Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #60699195)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Soacial Affairs of Georgia
Номер конкурса: 60699195
Дата публикации: 13-01-2025
Сумма контракта: 986 354


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250000455
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.01.2025 18:35
Начало приема предложения 30.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 04.02.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 986`354.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
  • 45410000 - Штукатурные работы
  • 45420000 - Столярные и плотницкие работы
  • 45430000 - Работы по укладке покрытий на полы и стены
  • 45440000 - Работы по покраске и стекольные работы
  • 45450000 - Другие отделочные строительные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, 180 კალენდარული დღე. სამუშაოების დაწყება - მიმწოდებლისათვის წერილობითი შეტყობინების შემდგომ (მაგრამ არაუგვიანეს 5 მარტისა).
Дополнительная информация
ს.ს. "საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების" სარეაბილიტაციო სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`000.00 GEL
Размер гарантии 9`864 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lali devidze :: 24.12.2024 11:01
  • Последнее исправление: lali devidze :: 13.01.2025 18:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=608661&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ს.ს. "საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების" სარეაბილიტაციო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება სამშენებლო სფეროში მოქმედი წესებისა და ნორმების სრული დაცვით;
2. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
3. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ფაქტურა, ფერი და დიზაინი) თანხმდება შემსყიდველთან;
4. მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების დაგროვება/გატანა დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნულის დარღვევით დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს;
6. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების პროცესში შემსყიდველისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი აანაზღაუროს ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით;
7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი უზრუნველყოს შესაბამისი რესურსით, მათ შორის ადამიანური რესურსით, მოწყობილობებით, მასალებით და სხვა;
8. მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიცვას/გააკონტროლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები;
9. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას დეფექტური აქტის (ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად და ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან "ექვივალენტური“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
10. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირთან/პირებთან ერთად;
11. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
12. სამუშაოებისას გამოყენებული მასალები, მოწყობილობები, დანადგარები, სამუშაოს შესრულების ტექნოლოგია უნდა იყოს საქართველოში მოქმედი ნორმების და სტანდარტების შესაბამისი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, 180 კალენდარული დღე. სამუშაოების დაწყება - მიმწოდებლისათვის წერილობითი შეტყობინების შემდგომ (მაგრამ არაუგვიანეს 5 მარტისა).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმებისა და წესების დაცვით.

სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ. საჩხერე.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (ჩამოთვლილი კომპონენტების არსებობის შემთხვევაში):

1.1. კარ-ფანჯრები - არანაკლებ 5 წელი, საკეტები - არანაკლებ 1 წელი;
1.2. შენობის შიდა მოპირკეთება - არანაკლებ 1 წელი;
1.3. ფასადის და სარინელის სამუშოები - არანაკლებ 5 წელი;
1.4. შიდა სამღებრო სამუშაოები - არანაკლებ 1 წელი;
1.5. გარე სამღებრო სამუშაოები - არანაკლებ 3 წელი;
1.6. სანტექნიკა და ელექტროობა - არანაკლებ 5 წელი;
1.7. გათბობის სისტემა, საქვაბე, სავენტილაციო და გათბობა-გაგრილების აგრეგატები - არანაკლებ 3 წელი;
1.8. იატაკი - არანაკლებ 2 წელი;
1.9. წყალსადენისა და კანალიზაციის გარე ქსელი - არანაკლებ 2 წელი;
1.10. შენობის გადახურვა - არანაკლებ 10 წელი, გარე (ფასადის) კედლების მოსაპირკეთებელი სამუშაოები (არანაკლებ 10 წელი), ელ. გაყვანილობის მოწყობაში გამოყენებულ სადენებზე არანაკლებ 25 წელი;
1.11. სხვა დანარჩენი - არანაკლებ 1 წელი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 986 354.00 ლარისა.

1.1 გამოცდილების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი.

2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2022-დან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდს;

3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის ან/და სარემონტო ან/და გამაგრება-გაძლიერების სამშენებლო სამუშაოები.

4. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.

4.1 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N3-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

4.2 დანართი N3-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

4.2.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში მითითებულ ანალოგიურ სამუშაოებზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული დოკუმენტი, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც სამუშაოების შინაარსი და ღირებულება, ასევე საანგარიშგებო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება და სამუშაოს მიმდინარეობის პროცესი (მიმდინარე/დასრულებული) დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით.

ამასთან:
ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეთა უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

5.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

6. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
7.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ის შესაბამისად.

7.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 7.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს გააჩნია ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს შემსყიდველს, მასთან შეთანხმებული შინაარსისა და ფორმატის კალენდარული გეგმა-გრაფიკი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. შესაბამის სფეროში აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. პრეტენდენტმა აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" მოთხოვნების შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N2-ში (წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 10.1. მუხლი) მოცემული პირობების შესაბამისად.
2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე.
2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა.
3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მიმწოდებლის თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 20% ან მეტი.
4. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, (გარანტიის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადას).
5. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ს.
6. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება, ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. შუალედური ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი სამუშაოს შესრულების ფორმა N2, ფორმა N3 და ფარული სამუშაოების აქტები დადასტურებული ინსპექტირების განმახორციელებელი პირის/პირების მიერ; შუალედური ანგარიშსწორებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების თაობაზე.
3. შუალედური ანგარიშსწორებისას, მიმწოდებელს დაექვითება შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ დადასტურებული ფორმა N2-ით განსაზღვრული ღირებულების 10 პროცენტი, რომელიც ანაზღაურდება საბოლოო მიღება-ჩაბარების დროს წარმოდგენილი დაექსპერტებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად.
4. საბოლოო ანგარიშსწორებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების თაობაზე (საექსპერტო დასკვნის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ, საკუთარი ხარჯით).
5. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს საბოლოოდ დასრულების თაობაზე მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადაში და მომართვიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საბოლოო ფორმა №2 და სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების თაობაზე.
6. ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლალი დევიძე, 599899059, ldevidze@moh.gov.ge ;

ხარჯთაღრიცხვასთან და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - ლაშა სიხარულიძე 551 576787;

ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
6. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).

8.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
8.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლით განსაზღვრული განფასებული ხარჯთაღრიცხვა დანართი N4.
8.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru