Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #60505756)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Rustavi Building
Номер конкурса: 60505756
Дата публикации: 06-01-2025
Сумма контракта: 55 951


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250000166
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.01.2025 16:47
Начало приема предложения 14.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.01.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 55`951.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45316000 - Работы по установке систем освещения и сигнализации
Срок подачи ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
Дополнительная информация
ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსი"-ს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ კორპუსების სადარბაზოებში სართულის უჯრედზე სენსორული განათების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 560.00 GEL
Размер гарантии 560 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: demetre mchedlidze :: 06.01.2025 14:15
  • Последнее исправление: demetre mchedlidze :: 06.01.2025 16:47
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=611196&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსი"-ს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ კორპუსების სადარბაზოებში სართულის უჯრედზე სენსორული განათების მოწყობის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და სავარაუდო რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართში №1.
2. სამუშაოები უნდა შესრულდეს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.
3. სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით უნდა მოხდეს სამუშაოთა შესრულება და მათი დამთავრება დადგენილ ვადებში.
4. სამუშაოების წარმოების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები.
5. გაუთვალისწინებელი სამუშაოები შეთანხებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან და გაშიფრული სახით უნდა აისახოს ფორმა №2-ში.
6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან უმოკლეს ვადაში (არაუმეტეს 3 კალენდარული დღე) ობიექტ(ებ)ზე (მისამართ(ებ)ზე) გასვლა და შემსყიდველთან შეთანხმებით დეფექტური აქტისა და სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა.
7. საჭიროების შემთხვევაში სამუშაოები უნდა განხორციელდეს ერთდროულად მინიმუმ 3 (სამი) ობიექტზე (მისამართზე).
8. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კონკრეტულ ობიექტ(ებ)ზე (მისამართ(ებ)ზე) სამუშაოების დასრულება წერილობითი დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში.
9. დანართში მოცემული სამუშაოების მოცულობები არის სავარაუდო. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით მოხდება მათი დაზუსტება-შემცირება ან გაზრდა, ერთეულის ფასისა და ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კონკრეტულ ობიექტ(ებ)ზე (მისამართ(ებ)ზე) სამუშაოების დასრულება შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალების (წერილობითი შეტყობინება სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით) გადაცემიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით.
2. სამუშაოს შესრულების ადგილი: ქალაქ რუსთავის ტერიტორია, კონკრეტული ობიექტები (მისამართები) მიმწოდებელს გადაეცემა ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსი"-ს წილის 5%, რომლის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

1.1 2022 წლის პირველი იანვრიდან, მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 37 300 (ოცდაჩვიდმეტი ათას სამასი) ლარი.

2. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა.

3.ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: ელექტროსამონტაჟო ან/და განათების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი №2–ის შესაბამისად;

4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

5. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა, რაც დადასტურებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. მოცემული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

5.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება.

5.2 სატენდერო დოკუმენტაციის მე-5 პუნქტში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.

5.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

5.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა №2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა.
2. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი არ უნდა იყოს/იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი.
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%.
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები:
1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია „შემსყიდველთან“ შეათანხმოს მასალების იერსახე და ხარისხი;
2. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
3. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შპს „ინსპექტ-ა“;
4. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
5. დანართი №1-ის 2.2 და 2.3 პუნქტებით გათვალისწინებული სენსორული სანათების ხედვის არეალი უნდა იყოს არანაკლებ 5 (ხუთი) მეტრი.
6. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით).
7. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართში №1 მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას და ასევე, პრეტენდენტმა უცვლელად უნდა დატოვოს ხარჯთაღრიცხვის განფასებისას გაუთვალისწინებელი ხარჯი 3%-ის ოდენობით.
8. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #3-ის შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
9. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის №439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. შესყიდვის ობიექტის მთლიანი ღირებულების 10%-ს - 5 (ხუთი) და ნაკლებსართულიანი კორპუსის და 30%-ს 8-9 სართულიანი კორპუსის შემთხვევაში ანაზღაურებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა (აღნიშნული თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 20%-ს) , რომელიც მიმწოდებელს ჩაერიცხება წინასწარ, კონკრეტულ ობიექტ(ებ)ზე (მისამართ(ებ)ზე) სამუშაოების დაწყებამდე, ხოლო შესაბამისად 90% და 70%-ს ანაზღაურებს ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსი“ წინასწარი ანგარიშსწორების გარეშე.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ შესყიდვის ობიექტის მთლიანი ღირებულებიდან კუთვნილი წილის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამის ობიექტ(ებ)ზე (მისამართ(ებ)ზე) სამუშაოები არ შესრულდება.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ, მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე;
3. ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
4. ანგარიშსწორება განხორციელდება, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიის, შპს „ინსპექტ-ა“-ს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე (რაც დადასტურებული უნდა იყოს შპს „ინსპექტ-ა“-ს მიერ ფორმა #2-ზე ხელმოწერით). (შპს „ინსპექტ-ა“-ს დასკვნის ხარჯებს აანაზღაურებს შემსყიდველი).
5. ანგარიშსწორება იწარმოებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის #619 განკარგულების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დემეტრე მჭედლიძე, 577525102, dmchedlidze25@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი და ხარჯთაღრიცხვები ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვებში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ხარჯთაღრიცხვები, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru