ტექნიკური დავალება
კარტრიჯების აღდგენა/დატენვა:
1. გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პრეისკურანტში
მითითებული შემსყიდველის კუთვნილი კარტრიჯების დატენვის და აღდგენის
მომსახურება.
2. კარტრიჯის დატენვა ითვალისწინებს მის სრულ გაწმენდას და ხარისხიანი
ტონერით შევსებას და ასევე ჩიპის შეცვლას (არსებობის შემთხვევაში).
3. კარტრიჯის აღდგენა ითვალისწინებს მის სრულ ტექნიკურ მომსახურებას,
მათ შორის კარტრიჯის დიაგნოსტიკას სპეციალური ხსნარით, ნაწილების
გაწმენდას, დეტალების ნაწილების გამოცვლას, კარტრიჯის დატენვას და
ასევე ჩიპის შეცვლას (არსებობის შემთხვევაში).
4. დატენილ და აღდგენილ კარტრიჯებს უნდა გააჩნდეთ დამცავი ლენტი
ტრანსპორტირებისას ტონერის კარტრიჯიდან გადმოყრის თავიდან
ასაცილებლად, ასევე შეფუთული უნდა იყოს სპეციალური ჰაერით გასაბერი
პარკით.
5. დატენილი და აღდგენილი კარტრიჯები უნდა იყოს გასუფთავებული და არ
უნდა იწვევდეს მომხმარებლის დასვრას ნარჩენი ტონერით.
6. კარტრიჯს უნდა მოყვებოდეს დატენვის და აღდგენის შემდგომ კარტრიჯის
ტესტირების ფურცელი.
7. დატენილ და აღდგენილ კარტრიჯებზე კარტრიჯის სრულ დაცლამდე უნდა
ვრცელდებოდეს მომწოდებლის გარანტია ბეჭდვის ხარისხზე და ნაბეჭდი
ფურცლების (არანაკლებ 2000 ფურცელი) რაოდენობრივი მახასიათებლების სრულ
შესაბამისობაზე ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოთხოვნილთან. წინააღმდეგ
შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებული იქნება საკუთარი ხარჯებით
განახორციელოს აღნიშნული შეუსაბამობის (ნაკლის) გამოსწორება.
8. მომწოდებელი უნდა იძლეოდეს იმის გარანტიას რომ კარტრიჯის აღდგენის
შემდეგ შესაძლებელი იქნება კარტრიჯის მინიმუმ 4-ჯერ დატენვა ისე რომ ამ
პერიოდის განმავლობაში არ მოხდეს მისი აღდგენა, გარდა იმ შემთხვევისა
როდესაც კარტრიჯის დაზიანება გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედებით.
მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (გარანტია უნდა
ვრცელდებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდგომ
პერიოდზეც თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ვერ მოესწრო
კარტრიჯის ყოველი აღდგენის შემდეგ მისი 4-ჯერ დატენვა) თუ საგარანტიო
პერიოდში საჭირო გახდა კარტრიჯის აღდგენა მიმწოდებელმა მისი აღდგენა
უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯით შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი
დამატებითი ანაზღაურების გარეშე, აღნიშნულზე შეტყობინების მიღებიდან 2
სამუშაო დღის განმავლობაში ხოლო საგარანტიო პერიოდის ათვლა დაიწყება
კარტრიჯის ბოლო აღდგენიდან.
9. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის სიტყვიერი ზეპირი მოთხოვნიდან
არაუგვიანეს ორი სამუშაო დღეში მოახდინოს კარტრიჯების დატენვა ან/და
აღდგენა.
10. პრეტენდენტს უნდა შეეძლოს დღეში არანაკლებ ოცი ერთეული კარტრიჯის
აღდგენა.
კოპიუტერული ტექნიკის შეკეთება:
1. შეკეთება და ტექნიკური მომსახურება გულისხმობს საოფისე აპარატურის -
პრინტერების, ასლგადამღები აპარატების, სკანერების, პერსონალური და
პორტატული (ნოუთბუქი) კომპიუტერების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას;
პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურების გაწევას; ტექნიკის
ნაწილების (დეტალების) შეკეთებას ან/და გამოცვლას.
2. იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული ტექნიკაზე მომსახურების გაწევა
შეუძლებელი გახდება ადგილზე (შემსყიდველის ადგილსამყოფელზე), ამ
შემთხვევაში მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით ახდენს დაზიანებული
ტექნიკის თავის სახელოსნოში წაღებას და მომსახურების გაწევის შემდგომ
კვლავ საკუთარი ხარჯებით ახდენს მის ტრანსპორტირებას შემსყიდველის
ადგილსამყოფელზე.
3. მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ან შემსყიდველის
მისამართზე, დაზიანების სპეციფიკიდან გამომდინარე.
4. მომსახურება გაწეული უნდა იქნეს სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში,
მისამართზე: ქ. თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი N 1 ან
მომწოდებლის სერვის ცენტრში (საჭიროების შემთხვევაში).
5. მომსახურება გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად, მიმწოდებელი
ვალდებულია განახორციელოს დაზიანებულ ტექნიკის შეკეთება და ნაწილის
დაზიანების შემთხვევაში განახორციელოს მისი შეცვლა შემსყიდველის
სიტყვიერი (ზეპირი) ან წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი)
სამუშაო დღეში. დეფიციტური ნაწილით უზრუნველყოფას, მომსახურების
გაწევის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
ამასთან, თუ რომელიმე ნაწილის რეალიზაციას ანხორციელებს საქართველოს
ტერიტორიაზე არსებული ერთი ორგანიზაცია მაინც, ასეთი ნაწილი არ
ჩაითვლება დეფიციტურ ნაწილად.
6. მიმწოდებლი ვალდებულია დაათვალიეროს ტექნიკა და შეადგინოს
დეფექტური აქტი და შემსყიდველის თანხმობის (შესაძლებელია
შემსყიდველის მიერ განხორციელდეს დეფექტურ აქტში მითითებული
მომსახურების კორექტირება) შემთხვევაში მისი ხელმოწერის (ორივე მხარის
მიერ ხელმოწერის) (დეფექტურ აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს თარიღი,
დრო და ტექნიკის დასახელება). შემდეგ მიმწოდებელმა დაიწყოს
მომსახურების განხორციელება.
7. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების განხორციელების შემდგომ
შეადგინოს შესრულებული სამუშაოს აქტი. (შესრულებულ სამუშაო აქტში
აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი
პრეისკურანტით გათვალისწინებული ღირებულებებით, თარიღი, დრო და
ტექნიკის დასახელება).
დამატებითი მოთხოვნა
1. გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულებები პოზიციების
შესაბამისად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი #1-ში
მოცემული განფასების ცხრილის პრეისკურანტების ერთეულის ღირებულების
მიხედვით და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში ამავე პოზიციებზე
დაფიქსირებულ ერთეულის ფასებს.
2. დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პირვანდელ და ვაჭრობის
შედეგად დაფიქსირებულ საბოლოო ფასებს შორის სხვაობა გამოანგარიშდება
შემცირდება პროცენტულად (პროპორციულად), თითოეულ მომსახურებასა და
საქონელზე ცალცალკე რომლის მიხედვითაც დაევალება პრეტენდენტს
წარმოადგინოს კორექტირებული ფასები.
3. თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელსა ან/და მომსახურებას
გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა მიუთითოს
„0“.
4. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად საბოლოო ერთეულის ღირებულება
დაფიქსირდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია
ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე.
შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.
5. გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულებები, პოზიციების
შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნას წინამდებარეფასების ცხრილის
(პრეისკურანტიის) ერთეულის ღირებულებების მიხედვით და არ უნდა
აღემატებოდეს პრეისკურანტის ამავე პოზიციაზე დაფიქსირებულ
შემსყიდველის ერთეულის ფასებს.
6. პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას
აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას უნდა
დადგინდეს შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით
საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში
(დანართი #1) მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის
ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო
ჯამური ღირებულების 10%-ს.