია" ეტაპზე არ ექნება, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ,,შერჩევა-შეფასების ეტაპზე" უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან რა ვადაში მოხდება სერვის-ცენტრების აღჭურვა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული აპარატურით (აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღეს).
სარგებლობის უფლებით ფლობის არსებობის შემთხვევაში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას სარგებლობის უფლების დამადასტურებებლი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი, რომელთა სარგებლობის განსაზღვრული ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას. სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)თან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის (მეიჯარის) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ავტომობილების მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურების გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
• სავალი ნაწილებისათვის (მსუბუქი ტვირთამწეობის ა/მანქანებზე) არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეს;
სავალი ნაწილებისათვის (მძიმე ტვირთამწეობის ა/მანქანებზე) არაუმეტეს 4 კალენდარულ დღეს;
• ელექტროობისათვის (მსუბუქი ტვირთამწეობის ა/მანქანებზე)არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეს;
ელექტროობისათვის (მძიმე ტვირთამწეობის ა/მანქანებზე)არაუმეტეს 4 კალენდარულ დღეს;
• აგრეგატებისათვის არაუმეტეს 5 კალენდარულ დღეს;
• სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეს;
• ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეს;
• სათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთის შემთხვევაში - არაუმეტეს 25 კალენდარულ დღეს;
შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვთის დამადასტურებელი დოკუმენტი.

(მოთხოვნილ ინფორმაციას/დოკუმენტს უნდა შეიცავდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადება)

2.8.1 requirements related to a sub-contractor

სერვისის გამწევი ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებ(ებ)ი (წარმოდგენილ ხელშეკრულებებში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს):
ა) ხელშეკრულების საგანი - შესყიდვის ობიექტის ტიპები:
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება.

(მოთხოვნილ ინფორმაციას/დოკუმენტს უნდა შეიცავდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადება)

2.9 other additional requirements

სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი (ეროვნული ვალუტა) გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით.
პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა.
ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობისას სატენდერო წინადადების ფასის კლებას ახორციელებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში. მომსახურების ერთეულის ღირებულებები, პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი №2, დანართი №3, დანართი №4) და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრულ ერთეულის ფასებს.

თუ მომსახურების პროცესში აღმოჩნდება, რომ საჭირო გახდა ისეთი მომსახურების მოწოდება, რომელიც არ იყო განსაზღვრული პრეისკურანტში, ასეთ შემთხვევაში მხარეები იხელმძღვანელებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
იმ პრეტენდენტის სატენდერო წინადადება/ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის პრეისკურანტშიც პოზიციაზე დაფიქსირებული ერთეულის ფასი გადააჭარბებს აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად და დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების განხორციელების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები. დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

გარანტიის მოქმედების ვადა 60 დღით უნდა აღემატებოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების (დღგ-ს გათვალისწინებით) ღირებულების 5%–ის ოდენობით, (იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამარჯვებულ პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 10%-მდე ოდენობით). საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მოწოდების ვადას. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო.
ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ლარში.
დაფინანსების წყარო - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მომსახურების ღირებულება ეტაპობრივად, ყოველი კონკრეტული მომსახურების გაწევიდან - კანონმდებლობის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ობგაიძე, 599758881, tamarobgaidze2016@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ ვლადიმერ ყამბეგაშვილს - ტელ: 558 29 91 33

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. ამასთან, ქართულენოვან ტექსტში უცხოენოვანი სიტყვ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნული სიტყვ(ებ)ის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის თაობაზე.

10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru