Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #60538737)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL college ,,SPECTRI"
Номер конкурса: 60538737
Дата публикации: 08-01-2025
Сумма контракта: 109 289


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA250000010
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.01.2025 12:38
Начало приема предложения 17.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 20.01.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 109`289.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45232410 - Мелиоративные работы
  • 45233200 - Различные работы по покрытию
  • 45233222 - Работы по мощению и асфальтированию
  • 45233250 - Строительные работы по укладке покрытия, кроме дорожного покрытия
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში
Дополнительная информация
ქ. თბილისში, ბ. ჭიჭინაძის ქ. N10-ში მდებარე სსიპ კოლეჯი ,,სპექტრი’’-ს ეზო-ტერიტორიის მოწყობა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 437.00 GEL
Размер гарантии 1`093 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine davladze :: 08.01.2025 12:04
  • Последнее исправление: ekaterine davladze :: 08.01.2025 12:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=611344&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისში, ბ. ჭიჭინაძის ქ. N10-ში მდებარე სსიპ კოლეჯი ,,სპექტრი’’-ს ეზო-ტერიტორიის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ს/კ 01.19.23.009.061

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დეფექტურ აქტში

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1.ხელშეკრულების შესრულების მთელ პერიოდში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმების განუხრელი შესრულება;
1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების დროს გამოიყენოს მხოლოდ ის მასალები, რომელთა ხარისხი შეესაბამება საქართველოში აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს ჩატარებული სამუშაოები;
1.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან და სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან;
1.5.4. მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა;
1.5.5. მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მის მიერ მოხმარებული კომუნალური მომსახურების საფასური;
1.5.6 მიმწოდებელი ვალდებულია ისე განახორციელოს სამუშაოები, რომ არ დააზიანოს ეზო-ტერიტორიაზე არსებული ნარგავები
1.5.7 სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ. თბილისი, ბ. ჭიჭინაძის ქუჩა N10;

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორ წელს;
1.6.2. შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველსაყოფად, წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენებული იქნება უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.
1.6.3. შესრულებული სამუშაოების ხარისხის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%–ის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საგარანტიო ვადის ამოწურვის თარიღს (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული წელი). გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოების, კერძოდ ეზო ტერიტორიის მოწყობის გამოცდილება არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 109 289.00 ლარის ოდენობით; პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება).
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს შესრულებული აქვს სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მაშინ ეს სამუშაოები გამოცდილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების შესრულება წინასწარ იყო შეთანხმებული ძირითად შემსყიდველთან (თუ საჭირო იყო შეთანხმება) და ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემული სამუშაოები სრულად არის დასრულებული და მიღებული ძირითადი შემსყიდველის მიერ (მხოლოდ ქვეკონტრაქტის ფარგლებში სამუშაოების სრულად მიწოდება არ არის საკმარისი).
2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და შესყიდვისა და სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. ასეთ შემთხვევაში საკმარისია სატენდერო განცხადების ან CMR ნომრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. შესაბამის სატენდერო განცხადების ან CMR ნომრებს მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი "შესრულებული ხელშეკრულება" ან "მიმდინარე ხელშეკრულება - საგარანტიო პერიოდი". მოცემული ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი თავისუფლდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენისგან.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი. გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადას.

2.9 other additional requirements

2.9.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2.9.2. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის ან სხვა პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
2.9.3. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ასათვისებელი თანხის არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. თუ მიმწოდებლის მიერ ავანსის სახით გათვალისწინებული თანხა ათვისებული იქნება (ერთჯერადად ან ეტაპობრივად) სრული მოცულობით, მომდევნო საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი თანხის არაუმეტეს 20%-ის ოდენობით შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ავანსის სახით მიცემული თანხა სრულად არის გაქვითული.
7.1.1.2 საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ) გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
7.1.1.3. საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის შინაარსი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან და წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.
7.1.1.4. ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. შუალედური ანგარიშსწორება ხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა N2, ფორმა N3 და დამატებითი ღირებულების ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე;
7.2.2. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დაკავება. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება შესრულებული სამუშაოების ხარისხის გარანტიის წარმოდგენის შემდეგ;
7.2.3. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის განსაზღვრული ფასის ფარგლებში.ექსპერტიზის მომსახურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და თანმდევი დოკუმენტაციის გამოწერიდან/წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული საჯარიმო თანხის გადახდიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) გაცემული დასკვნის გათვალისწინებით შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

დასკვნის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკატერინე დავლაძე, 577960044, davladzee@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.
10.1.2. დეფექტურ აქტში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაქვემდებარება და გამოიწვვს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ხარჯთაღრიცხვა განუფასებლად ჩაითვლება თუ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.1.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია დეფექტური აქტით განსაზღვრული სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება.
10.1.4. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული დოკუმენტია ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და შტამპდასმული უნდა იყოს "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
10.1.6. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება.
10.1.7. შემსყიდველი მიმწოდებელთან ერთად აწარმოებს კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობაზე და გამოყენებული მასალების ხარისხზე;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

08-01-2025 Aménagement du LOTISSEMENT "TRAON AN DOUR" à Plestin (24 lots).

07-01-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

08-01-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

08-01-2025 Строительные материалы и связанные с ними изделия .

08-01-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

08-01-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru