Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #60699129)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: sagarejos municipalitetis meria
Номер конкурса: 60699129
Дата публикации: 13-01-2025
Сумма контракта: 37 288


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250000421
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.01.2025 15:37
Начало приема предложения 19.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 21.01.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 37`288.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
  • 71324000 - Услуги по оценке
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ ტქნიკური დოკუმტაცია
Шаг снижения цены 444.00 GEL
Размер гарантии 373 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna berikashvili :: 13.01.2025 12:56
  • Последнее исправление: khatuna berikashvili :: 13.01.2025 15:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=611809&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე „ბილანიშვილების კოშკის“ სრული საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სოფელ პატარძეული, ბილანიშვილების კოშკი

ტექნიკური დავალება

 პრეამბულა

ბილანიშვილების კოშკი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში, ე.წ.ბილანიშვილების უბანში. თარიღდება XVIII საუკუნით. კოშკი ცილინდრული ფორმისაა და ხუთსართულიანია (გარე დიამეტრი - 8,1 მ). მეხუთე სართული წარმოადგენს ქონგურებიან ბანს. ნაგებია რიყის ქვით.

პირველი, მეორე, მესამე სართულების გუმბათები აგურისაა. ერთადერთი შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთ მხარეს, კარი სწორკუთხაა.
პირველი სართული, სამეურნეო დანიშნულების, გეგმით წრიული, ყრუ სათავსია. მასში მოხვედრა, მხოლოდ მეორე სართულიდან, კედლის სისქეში მოწყობილი კიბითაა შესაძლებელი. სართულის ცენტრში ჭა ყოფილა (ამოვსებულია). სართული გადახურულია აგურის ნახევარსფეროსებური გუმბათით, რომელშიც კამარის დონეზე, ერთი სარკმელია გაჭრილი.
კოშკის მეორე სართული შვიდწახნაგაა. ერთ-ერთ (ჩრდილოეთ) წახნაგში კოშკში შემოსასვლელი კარია, რომლის აღმოსავლეთით, პირველ სართულზე ჩასასვლელი კიბე იწყება. კარის პირდაპირ გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღოვანი ბუხარია, კარის მარჯვნივ კი - ზედა სართულთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედში შესასვლელი და ერთი პატარა სათოფური. კარის მარცხნივ (აღმოსავლეთით) პატარა ნიშაა - ცალმაგი სათოფურით. დანარჩენ სამ წახნაგში შეწყვილებული სათოფურით აღჭურვილი, თითო დიდი ზომის, ღრმა ნიშაა. სართული გადახურულია აგურით ნაწყობი, ნახევარსფერული კამარით, რომლის ქუსლის დონეზე, აღმოსავლეთით, სარკმელია გაჭრილი.
მესამე სართულიც გეგმით წრიული ფორმისაა. ამ სართულზეც, შესასვლელი კარის პირდაპირ, გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღოვანი ბუხარია. კედელში ოთხი ოთხკუთხა ნიშაა, რომლებშიც ორმაგი სათოფურებია მოწყობილი. ერთ-ერთი ნიშა იატაკის დონიდან იწყება. მასში ორმაგი სათოფურის გარდა, ერთი ცალმაგი, დახრილი სათოფურიცაა. სართული გადახურულია ნახევარსფერული კამარით, რომელშიც სარკმელია მოწყობილი. ერთი პატარა სარკმელი სართულზე ამოსასვლელი კიბის ბაქნის დონეზეა.
მეოთხე სართული ქონგურებიანი ბანს წარმოადგენს. კედელში სიმეტრიულადაა განლაგებული ხუთი ნისკარტა სალოდე, რომელთა შორის ცალმაგი და ორმაგი სათოფურებიცაა მოწყობილი. სათოფურებია ზოგიერთი სალოდის გვერდის კედლებშიც და ქვემოთაც.
რაც შეეხება კოშკის ფიზიკურ მდგომარეობას, იგი საკმაოდ დაზიანებულია, რაც სხვადასხვა გარემოებებითაა გამოწვეული. ამასთანავე, კოშკი მდებარეობს მჭიდროს დასახლებულ პუნქტში. ბილანიშვილების კოშკის მძიმე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იგეგმება ნაგებობის კვლევა-ფიქსაცია და რეაბილიტაციის პროექტის შედგენა.
ბილანიშვილების კოშკს არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, მაგრამ, ვინაიდან კოშკი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა წესი.


 მიზანი და ძირითადი პირობები
ბილანიშვილების კოშკის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, აუთენტურობის შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციის და დაცულობის უზრუნველყოფა.
პროექტმა უნდა მოიცვას კოშკის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს მისი არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ გადაწყვეტას.
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:

- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- გამოყენებული უნდა იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან თავსებადი ნივთიერებები;
- ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ბილანიშვილის კოშკის რომელიმე კულტურულ ღირებულებას;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.

კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს მთავრობის 2007 წ. 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს მოთხოვნები მისაღები (დასამუშავებელი) პროექტის მიმართ.

გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრულ (ვექტორული DWG, DXF, PLN გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით).
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები და შესრულდეს ბილანიშვილების კოშკის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
შესრულებული სამუშაოების ჩაბარების საბოლოო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე.
❖ პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
ბილანიშვილების კოშკს არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, მაგრამ, ვინაიდან კოშკი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მასზე ვრცელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს (სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო) ჩაბმას და ნებართვას გასცემს სამინისტროს (სააგენტოს) თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს ყველა კომპონენტს.
სარეაბილიტაციო ჩარევები უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვით.
ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
 გასაწევი მომსახურება
კვლევითი, საფიქსაციო სამუშაოების განხორციელება და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება-შესყიდვა.
მოცემული ვადის ფარგლებში, პერიოდულად წარმოადგინონ, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები.

 შესასრულებელია შემდეგი სახის სამუშაოები:

1. კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები:
- არქეოლოგიური ზედამხედველობით ძეგლის გამაგრება - კვლევითი სამუშაოების შედეგად, თუ დადგინდება, რომ კონსტრუქციული მდგრადობის გასაძლიერებლად საჭირო გახდება საძირკვლის გამაგრება, მაშინ არქეოლოგის ზედამხედველობით ჩატარდება ეს სამუშაოები
- ტერიტორიის ტოპოგადაღება;
- ობიექტების (შენობება-ნაგებობები) აზომვითი სამუშაოები (საჭიროების შემთხვევაში 3D - სკანირების მეთოდით), დეტალური ფოტოფიქსაცია;
- სახელოვნებათმცოდნეო კვლევა;
- კონსტრუქციული კვლევა, ტექნიკური დასკვნა;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
- ობიექტის რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის დადგენა.
2. კვლევითი-საფიქსაციო სამუშაოების საფუძველზე რეაბილიტაციის პროექტის მომზადება;
3. საჭიროების შემთხვევაში საინჟინრო კომუნიკაციების პროექტის შედგენა;
4. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის შედგენა;
5. ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების პროექტის მომზადება;
6. ბილანიშვილების კოშკის სააღრიცხვო ბარათის შედგენა;
7. კოშკის განათების პროექტის შედგენა
8. რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა.

სრული ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საპროექტო/სახართჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ტექნიკური დავალების შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ. საგარეჯო, დავით აღმაშენებლის გამზ. #9.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2016 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 100000 (ასი ათასი) ლარის ჯამური ღირებულების წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული, კერძოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ისტორიულ შენობა-ნაგებობაზე რესტავრაცია-რეაბილიტაციის დოკუმენტაციის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

2 ინფორმაცია ანალოგიური გამოცილების შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი #1-ის შესაბამისად.
3. პრეტენდენტს 2016 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე 1 (ერთი) ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 20000.00 (ოციათასი) ლარის წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული, კერძოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ისტორიულ შენობა-ნაგებობაზე რესტავრაცია-რეაბილიტაციის დოკუმენტაციის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

4.წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ანალოგიური სირთულის შესაბამისი საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
5. სატენდერო დოკუმენტაციის მე-3 პუნქტში მითითებულ მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად გაწული მომსახურების ჯამურ ღირებულებას.

შენიშვნა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სატენდერო კომისია არ განიხილავს პრეტენდენტის მიერ გამოცდილების (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის) დაკმაყოფილების მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციას, რომლითაც დგინდება ვალდებულებების შესრულების ფაქტი იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ან სავაჭრო ურთიერთობა, ან მისი სახელმწიფოებრივი მოწყობიდან/რეჟიმიდან გამომდინარე, შეუძლებელია პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორის გადამოწმება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტის მომზადების პროცესში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია (თანდართული ფორმის შესაბამისად), კერძოდ: არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, სამშენებლო მასალების ტექნოლოგი.

არქიტექტორ-რესტავრატორს, ინჟინერ-კონსტრუქტორს, ინჟინერ-გეოლოგს, არქეოლოგს, ხელოვნებათმცოდნეს, სამშენებლო მასალების ტექნოლოგს, 2016 წლიდან დღემდე, უნდა გააჩნდეთ მინიმუმ 2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.

გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).

დოკუმენტი (თანდართული - CV) ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული პრეტენდენტის მიერ.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელს არ აქვს უფლება ქვეკონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელს და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0,2 %-ის ოდენობით.
მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში.

ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე, მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

პრეტენდეტი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, შეათანხმოს პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

შენიშვნა: ექსპერტიზაზე პროექტს წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა ბერიკაშვილი, 598555825, berikashvilixatuna@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (გარდა Excel -ის ფაილისა) .

3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).

6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

8. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

9. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა, (როგორც Excel -ის ასევე PDF ფორმატში);
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru